Tuesday, June 29, 2010

არაპროფესიონალი პროფესიონალები


სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში გა­ნა­თლ­ებ­ის რე­ფო­რმ­აზე თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა უკ­ვე ყვ­ელ­ამ გა­მო­თქ­ვა, ალ­ბათ, მხ­ოლ­ოდ ზა­რმ­აც­ებ­მა შე­იკ­ავ­ეს თა­ვი. ამ­იტ­ომ­აც, არ ვა­პი­რებ ჩა­ვუ­ღრ­მა­ვდე რე­ფო­რმ­ის სუ­სტ და ძლ­იერ მხ­არ­ეე­ბს, უბ­რა­ლოდ, რა­მდ­ენ­იმე უც­ნა­ურ სა­კი­თხ­ზე მი­ნდა შე­ვა­ჩე­რო თქ­ვე­ნი ყუ­რა­დღ­ება. სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში სხ­ვა­და­სხ­ვა სა­ქმ­ის პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლე­ბი არ­იან, მა­გრ­ამ არ არ­სე­ბო­ბს სა­სწ­ავ­ლე­ბლ­ები, რო­მლ­ებ­იც ამ პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლე­ბს ამ­ზა­დე­ბენ. არ­ადა, ვი­კი­პე­დი­აში (რო­მლ­ის სი­სწ­ორ­ეში, მა­რთ­ალ­ია ბე­ვრს ეჭ­ვი ეპ­არ­ება), პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლის შე­მდ­ეგ­ნა­ირი ტრ­ად­იც­იუ­ლი გა­ნმ­არ­ტე­ბაა მო­ცე­მუ­ლი: „სი­ტყ­ვა „პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლი“ აღ­ნი­შნ­ავს პი­რს, რო­მე­ლიც დი­პლ­ომ­ირ­ებ­ული სპ­ეც­ია­ლი­სტ­ია ამა თუ იმ პრ­ოფ­ეს­იულ სა­ქმ­ია­ნო­ბა­ში“.
რა თქ­მა უნ­და, მხ­ოლ­ოდ დი­პლ­ომი, არ­აფ­ერს ნი­შნ­ავს, უბ­რა­ლოდ, იმ­ის აღ­ნი­შვ­ნა მი­ნდა, რომ პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლს, რო­გო­რც მი­ნი­მუმ, პრ­ოფ­ეს­იუ­ლი მო­მზ­ად­ება უნ­და გა­აჩ­ნდ­ეს.
მგ­ონი, შე­სა­ვა­ლი­სთ­ვის სა­კმ­არ­ის­ად და­ვწ­ერე და ახ­ლა დრ­ოა, ქა­რთ­ველ პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლე­ბზე ვი­სა­უბ­რო.

გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინი

დი­ზა­ინ­ის გა­ნს­აზ­ღვ­რე­ბი­სთ­ვის კი­დევ ერთ ონ­ლა­ინ ენ­ცი­კლ­ოპ­ედ­იას მო­ვი­შვ­ელ­იებ. ამ­ჯე­რად, ბრ­იტ­ან­იკ­ას:
გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინი: პრ­ოფ­ეს­ია და ამ­ავე დრ­ოს, ხე­ლო­ვნ­ება ის­ეთი ვი­ზუ­ალ­ური ელ­ემ­ენ­ტე­ბის შე­რჩ­ევ­ისა და ერ­თმ­ან­ეთ­თან შე­ხა­მე­ბი­სა, რო­გო­რი­ცაა – შრ­იფ­ტი, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და ფე­რი. გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის ამ­ოც­ან­აა, - გა­რკ­ვე­ული მე­სი­ჯი აუ­დი­ტო­რი­ას. სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის უა­მრ­ავი სპ­ეც­ია­ლი­სტ­ია. რა­შიც მა­რტ­ივ­ად და­რწ­მუ­ნდ­ებ­ით, თუ ქა­ლა­ქში გა­ივ­ლით და სა­რე­კლ­ამო ბა­ნე­რე­ბს გა­და­ხე­და­ვთ. ან ღვ­ინ­ის მა­ღა­ზი­აში შე­ხვ­ალთ, რო­მე­ლიც თა­ვის მხ­რივ, გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის გა­მო­ფე­ნაა, ვი­ნა­იდ­ან, თი­თო­ეუ­ლი ღვ­ინ­ის ეტ­იკ­ეტი ცდ­ილ­ობს გა­რკ­ვე­ული გზ­ავ­ნი­ლი მი­იტ­ან­ოს მო­მხ­მა­რე­ბე­ლთ­ან. რო­მე­ლი­მე ქა­რთ­ული გა­ზე­თი­სა თუ ჟუ­რნ­ალ­ის, პუ­ბლ­იკ­აც­იე­ბის თი­თო­ეუ­ლი გვ­ერ­დიც ხომ გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის პრ­ოდ­უქ­ტია. ეს გვ­აფ­იქ­რე­ბი­ნე­ბს, რომ სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის უა­მრ­ავი სპ­ეც­ია­ლი­სტ­ია, რა­დგ­ან ყვ­ელ­აფ­ერ იმ­ას, რაც მე ჩა­მო­ვთ­ვა­ლე, გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის სპ­ეც­ია­ლი­სტ­ები ქმ­ნი­ან. გა­სა­კვ­ირი კი ის­აა, რომ არც ერთ ქა­რთ­ულ უმ­აღ­ლეს სა­სწ­ავ­ლე­ბე­ლში გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის კა­თე­დრა არ არ­სე­ბო­ბს და ამ სფ­ერ­ოს პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლთა უმ­რა­ვლ­ეს­ობა თვ­ით­ნა­სწ­ავ­ლია. მას ვი­ნც ამ პრ­ოფ­ეს­იის და­უფ­ლე­ბას გა­და­წყ­ვე­ტს, ძა­ლი­ან მწ­ირი არ­ჩე­ვა­ნი ექ­ნე­ბა:
1. ჩა­აბ­არ­ოს სა­მხ­ატ­ვრო აკ­ად­ემ­ია­ში ‑ გრ­აფ­იკ­ის ფა­კუ­ლტ­ეტ­ზე.
აქ მას და­ზგ­ური გრ­აფ­იკ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­სა­ძლ­ებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, პლ­აკ­ატ­ის ხე­ლო­ვნ­ებ­ას და წი­გნ­ის ილ­უს­ტრ­აც­იას და­ეუ­ფლ­ოს. მა­გრ­ამ პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ვად მო­უწ­ევს კო­მპ­იუ­ტე­რუ­ლი პრ­ოგ­რა­მე­ბის შე­სწ­ავ­ლა­ზე იზ­რუ­ნოს, რაც გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის სპ­ეც­ია­ლი­სტ­ის­თვ­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.
2. გა­ია­როს სა­სე­რტ­იფ­იკ­ატო კუ­რსი გრ­აფ­იკ­ულ დი­ზა­ინ­ში.
ას­ეთი კუ­რს­ები ცო­ტაა და ის­ინი, ვი­ნც ამ კუ­რს­ებ­ზე ას­წა­ვლ­იან, ძი­რი­თა­დად თვ­ით­ნა­სწ­ავ­ლი დი­ზა­ინ­ერ­ები არ­იან, ზო­გი­ერ­თი გა­მო­ნა­კლ­ის­ის გა­რდა.
3. და­იქ­ირ­ავ­ოს ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური პე­და­გო­გი.
პე­და­გო­გი, უკ­ეთ­ეს შე­მთ­ხვ­ევ­აში, სა­მხ­ატ­ვრო აკ­ად­ემ­იის კუ­რს­და­მთ­ავ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლმ­აც შე­მდ­გო­მში თა­ვად ის­წა­ვლა კო­მპ­იუ­ტე­რუ­ლი პრ­ოგ­რა­მე­ბი და მზ­ად არ­ის თა­ვი­სი გა­მო­ცდ­ილ­ება სხ­ვე­ბს­აც გა­უზ­ია­როს.

ვებდი­ზა­ინი

ვე­ბდ­იზ­აი­ნის შე­მთ­ხვ­ევ­აში სა­ქმე კი­დევ უფ­რო ცუ­დად არ­ის, თუ­კი გრ­აფ­იკ­ულ დი­ზა­ინს ირ­იბ­ად მა­ინც ას­წა­ვლ­იან ამა თუ იმ უმ­აღ­ლეს სა­სწ­ავ­ლე­ბე­ლში, ვებდი­ზა­ინს მხ­ოლ­ოდ კუ­რს­ებ­ზე თუ შე­ის­წა­ვლ­ით. არ­ადა, ხშ­ირ­ად, ას­ეთი კუ­რს­ებ­ის სა­რე­კლ­ამო ფუ­რც­ლე­ბს იმ­დე­ნად უღ­იმ­ღა­მო სა­ხე აქ­ვს, რომ ძნ­ელი წა­რმ­ოს­ად­გე­ნია, ამ კუ­რს­ებ­ის მე­სვ­ეუ­რთ სა­ერ­თოდ რა წა­რმ­ოდ­გე­ნა აქ­ვთ დი­ზა­ინ­ზე. ამ­გვ­არ კუ­რს­ებ­ზე, რო­გო­რც ჩა­ნს, თა­ვად პე­და­გო­გე­ბიც თვ­ით­ნა­სწ­ავ­ლე­ბი არ­იან. სა­მწ­უხ­არ­ოა, რომ სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში არც ერთ უმ­აღ­ლეს სა­სწ­ავ­ლე­ბე­ლში ვე­ბდ­იზ­აი­ნს არ ას­წა­ვლ­იან. ის­ევ პა­რა­დო­ქს­ული სი­ტუ­აც­ია: არ­სე­ბო­ბს უა­მრ­ავი ქა­რთ­ული ვე­ბგ­ვე­რდი, მათ შო­რის სა­კმ­აოდ მა­ღა­ლი დო­ნი­საც, მა­გრ­ამ არ არ­სე­ბო­ბს ინ­სტ­იტ­უც­ია, რო­მე­ლშ­იც ამ გვ­ერ­დე­ბის შე­მქ­მნ­ელ­ებს შე­უძ­ლიათ ის­წა­ვლონ.

