Wednesday, September 29, 2010

იმიჯის შექმნის ხელოვნება



ყველასათვის საინტერესოა, როგორი იმიჯი გვაქვს და როგორ აღგვიქვამენ გარშემომყოფები ჩვენ. ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან და წარუდგენენ საზოგადოებას თავიანთ იმიჯს. რა არის იმიჯი, რა კომპონენტებისაგან შედგება ის, არის თუ არა იმიჯი რეალობასთან ახლოს და როგორ ხდება იმიჯის შექმნა ანუ იმიჯმეკინგი, ამ კითხვების დასმამ გადამაწყვეტია ამ სტატიის დაწერა.
დავიწყოთ იქედან, რომ ადამიანები ოცდაათ წამში აღვიქვავთ ერთმანეთს და შესაბამისად იმიჯს, ეს მცირე დრო არის პირველი შთაბეჭდილების შემქმნელი, რომელიც ძნელად თუ იცვლება.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანს ხუთი გრძნობა აქვს და ამ ხუთი გრძნობიდან ყველაზე მეტად ვიზუალური (მხედველობითი) გრძნობა აქვს გამახვილებული ამიტომ არის, რომ ხშირად იმიჯს გარეგნულ მხარესთან აკავშირებენ, რაც იმიჯის მხოლოდ ერთი მხარეა.
მოდით დავიწყოთ განმარტებებით ანუ რა არის იმიჯი?
იმიჯი – ლათინური სიტყვაა და ქართულად სახეს, სურათს, ხატებას, წარმოსახვას, ნიშნავს. იმიჯი იმიტირებაა, ხელოვნური იმიტაცია ან ობიექტის გარეგნული სახე.
იმიჯი - პიროვნების შეჯამებული პორტრეტია, რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებით და ფორმირდება საზოგადოებრივ ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში, გარკვეული ემოციური დამოკიდებულებებით, იმის საფუძველზე, თუ რას ამბობს და აკეთებს პიროვნება. ხოლო იმიჯმეკინგი ტექნოლოგია კომპანიის ან პიროვნების დადებითი სახის-იმიჯის შექმნის შესახებ. იმიჯმეიკინგი არის სტრუქტურა, რომელიც ქმნის, მართავს და ანხორცილებს შექმნილ იმიჯს.
მართებულად შექმნილი იმიჯი დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე, დამოკიდებულებაზე, დარწმუნებაზე და ქცევაზე.
რითი განსხვავდება იმიჯი, ბრენდი და რეპუტაცია ერთმანეთისაგან ?
იმიჯი შექმნა შეგვიძლია თვითონ, ხოლო რეპუტაცია შექმნილი იმიჯის რეზულტატია, ასევე იმიჯი მოკლევადიანი სახეა, ხოლო რეპუტაცია უფრო სტაბილური და მდგრადი ღირებულებაა, რომლის მოპოვებასაც დიდი დრო და ნდობა უნდა.
იმიჯი= სასურველი სახეს;
ბრენდი = პირობას;
რეპუტაცია = შესრულებულ პირობას;
შეგვიძლია ეს სამი კომპონენტი თანმიმდევრულადაც დავალაგოთ ანუ ჯერ უნდა იცოდე, როგორი იმიჯი გინდა და მოახდინო მისი წარდგენა შემდგე შენი იმიჯის მომხარებლებს წარუდგინო ბრენდი ანუ პირობა და ამ ყველაფრის შედეგი შესრულებული პირობა არის რეპუტაცია.
რა ფაქტორები ახდენენ გავლენას იმჯზე და რა კომპონენტებისგან შედეგბა იმიჯი ?

