Monday, November 19, 2012

პიარი და პოლიტიკა



რა ხდება პოლიტიკაში ? დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ დაძაბული საარჩევნო დღე მივიღეთ და არანაკლებ დაძაბული პოსტსაარჩევნო პერიოდი.
ვფიქრობ, საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდით მიუხედავად იმისა, რომ სულ ვთვლიდი ბიზნეს სფერო უფრო მნიშვნელოვანი  და საინტერესო იყო ჩემთვის, ამ ბოლო დროს პოლიტიკური პიარითაც დავინტერესდი, ძირითადად ეს ინტერესი მედიის მიერ იყო პროვოცირებული.  
პოლიტიკური პიარი, პიარის სფეროებიდან ერთ–ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი სფეროა, თუმცა მე და არა მარტო მე ვთვლი, რომ პროდუქტი პროდუქტია პიროვენა იქნება სარეცხი საშუალება თუ პარტია. ყველაზე რთული პოლიტიკურ პიარში ობიექტურობის და ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაა, რადგან საზოგადოება ძირითადად დაყოფილია  “ასოცირებულ ექსპერტებად”.
საინტერესო საარჩევნო კამპანია იყო ყველა პიარის ელემენტის გამოყენებით, როგორც ეთიკური ასევე არაეთიკური,  კამპანია ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანი, ერთნაირი ხარვეზებით და შეცდომებით. ვინ რას პირდებოდა ხშირ შემთხვევაში ქაოტური იყო, ვინ სარგებელს, ვინ ოცნებას, ვინ დაფასებას პირდებოდა თუმცა ყველა პროგნოზი და მოსაზრება იმას მეტყველებდა, რომ მდორედ წავიდოდა კამპანია და მხოლოდ ძველი მეთოდები ანუ მოსმენები იქნებოდა გამოყენებული, თუმცა “ცივი ომის” სუნი უდიოდა არჩევნების ბოლო პერიოდს. საკმაოდ გვიან დაიწო კამპანაია და არაორგანიზებულად, ძალები ერთმანეთს ელოდებოდნენ ვინ რა კომპრომატებს წამოწევდა, რომ შემდეგ განსხვავებულობა და იდენტობა შეენარჩუნებიათ. ეს სტრატეგია სპორტში აქტიურად გამოიყენება, თუმცა მე ვფიქრობდი, რომ პარტიებისათვის უფრო მნიშვნევლოვანი თავიანთ დაპირებაზე და თავიანთ სათქმელზე უნდა ყოფილიყვნენ ორიენიტებული. მაინც გადაძალა სპორტულმა მიდგომან ანუ სხვის შეცდომებზე საკუთარი კამპანიის წარმოება.  საინტერესო საკითხები იყო წარმოჩენილი. ხშირად  პიარ კამპანია კარგავდა სახეს და ბოლოს კალაპოტი დაკარგა, ინფორმაციის კონტროლი და ინფორმაციის გავრცელების ფორმა დაიკარგა, სადაც არავინ უსმენდა მესიჯებს და დაპირებებს და პიარ კამპანიის ბოლოს საჭეზე ხელაშვებული დადიოდნენ პოლიტიკური აქტორები.