IT მე­ნე­ჯე­რი

თბ­ილ­ის­ში თი­თქ­მის ყვ­ელა ოფ­ის­ში დგ­ას კო­მპ­იუ­ტე­რი. ამ კო­მპ­იუ­ტე­რე­ბის არ­მი­ას IT მე­ნე­ჯე­რე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ად­ამ­ია­ნე­ბი, რო­მე­ლთა სა­ქმ­ეა სწ­რა­ფად და ხა­რი­სხ­ია­ნად მო­აგ­ვა­რონ კო­მპ­იუ­ტე­რე­ბთ­ან და­კა­ვშ­ირ­ებ­ული პრ­ობ­ლე­მე­ბი. IT მე­ნე­ჯე­რის ფუ­ნქ­ცი­აში ას­ევე შე­დის კო­მპ­იუ­ტე­რე­ბის და მო­წყ­ობ­ილ­ობ­ებ­ის დრ­ოუ­ლი გა­ნა­ხლ­ება-მო­დე­რნ­იზ­აც­ია და ქს­ელ­ის და­გე­გმ­ვა. ანუ არა მხ­ოლ­ოდ კო­ნკ­რე­ტულ მო­მე­ნტ­ში წა­მო­ჭრ­ილი პრ­ობ­ლე­მის გა­და­ჭრა, არ­ამ­ედ მა­თი პრ­ევ­ენ­ცია და მო­მა­ვა­ლში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოე­ბის წი­ნა­სწ­არ გა­ნს­აზ­ღვ­რა. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ თბ­ილ­ის­ში IT მე­ნე­ჯე­რის კუ­რს­ები არ­სე­ბო­ბს, რე­ალ­ურ­ად მო­მუ­შა­ვე IT მე­ნე­ჯე­რე­ბის უმ­ეტ­ეს­ობა თვ­ით­ნა­სწ­ავ­ლია.

მა­ნქ­ან­ის ხე­ლო­სნ­ები

ქა­რთ­ველ დი­ზა­ინ­ერ­ებს, IT მე­ნე­ჯე­რე­ბსა და მა­ნქ­ან­ის ხე­ლო­სნ­ებს შო­რის ბე­ვრი სა­ერ­თოა. მათ უმ­ეტ­ეს­ობ­ას, ცო­დნა ენ­თუ­ზი­აზ­მის წყ­ალ­ობ­ით აქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი, (ან უბ­რა­ლოდ, თა­ვი­ანთ კო­ლე­გე­ბს უყ­ურ­ებ­დნ­ენ და ამ­გვ­არ­ად და­ეუ­ფლ­ნენ პრ­ოფ­ეს­იას).
ყვ­ელა ზე­მოთ ჩა­მო­თვ­ლილ სფ­ერ­ოში, უა­მრ­ავი სა­ინ­ტე­რე­სო პი­რო­ვნ­ებ­აა, რო­მე­ლიც კა­რგ­ად არ­თმ­ევს თა­ვს სა­ქმ­ეს, ამ­ას ცხ­ად­ყო­ფს ბა­ნე­რე­ბით, ჟუ­რნ­ალ­ებ­ით და სხ­ვა­და­სხ­ვა ტი­პის სა­რე­კლ­ამო პრ­ოდ­უქ­ტით სა­ვსე ქა­ლა­ქი, ჩნ­დე­ბა ახ­ალი ქა­რთ­ული ვე­ბგ­ვე­რდ­ები, თბ­ილ­ის­ის ოფ­ის­ებ­ში მუ­შა­ობ­ენ კო­მპ­იუ­ტე­რე­ბი. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცას თა­ვი­და­ნვე რომ ეფ­იქ­რა და გა­ეთ­ვა­ლა რა ტი­პის სპ­ეც­ია­ლი­სტ­ებ­ზე არ­ის მო­თხ­ოვ­ნა სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში, ყვ­ელა ეს ად­ამ­ია­ნი სრ­ულ­ად და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბდა „პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლო­ბი­სა­თვ­ის“ სა­ჭი­რო მო­თხ­ოვ­ნე­ბს, მი­იღ­ებ­და შე­სა­ბა­მის გა­ნა­თლ­ებ­ას და მა­თი შრ­ომ­ის უშ­უა­ლო მო­მხ­მა­რე­ბლ­ებ­იც მე­ტად იქ­ნე­ბო­დნ­ენ კმ­აყ­ოფ­ილ­ნი შე­სრ­ულ­ებ­ული სა­მუ­შა­ოთი.


Thursday, June 24, 2010

გზა ბრენდამდე

დღესდღეობით წარმოუდგენელია საუბარი სიტყვა ბრენდის გამოყენების გარეშე, და მაინც რა არის ეს მაგიური სიტყვა რომელიც ატრიალებს სამყაროს?