იმიჯი პიროვნების შეჯამებული სახეა, რომელიც მოიცავს :
• რეალურ იმიჯს– ანუ წარმოდგენას იმის შესახებ, როგორი ვართ ჩვენ სინამდვილეში;
• იდეალურ იმიჯს - ანუ წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი გვინდა ვიყოთ ;
• სარკისებრი იმიჯს - ანუ წარმოდგენა იმის შესახებ თუ, როგორ აღგვიქვამენ ჩვენ გარშემომყოფები;
იმიჯის ეს ასპექტები გულისხმობს პიროვნების ისეთ მახასიათებლებს, როგორებიც არის:
1. ფიზიკური
2. სოციალური
3. გონებრივი
4. ემოციონალური
5. სულიერი
ამ კომპონენტებზე და კითხვებზე პასუხის გაცემა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ჩვენი იმიჯი ანუ ჩვენს მიერ დნახული საკუთარი თავი და გარემოს მიერ აღქმული ჩვენი თავი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტი იძლევა ერთ შეჯამებულ სახეს – პიროვნების იმიჯს.
იმისათვის, რომ გავიგოთ როგორი იმიჯი გვაქვს, და, როგორი იმიჯი გვინდა, რომ გვქონდეს.

სპეციალისტები გვთავაზობენ იმიჯის შექმნის 4 საფეხურს:
1. იმიჯის დიაგნოსტიკა – კვლევა;
2. სასურველი იმიჯის შერჩევა;
3. იმიჯის სტრატეგიის, ღირებულებების და პირობის შემუშავება, კომუნიკაცია - განხორციელება;
4. იმიჯის - შეფასება
პირველი საფეხური ანუ იმიჯის დიაგნოსტიკა მოიცავს რიგ კითხვებს, რომელზეც პასუხის გაცემა მოგვცემს ინფორმაციას ჩვენი არსებული იმიჯის შესახებ.
დიაგნოსკიტა იყოფა სამ კატეგორიად, შიდა და გარე გამოსაკითხ ჯგუფებად, უნდა გამოვკითხოთ ჩვენი იმიჯის დიაგნოსტირებისათვის შიდა ანუ ოჯახისწევრები, ახლო მეგობრები ნათესავები და ა.შ გარე: კოლეგები, ახლობლები, თანამშრომლები, მეზობლები და ა.შ და მესამე არის ჩვენი თავი ანუ ჩამოთვლილი კითხვები უნდა დავუსვათ ჩვენ თავს და შევეცადოთ გულრწრფელად გავცეთ პასუხები.
სრულ სურათს ჩვენი იმიჯის შესახებ მოგვცემს შემდეგ კითხვებზე პასუხები:
როგორია ჩემი ხასითი ?
რა მომწონს და რა არა?
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები მაქვს, რა შესაძლებლობებს ან უნარებს ვფლობ ?
როგორ აღმიქვამენ გარშემომყოფები ?
რა ინფორმაციის მიწოდება ან რისი თქმა მსურს გარშემომყოფებისათვის ?
ვინ ვარ ? და ვინ ან როგორი მინდა ვიყო ?
რა შთაბეჭდილებას ვქმნი ჩემი ქცევით ?
რას ვაკეთებ ცხოვრების ამ ეტაპზე ?
მოკლედ უნდა აღწეროდ თქვენი თავი და გარშემომყოფებსაც სთხოვოთ მოკლედ მოახდინონ თქვენი შეფასება, როგორი ხართ? მაგ: მეგობრული, სასაცილო, თავაზიანი, საყვარელი, გულახდილი თუ პირდაპირი ?
გირჩევთ ყველას სთხოვოთ იყვნენ გულრწრფელები და მოახდინოთ კითხვებზე პასუხების გაცემა წერილობით, ამ ეტაპის ბოლო მოიცავს 3 სხვადასხვა წყაროდან შეჯერებულ ინფორმაციას ანუ იმის გარკევას რამდენად მოხდა დამთხვევა.
იმიჯის შექმნის მეორე ეტაპი თქვენთვის სასურველი იმიჯის შერჩევას გულისხმობს, რომელიც უნდა დაეყრდნოს პირველი ეტაპიდან მიღებულ შედეგებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ შერჩეული იმიჯი ემთხვეოდეს ჩვენ ხასიათს და ღირებულებებს, თუმცა ბევრი მაგლითია, როდესაც იმიჯი არ ემთხვევა პიროვნების ხასიათს და ღირებულებებს ამ შემთხვევაში იმიჯი დიდხანს ვერ იმუშავებს და არ იქნება შედეგიანი.
იმიჯის შერჩევის ეტაპზე კიდევ ერთხელ გადახედეთ და იფიქრეთ, როგორი ხართ თქვენ და რა შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, რისი თქმა გინდათ სამყაროსთვის.
იმიჯის შექმნის მესამე ეტაპი მოიცავს თქვენს მიერ შერჩევულული იმიჯის განხორციელებას ანუ კომუნიკაციას, თქვენს მიერ შერჩეული იმიჯი რამდენად აისახება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, ხასითზე და ქცევაზე, ასევე რა არხებს იყენებთ საკომუნიკაციოდ და რამდენად ახდენთ თქვენს მიერ შერჩეული ღირებულების პოზიციონირებას და მის მესიჯად გავრცელებას, მაგალითად თუ თქვენ თვლით, რომ ხართ მეგობრული და მეგობრულობა თქვენი იმიჯის მნიშვნელოვანი კომპონენტია შესაბამისად ის თქვენ ყოველთვის თან უნდა გახლდეთ, როგორც თქვენი სახე, “იმიჯი კალამი არ არის სახლში რომ დაგრჩეთ”
იმიჯის შექმნის მეოთხე საფეხური მოიცავს შექმილი იმიჯის დიაგნოსტიკას და შეფასებას, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ კითხვებზე პასუხებს:
რამდენად მუშაობს თქვენი იმიჯი ?
ზუსტად ისე აღგიქვამენ ზემოთ მოყვანილი ჯგუფები თქვენ, როგორც ჩაიფიქრეთ თუ არა?
რომელმა თქვენმა არხმა იმუშავა ?
რა შთაბეჭდილება დატოვეთ ახალი იმიჯით და როგორ იმეოქმედა იმიჯმა თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე ?
ამ კითხვებზე პასუხი მოგცემთ შესაძლებლობას გაანალიზოთ და შეაფასოთQთქვენი იმიჯი. რა კითხვებიც გქონდათ დასმული იმიჯის შექმნის პირველ საფეხურზე იგივე უნდა გავიმეოროთ, რომ დავინახოთ გვაქვს თუ არა ცვლილებები და როგორია ცვლილებები დადებითი თუ უარყოფითი, რათქმაუნდა იმიჯის შექმნის შემდეგ გარკვული დრო უნდა გავიდეს მანამ სანამ შევაფასებთ ჩვენს ახალ იმიჯს.

