Saturday, June 15, 2013

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყო ბედნიერი პიარ საკონსულტაციო ბიზნესით დღეს


1. პიარი აქტუალურია

პიარი აქტუალურ და მოდურ ფაზაში შევიდა. დღესდღეობით დიდი მოთხოვნილება არსებობს პიარზე, როგორც სამთავრობო, ასევე ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში. პიარის პოტენციალი უსაზღვროა.  ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით პიარის ბიზნესის გლობალიზაციაზე და დღეს ვხედავთ, რომ საკონსულტაციოების რიცხვი გაიზარდა მსოფლიოს მასშტაბით.  უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ ფირმებს უკეთ ესმით თავიანთი ბაზრის მოთხოვნილებები ვიდრე გლობალურ კომპანიებს.

2.    სწავლა, სწავლა და სწავლა

მსოფლიოს და საქართველოს მასშტაბით თვალნათლივ ჩანს რამდენად გაიზარდა პიარის შესწავლაზე მოთხოვნილება, როგორც საუნივერსიტეტო ასევე ფორმარული და არაფორმალური ტრეინიგ–კურსების კუთხით.

3.    ვაკანსია პიარ მენეჯერი

ბოლო დროს ხშირად შეხვდებით პიარ მენეჯერის შესახებ გამოცხადებულ ვაკანსიას სხვადასხვა ორგანიზაციებში, რაც ბაზრის მზაობის ტენდენციაზე მიუთითებს და პიარის პოპულარობისა და სწავლაზე მოთხოვნილების ზრდის ადეკვატური ხდება.  პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნილების ზრდა და ორგანიზაციების მზაობა ეს უფრო მეტად უწყობს ხელს ინდუსტრიის პროფესიულ განვითარებას და აფართოებს სამომავლო პერსპექტივებს.

4.    ტექნოლოგიები მოგვცემს თავისუფლებას

პიარის მნიშვლევანწილად განვითარებას ხელს უწყობს ინტერნეტ კომუნიკაციების ზრდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა  და კოზირია ჩვენთვის.

საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უკვე სოციალური მედიის ინსტრუმენტების გამოყენებაზე და მართვაზე არის დაფუძნებული, რომლის როლიც დღითიდღე იზრდება.  დღეს კიდევ მიდის პროცესი და ტრანსფორმაცია ციფრული აპლიკაციების და სოციალური მედიის გარშემო.

 5.    ფსიქოლოგია

ვიდრე ჩვენ კონცენტრირებას ვაკეთებ ინფორმაციიის მოძრაობასა და იდეებზე, ასევე საინტერესოა ეს იდეები და აზრები და გადაწყვეტილებები როგორ ფორმირდება ადამიანის ტვინში. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფსიქოლოგია და ადამიანური ბუნების გაგება ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენს საქმეში, მაგრამ ჩვენ დავინახავთ, რომ სოციალური მეცნიერება ჩვენს სტრატეგიაზე მნიშვნელოვნად დომინირებს.

6.    რეკლამის ღირებულების ექვივალენტი მკვდარია

ყოველ შემთხვევაში თუ მკვდარი არაა უკვე, ის კვდება. მათ, ვინც უკვე იცნობს კომუნიკაციების გაზომვისა და შეფასების პრინციპებს ეცოდინება, რომ ადამიანები უფრო მახვილგონიერები გახდნენ და მათ გონებაში არსებული რეკლამის დეტექტორების მოცულობა გაიზარდა.

რეკლამა ჩვენი „მეგობარია“

პიარ შეხვედრებზე ერთ-ერთი მუდმივი შემაფერხებელი არის სარეკლამო სააგენტოები და მათი შემოტევა ჩვენს „სამყაროში“. ეჭვგარეშეა ისიც, რომ მარკეტინგული და პიარ საკომუნიკაციო არხების არევაც მუდმივად ხდება.

მაგრამ ვფიქრობ, რომ სარეკლამო სააგენტოს და ჩვენი ერთობლივი მუშაობა უფრო მეტი შესაძლებლობაა წარმატების მიღწევის და კლიენტის პრობლემის გადაჭრის. და იმის ნაცვლად, რომ ვიკამათოთ, პიარი უპირატესია თუ რეკლამა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თანამშრომლობის გზები მოვძებნოთ და ჩვენი კლიენტებიც მეტად კმაყოფილები დარჩებიან.

7.    კორპორატიული კომუნიკაცია წინა პოზიციაზე გადმოდის

გამჭვირვალეობასთან ერთად მოდის კრიტიკული შეფასებებიც.  გარე აუდიტორიას – მომხარებლები, ინვესტორები, მარეგულირებლები – სურთ, რომ იცოდნენ კომპანიები ნამვილად აკეთებენ იმას, რასაც დაპირდნენ. ეს წარმოადგენს შესაძლებლობას კომუნიკაციის კონსულტატნებისთვის, რომ შექმნან კორპორატიულ პოლიტიკა.

