Monday, November 30, 2009

პიარი და ბიზნესი

საზოგადოების კეთილგანწყობა გვევლინება წინაპირობად თავისუფალი ბიზნესის არსებობისა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

ბიზნესის კეთება მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებასთან, რომელიც იყოფა მომხმარებლებად. ბიზნეს კომპანიას შეიძლება ყავდეს თანამშრომლები, ქონდეს კაპიტალი, მაგრამ წარმატებული არ იქნება თუ არ გაიგო ამ ბიზნესის შესახებ საზოგადოებამ და არ გახდა მისი მომხმარებელი. პიარ აშშ-ში მე-19-20 საუკუნის მიჯნაზე დამკვიდრდა, როდესაც ბიზნესი განვითარდა და აუცილებელი გახდა მომხმარებელზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება ასევე ახალი პროდუქტების და მომსახურებების საზოგადოების ნდობის მოპოვება და გაყიდვა. ბიზნესის წარმომადგენლები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შექმნილიყო მართვის ახალი სისტემა, რომელიც გავლენას მოახდენდა საზოგადოებრივ აზრზე. ამ პერიოდისთვის მათვის მნიშვნელოვანი გახდა არა მარტო პროდუქციის გამოშვება და გაყიდვა არამედ მომხმარებლის მოთხოვნილებებზე ზრუნვა და დადებითი იმიჯის შექმნა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ინფორმირებას და ბიზნესის გამჭირვალობას. იმისთვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს საჭიროა არა მარტო ერთი წყარო არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების არამედ მიმღები, რომელიც გამოიწვევს რეაქციას. პიარი ზუსტად ორმხრივი ურთიერთობები და ორმხრივი კომუნიკაციაა, როდესაც მოსაუბრეები ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას და უზიარებენ აზრებს ერთმანეთს. ტოტალიტარული სახელმწიფო სისტემისათვის ცალმხრივი კომუნიკაცია იყო დამახასიათებელი ანუ სუბიექტი გასცემდა ინფორმაციას და არ ელოდებოდა საზოგადოების რეაქციას, უკუკავშირს. ხოლო დემოკრატიულ სისტემაში და დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და უკუკავშირს.მეოცე საუკუნის დასაწყისში ბიზნეს კომპანიებმა ახლად შექმნილ პიარ სააგენტოებთან ერთად დაიწყეს მომხმარებლების კვლევა და პროდუქტების დიზაინის დახვეწა. რადგან კონკურენციის პირობებში საჭირო გახდა ინდივიდუალური და განსხვავებული სახის მქონე პროდუქტების გამოშვება და პროდუქტენის ამაათუიმ ღირებულებების მიბმა. როდესაც პროდუქტი ან მომსახურეობა ასოცირდება რაიმესთან მაგალითად სიმდიდრესთან, მოდურობასთან, თანამედროვებასთან ან სტაბილურობასთან პიარის სისტემა ეხმარება ბიზნეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში. ასევე პიარი არის მედიატორი და კომუნიკატორი საზოგადოებასა და კომპანიას შოირის, მისი დაგეგმილ სტრატეგიებს მიყავს ბიზნეს კომპანია წარმატებასთან. ბიზნესისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომპლექსურობას: მარკეტინგი, პიარი , რეკლამა, პრომოუშენი. ყელაფერი ეს ჩამოყალიბებულ სისტემაში და განაწილებული დროში ქმნის წარმატებულ ბიზნეს კომპანიას და უქმნის მას დადებით იმიჯს და რეპუტაციას, ხოლო დადებითი რეპუტაცია ნიშნავს საზოგადოების ნდობას რომელსაც მოაქვს მოგება. როკფელერი ამბონდა: კომუკიკაციების ცოდნა არის უნარი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს როგორც ჩაი ან ყავა, მე მასში გადავიხდიდი უფრო მეტ ფულს ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ პროდუქტში. მე 20 საუკუნის ასს ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შევიდა პიარის ერთერი დამაარსებელი ედვარდ ბერნეისი ამერიკან ტობაკო კომპანის პიარ კონსულტანტი იყო ამ კომპანიამ ბერნეის იმიტომ მიმართა, რომ მკვეთრად შემცირდა სიგარეტ “ ლაკი სტრაიკის” გაყიდვები. მან პიარ კამპანია ქალების სეგმენტზე გათვალა. იმ პერიოდში არც ისე ბევრი ქალი ეწეოდა სიგარეტს, ბერნეისმა კარგად იცოდა ფსიქოლოგია და იცოდა , რომ ქალებს მამაკაცებთან გათანასწორება და თავისუფლება სურდათ. მან სწორი გათვლა გააკეთა და სიგარეტის რეკლამის დროს სწორედ ამ ორ მახასიათებელზე გააკეთა აქცენტი, შესაბამისად სიგარეტ “ ლაკი სტრაიკის” გაყიდვები მცირე დროში რამდენჯერმე გაიზარდა. ყოველდღიურად იზრდება ეკონომიკა და ბიზნესი ამიტო მოთხოვნადი გახდა პიარ სპესიალისტი, როგორც კომპანიის რეპუტაცის შემქმნელი მექანიზმი ხოლო რეპურაცია კი გვევლინება ბიზნესის სტაბილურობის და კეთილდღეობის გარანტად.