ეს იყი იმიჯის შექმნის მოკლე სტრტატეგია, გამოიყენეთ ეს სტრატეგიები თქვენი იმიჯისთვის და თვალნათლივ დაინახეთ შედეგი.
უფრო ნათელი, რომ იყოს ზემოთ მოყვანილი სტრუქტურა გადავწყვიტე ჩემ მაგალითზე გავაკეთო ეს სტრატეგიები, რომელსაც სულ მალე შემოგთავაზებს.

Tuesday, September 21, 2010

რა არის რეპოზიციონირება?



რა არის რეპოზიციონირება? ამაში კვლავ ის ადამიანი გაგვარკვევს, ვინც პოზიციონირებაში მეტ-ნაკლებად გაგვანათლა:) ჯეკ ტრაუტი ამბობს, რომ ”კონკურენტული რეპოზიციონირება” ჩვენი დროის ძირითადი მარკეტინგული სტრატეგიაა. რეპოზიციონირების თვალსაჩინოებისთვის გამოვყოფდი Pringle’s-ის რეპოზიციონირების მაგალითს, რომელიც აღწერა ჯეკ ტრაუტმა თავის წიგნში ”რეპოზიციონირება - ბრძოლა თქვენი გონებისთვის” (თავი ”ჩიფსი Pringle’s რეპოზიციონირება”).