 8.    ჩვენ ვცვლით სამყაროს

პიარის და სტრატეგიული კომუნიაციების ტექნიკების ეფექტურად გამოყენება და მართვა გვაძლევს საშუალებას დომინანტის როლი გვქონდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესზე, პიარს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეუძლია ცვლილებების მოხდენა განწყობისა და ქცევის დონეზე, რომელიც ინფორმაციის და მესიჯის სწორ ინტერპრეტირებაზე და რეციპიენტის მართებულად განსაზღვრაზე არის დაფუძნებული.

 სტატიის ავტორი ელდარ პირმისაშვილი “პერიტუს გრუპის” ექსპერტი

გამოყენებული წყარო: კეტჩუმის ბლოგი და მიმომხილველი დევიდ გალაგჰერი

Monday, November 19, 2012

პიარი და პოლიტიკა



რა ხდება პოლიტიკაში ? დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ დაძაბული საარჩევნო დღე მივიღეთ და არანაკლებ დაძაბული პოსტსაარჩევნო პერიოდი.
ვფიქრობ, საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდით მიუხედავად იმისა, რომ სულ ვთვლიდი ბიზნეს სფერო უფრო მნიშვნელოვანი  და საინტერესო იყო ჩემთვის, ამ ბოლო დროს პოლიტიკური პიარითაც დავინტერესდი, ძირითადად ეს ინტერესი მედიის მიერ იყო პროვოცირებული.  
პოლიტიკური პიარი, პიარის სფეროებიდან ერთ–ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი სფეროა, თუმცა მე და არა მარტო მე ვთვლი, რომ პროდუქტი პროდუქტია პიროვენა იქნება სარეცხი საშუალება თუ პარტია. ყველაზე რთული პოლიტიკურ პიარში ობიექტურობის და ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაა, რადგან საზოგადოება ძირითადად დაყოფილია  “ასოცირებულ ექსპერტებად”.
საინტერესო საარჩევნო კამპანია იყო ყველა პიარის ელემენტის გამოყენებით, როგორც ეთიკური ასევე არაეთიკური,  კამპანია ხშირ შემთხვევაში ერთფეროვანი, ერთნაირი ხარვეზებით და შეცდომებით. ვინ რას პირდებოდა ხშირ შემთხვევაში ქაოტური იყო, ვინ სარგებელს, ვინ ოცნებას, ვინ დაფასებას პირდებოდა თუმცა ყველა პროგნოზი და მოსაზრება იმას მეტყველებდა, რომ მდორედ წავიდოდა კამპანია და მხოლოდ ძველი მეთოდები ანუ მოსმენები იქნებოდა გამოყენებული, თუმცა “ცივი ომის” სუნი უდიოდა არჩევნების ბოლო პერიოდს. საკმაოდ გვიან დაიწო კამპანაია და არაორგანიზებულად, ძალები ერთმანეთს ელოდებოდნენ ვინ რა კომპრომატებს წამოწევდა, რომ შემდეგ განსხვავებულობა და იდენტობა შეენარჩუნებიათ. ეს სტრატეგია სპორტში აქტიურად გამოიყენება, თუმცა მე ვფიქრობდი, რომ პარტიებისათვის უფრო მნიშვნევლოვანი თავიანთ დაპირებაზე და თავიანთ სათქმელზე უნდა ყოფილიყვნენ ორიენიტებული. მაინც გადაძალა სპორტულმა მიდგომან ანუ სხვის შეცდომებზე საკუთარი კამპანიის წარმოება.  საინტერესო საკითხები იყო წარმოჩენილი. ხშირად  პიარ კამპანია კარგავდა სახეს და ბოლოს კალაპოტი დაკარგა, ინფორმაციის კონტროლი და ინფორმაციის გავრცელების ფორმა დაიკარგა, სადაც არავინ უსმენდა მესიჯებს და დაპირებებს და პიარ კამპანიის ბოლოს საჭეზე ხელაშვებული დადიოდნენ პოლიტიკური აქტორები.
პიარის რა კომპონენტები იყო გამოყენებული კამპანიის დროს:
ნაციონალურმა მოძრაობამ აქცენტი მცირე ჯგუფებთან შეხვედრებით დაიწყო, რომლებიც ფოკუსჯგუფად იყვნენ გამოყენებული სტრატეგიისა და ტაქტიკის ეფექტურად დასაგეგმად, რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა მესიჯი და სარეკლამო სტრატეგია, ხოლო პრეზიდენტის და პრემიერის ჩართვამ კანპანიაში სიმძაფრე და ეფექტურობა შესძინა კამპანიას.  რადმენად გამართლებული იყო ესეთი მძლავრი ფორმით პრეზიდენტის ჩართულობა ვფიქრობ არჩევნების შედეგებმა გვაჩვენეს. რაც შეეხება ქართული ოცნების კოალიციას, მათ თავიდანვე აქტიური კომუნიკაციის ფორმა აირჩიეს და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს კითხვარების მსგავსი ფორმა (რაზე ოცნებობდნენ) შეავსებინეს, რაც კვლევის ერთ–ერთ ფორმად იყო გამოყენებული, ცნობადი სახეების ჩართვამ კამპანიაში დიდი როლი ითამაშა, რაც მთელს მსოფლიოში წარმატებული მეთოდია, ასევე საინტერესო მიდგომაა ოჯახის წევრების ჩართავ კამპანიაშია. გვსმენია ხშირად ოჯახის, შინაური ცხოველების და კანდიდატების მოქალაქეობრივი პოზიციის დიდი მნიშვნელობის შესახებ ?  პიარის ეს მეთოდი დიდ გავლენას ახდენს კამპანიის წარმეობაზე  ამერიკასა და ევროპაში , რაც ქართულმა ოცნებამ აქტიურად გამოყენა, თუმცა ნაციონალურ მოძრაობასაც ქონდა მცდელბა და კონკრეტულად პრეზიდენს, სადაც პირველი ლედი და პრეზიდენტის შვილი მღეროდა. არაფერს ვამბობ ბერას კამპანიაზე, რომელიც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო სტრატეგია იყო ქართული ოცნების პიარკამპანიაში.
რთული ყოფილა ქართველი ამომრჩევლების შეფასება, თუმცა პროგნოზირებადი, ხშირად ჭარბობს ხოლმე ემოციაა, მაგრამ ეს ემოცია ხანდახან საჭიროა, უბრალოდემოციას მოაქვს ენერგია და ამ ენერგიის გადამუშავებას აქვს დიდი მნიშვნელობა სად წავიღებთ და რისკენ მივმართავთ მას. წყალი შეიძლება გამოვიყენოთ ან წყურვილის მოსაკლავად ან ადამიანების დასახრჩობად, აე ეს არის არჩევანი.
არჩევნების დროს ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები ალბად დემოკრატია, ადამიანების უფლებები, და თავისუფლება იყო, კარგია ამ სიტყვების მნიშვნელობაზე თუ გავაკეთებთ აქცენტს და მისს არს ჩავუღრმავდებით.  დღეს ფორმის საუკუნეა რადგან პროდუქტზე კი არა მისი მიწოდების ფორმაზეა დამოკიდებული მისი წარმატება ან წარუმატებლობა. მნიშვნელოვანია  რიტორიკა და იმ სიტყვების კომბინაცია რაც კომუნიკაციაში სჭარბობს ხოლმე.  კამპანიის დროს იყო ლექსები, ფთრიანი ფრაზები და მსგავსი რიტორიკა, მსგავსი შეცდომებით, მაგარამ შეცდომა კი არ არის მთავარი არამედ მისი ინტერპრეტირება, ულტრირება და იმიჯის ან მეორენაირად რომ ვთქვათ იარლიყის მიწებებას აქვს მნიშვნელობა.
ჩვენი არჩევანი ცხელ გულზე გაკეთებულ არჩევანს გავდა, საზოგადოებას ბიძგი სჭირდებოდა და მიიღო ეს ბიძგი, ბიძგის დროს მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოეყოფა ხოლმე ჩვენს ქმედებეს ეს ობიექტურობაა, ხშირად ამბობენ სუბიექტი ობიექტური ვერ იქნებამო მაგრამ სუბიექტურ ობიექტურობაზე ვსაუბრობ მე.
საქართველოში სულ მესმის რომ ავტორიტეტი გჭირდება და აი ავტორიტეტიც, ავტორიტეტი საჭიროა ყველგან მეგობრებში, სახლში და ქვეყანაში, უბრალოს ამ ავტორიტეტს და მის ავტორიტეს აქვს საზღვრები და ჩვენზეა დამოკიდებული მისი დიქტატორ ან ლიბერალ ავტორიტეტად ქცევა, ავტორიტეტს ხომ გარემო აყალიბებს და  ეს გარემო განაპირობებს მის განვითარებას, ყველ ავტორიტეტს თავისი როლი აქვს, ერთი შეხედვით მარტივი სიტყვა როლი დიდი ფილოსოფიის მატარებელია, როლში შეჭრილი პოლიტიკა და