ერთი შეხედვით მარტივი სიტყვა ბრენდი რთული ტექნოლოგიისაგან შემდგარი რამ არის, და მაინც რა არის ბრენდში ასეთი ზებუნებრივი, რომელიც „აიძულებს“ მომხმარებლებს დაუფიქრებლად იყიდონ ბრენდი?

მინდა ჩემი გამოცდიელბა გავუზიარო ბლოგის მკითხველებს, რადგან მე პიარ სპეციალისტი ვარ. ჯერ კიდევ მანამ სანამ პროფესიას ავირჩევდი მაინტერესებდა, რატომ ყიდულობენ ადამიანები ამა თუ იმ პროდუქტს და რატომ იყო ჩემ ბავშვობაში და არის დღემდე კოლა –კოლა ყველაზე მაგარი?

პირველი ჩემი შეხება ბრენდთან რათქმაუნდა მათი მოხმარების გარდა :) წიგნებიდან დაიწყო, დავიწყე კითხვა რა იყო ბრენდი და როგორ ხდება პროდუქტის ბრენდად ქცევა, თუმცა ეს თეორიული ცოდნა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ კარგად გავრკვეულიყავი ბრენდის და ბრენდინგის საკითხებში (ბრენდინგი– არის ბრენდის შექმნის ტექნოლოგია). ჩემდა სასიკეთოდ მომიწია რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამგზავრება, სადაც უნიკალური ადამიანი, ახლანდელი საერთაშორისო პიარ ასოციაციის პრეზიდენტი რიჩარდ ლინინგი გავიცანი, რომელიც მიკითხავდა ლექციებს. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან პირველად შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო მოკლე დროში და მარტივად აეხსნა ჩემთვის ბრენდის ტექნოლოგიები. იმდენად დამაინტერესა ამ თემამ და ადამიანმა, რომ ვთხოვე მას პირადი პრეზენტაციები გადმოეგზავნა ჩემთვის :) და რათქმაუნდა გადმომიგზავნა. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ცოდნა უნდა გადამეცა ვინმესთვის და პრაქტიკულად განმეხორციელებინა (წაკითხული მქონდა, რომ ყველაზე კარგია რასაც ისწავლი მისი გამეორებაა და სხვასაც გადასცე–გაუზიარო, ანუ რასაცა გასცემ შენიას ... პრინციპია). პირველი რაც გავაკეთე გადავთარგმნე ბატონი ლინინგის პრეზენტაციები და რათქმაუნდა მცირედი ადაპტირება გავუკეთე, ჩემი მოკრძალებული აზრები დავამაატე და გავაკეთე უფასო სემინარი პიარის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. შეხვედრას სამოცამდე სტუდენტი დაესწრო ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, მასკიდან და ტექნიკური უნივერსიტეტიდან. შეხვედრა ინტერაქტიული გამოვიდა. რაც ვიცოდი ვცემდი პასუხს რაზეც არ მქონდა პასუხი, გულრწრფელად ვამბობდი არას, ხოლო როდესაც ჩემი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება განვითარდა დავიწყე ბრენდინგის კურსის სწავლება საქართველოს უნივერსიტეტში.

რათქმაუნდა მხოლოდ ცოდნის გადაცემაში არ არის „ ჭეშმარიტება”. ხშირად ვეკითხებოდი მეგობრებს და ახლობლებს რა მახასითებლებით ირჩევდნენ ბრენდს. ძირითადად ისინი ასახელებდნენ ცნობადობას და უცხოური პროდუქტის ხიბლს თუმცა ქართულ ბრენდებსაც ყიდულობდნენ.

უფრო კონკრეტული რომ ვიყო და საქმე რომ იყოს ლაპარაკის ნაცვლად, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ბრენდი კარგად ჩამოყალიბებული პროდუქტის სტრატეგიაა, რომელსაც წინასწარ შექმნილი იდეა ანუ ღირებულება გააჩნია. რათქმაუნდა მომხმარებლებს რომ ვკითხოთ კოკა–კოლას წყურვილის მოსაკლავად ყიდულობენ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით მასში მათ მთავარი ღირებულება და იდეა ანუ ბრენდი მოსწონთ, ალბათ სიმბოლური იყო, რომ ჩემი ბავშვობის სანატრელ ბრენდ კოკა–კოლას კომპანიაში მომიწია მუშაობა.

ბრენდინგის სპეციალისტებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგი ამტკიცემს, რომ რომელ პროდუქტსაც მსოფლიო ცნობადობა არ გააჩნია ბრენდი არ არის, მაგალითად ჩვენი ლოკალური პროდუქტები ბორჯომი, ნატახტარი და ა.შ

მეორენი კი ამტკიცებენ, რომ არსებობს ლოკაური და გლობალური ბრენდები და ორივე ბრენდია. რომელ მიმართულებას დაიჯერებთ არჩევანი თქვენზეა.