თავის დროზე კორპორაცია Procter & Gamble-ის მიერ წარმოებულმა ახალმოდურმა ჩიფსებმა Pringle’s მალევე მოიპოვა ბაზრის 18%. მაგრამ მასთან მიმართებაში კონკურენტებმა რეპოზიციონირების კლასიკური სტრატეგია გამოიყენეს. ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში უბრალოდ კითხულობდნენ კონკურენტი ჩიფსების ეტიკეტებს:


”ჩიფსი Borden’s Wise შეიცავს: კარტოფილს, მცენარეულ ზეთს, მარილს.”

და

”ჩიფსი Pringle’s შეიცავს: დეჰიდრირებულ კარტოფილს, მონო და დიგლიცერიდს ასკორბინის მჟავას, ჰოდროქსიანიზოლს”.


ბუნებრივია, ამის შემდეგ Pringle’s გაყიდვები კატასტროფულად დაეცა და ბაზრის 18%-დან მას მხოლოდ 10% დარჩა. საინტერესოა ისიც, რომ ჩიფსს Borden’s Wise-ს არ დაურღვევია კანონი. მას ისეთი არაფერი უთქვამს, რასაც არ ამბობს თავად პრინგლსი. მეტიც, ჯეკ ტრაუტი აღნიშნავს, რომ ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა არც ერთი სხვა პრობლემა, რომელსაც შეეძლო გაყიდვების ტემპის დაგდება. Pringle’s მიმართ ყველაზე ხშირი ჩივილი და უკმაყოფილება უკავშირდებოდა იმას, რომ სპრინგლსი ”გემოთი ჰგავდა მუყაოს”. ასეთი შეფასება სავსებით მოსალოდნელი იყო იმ მომხმარებლისგან, რომელიც ხედავდა კვების პროდუქტზე წარწერას ”დიგლიცერიდი” და ”ჰიდროქსიანიზოლი”.


შესაბამისი დასკვნების გამოტანის შემდეგ Pringle’s-მა შეიცვალა თავისი სტრატეგია და გახდა ”სრულიად ნატურალური” პროდუქტი. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ სხვაობა არ არის გემოში. სხვაობაა გონებაში, აღქმაში.

Sunday, September 19, 2010

პოზიციონირება კრიზისის დროს



ვინ იტყვის, რომ ჯეკ ტრაუტი (Jack Trout) და თომას გედი (Thomas Gad, რომელიც, სხვათა შორის, უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის ბრენდინგში, მათ შორის კამპანიაში "მე მიყვარს თბილისი"), არ არიან თანამედროვე მარკეტინგის (ბრენდინგისა და პოზიციონირების) ალფა და ომეგა. თუმცა ალფა და ომეგას როცა ვამბობ, სულაც არ ვგულისხმობს იმას, რომ ჯეკ ტრაუტი საწყისია, თომას გედი კი ბოლო... არავითარ შემთხვევაში! მე არ ვაყენებ ერთ ავტორს მეორის წინ და ამრიგად არ ვაკნინებ რომელიმე ავტორის როლს თქვენს თვალებში. პირიქით, ვფიქრობ, რომ არა ჯეკ ტრაუტი და თომას გედი, მოგვიწევდა დრომოჭმული და "ვადაგასული" თეორიებით მსჯელობა.

ამჯერად გთავაზობთ პოზიციონირების გურუსთან, ჯეკ ტრაუტთან ინტერვიუს, რომელიც რუსმა ჟურნალისტმა ელენა კაბანოვამ ჩაწერა. არაჩვეულებრივი ინტერვიუა თემაზე "პოზიციონირება კრიზისის დროს", რომელიც ჯეკ ტრაუტის ნაშრომებში გათვითცნობიერებულ ადამიანებსს იმთავითვე გაახსენებს ბესტსელერებს Differentiate or Die, Positioning: The Battle for Your Mind, The 22 Immutable Laws of Marketing.

