Sunday, May 23, 2010

რაში სჭირდება საქართველოს მთავრობას ლობისტური კომპანიების დაქირავება?

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ნაწილიდან ხშირად გამიგია კრიტიკა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხარჯავს მილიონებს აშშ-ში დარეგისრირებულ ლობისტური კომპანიების მომსახურებაზე. რატომღაც ეს ძალიან ნეგატიურ კონტექსტში განიხილება და შთაბეჭდილება მრჩება, რომ: ა) მათ კარგად არ აქვთ გააზრებული საკითხი, ანუ არა გაეგებათ რა ლობისტური საქმიანობის შესახებ ან ბ) ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ამ საკითხებით მანიპულირებას. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს.

მე მინდა, ლობისტური მიმართულება და მასზე გაწეული ხარჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ხარჯავს საქართველოს საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტის კონტქესტში განვიხილო. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი დაანგარიშებით, რომელიც ეყრდნობა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ კონტრაქტებს, 2004 წლიდან დღემდე, საქართველოს დახარჯული აქვს 3,220,650 აშშ დოლარი ლობისტური საქმიანობისათვის აშშ-ში.

ლობირება, ეს არის ადვოკატირების პროცესი, რომლის მიზანია კანონშემოქმედებით პროცესებზე და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა სხვადასხვა საკითხების სასარგებლოდ. ლობისტი, ეს არის ფიზიკური პირი ან სპეციალური ლობისტური კომპანია, რომელიც ცდილობს ზეგვავლენა მოახდინოს საკანონნდებლო და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე მისი კლიენტის სასარგებლოდ.

დღეს, აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, 30,000 ზე მეტი დარეგისტრირებული ლობისტია, როგორც ფიზიკური პირის, ასევე ლობისტური კომპანიის სახით. დღეს აშშ-ში ლობისტური მომსახურების მსურველთა შორის არიან, აშშ კერძო კომპანიები, დარგობრივი სავაჭრო - სამრეწველო ასოციაციები, საგანმანათლებლო, რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები და თქვენ წარმოიდგინეთ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებიც. და ყველა მათგანის ამოცანაა აშშ-ს კონგრესის, სენატის და აშშ სამთავრობო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა ან ამ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მათთვის სასარგებლო შედეგის მიღების მიზნით. ყველას სხვადასხვა მიზანი აქვს. მაგალითად, დარგობრივი სავაჭრო-სამრეწველო ასოციაციები, მათი წევრი კომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათების ინიცირებას ან არსებულ კანონში ცვლილებების შეტანას უჭერენ მხარს და მათ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებით ამ შედეგის მიღებას ცდილობენ, ზოგიც კი, მაგალითად საქართველო, როგორც სახელმწიფო ცდილობს მის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მეშვეობით მიიღოს შემდეგი: აშშ - საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებების მიწოდება - გაცნობა ისეთი მიზნობრივი ჯგუფებისათვის, როგორებიცაა აშშ კონგრესი, აშშ ადმინისტრაცია, მედია და ექსპერტთა საზოგადოება, რომლებსაც აქვთ გავლენა აშშ საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის საკითხების ფორმირებაზე.

მე არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის არსებობას აშშ - ს დედაქალაქში. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამჟამინდელი აშშ-საქართველოს ურთიერთობები ერთ დღეში, ან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის პირადი ურთიერთობების საფუძველზე შეიქმნა და ვითარდება. ეს რათქმაუნდა ასე არ არის. გარდა იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს მუდმივი სამთავრობათშორისო ურთიერთობები, ეს სრულებითაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აშშ კონგრესში, სეტანტში, მედიაში (რომელიც ქმნის საზოგადოებრივ აზრს ვაშინგტონში) და აზრთა ლიდერთა წრეებში სრულად ჰქონდეთ ინფორმაცია საქართველოზე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ-ში ახალი პოლიტიკური ელიტა მოვიდა და მათ წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით უფრო ნაკლები იციან საქართველოზე. მათ ხომ მუდმივად ესაჭიროებად ინფორმაციის მიღება ისეთ საკითხებთან, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ყალიბდება აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანაშმრომლობის ფორმატში? და ამ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელია ზუსტად ის ლიბისტური კომპანიები, რომლებიც დღეს საქართველოს ესმახურება.