როდესაც პროდუქტის შექმნაზე ვიწყებთ მუშაობას აუცილებელია, რომ ვიფიქროთ რა ღირებულება, რა განმანსხვავებელი არსი და ბუნება ექნება ჩვენ პროდუქტს და რა საშუალებებით მოვახდენთ მის კომუნიკაციას. გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი ერთი „სწავლა სწავლა და სწავლა” და მეორე „დრო დრო და დრო“ (აუცილებელია ბრენდზე მომუშავე ადამიანი ფლობდეს ბრენდინგში ბაზისურ ცონდას და იცოდეს, რომ ბრენდის შექმნას დიდი დრო უნდა).

იმედია მოკლედ ჩამოვაყალიბე რისი თქმაც მინდოდა. ეს ჩემი გზა იყო ბრენდამდე მისვლის, რომელიც ასე გამოისახა 1. ინტერესი 2 ინფრმაციის მოძიება –სწავალა 3. ცოდნის გაზიარება 4 პრაქტიკა.

ელდარ პირმისაშვილი
პიარ სპეციალისტი

Monday, June 21, 2010

მანახე შენი ბლოგი და გეტყვი, ვინა ხარ შენ...


„ის, რაც დღეს შესაძლებელია, წარმოუდგენელი იყო ორი ათეული წლის წინ“, - ამგვარად დაახასიათა ინტერნეტ-ტექნოლოგიები ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ეს მოსაზრება მან 2009 წლის აგვისტოში მოსკოველ სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტისგან ეს ფრაზა კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს. მართლაც, ერთი შეხედვით მარტივი და ყველასთვის მისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ შესაძლებლობებთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს. ამის შესახებ კვლავ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ამჯერად, ამერიკელ სკოლის მოწაფეებთან შეხვედრაზე. ერთ-ერთმა თინეიჯერმა კითხვა დაუსვა, რა რჩევას მისცემდა ბარაკ ობამა მათ, ვისაც მომავალში პრეზიდენტობა სურს. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
„პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილით მოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში, ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით წინ დაგხვდეთ.“
„როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც კი სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ.“
სტუდენტებთან საუბარში ობამამ რამდენჯერმე ახსენა „შეცდომები“, რომლებიც მან სკოლის ასაკში დაუშვა. თუმცა, უცნობია, რა შეცდომებზე იყო საუბარი. სამაგიეროდ, ცნობილია, რა იგულისხმა ობამამ, როდესაც დამსაქმებლების მიერ ინტერნეტ-ძიება ახსენა. კერძოდ, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დამქირავებელთა 45 % სამსახურის მაძიებელთა ირგვლივ ინფორმაციას ინერნეტში აგროვებს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში.
გამოკითხულთა 35 %-მა განაცხადა, რომ აპლიკანტებისათვის სამსახურში მიღებაზე უარი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უთქვამთ. ეს გადაწყვეტილება მომავალი თანამდებობისათვის შეუსაბამო ფოტოებმა, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებამ, ან წინა დამსაქმებელებისაგან და ყოფილი თანამშრომლებისაგან უარყოფითმა კომენტარებმა განაპირობა.

ფრთხილად, ბლოგები!

ინტერნეტი იმდენად სწრაფად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მსხვილი კომპანიები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ მის ძალას. მაგალითად, იმას, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოიტანოს თუნდაც მოკლე ჩანაწერმა, რომელიმე ბლოგში. კორპორაცია „DELL“-ის ირგვლივ აგორებული ისტორია ცხადყოფს, რომ საქმე არც ისე მარტივად არის. ეს ამბავი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა, სახელად ჯეფ ჯავრისმა, თავის ბლოგში პატარა ჩანაწერი გააკეთა კორპორაცია „დელის“ მომხმარებელთა სერვისის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ჯეფმა იმხანად „დელის“ კომპიუტერი იყიდა. კომპიუტერს პრობლემები აღმოაჩნდა და ჟურნალისტი შეეცადა, მწარმოებელი კომპანიის დახმარებით მოეგვარებინა პრობლემა. მაგრამ მისი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ თავის პერსონალურ ბლოგში უმნიშვნელო ჩანაწერი გააკეთა, სადაც თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა „დელის“ მიმართ. მისი ჩანაწერი სხვა ბლოგის მომხმარებლებმაც წაიკითხეს. ზოგი, უბრალოდ, კომენტარს ტოვებდა. ზოგი კი ჯეფის ჩანაწერს ციტირებას უკეთებდა. ასე, ნელ-ნელა დაიწერა უზარმაზარი საგა „დელის“ არაკეთილსინდისიერი მუშაობის შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილი იყო უპასუხოდ დარჩენილი იმეილები, უშედეგო ტელეფონის ზარები, კომპიუტერის გამოუცვლელი დეტალები... თავიდან ამ ყველაფერს „დელი“ ყურადღებას არ აქცევდა. მერე კი თავად გამოიჩინა ინიციატივა. კორპორაციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჯეფს და კომპიუტერის გამოცვლა შესთავაზეს. ეს, შეიძლება, პატარა ბლოგის მიერ უზარმაზარი კორპორაციისთვის შექმნილი პრობლემების დასასრული ყოფილიყო, მაგრამ საქმე ამითი არ ამოიწურა. ჯეფის მიერ აგორებული ტალღა კვლავ იკრეფდა ძალას. ახლა უკვე მისი ჩანაწერის ციტირება ბეჭდვით მედიაში ხდებოდა. ინტერნეტში სულ უფრო მეტი ლინკი ჩნდებოდა მის ბლოგზე. ბოლოს ამ ყველაფერმა „დელის“ გაყიდვებზეც იმოქმედა.
ეს ისტორია ბლოგში გაკეთებული ჩანაწერიდან ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2007 წლის ოქტომბერში ჯეფმა „BusinessWeek“-ში მაიკლ დელთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა (ასეთი დაკავებული პიროვნების ინტერვიუზე დაყოლიება, ალბათ, არც ისე ადვილია და არც „BusinessWeek“- ი უთმობს ყველა მსურველს ცენტრლურ ადგილს). ამ ინტერვიუში მაიკლ დელი იუწყებოდა, რომ ბლოგში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ კომპანიამ 150,000,000 $ დახარჯა მომხმარებელთა სერვისის გასაუმჯობესებლად.