Friday, September 17, 2010

რექვიემი

დღის 3 საათია. 4 საათია გასული სამსახურის დაწყებიდან და კიდევ 3 საათია წინ მის დამთავრებამდე. საერთოდ არ ვითვლი ხოლმე სამუშაო საათებს, ჩვეულებრივ ისინი ძალიან სასიამოვნოდ და ჰარმონიულად გარბიან, მაგრამ დღეს ყველაფერი სხვანაირადაა, საქმესაც რაღაც დაძაბულად და ნერვიულად ვაკეთებ...


ახლა, როცა შორს არის, ვხვდები როგორ ვყოფილვარ მიჯაჭვული მასზე... ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, სანამ სამუშაოს შევუდგებოდი ჯერ აუცილებლად მას ვინახულებდი ხოლმე, მიყვარდა მის ლურჯ თვალებში ჩახედვა, მისი მონაყოლი ათასგვარი ამბის მოსმენა... მერე დავშორდებოდით, რომ სამუშაო საათების მიწურულს ისევ შევხვედროდით ერთმანეთს! ეს შეხვედრა განსაკუთრებით მიყვარდა, ისიც განსაკუთრებით ცოცხალი და ხალისიანი იყო ხოლმე ამ დროს, იმიტომ რომ იცოდა, სამსახურეობრივი მოვალეობები მოხდილი მქონდა და შემეძლო თავისუფლად მეჩუქნა მისთვის დრო, უყვარდა როდესაც მეც ახალ ისტორიებს ვუზიარებდი, თემებიც ყოველთვის მრავალფეროვანი და შეუზღუდავი გვქონდა, ერთად განვიხილავდით, ვმსჯელობდით და ვიცინოდით... მაგრამ დღეს, 16 სექტემბერს, ყველაფერი სხვანაირადაა, ჩვენ დაგვაშორეს!


ისევ საათს ვუყურებ და ვიხსენებ, რომ 16 სექტემბერი ჩვეულებრივი დღე იყო მანამდე, სანამ ჩემსა და მის ურთიერთობაში "დიდი ძმა" არ ჩაერია...


იმ დილით ჩვეულებრივად გავიღვიძე, ვისაუზმე და მოვედი სამსახურში, ჩავრთე კომპიუტერი, გავხსენი ბროუზერი, პირველ ტაბში ტრადიციულად გავხსენი gmail, შევამოწმე inbox, მეორე ტაბში გავხსენი ის! რატომღაც ჩვეულებრივზე დიდხანს უნდება ჩემთან მოსვლას ჩემი ლურჯთვალა, აჰა, როგორც იქნა ჰორიზონტზე რაღაც გამოჩნდა, მაგრამ არა, ეს facebook-ის ლურჯი თვალები და მოქნილი ტანი არ არის, მის ნაცვლად შავით თეთრზე ულმობლად წერია - The requested Web page is denied by your system administrator. Please contact with the administrator for further information... ჩემი ყველა მცდელობა "შემოვლითი" გზებით აღმედგინა კავშირი ჩემს ერთგულ მეგობართან უშედეგო აღმოჩნდა...


თავი უსუსურად ვიგრძენი, ჩვენს system administrator-ს (იგივე „დიდი ძმა“, ამ ისტორიის ბოროტი გმირი) ცხვირის ქვემოთ უცებ სწორი შავი ულვაში გაუჩნდა... მერე ის გრძნობა გამახსენდა სიზმარში რომ მირბიხარ და ვერ მირბიხარ ან ყვირილი რომ გინდა და ვერ ყვირი და კიდევ გამახსენდა ფილმი ”სხვები”, ნიკოლ კიდმანი რომ თამაშობს, ფილმის ბოლოს რომ აღმოჩნდება რომ გარდაცვლილები ის და მისი შვილები ყოფილან და ის სხვები კი ცოცხლები, მეც ასე უცებ აღმოვაჩინე რომ სამუშაო საათებში სოციალურად გარდაცვლილი ვარ, ჩემი ლამაზი, ლურჯთვალა, მხიარული ფეისბუქი კი ცოცხალია და ჩემთვის მიუწვდომელი...