2010 წლის იანვრიდან ამავე წლის ბოლომდე საქართველოს აშშ-ში დაქირავებული ჰყავს ორი ლობისტური კომპანია, The Podesta Group და Gephardt Group. ორივე კომპანიის მომსახურება საქართველოს 1,036,800 აშშ დოლარი უდჯება. ორივე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყიურება მათი განვლილი გამოცდილებით და რეპუტაციით. მაგალითად ტონი პოდესტა, რომელიც არის The Podesta Group - ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ”The Wall Street Journal” - ისა და ”Financial Times” - ის მიერ აღიარებულია ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებად აშშ-ს დედაქალაქში, ხოლო ”Business Week” - ი პროგნოზირებს, რომ მისი კომპანია იქნება ერთ-ერთი, რომელიც დიდ წარმატებას მიაღწევს ”ახალ ვაშინგტონში”. ვიღაცა იტყვის, რომ უაზრობაა ასეთი მომსახურება, მე კი ვიტყვი, რომ ეს არ არის უაზრობა და პირიქით, საჭიროა. იმისთვის, რომ მუდმივად ინფორმირებული გყავდეს შენი მიზნობრივი ჯგუფები შენი საქმიანობის შესახებ, ამისთვის აუცილებელია რეგულარული კომუნიკაცია მათთან, ეს პიარ საქმიანობის საფუძველია. მე არ მჯერა ერთჯერადი კომუნიკაციის, რადგან კომუნიკაცია მაშინაა ეფექტური, როდესაც ის არის ორმხრივი, მუდმივი და ცოცხალი. და როგორც ყველა კერძო კომპანიას, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას (როგორც სუბიექტებს) ესაჭიროება გააზრებული და დაგეგმილი სტრატეგიული კომუნიკაცია (იგივე პიარი) მის მიზნობრივ ჯგუფებთან, ასევე სახელმწიფოსაც (როგორც სუბიექტს) როგორც ჩანს ესაჭიროება გააზრებული და დაგეგმილი სტრატეგიული კომუნიკაცია (იგივე პიარი) მის მიზნობრივ ჯგუფებთან. აშშ-ს დედაქალაქში კი ზუსტად ის მიზნობრივი ჯგუფია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომელთანაც მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ორმხრივი კომუნიკაციის პროცესი.

Tuesday, May 11, 2010

რეკლამა ანუ შედარებითი ნაგავი (ეს ორი სათაური მაინც დავტოვე)

”რეკლამა, ეს იგივეა რაც სანაგვეში ჯოხის ჩიჩხინი” ("Advertising is the rattling of a stick inside a swill bucket.") თქვა ერთხელ ჯორჯ ორუელმა, მისი სიტყვები მშვიდად შეფარფატდნენ რეკლამის შემქმნელების ერთ ყურში, აღშფოთების ნაცვლად ალბათ უფრო ირონიული ღიმილი გამოიწვიეს, მშვიდადვე გამოფარფატდნენ მეორე ყურიდან და თავისი ადგილი დაიკავეს უკვდავ ციტატებს შორის.

რას იზამ? ზოგს უმართლებს, ზოგი ბანკირი გამოდის ან ფინანსური მენეჯერი, ზოგი მხატვარი, ზოგი ფინანსთა სამინისტროს მოქალაქეთა მიღების ორგანიზების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, მე კი მენაგვე გამოვედი და სიმართლე გითხრათ ძალიანაც მსიამოვნებს სანაგვეში ჯოხის ჩიჩხინი, თუმცა ორუელის ეს სიტყვები ცოტა არ იყოს გულზე მომხვდა და მეგობრებთან Group Conversation-ში განვიხილავდი რამდენად მისაღებია ის, რომ ჩემი საქმე ნაგავში ქექვაა, ”ყველაფერი შედარებითია!” მომწერა ალბერტმა ენის გამოყოფის სმაილიკთან ერთად და უცებ ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

მეგობრებო, მართლაც რომ ყველაფერი შედარებითია, რეკლამის თვითმიზანს რომ თავი დავანებოთ, რომელიც მომხმარებლის დარწმუნებაში მდგომარეობს და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით (ორუელიც ალბათ ამ თვითმიზანს გულისხმობდა თავის ციტატაში), შეიძლება თვლით კიდეც რომ ეს უღირსი საქციელია, მაგრამ მაინც აღფრთოვანებით პოსტავთ facebook-ზე იმ პატარა სარეკლამო შედევრებს, რომელთა შემქმნელების უღირს მიზნებს მომენტალურად ივიწყებთ და მჭიდრო, ნათესაურ თუ არა, ინტელექტუალურ კავშირებს პოულობთ მათსა და პიკასოს, მათსა და რახმანინოვს, მათსა და ფელინის შორის.

მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ამ ნაგავში თევზაობისას ისეთი ნუგბარი აღმომიჩენია, რომელსაც სიამოვნებით გადავყლაპავ მეც, თქვენც და სანაგვეში ჯოხის მოჩიჩხინეების მოწინააღმდეგეთა კავშირის თითოეული წევრიც. მართალია, ამ ნუგბარის ძიებაში ისეთი საძაგელი სუნი მეცემა ხოლმე ხანდახან, რომ მხოლოდ ეს სიტყვები - ”სასწრაფოდ ჩაჩავაში!” მახსენდება გულის წასვლამდე, თუმცა, ეს პატარა კოლექცია ამად ღირდა, ყლაპეთ და დატკბით ბატონო.

  1. რადგან ამ პოსტში ჯორჯ ორუელის ციტატა მთავარ როლს ასრულებს, არ შეიძლება Apple Macintosh-ის ეს რევოლუციური სარეკლამო რგოლი არ იყოს პირველ ადგილზე, რომლის კონცეფციაც ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანის ”1984” მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმს ეყრდნობა (იმისთვის რომ რეკლამის აზრი გასაგები გახდეს, ნახეთ ფილმის ტრეილერი, თუ რა თქმა უნდა ფილმი უკვე ნანახი არ გაქვთ)

    1984 - ფილმის ტრეილერი



    წელი: 1984
    AppleMacintosh -ის პერსონალური კომპიუტერის სარეკლამო რგოლი
    სახელწოდება: 1984
    სააგენტო: Chiat/Day


  2. წელი: 1992
    LEVI STRAUSS & CO-ს კანის ვერცხლის ლომის მფლობელი სარეკლამო რგოლი
    რგოლის სახელწოდება: მოცურავე (SWIMMER)
    სააგენტო: BARTLE BOGLE HEGARTY

    ”ბავშვი ვიყავი როდესაც ეს რეკლამა კინოთეატრში ვნახე, მაშინ როდესაც კინოთეატრი ერთადერთი ადგილი იყო შვეიცარიაში, სადაც რეკლამის ნახვა შეგეძლოთ. ამ ნამუშევარმა გამიჩინა შეგრძნება, რომ რეკლამა ხელოვნების ერთ-ერთი დარგია.” - ადამ ბერგი


  3. წელი: 1999
    SONY PLAYSTATION-ის კანის ვერცხლის ლომის მფლობელი სარეკლამო რგოლი
    რგოლის სახელწოდება: ორმაგი სიცოცხლე (DOUBLE LIFE)
    სააგენტო: TBWA

    ”მიუხედავად იმისა, რომ ეს რგოლი რამდენიმე წლის წინანდელია, თანამედროვეობა არ დაუკარგავს, ძალიან კარგად არის დაწერილი, სახეები არაჩვეულებრივია, რგოლს თავიდან ბოლომდე საუცხოო განწყობა მიყვება” - ადამ ბერგი



  4. წელი: 2006
    GUINNESS-ის კანის Grand Prix-ს მფლობელი სარეკლამო რგოლი
    რგოლის სახელწოდება: NOITULOVE
    სააგენტო -
    ABBOTT MEAD VICKERS.BBDO

    ”ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ტრადიციულ სარეკლამო რგოლებს შორის. არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც ზუსტად უნდა ყოფილიყო გადმოცემული და შემქმნელებმა ეს შეძლეს” - ადამ ბერგი



  5. წელი: 2006
    კანის ვერცხლის ლომის მფლობელი სარეკლამო რგოლი

    სახელწოდება
    : TRUTH (არგენტინის საპრეზიდენტო კანდიდატის, Lopez Murphy-ს პოლიტიკური მესიჯი)
    სააგენტო
    : SAVAGLIOTBWA, Buenos Aires