ექსპერტები კი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაანალიზებელი თემა. როლი შეიძლება ჩავთვალოთ თამაშად ან პირიქით თამაში როლად,როლით ვთამაშობთ თუ თამაშით როლში აქაც საბრთხილო თემასთან გავქვს საქმე, რადგან როლს და თამაშს სჭირდება განწყობა, ხოლო განწყობა განაპირობებს ყველაფერს, მოლოდინს, პირობას, შედეგს და ქმედებას. განწყობისათვის პიარსპეციალისტები ერთ–ერთ ქცევის მაფორმირებელ მიმართულებად სოციალურ ზეგავლენა ასახელებენ,  ოცდამეერთე საუკუნეში სიტყვა ზეგავლენა – მნიშვნელოვანი გახდა, გავლენისათვის მიდის ბრძოლა ადამიანის განვითარების ყველა ეტაპზე, და ამ ეტაპებიდან მიღებული შედეგით ანუ დამუშავებული ინფორმაციით ვქმნით ჩვენს გონებაში ამა თუ იმ ობიექტის ან პიროვნების იმიჯს, იმიჯი კი სტატიკური მოვლენა არ არის – ის დინამიურია. შესაბამისად ეს დინამიკა მოითხოვს თან ცვალებადობას და თან სტაბილურობას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმიჯის შექმნა და სამიზნე ჯგუფებზე მორგება  და მისი ტრანსლირება. იმიჯის მართებულად აღქმას ინფორმაციის სწორად გადამუშავება სჭირდება. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვნაირად ამუშავებენ ინფორმაციას, და პიარის ეფექტურ და მართებულად შერჩეულ კომპაქტურ მესიჯზეა დამოკიდებული მისი ანუ მესიჯის აღქმა. 
პიარ სპეციალისტები ამბობენ, რომ ჩვენ პოლიტიკოსების იმიჯს ჩვენი განწობიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე აღვიქმავთ, მაგრამ თუ იმიჯი იცვლება მაშინ რა ხდება ? ზოგადად რადიკალური ცვლილებები იმიჯში არ ხდება, იმიჯოლოგიაში არსებობს ქამელეონი იმიჯის ცნება, რომელიც ორიენტირებულია, უფრო მოქნილი და ადეკვატური იყოს იმიჯი. ხშირია იმიჯში მიბაძვის თემა. ბაძვა სხვადასხვანაირი არსებობს და ხშირად რთულია ხოლმე გავარჩიოთ რეალობა  სინამდვილისგან. 
იმიჯის შექმნის დროს ჩვენ პიარსპეციალისტები ვემსგვასებით პოეტს რომელიც თხზავს მის პროდუქტს ამ შემთხვევაში პოლიტიკოსს. არისტოტელე რიტორიკაში წერს – პოეტის საქმე არ არის თქვას ის რაც მოხდა, ის უნდა იყოს ფანტაზიორი, შემთხზველი ან ახლის გამომგონებელი. ზუსტად ამ შეთხზვაში არის ჩვენი ხიბლი.
ჩვენ გამომგონებლები ვართ და შეიძლება ადამიანს ისეთი თვისება და უნარი გამოვუგონოთ, რომელიც მას რეალურად არ აქვს, მაგრამ როლში შესვლის შემდეგ ითვისებს მას. აი ესეთია პიარი არარეალურს და ვირტუალურს აქცევს რეალობად. ხშირია მსოფლიოს ისტორიაში ცდომილებები, მაგ:  რომში ფორუმის კამარაზე ტიტუსი დასახელებულია იერუსალიმის დამპყრობლად, რომელიც მასზე ადრე პომპეუსმა აიღო.  ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ რა არის სიმართლე და ყველას რომ თავის სიმართლე გააჩნია, ვფიქრობ სიმართლე გემოვენბას გავს…. დღეს კომუნიკაცია ვირტუალურია, შესაბამისად საზოგადოებაც ვირტუალური ხდება რაც რეალური იმიჯის აღქმას ართულებს.  არსებობს აზრი, რომ პოლიტიკა საზოგადოების გამოძახილია თუმცა მე ვფიქრობ საქართველოში პირიქით არის პოლიტიკის გამოძახილია საზოგადოება. საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის პიარი დგას და ვფიქრობ დღეს ყველაზე დიდი როლი ენიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობას, რადგან მასზეა დამოკიდებული როგორი პოლიტიკა გვექნება ხვალ.