და ბოლოს

უამრავი საინტერესო ფაქტი თუ კურიოზი ზუსტად ბლოგების საშუალებით ხდება ხოლმე ცნობილი. მაგალითად, რუსეთში, სადაც მედია საშუალებები გარკვეულ სირთულეებს განიცდიან, ბევრი რამ სწორედ ბლოგების საშუალებით ხდება ცნობილი. მაგალითად, 18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ქალაქ ომსკს ეწვია. ამ ვიზიტს პატარა კურიოზი მოჰყვა, რომელიც ბლოგების საშუალებით გახდა ცნობილი. პრეზიდენტის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ქალაქის მერიის თანამშრომლებმა სასწრაფოდ ჩამოხსნეს ბანერი, რომლზეც ეწერა - „Ждем тебя, веселый гном“. ამ პლაკატს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პრეზიდენტის ვიზიტთან. ის, უბრალოდ, მოსახლეობას საბავშვო სპექტაკლის შესახებ ამცნობდა. როგორც იუწყებოდნენ ბლოგერები, ბანერის ჩამოხსნას იმდენად ჩქარობდნენ, რომ ნაჯახებით ჩამოხიეს პლაკატი.


Monday, June 14, 2010

Internet–ი და ადამიანი როგორც სო­ცი­ალ­ური ცხ­ოვ­ელი

არ­ის­ტო­ტე­ლე ამ­ბო­ბდა, ად­ამ­ია­ნი სო­ცი­ალ­ური ცხ­ოვ­ელ­იაო. მი­სი ეს მო­სა­ზრ­ება დღ­ეს, ინ­ტე­რნ­ეტ­ის ეპ­ოქ­აში, კი­დევ უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბლ­ად ჟღ­ერს. ინ­ტე­რნ­ეტ­ის შე­ქმ­ნა­ ჯერ კი­დევ XX სა­უკ­უნ­ის ორ­მო­ცდ­აა­თი­ან წლ­ებ­ში და­იწ­ყო. თავიდან ამ გლ­ობ­ალ­ურ ქს­ელ­ში მუ­შა­ობა იმ­დე­ნად რთ­ული აღ­მო­ჩნ­და, რომ ამ­ას მხ­ოლ­ოდ „ტვ­ინ­იკ­ოსი“ მე­ცნ­იე­რე­ბი ახ­ერ­ხე­ბდ­ნენ. მა­გრ­ამ ტე­ქნ­ოლ­ოგ­ია ვი­თა­რდ­ებ­ოდა და უა­მრ­ავი ად­ამ­ია­ნის და­უღ­ალ­ავი შრ­ომ­ის ფა­სად, მი­სი თა­ნა­მე­დრ­ოვე სა­ხე ჩა­მო­ყა­ლი­ბდა – ინ­ტე­რნ­ეტი, რო­მლ­ის უდ­იდ­ესი ნა­წი­ლიც სო­ცი­ალ­ურ ქს­ელ­ებს უჭ­ირ­ავთ. და გა­მო­ვი­და, რომ კა­ცო­ბრ­იო­ბამ ამ­დე­ნი ძა­ლი­სხ­მე­ვა იმ­იტ­ომ გა­იღო, რომ გა­რკ­ვე­ულ­წი­ლად, ძვ­ელი ბე­რძ­ენი ფი­ლო­სო­ფო­სის მი­ერ დი­დი ხნ­ის წინათ ნა­თქ­ვა­მი და­ემ­ტკ­იც­ებ­ინა.