პიარის რა კომპონენტები იყო გამოყენებული კამპანიის დროს:
ნაციონალურმა მოძრაობამ აქცენტი მცირე ჯგუფებთან შეხვედრებით დაიწყო, რომლებიც ფოკუსჯგუფად იყვნენ გამოყენებული სტრატეგიისა და ტაქტიკის ეფექტურად დასაგეგმად, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა მესიჯი და სარეკლამო სტრატეგია, ხოლო პრეზიდენტის და პრემიერის ჩართვამ კანპანიაში სიმძაფრე და ეფექტურობა შესძინა კამპანიას.  რადმენად გამართლებული იყო ესეთი მძლავრი ფორმით პრეზიდენტის ჩართულობა ვფიქრობ არჩევნების შედეგებმა გვაჩვენეს. რაც შეეხება ქართული ოცნების კოალიციას, მათ თავიდანვე აქტიური კომუნიკაციის ფორმა აირჩიეს და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს კითხვარების მსგავსი ფორმა (რაზე ოცნებობდნენ) შეავსებინეს, რაც კვლევის ერთ–ერთ ფორმად იყო გამოყენებული, ცნობადი სახეების ჩართვამ კამპანიაში დიდი როლი ითამაშა, რაც მთელს მსოფლიოში წარმატებული მეთოდია, ასევე საინტერესო მიდგომაა ოჯახის წევრების ჩართავ კამპანიაშია. გვსმენია ხშირად ოჯახის, შინაური ცხოველების და კანდიდატების მოქალაქეობრივი პოზიციის დიდი მნიშვნელობის შესახებ ?  პიარის ეს მეთოდი დიდ გავლენას ახდენს კამპანიის წარმეობაზე  ამერიკასა და ევროპაში , რაც ქართულმა ოცნებამ აქტიურად გამოყენა, თუმცა ნაციონალურ მოძრაობასაც ქონდა მცდელბა და კონკრეტულად პრეზიდენს, სადაც პირველი ლედი და პრეზიდენტის შვილი მღეროდა. არაფერს ვამბობ ბერას კამპანიაზე, რომელიც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო სტრატეგია იყო ქართული ოცნების პიარკამპანიაში.
რთული ყოფილა ქართველი ამომრჩევლების შეფასება, თუმცა პროგნოზირებადი, ხშირად ჭარბობს ხოლმე ემოციაა, მაგრამ ეს ემოცია ხანდახან საჭიროა, უბრალოდემოციას მოაქვს ენერგია და ამ ენერგიის გადამუშავებას აქვს დიდი მნიშვნელობა სად წავიღებთ და რისკენ მივმართავთ მას. წყალი შეიძლება გამოვიყენოთ ან წყურვილის მოსაკლავად ან ადამიანების დასახრჩობად, აე ეს არის არჩევანი.
არჩევნების დროს ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები ალბად დემოკრატია, ადამიანების უფლებები, და თავისუფლება იყო, კარგია ამ სიტყვების მნიშვნელობაზე თუ გავაკეთებთ აქცენტს და მისს არს ჩავუღრმავდებით.  დღეს ფორმის საუკუნეა რადგან პროდუქტზე კი არა მისი მიწოდების ფორმაზეა დამოკიდებული მისი წარმატება ან წარუმატებლობა. მნიშვნელოვანია  რიტორიკა და იმ სიტყვების კომბინაცია რაც კომუნიკაციაში სჭარბობს ხოლმე.  კამპანიის დროს იყო ლექსები, ფთრიანი ფრაზები და მსგავსი რიტორიკა, მსგავსი შეცდომებით, მაგარამ შეცდომა კი არ არის მთავარი არამედ მისი ინტერპრეტირება, ულტრირება და იმიჯის ან მეორენაირად რომ ვთქვათ იარლიყის მიწებებას აქვს მნიშვნელობა.
ჩვენი არჩევანი ცხელ გულზე გაკეთებულ არჩევანს გავდა, საზოგადოებას ბიძგი სჭირდებოდა და მიიღო ეს ბიძგი, ბიძგის დროს მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოეყოფა ხოლმე ჩვენს ქმედებეს ეს ობიექტურობაა, ხშირად ამბობენ სუბიექტი ობიექტური ვერ იქნებამო მაგრამ სუბიექტურ ობიექტურობაზე ვსაუბრობ მე.