ელდარ პირმისაშვილი
პიარ სპეციალისტი

Tuesday, November 24, 2009

პრესრელიზი, ძველი და ახალი წესები

ბოლო პერიოდში სამწუხარო რეალობას გავუსწორე თვალი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პიარ პრაქტიკა ვითარდება, ძალიან ბევრი პრაქტიკოსი (რათქმაუნდა არა ყველა) მედიასთან ურთიერთობების პროცესში საერთოდ არ (ან ნაწილობრივ) იყენებს პრესრელიზებს, როგორც მედიასთან ურთიერთობების ყველაზე გავრცელებულ ფორმას. საქმე ისაა, რომ სანამ ქართულ პიარ პრაქტიკაში პრესრელიზების ტრადიციული პრაქტიკის გამოყენება დამკვიდრდება, დასავლური პრაქტიკა პრესრელიზების მომზადების და გავრცელების ახალ ფორმებს ნერგავს. ეს ტენდენცია, მაძლევს საშუალებას ვივარაუდო, რომ ჩვენი პიარ პრაქტიკოსები პირდაპირ პრესრელიზების მომზადებისა და გავრცელების ახალი ფორმების გამოყენებას დაიწყებენ და ისინი მოიტოვებენ მათი შექმნისა და გავრცელების ტრადიციულ პრაქტიკას.

და რაში გამოიხატება პრესრელიზების მომზადების და გავრცელების ახალი ფორმები? ინტერნეტმა და ახალმა ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა კომუნიკაციის პროცესი, როგორც ორგანიზაციაში, მის შიდა ჯგუფებს შორის, ასევე ორგანიზაციასა და მის გარე ჯგუფებს შორის. თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეცვალეს ინფორმაციის შექმნის, გავრცელების, გამოსახულების და შენახვის მეთოდები. ტენდენცია გარდაუვალია და ის ორგანიზაციები, რომელებიც ამ პროცეს სრულფასოვნად არ გაიაზრებენ და არ გამოიყენებენ ახალ ტექნოლოგიებს საზოგადოებასთან ურთიერთობების პროცესში (რათქმაუნდა ტრადიციულ პიარ საქმიანობასთან ერთად), მათი წამრატება კომუნიკაციულ საზოგადოებაში ნულის ტოლი გახდება.

პრესრელიზი, პიარ პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი ტაქტიკაა. ეს ინფორმაციის გაცემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც პიარ პრაქტიკოსები მედიასთან ურთიერთობების დროს იყენებენ. პრესრელიზი მზადდება სტანდარტული ფორმით, რომლის მომზადების შემდეგ ის ეგზავნება ჟურნალისტებს მათი შესაძლო გამოქვეყნების მიზნით და ისინი დიდი პროცენტული მაჩვენებლით განაპირობებენ სტატიების გენერირების ძირითად წყაროს. პრესრელიზი.ეგზავნება, როგორც ტრადიციული მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას, როგორიცაა: ტელევიზია, რადიო, გაზეთები, ჟურნალები და საინფორმაციო სააგენტოები (ტრადიციული მედია), ასევე ახალი მედიის საშუალებებსაც, როგორიცაა: თემატური ვებგვერდები, ბლოგები, სოციალური ქსელები, ონლან ჟურნალები, ფორუმები და სხვა (ახალი მედია).

პრესრელიზის ძველი წესები
ადრე, სანამ ინტერნეტი თანამედროვე ფუნქციას შეიძენდა, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ პრესრელიზის ადრესატი მხოლოდ ტრდიციული მედია იყო, რომელსაც შეეძლო დაეწერა ან არ დაეწერა სტატია თქვენზე, თქვენივე პრესრელიზზე დაყრდნობით.
• ადრე, ვერავინ ხედავდა პრესრელიზს და მის შინნარს გარდა ჟურნალისტისა ან რედაქტორისა, რომლებიც თქვენი პირდაპირი ადრესატები იყვნენ;
• თქვენ აუცილებლად უნდა გქონოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ პრესრელიზი დაგეწერათ;
• პრესრელიზსში უნდა ყოფილიყო კომენტარები;
• თვქნი მომხმარებლები და პარტნიორები პრესრელიზის შინაარს გაიგებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედია მას დაბეჭდვავდა ან გააშუქებდა;
• შედეგის გაზომვა შეიძლებოდა მხოლოდ მედიის მიერ გამოქვეყნებული სტატიების კლიპინგით.