სო­ცი­ალ­ური ქს­ელ­ები ერ­თგ­ვა­რი თა­ნა­მე­გო­ბრ­ობ­აა, რო­მლ­ის ფა­რგ­ლე­ბშ­იც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის მქ­ონე ად­ამ­ია­ნე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბენ და ინ­ფო­რმ­აც­იას ცვ­ლი­ან. რა­ელ­ურ­ად, სო­ცი­ალ­ური ქს­ელი, ერ­თგ­ვა­რი ვი­რტ­უა­ლუ­რი თა­ვშ­ეყ­რის ად­გი­ლია, სა­დაც ად­ამ­ია­ნე­ბი თა­ვის მე­გო­ბრ­ებ­ის გა­რე­მო­ცვ­აში ფო­ტო­ებს ათ­ვა­ლი­ერ­ებ­ენ, სა­უბ­რო­ბენ, ჭო­რა­ობ­ენ, ახ­ალ მე­გო­ბრ­ებს იძ­ენ­ენ... ერ­თი სი­ტყ­ვით, დრ­ოს ატ­არ­ებ­ენ. მა­გა­ლი­თად, მს­ოფ­ლი­ოში, და მათ შო­რის სა­ქა­რთ­ვე­ლო­შიც, ერთ-ერ­თი ყვ­ელ­აზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ალ­ური ქს­ელი FaceBook-ია. ანუ, რო­გო­რც მას ქა­რთ­ულ­ად უწ­ოდ­ეს, პი­რწ­იგ­ნა­კი. FaceBook-ი სა­ხე­ლმ­წი­ფო რომ ყო­ფი­ლი­ყო, ის მო­სა­ხლ­ეო­ბით მს­ოფ­ლი­ოში მე­ოთ­ხე ად­გი­ლზე იქ­ნე­ბო­და.

მას შე­მდ­ეგ, რაც სხ­ვა­და­სხ­ვა ქვ­ეყ­ნე­ბის ფა­რთო სა­ზო­გა­დო­ება ინ­ტე­რნ­ეტ­ის­კენ და­იძ­რა და სო­ცი­ალ­ურ ქს­ელ­ებს მი­აშ­ურა, მს­ოფ­ლიო პო­ლი­ტი­კო­სე­ბმა და სუ­ლი­ერ­მა ლი­დე­რე­ბმ­აც არ და­აყ­ოვ­ნეს. ის­ინი ხომ ყო­ვე­ლთ­ვის იქ არ­იან, სა­დაც ხა­ლხ­ია. პი­რვ­ელი მა­ღა­ლი დო­ნის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლმ­აც სო­ცი­ალ­ური ქს­ელ­ებ­ის აქ­ტი­ური გა­მო­ყე­ნე­ბა და­იწ­ყო, ბა­რაკ ობ­ამ­აა. მა­გრ­ამ ბა­რაკ ობ­ამა მა­რტო FaceBook–ის მო­მხ­მა­რე­ბე­ლი რო­დია? იგი თა­ვი­სი სა­არ­ჩე­ვნო კო­მპ­ან­იის მს­ვლ­ელ­ობ­ის­ას აქ­ტი­ურ­ად იყ­ენ­ებ­და Twitter-საც. ტვ­იტ­ერი ინ­გლ­ის­ურ­ად „ჭი­კჭ­იკს“ ნი­შნ­ავს. ის სო­ცი­ალ­ური ქს­ელი, და ამ­ავე დრ­ოს, მი­კრო ბლ­ოგ­ინ­გის სე­რვ­ის­იც­აა. ტვ­იტ­ერ­ში და­რე­გი­სტ­რი­რე­ბუ­ლი ად­ამ­ია­ნე­ბი მო­კლე შე­ტყ­ობ­ინ­ებ­ებს ტო­ვე­ბენ თა­ვის პე­რს­ონ­ალ­ურ გვ­ერ­დე­ბზე. მა­გა­ლი­თად, ას­ეთ­ებს: „ახ­ლა კო­ნფ­ერ­ენ­ცი­აზე ვი­მყ­ოფ­ები და მო­ხს­ენ­ებ­ას ვუ­სმ­ენ!“ ან, „ინ­ტე­რნ­ეტ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ვე­ბგ­ვე­რდი ვი­პო­ვე! აი, ლი­ნკი და თქ­ვე­ნც გა­და­ხე­დეთ!“ ან „ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ და ვი­ნმ­ემ გა­მა­მხ­ნე­ვეთ!“ მო­კლ­ედ, რაც გი­ნდა, ის შე­გი­ძლ­ია ჩა­წე­რო. ერ­თა­დე­რთი შე­ზღ­უდ­ვა, ტე­ქს­ტის მო­ცუ­ლო­ბაა. მხ­ოლ­ოდ მო­კლე შე­ტყ­ობ­ინ­ებ­ის და­წე­რა („და­პო­სტ­ვაა“) შე­სა­ძლ­ებ­ელი. ტვ­იტ­ერ­ის პე­რს­ონ­ალ­ურ გვ­ერ­დე­ბს თა­ვი­ან­თი მკ­ით­ხვ­ელ­ები (Follower-ები) ჰყ­ავს. შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა გვ­ერ­დი, მით მე­ტია მა­თი რა­ოდ­ენ­ობა. ის­ინი თა­ნა­მე­გო­ბრ­ობ­ებ­ში ერ­თი­ან­დე­ბი­ან. დღ­ეს­დღ­ეო­ბით, ობ­ამ­ას ტვ­იტ­ერს 3,368,004 Follower - ი ჰყ­ავს. ვი­ნა­იდ­ან ობ­ამა სა­კმ­აოდ სა­ქმ­ია­ნი ად­ამ­ია­ნია, მი­სი დღ­ის გა­ნრ­იგ­იც, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლზ­ედ გა­და­ტვ­ირ­თუ­ლია. მი­სი ტვ­იტ­ერ­ის სა­შუ­ალ­ებ­ით კი ნე­ბი­სმ­იერ ად­ამ­ია­ნს შე­უძ­ლია გა­იგ­ოს, თუ რა აქ­ვს მას და­გე­გმ­ილი დღ­ის გა­ნმ­ავ­ლო­ბა­ში, ან რით არ­ის და­კა­ვე­ბუ­ლი ნე­ბი­სმ­იერ კო­ნკ­რე­ტულ მო­მე­ნტ­ში. ბუ­ნე­ბრ­ივ­ია, ამ სე­რვ­ის­ით ხშ­ირ­ად ჟუ­რნ­ალ­ის­ტე­ბი სა­რგ­ებ­ლო­ბენ, რა­თა თვ­ალ­ყუ­რი ად­ევ­ნონ კო­ნკ­რე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მო­ნა­თქ­ვა­მე­ბს და გა­და­წყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბს. თუ­მცა ნე­ბი­სმ­იერ ად­ამ­ია­ნს­აც შე­უძ­ლია ამ­ერ­იკ­ის პრ­ეზ­იდ­ენ­ტის ტვ­იტ­ერ­ის Follower - ი გა­ხდ­ეს. მა­გრ­ამ ყვ­ელა პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი რო­დი იქ­ცე­ვა ობ­ამ­ას­ავ­ით?! მა­გა­ლი­თად, ინ­გლ­ის­ის პრ­ემ­იერ-მი­ნი­სტ­რს თა­ვის დრ­ოზე ვი­ღა­ცამ და­ას­წრო და მი­სი სა­ხე­ლით, ყა­ლბი გვ­ერ­დი შე­ქმ­ნა ტვ­იტ­ერ­ში. ამ­იტ­ომ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხშ­ირ­ად ხუ­მა­რა ინ­ტე­რნ­ეტ-მო­მხ­მა­რე­ბე­ლთა მს­ხვ­ერ­პლ­ნი ხდ­ებ­იან.