საქართველოში სულ მესმის რომ ავტორიტეტი გჭირდება და აი ავტორიტეტიც, ავტორიტეტი საჭიროა ყველგან მეგობრებში, სახლში და ქვეყანაში, უბრალოს ამ ავტორიტეტს და მის ავტორიტეს აქვს საზღვრები და ჩვენზეა დამოკიდებული მისი დიქტატორ ან ლიბერალ ავტორიტეტად ქცევა, ავტორიტეტს ხომ გარემო აყალიბებს და  ეს გარემო განაპირობებს მის განვითარებას, ყველ ავტორიტეტს თავისი როლი აქვს, ერთი შეხედვით მარტივი სიტყვა როლი დიდი ფილოსოფიის მატარებელია, როლში შეჭრილი პოლიტიკა და ექსპერტები კი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაანალიზებელი თემა. როლი შეიძლება ჩავთვალოთ თამაშად ან პირიქით თამაში როლად,როლით ვთამაშობთ თუ თამაშით როლში აქაც საბრთხილო თემასთან გავქვს საქმე, რადგან როლს და თამაშს სჭირდება განწყობა, ხოლო განწყობა განაპირობებს ყველაფერს, მოლოდინს, პირობას, შედეგს და ქმედებას. განწყობისათვის პიარსპეციალისტები ერთ–ერთ ქცევის მაფორმირებელ მიმართულებად სოციალურ ზეგავლენა ასახელებენ,  ოცდამეერთე საუკუნეში სიტყვა ზეგავლენა – მნიშვნელოვანი გახდა, გავლენისათვის მიდის ბრძოლა ადამიანის განვითარების ყველა ეტაპზე, და ამ ეტაპებიდან მიღებული შედეგით ანუ დამუშავებული ინფორმაციით ვქმნით ჩვენს გონებაში ამა თუ იმ ობიექტის ან პიროვნების იმიჯს, იმიჯი კი სტატიკური მოვლენა არ არის – ის დინამიურია. შესაბამისად ეს დინამიკა მოითხოვს თან ცვალებადობას და თან სტაბილურობას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმიჯის შექმნა და სამიზნე ჯგუფებზე მორგება  და მისი ტრანსლირება. იმიჯის მართებულად აღქმას ინფორმაციის სწორად გადამუშავება სჭირდება. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვნაირად ამუშავებენ ინფორმაციას, და პიარის ეფექტურ და მართებულად შერჩეულ კომპაქტურ მესიჯზეა დამოკიდებული მისი ანუ მესიჯის აღქმა. 
პიარ სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენ პოლიტიკოსების იმიჯს ჩვენი განწობიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე აღვიქმავთ, მაგრამ თუ იმიჯი იცვლება მაშინ რა ხდება ? ზოგადად რადიკალური ცვლილებები იმიჯში არ ხდება, იმიჯოლოგიაში არსებობს ქამელეონი იმიჯის ცნება, რომელიც ორიენტირებულია, უფრო მოქნილი და ადეკვატური იყოს იმიჯი. ხშირია იმიჯში მიბაძვის თემა. ბაძვა სხვადასხვანაირი არსებობს და ხშირად რთულია ხოლმე გავარჩიოთ რეალობა  სინამდვილისგან. 
იმიჯის შექმნის დროს ჩვენ პიარსპეციალისტები ვემსგვასებით პოეტს რომელიც თხზავს მის პროდუქტს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსს. არისტოტელე რიტორიკაში წერს – პოეტის საქმე არ არის თქვას ის რაც მოხდა, ის უნდა იყოს ფანტაზიორი, შემთხზველი ან ახლის გამომგონებელი. ზუსტად ამ შეთხზვაში არის ჩვენი ხიბლი.
ჩვენ გამომგონებლები ვართ და შეიძლება ადამიანს ისეთი თვისება და უნარი გამოვუგონოთ, რომელიც მას რეალურად არ აქვს, მაგრამ როლში შესვლის შემდეგ ითვისებს მას. აი ესეთია პიარი არარეალურს და ვირტუალურს აქცევს რეალობად. ხშირია მსოფლიოს ისტორიაში ცდომილებები, მაგ:  რომში ფორუმის კამარაზე ტიტუსი დასახელებულია იერუსალიმის დამპყრობლად, რომელიც მასზე ადრე პომპეუსმა აიღო.  ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ რა არის სიმართლე და ყველას რომ თავის სიმართლე გააჩნია, ვფიქრობ სიმართლე გემოვენბას გავს…. დღეს კომუნიკაცია ვირტუალურია, შესაბამისად საზოგადოებაც ვირტუალური ხდება რაც რეალური იმიჯის აღქმას ართულებს.  არსებობს აზრი, რომ პოლიტიკა საზოგადოების გამოძახილია თუმცა მე ვფიქრობ საქართველოში პირიქით არის პოლიტიკის გამოძახილია საზოგადოება. საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის პიარი დგას და ვფიქრობ დღეს ყველაზე დიდი როლი ენიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობას, რადგან მასზეა დამოკიდებული როგორი პოლიტიკა გვექნება ხვალ.