Tuesday, April 10, 2012

პიარ პერსონა

საინტერესოა რა განმანსხვავებელი თვისებები აქვთ პიარ სპეციალისტებს და როგორ ხდებიან ისინი წარმატებული და ცნობილი. ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი პიარ პერსონა ეწვია თბილისს, დოქტორი დენის უილკოქსი. საინტერესო იყო მისი ვიზიტი, რადგან მის წიგნებზე ვართ გადზრდილი და ორმაგად საინტერესოა პირადად გაიცნო ადამიანი პიარ სპეცილისტი და მრავალი საუნივერსიტეტო და სამაგიდო წიგნის ავტორი.

სულ ვამტკიცებ, რომ ჩვენ პროფესიაში მთავარია ხასიათი, რომელიც განაპირობებს წარმატებას კარიერაში, ურთიერთობების და ადამიანების სიყვარული, ადვილად შეგუებადობა. პროფესიის სიყვარული და ენთუზიაზმი ეს ის ფაქტორებია, რომელიც აყალიბებს პიარის სახეს. სულ მაინტერესებდა პიარ სპეციალისტები რა პიარ მეთოდებს იყენებენ პირადი პიარისთვის. გამიგია რამოდენიმე პიარ სპეცილსიტისაგან, რომ „მათ არ უნდა პიარი“, მე არ ვეთანხმები ამ მიდგომას, ეს დაახლოებით იმას გავს სალონში დალაქი (ახლანდელი სტილისტი) რომ გეუბნება ძალიან კარგ ვარცხნილობას გაგიკეთებო და თვითონ საოცარი ვარცხნილობა აქვს. რათქმაუნდა არ დავიჯერებთ, თუმცა ამ მოსაზრების საპირისპირო მოსაზრებებიც არსებობს. მაგალითად ერთ–ერთი ამერიკელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ შეიძლება იყო ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი, მაგრამ არ იცოდე ფეხბურთის თამაში ან პიარს უკეთებდე ისეთ პროდუქტს, რომელზეც არ გაქვს დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია. ჩვენი კარიერის განმავლობაში სხვადსხვა ბრებდებთან და პროდუქტებთან გვიწევს ურთიერთობა და ყველა სფერო რომ სრულყოფილად შევისწავლოთ ერთი ასი წელი არ გვეყოფა. საკმაოდ საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა ბატონი დენისი, მიუხედავათ მისი ასაკისა, ამოუწურავი ენერგია და ენთუზიაზმი აფრქვია საქართველოშო, არ ეზარებოდა არაფერი.

პირველი ჩვენი შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში შედგა, სადაც დოქტორი უილკოქსი სემინარს ატარებდა მაგისტრანტებისათვის, შემდეგ ჩვენ რამდენიმე არაფორმალურ გარემოში შევხვდეით, კერძოთ თბილისის რამოდენიმე რესტორანში და ქალაქ სიღნაღში, ასევე ის პიარ სააგენტო ფაბლისითის ოფისშიც გვეწვია და რჩევა დარიგება მოგვცა ბიზნესის განვითარების კუთხით. სასიამოვნო და საყვარელი მოხუცი ასე შემიძლია დავახასიათო ის, თუმცა პირველი რაც გახსენდება მისი პროფესია და უდიდესი გამოცილებაა, როგორი საამაყოა მეათეთ რომ გამოსცემ წიგნს რომელიც 300 სხვადასხვა უნივერსიტეტებში გამოიყენება, როგორც აშშ - ში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თავიდან სანამ გავიცნობდი, მეგონა ამბიციური და ცოტა ჩაკეტილი ადამიანი იქნებოდა, ალაბთ ჩემი ეს წარმოდგენა მისი სტატუსით იყო გამოწვეული. ვფუქრობდი, რომ ის პოპულარული და წარმატებული ადამიანია და ძალიან ბევრი რამ უნახავს, შესაბამისად მის ასაკში ნაკლებად ენერგიულები და ენთუზიასტები არიან და მსმენია, რომ ესეთ სტატუსს და დონეს, რომ მიაღწევენ ცოტას საუბრობენ და მათგან მიღებული ორი სიტყვაც ღირებულია, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს მითი დაიმსხვრა.

როგორც თავში ავღნიშნე მისი პიარი მისი წიგნებია თუმცა აქაც შეგვიძლია ვთქვათ რომ პიარში უამრავი წიგნია და რატომ უილკოქსი?!, შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ის ყველაზე კარგად წერს ან იცის პიარი ? მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში მთავარი არის არა შიგთავსი არამედ მიწოდების გზები. იგი დაუკავშირდა მსხვილ გამომცემოლობა პირსონს და აღმოჩნდა საჭრო დროს საჭირო ადგილზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პიარის კარგად ცოდნა, თუმცა ეს არ გამორიცხვას, რომ მან პიარი არ იცის ან არაკომპეტენტურია. მან თბილისში რამოდენიმე უფასო სემინარი ჩაატარა სხვადასხვა უნივერსიტეტების და პირს კლუბის წევრებისათვის, ძალიან საინტერსო სემინარები იყო მაგრამ გამოხმაურება არაერთგვაროვანი. ერთნი ამბობდნე, რომ დიდი არაფერი, მეორენი კი აღფრთოვანებული იყვნენ. ალაბათ ამ შემთხვევაში ან ყველა შემთხვევაში წინასწარ განწობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორი იყო მოლოდინი?! ერთი გაფიქრება გავიფიქრე ამერიკაში რომ ვიყო რა საქმესაც მე ვაკეთებ მილიარდერი ვიქნებოდითქო, მაგრამ მერე გამახსენდა: საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდენ ამაზე ....