რა უნდა ვისწავლოთ ამ ისტორიიდან?
  • აკრძალვის მეთოდი ადამიანური რესურსების მართვაში დიდი ხანია მცდარად მიიჩნევა, თანამშრომელი, რომელიც ვერ აბალანსებს სამუშაოსა და ამ სამუშაო პროცესში განტვირთვას ნებისმიერ შემთხვევაში უსარგებლო იქნება, რადგან ასეთს შინაგანი დისციპლინა არ აქვს, რომელსაც აკრძალვების გზით ვერ გამოუმუშავებ. თანამშრომელს, რომელსაც აქვს შინაგანი დისციპლინა, სჭირდება ჯანსაღი სამუშაო გარემო, რომელშიც აუცილებლად შედის განტვირთვაც, განტვირთვის გზა კი მას თავად შეუძლია აირჩიოს, სოციალური მედიის განვითარების საუკუნეში კი განტვირთვის ეს გზა უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელია.
  • ზოგიერთი თანამშრომლისთვის, მაგალითად ჩემთვის, საქმიანობიდან გამომდინარე ფეისბუქი არა მხოლოდ განტვირთვის საშუალება, არამედ საქმიანობის ნაწილიცაა, აბა წარმოიდგინე, ჩვენს საუკუნეში საზოგადოებასთან ურთიერთობა სოციალური მედიის გარეშე?!
და ბოლოს:

პოპულარული ტელეგადაცემის ”რა? სად? როდის?” სუპერფინალში, რომელიც 2009 წლის 2 იანვარს გაიმართა, ასეთი შეკითხვა დაისვა:

საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანია შეეცადა შეეზღუდა მისი თანამშრომლების მიერ ინტერნეტის არამიზნობრივი გამოყენება - კომპანიის მთავარ სერვერზე დაბლოკეს გასართობი და გაცნობის საიტები - Odnoklassniki, Facebook, Youtube და სხვა. ერთი კვირის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ გააანალიზა მისი თანამშრომლების ინტერნეტ-აქტიურობა და სასწრაფოდ მოხსნა დაწესებული შეზღუდვები. აღმოჩნდა, რომ იმ კვირის განმავლობაში, როდესაც შეზღუდვა მოქმედებდა, მომხმარებელთა ინტერნეტ-აქტიურობის, ანუ ტრაფიკის 3/4 მიმართული იყო ერთ პოპულარულ ქართულ ვებ-გვერდზე. რომელი იყო ეს ვებ-გვერდი?

ამ შეკითხვაზე ინტელექტუალებმა უპასუხეს: www.jobs.ge.

ეს სწორი პასუხი იყო.

Wednesday, September 15, 2010

HAPPY BIRTHDAY


















ბერდია ნაცვლიშვილს, თაკო ჯიბუტს, ელდარ პირმისაშვილს, სანდრო ასათიანსა და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ვულოცავ დაბადების დღეს:) ჩვენი ბლოგი PR Hypermarket ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის 15 სექტემბერს ”გაჩნდა” და მას შემდეგ მას მეტ-ნაკლებად ვანებივრებთ ჩვენი პოსტებით. გილოცავთ დაბდღეს:)) BUY ME A DRINK!!!

Tuesday, September 14, 2010

უსახელო, უსახური, უსახლკარო და უსუსური?