ინ­ტე­რნ­ეტს, კე­რძ­ოდ კი სო­ცი­ალ­ურ ქს­ელ­ებს, სუ­ლი­ერ­მა ლი­დე­რე­ბმ­აც მი­აშ­ურ­ეს. რა­მდ­ენ­იმე დღ­ის წინ და­ლაი ლა­მა­მაც გა­ხს­ნა თა­ვი­სი გვ­ერ­დი ტვ­იტ­ერ­ში. ბო­ლო ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც და­ლაი ლა­მას ტვ­იტ­ერ­ზე ამ­ოვ­იკ­ით­ხე, ას­ეთი იყ­იო: „The Dalai Lama appears on Twitter and „tweets for a better world“ – რაც ქა­რთ­ულ­ად ასე ჟღ­ერს: „და­ლაი ლა­მა გა­ჩნ­და ტვ­იტ­ერ­ში და „ჭი­კჭ­იკ­ებს უკ­ეთ­ესი მს­ოფ­ლი­ოს­ათ­ვის“.

ინ­ტე­რნ­ეტ­ის დი­დი მო­ყვ­არ­ული რუ­სე­თის ახ­ლა­ნდ­ელი პრ­ეზ­იდ­ენ­ტიც არ­ის. მას ვი­დეო-ბლ­ოგი აქ­ვს - მი­სი პრ­ეს­მდ­ივ­ანი პრ­ეზ­იდ­ენ­ტის ინ­ტე­რვ­იუ­ებს ინ­ტე­რნ­ეტ­ში ან­თა­ვს­ებს. შე­მდ­ეგ კი მს­ურ­ვე­ლებს სა­შუ­ალ­ება აქ­ვთ, კო­მე­ნტ­არ­ები და­ურ­თონ მე­დვ­ედ­ევ­ის ვი­დე­ოგ­ამ­ოს­ვლ­ებს.
თა­ვი­სი ბლ­ოგი ირ­ან­ის პრ­ეზ­იდ­ენ­ტს, აჰ­მა­დი­ნე­ჯე­დს­აც აქ­ვს. მი­სი მი­სა­მა­რთი ინ­ტე­რნ­ეტ­ში კი ვი­პო­ვე, მა­გრ­ამ გვ­ერ­დი რა­ტო­მღ­აც არ გა­იხ­სნა.

ბმულები:
ბა­რაკ ობ­ამ­ას ტვ­იტ­ერი: http://twitter.com/BARACKOBAMA
და­ლაი ლა­მას ტვ­იტ­ერი: http://twitter.com/DalaiLama
დი­მი­ტრი მე­დვ­ედ­ევ­ის ვი­დე­ობ­ლო­გი: http://blog.kremlin.ru/
მუ­ჰა­მედ აჰ­მა­დი­ნე­ჯე­დის ბლ­ოგი: http://www.ahmadinejad.ir/