წასვლის წინ მე, როგორც ფაბლისითი ჯგუფის წარმომადგენელმა ინტერვიუ ჩავწერე მასთან საინტერსო სამი კითხვით. პირველი რა საჭიროა ორგანიზაციაში პიარ სპეციალსიტი და რა განსხვავება პიარის და მარკეტინგს შორის, მეორე კითხვა ეხებოდა მედისათან ურთიერთობას და კონკრეტულად მედია რელიზის მომზადების ახალ მიდგომებს და მესამე კითხვა პიარ კლუბის შექმნას უკავშირდებოდა, ანუ რამდენად მნიშვნელობანია პიარ კლუბის მუშაობა, რადგან მან პიარ კლუბს რჩევა–დარიგებები მისცა. როგორ უნდა განვითარდეს კლუბი და რა უნდა შესთავაზოს წევრებს.

პიარ პერსონა, რომ იყო საჭიროა – საქმემან შენმამ წარმოგაჩინოს. ამ შემთხვევაში მისი საქმე ანუ პროდუქტი – წიგნებია. ეს კი დაპირებული ინტერვიუ დოქტორ ვილკოქსთან.


სტატიის ავტორი: ელდარ პირმისაშვილი


Tuesday, April 3, 2012

19 წლიანი გამოცდილება - წინ ქართული პიარ პროფესიული გაერთიანებებისკენ

როდესაც პიარ პროფესიული ორგანიზაციების თემაზე სტატიის დაწერა გადავწყვიტე, მინდა გითხრათ, რომ ამ თემის წერის დაწყება ძალიან გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ის თემატიკაა, რომელზეც ბევრი დამიწერია, მიფიქრია და რაც მთავარია კონკრეტული პროექტები გამიკეთებია ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ბევრი ვიფიქრე ამ თემის სტრუქტურაზე და სტილზე, მის მოცულობაზე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, რომ ამ თემაზე საუბრისას, გვერდს ვერ აუვლიდი ქართული პიარ პრაქტიკის მოკლე ექსკურს.

იმისთვის, რომ შევაფასოთ პიარ პრაქტიკის განვითარების დონე რომელიმე ქვეყანაში, ერთ-ერთი კრიტერიუმად შეიძლება გამოვიყენოთ იმის დადგენა, თუ არსებობს ამ კონკრეტულ ქვეყანაში რაიმე ტიპის პროფესიული, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს, როგორც მისი წევრების პროფესიულ ზრდაზე, ასევე პიარ სტანდარტების დანერგვაზე და ზოგადად დარგის განვითარებაზე. რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში? 2012 წლამდე რომ ეს კითხვა ვინმეს დაესვა, ვიტყოდი, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა, რადგან იმ პერიოდში ქვეყანაში არ არსებობდა მოქმედი რაიმე ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაცია. მაგრამ სურათი შეიცვალა 2012 წლის მარტის თვეში, როდესაც საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა პიარ კლუბი, პირველი ასეთი მასშტაბური პიარ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსების წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გილდიაა. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

რამდენი წელი მოუნდა საქართველო ამ გზის გავლას? მინიმუმ 19 წელი, რადგან საქართველოში საზოგადოებრივი ურთიერთობების სახელის და მისი არსის შემოტანა 1993 წელს უკავშირდება, როდესაც ფუძნდება თბილისის საზოგადოებრივი ურთიერთობების ცენტრი, რომელიც 1998 წელს საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტად გადაკეთდა. 1994 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ – ტექნიკური ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრაზე ყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობა, რომელმაც საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველი სპეციალისტები ბაკალავრის ხარისხით 1999 წელს, ხოლო მაგისტრის ხარისხით 2001 წელს გამოუშვა. მოგვიანებით, ანალოგიური სპეციალობის ორსაფეხურიანი სწავლება იწყება სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში. საუნივერსიტეტო სწავლების კვალდაკვალ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველი მაგისტრანტები 2001 წელს, საქართველოში იწყებენ საზოგადოებრივი ურთიერთობების 6 თვიანი საპილოტო კურსის განხორციელებას უმაღლეს სასწავლებელ კავკასიის აკადემიურ ცენტრთან, ხოლო მოგვიანებით სხვადასხვა სასწავლო-ტრეინინგ ცენტრები და პროფილური დარგობრივი სკოლები რეგულარულად სთავაზობენ სხვადასხვა მოკლევადიან ტრენინგებსა და სასერთიფიკატო პროგრამებს საზოგადოებასთან ურთეირთობებში და მომიჯნავე დისციპლინებში. საზოგადოებრივი ურთიერთობების საუნივერსიტეტო და მოკლევადიანი სასერთიფიკატო სწავლების პარალელურად ყალიბდება პირველი სტუდენტური პროფესიული ორგანიზაციაბი, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალგაზრდული ასოციაცია 1999 წელს, რომლის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა პიარ სპეციალისტების დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო და პიარ სტუდენტების ევროპული ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი 2004 წელს. ეს უკანასკნელი ევროპული პიარ გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა იყო საქართველოდან ათეულობით პიარ სტუდენტისთვის. ამას გარდა, ამ ორგანიზაციას ეკუთვნის საქართველოში, პირველი და ერთადერთი საზოგადოებრივი ურთიერთობების და საკომუნიკაციო მეცნიერებების რესურს ცენტრის დაარსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევდა სტუდენტებს სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისთვის, ცოდნის გაზიარებისა და საკმაოდ დიდი დარგობრივი წიგნის ფონდის გამოყენებისათვის. უნდა აღინიშნოს რომ ორივე ორგანიზაციის იდეა დაიბადა და განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალობის სხვადასხვა თაობაში. საუნივერსიტეტო და მოკლევადიანი სასერთიფიკატო სწავლების და სტუდენტური პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობის პარალელურად, 2003 წელს იქმნება პირველი ქართულენოვანი საინფორმაციო – საგანმანათლებლო ინტერნეტ გამოცემა “პიარ მეგზური”, რომელიც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას ინტერნეტ მისამართზე www.prguide.ge.