მე - ჩემი ქვეყნის გულმხურვალე პატრიოტი ვარ და, ამავე დროს, PR სპეციალისტი. ესე იგი, ორმაგად მევალება ჩემი ქვეყნის გაპიარება და გაPRავება! ამ პროცესს პიარ თემის პოლიტიზირებით დავიწყებ:)

პოლიტიზირებით იმიტომ, რომ შემოგთავაზებთ რუსული პიარის შესახებ ეპიტაფიას პრეს-რელიზის ნაცვლად და გთხოვთ დააკვირდეთ, რა დღეში ყოლიათ ჩვენი კოლეგები ავტორიტარულ რუსეთში (ავტორიტეტულ... ავტორი... ავტორიტარ... ნუ, მოკლედ, როგორც არის, იყოს და მერე ტლაშაძემ ჩაასწოროს).

მოდელირებული ქრონიკა: ბიზნესი დღეს უკვე ობიექტურად დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე, მასთან მჭიდრო კავშირშია და, გარკვეულწილად, მისი ანარეკლიცაა. დღეს კრეატივი აღარავის სჭირდება. მეტიც, მისი უბრალოდ ეშინიათ! ეშინიათ იმის, რომ სხვის ფონზე გამოიკვეთონ და იყვნენ განსხვავებულნი; ბიზნესმ(ენებმ) ქვეცნობიერ დონეზეც მიიღეს სიგნალი - ჩაიმალე სადაც ხარ და თავი არ გამოყო! ასე თუ ისე შეიძლება თავის გაპიარება (და გაPRავებაც), მაგრამ მასისგან დიფერენცირება სახიფათოა. ეს მსხვილ ბიზნესსაც ეხება და ლოკალურ კომპანიებსაც, რომლებსაც არ აკლებს თავის ყურადღებასა დაწყალობასადგილობრივი თვითმართველობა. რუსული ბიზნესი დღეს მეტწილად აღარ საჭიროებს საზოგადოებასთან კავშირებსა და ურთიერთობებს, ვინაიდან მისი მომავალი, ბედი ნაკლებად არის დამოკიდებული საზოგადოების აღქმაზე... მის ბედს ახლა უკვე რომელიღაცა ჩინოვნიკი განაგებს!”

პატრიოტული გულმოდგინებით ვახდენ ფაქტის კონსტატაციასა და საკონტროლო გასროლას: ”PR მოკვდა, გაუმარჯოს GR-!”. ანუ, გაუმარჯოს ინტერესების ლობირებას და არა პიარს! გაუმარჯოს პროპაგანდას და არა პიარს! ასეთ პირობებში იკვეთება პიარ სპეციალისტების დისფუნქცია! აბსურდული ხდება ცნება - ჯანსაღი კონკურენცია, რადგან პოზიციონირებას და საკომუნიკაციო სტრატეგიას, ანუ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შეიძლება წერტილ დაუსვას პროკურატურაში შეტანილმა განცხადებამ, რომელსაც საფუძვლად დაედება მომჩივანის არაკონკურენტუნარიანობა! ეს დაახლოებით იგივეა, რომ იმპოტენტმა ჯანმრთელი ადამიანის წინააღმდეგ შეიტანოს განცხადება და სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ უკანასკნელის კასტრაცია მოახდინონ... მაგრამ ეს ყველაფერი ხომ რუსეთში ხდება? კი, ბატონო, ქატო იქა, ფქვილი - აქა! PR მხოლოდ იქ არის უსახელო, უსახური, უსახლკარო და უსუსური!


ჩემსბლოგინსტრადიციული PR ტექსტით დავასრულებ, რომელიც მეტ-ნაკლებად ახდენს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებასა და დიფერენცირებას, რომელშიც დღითიდღე უფრო ნათლად ჩანს PR-ის საჭიროება და ჩვენი კრეატიულობა:


ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!

პ.ს. ისწავლეთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების, კრიზისული კომუნიკაციების მართვის და ბრენდინგის კურსებზე! ისწავლეთ ბეჯითად - თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია... ხო, უნარებიც!