პრესრელიზის ახალი წესები
თქვენი პირველადი აუდიტორია აღარ არის მხოლოდ მედია - თქვენი აუდიტორია ათი ათასობით ადამიანია (მყიდველები, პარტნიორები, პოტენციური მყიდველები, ა.შ.), რომლებსაც აქვთ კავშირი ინტერნეტთან.
• ამზადეთ და აგზავნეთ პრესრელიზი მუდმივად და ნუ დაელოდებით ”დიდ მოვლენას”;
• მოამზადეთ პრესრელიზები არამხოლოდ მედიისთვის, არამედ თქვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის (საზოგადოებისთვის);
• პრესრელიზის შინაარსში შესაძლებელია გამოიყენოთ ლინკები, სხვა სასარგებლო ინფორმაციებზე გადასასვლელად;
• ოპტიმიზაცია გაუკეთეთ თქვენს პრესრელიზებს, რომ ისინი ადვილად მოხვდნბენ მიზნობრივი აუდიტორიის წრეში და ადვილად მოიძიონ საძიებო სისტემებში.

დიდი სიახლე კარგია, მაგრამ ნუ დაელოდებით მხოლოდ მას. დაწერეთ ყველაფერზე რასაც თქვენი ორგანიზაცია ყოველდღიურად აკეთებს!
• დაწერეთ თუ თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი სიტყვით კონფერენციაზე გამოდის;
• დაწერეთ თუ თქვენმა ორგანიზაციამ რაიმე სახის ჯილდო მიიღო;
• დაწერეთ თუ გადაჭერით მნიშვნელოვანი პრობლემა;
• დაწერეთ თუ თქვენი ორგანიზაციის რიგები გაიზარდა;
• დაწერეთ თუ თქვენ ახალ თანამშრომლებს იღებთ და ასაქმებთ;
• დაწერეთ თუ თქვენ ამყარებთ საერთაშორისო კონტაქტებს და ა.შ........

სამწუხაროდ, ბევრი ორგანიზაციის პიარ მენეჯერი ფიქრობს, რომ მის ორგანიზაციაში სიახლე ძალიან იშვიათად ხდება. არადა, ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა. თუ კარგად დავაკვირდებით, განსაკუთრებით დიდ ორგანიზაციებში მათი მიზნობრივი ჯგუფებისთვის იმდენი საინტერესო მოვლენა ხდება, რომ ისინი აუცილებლად უნდა გარდაისახონ ორგანიზაციის სიახლეებად (პრესრელიზების ფორმით). პიარ მენეჯერის ერთ-ერთი ფუნქციაც ხომ ისაა, რომ შექმნას ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და მუდმივად ინფორმირებული ჰყავდეს მის ორგანიზაიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მისი მიზნობრივი ჯგუფები? დღეს მხოლოდ მედია (როგორც მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობის ფორმა) აღარ არის პრესრელიზის ადრესატი, როგორც ინფორმაციის გამტარი / ხიდი, ორგანიზაციასა და მის მიზნობრივ ჯგუფებს შორის და დღეს, ორგანიზაციის პიარ მენეჯერებს მართებთ ახალი მიდგომების შემუშავება, რაც მათ მისცემთ საშუალებას პირდაპირ მიაწოდონ პრესრელიზები მათ მიზნობრივ ჯგუფებს. როგორ? ყველა ზემოთჩამოთვლილი ახალი მედია საშჲალებებით. თუმცა ეს სტრატეგია არ აკნინებს მედიასთან ურთიერთობების აუცილებლობას და ორგანიზაციის წარმატებული კომუნიკაცია ემყარება, როგორც ტრადიციული მედია საშუალებების, ასევე ახალი მედია საშუალებების თანაბარ გამოყენებას. ეს თემატიკა ცოტა სპეციფიკურია და შეიძლება ჩემი ტექსტის სტრუქტურა არეულადაც მოეჩვენოს მკითხველს, თუმცა ჩემი მიზანი, არა ამ ტექსტის აკადემიური ხარისხია, არამედ ამ თემის ირგვლივ საუბრის დაწყება და თქვენი მოსაზრებების გაგება.