საქართველოში პიარ სფეროს განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ 2005 წელი, როდესაც საინიციატივო ჯგუფის რამოდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ჩატარდა პირველი პიარ ონლაინ კონფერენცია, სადაც მოქმდი პიარ პრაქტიკოსების მიერ რამოდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა სხვადასხვა იმ პერიოდში დარგში არსებული პრობლემური საკითხები. ამ ონლაინ კონფერენციის შედეგად ჩამოყალიბდა პიარ ონლაინ კლუბი, სადაც მუდმივად მიმდინარეობდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. სწორედ, პიარ ონლაინ კლუბის აქტიური წევრები ერთ მშვენიერ დღეს მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელი იყო პიარის, როგორც ახალი საკომუნიკაციო პროფესიის გაცნობა საზოგადოებისთვის და ამავე დროს, ყველა ამ დარგში მომუშავე პროფესიონალის დაახლოვება და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა. გადაწყდა ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება პრაქტიკოსებს შორის, რომლის საბოლოო მიზანი, ამ დარგის განვითარება იქნებოდა. ამ სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი “PR - დღეების” რეგულარული აღნიშვნა იყო საქართველოში. შედეგმაც არ დააყოვნა და 2006 წლის 24-25 ივნისს, თბილისმა პირველად უმასპინძლა “PR - დღეებს”, რომლის ჩატარების მიზანი პიარის, როგორც ახალი პროფესიისა და პრაქტიკის პოპულარიზება იყო. “PR დღეების” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მედიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, პიარის, რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე პრეს სამსახურების ხელმძღვანელებმა.

“PR - დღეები” საქართველოში პირველი სტუდენტური პიარ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვებითა და საქართველოში პიარ სწავლების 10 წლის იუბილეს აღინიშვნით დაიწყო, რომლის მასპინძელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო. “PR - დღეები” გაგრძელდა სხვადასხვა პიარ პროფესიული ვებ.რესურსების და პირველი ქართულენოვანი პიარ სამაგიდო ენციკლოპედიის გამოცემის პრეზენტაციებით. ამავე კვირეულის ფარგლებში მოეწყო 2005 წლის პიარ პერსონის, პიარ პროექტის და ამ დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება. ეს იყო ყველაზე მასშტაბური პიარ პროფესიუნალების პირველი შეკრება ამ პერიოდისთვის. ამ დროსვე გაცხადდა საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ნაციონალური ასოციაციის, როგორც პიარ პრაქტიკოსების პროფესიული ერთობის შექმნის იდეა, რაც “PR - დღეების” ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მონაწილეთა ხელმოწერებით დაფიქსირდა. მიუხედავად ასეთი მდიდარი გამოცდილებისა და დეკლარილებული გადაწყვეტილებისა, 2006 დან 2012 წლამდე, არათუ ნაციონალური პიარ ასოციაცია, არამედ არანაირი პიარ პროფესიული ორგანიზაცია არ ჩამოყალიბებულა საქართველოში. მიუხედავად ამისა, პიარ პრაქტიკა მაინც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ რა საჭიროა მსგავსი ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაციის ან ორგანიზაციების არსებობა თუ პრაქტიკა ისედაც ვითარდებაო? ფაქტია, რომ ყველა ის ქვეყანა, სადაც არსებობს ერთი ან რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაცია, პიარი, როგორც პრაქტიკა და პროფესია უფრო განვითარებულია, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც არანაირი მსგავსი, თუნდაც არაფორმალური პროფესიული გაერთიანება არ არსებობს. ასეთი ტიპის გაერთიანებები, შეიძლება დარგის განვითარების ერთგვარ ინდიკატორადაც გამოვიყენოთ და ზუსტად ამიტომ, საქართველოში პიარ კლუბის დაფუძნება მხოლოდ მისასალმებელია. ის სფეროს განვითარების ერთგვარ სტიმულს იძლევა.

და მაინც, რას საქმიანობენ წევრობაზე დაფუძნებული დარგობრივი პიარ პროფესიული ორგანიზაციები? მაგალითად ამერიკის პიარ საზოგადოება, ეს არის აშშ-ს უდიდესი პიარ პროფესიონალების გაერთიანება, რომელიც 21,000 წევრს ითვლის და მათ სხვადასხვა პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს სთავაზობს, მათ შორის ტრენინგებს, კონფერენციებში მონაწილეობას და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსებს. ასევე წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და მათ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს. თუმცა, ეს ორგანიზაცია გარდა წევრების პროფესიული განვითარებისა, მუშაობს დარგისათვის სტანდარტების ჩამოყალიბებაზე და პროფესიული პიარ ეთიკის კოდექსის შექმნასა და ყველა წევრის მიერ მის განუხრელ დაცვაზე. და როდის დაფუძნდა ეს ორგანიზაცია? 1947 წელს! ანუ, აგერ უკვე 65 წელზე მეტია, რაც ეს ორგანიზაცია გვევლინება პიარ დარგის განვითარების ფლაგმანი, რომელიც უამრავი სხვადასხვა მომსახურებებითა და პროგრამებით მთლიანოაბში ხელს უწყობს პიარის, როგორც პრაქტიკისა და თეორიის განვითარებას აშშ-ში. თუმცა, გარდა ამ ორგანიზაციისა, სხვა უამრავი პიარ პროფესიული ორგანიზაციაა აშშ-ში წარმოდგენილი. ამიტომაცაა, რომ დღეს პიარ საქმიანობა და პროფესია ყველაზე დაფასებული და სწრაფად განვითარებადი ამ ქვეყანაშია. გარდა აშშ-სა, ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში ფუნქციონირებს მსგავსი ტიპის ნაციონალური, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გაერთიანებები, მაგრამ არიან სხვა ტიპის, კლუბური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტიპის ორგანიზაციებიც, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ პიარ სტანდარტების და ეთიკური ქცევის კოდექსების ჩამოყალიბებას, დანერგვას და მათ დაცვას. საქართველოში მსგავსი ტიპის ორგანიზაციების არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ პიარ საქმიანობაში ეთიკური ქცევის ნორმების და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას, პიარ პრაქტიკოსების დაოსტატებას და კვალიფიკაციის ამაღლებას და რაც მთავარია, ამ უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებას. ამიტომ, საქართველოში პიარ კლუბის დაფუძნება 2012 წლის მარტის თვეში იმედის მომცემია, რადგან მისი საქმიანობით, პიარ პრაქტიკა განვითარების სხვა ეტაპზე გადავა. ამასთანავე ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა უფრო სპეციალიზირებული პიარ პროფესიული ორგანიზაციების შექმნა, მათ შორის კი უმნიშნელოვანესი იქნება ქართული, ნაციონალური პიარ ასოციაციის დაფუძნება. დრო ცოტაა, არადა დარგის განვითარებას ახალი ენერგია და მიდგომები სჭირდება. ჩვენ ისედაც 19 წელია პასიურ რეჟიმში ვართ!

Sunday, March 25, 2012

გადაცემა ”აქ და ახლა”: რა გავლენა აქვს პიარს საზოგადეობაზე



22 მარტს, რადიო პალიტრამ, მისი ერთ-ერთი გადაცემის "აქ და ახლა" ფარგლებში სტუმრად მიმიწვია მე და ქალბატონი მარიკა დარჩია. საუბარი იყო ზოგადად პიარ პრაქტიკაზე და პიარ საქმიანობის საზოგადოებრივ გავლენაზე. მიუხედავად იმისა, რომ დრო ბევრი არ იყო, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც მოხერხდა მსმენელისთვის პიარ პრაქტიკის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება. მსგავსი თემატიკის გადაცემების სიმრავლე სხვადასხვა მედია საშუალებებში რომელსაც უფრო თეორიულ-განმარტებითი და დარგის ეტაპობრივი განვითარების ექსკურსის შესაძლებლობას იძლევა, აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს პიარის, როგორც საკომუნიკაციო პრაქტიკის გააზრება მოსახლეობაში.

წყარო: რადიო პალიტრა