”რეკლამა, ეს იგივეა რაც სანაგვეში ჯოხის ჩიჩხინი” ("Advertising is the rattling of a stick inside a swill bucket.") თქვა ერთხელ ჯორჯ ორუელმა, მისი სიტყვები მშვიდად შეფარფატდნენ რეკლამის შემქმნელების ერთ ყურში, აღშფოთების ნაცვლად ალბათ უფრო ირონიული ღიმილი გამოიწვიეს, მშვიდადვე გამოფარფატდნენ მეორე ყურიდან და თავისი ადგილი დაიკავეს უკვდავ ციტატებს შორის.
რას იზამ? ზოგს უმართლებს, ზოგი ბანკირი გამოდის ან ფინანსური მენეჯერი, ზოგი მხატვარი, ზოგი ფინანსთა სამინისტროს მოქალაქეთა მიღების ორგანიზების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, მე კი მენაგვე გამოვედი და სიმართლე გითხრათ ძალიანაც მსიამოვნებს სანაგვეში ჯოხის ჩიჩხინი, თუმცა ორუელის ეს სიტყვები ცოტა არ იყოს გულზე მომხვდა და მეგობრებთან Group Conversation-ში განვიხილავდი რამდენად მისაღებია ის, რომ ჩემი საქმე ნაგავში ქექვაა, ”ყველაფერი შედარებითია!” მომწერა ალბერტმა ენის გამოყოფის სმაილიკთან ერთად და უცებ ყველაფერი თავის ადგილას დადგა.
მეგობრებო, მართლაც რომ ყველაფერი შედარებითია, რეკლამის თვითმიზანს რომ თავი დავანებოთ, რომელიც მომხმარებლის დარწმუნებაში მდგომარეობს და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით (ორუელიც ალბათ ამ თვითმიზანს გულისხმობდა თავის ციტატაში), შეიძლება თვლით კიდეც რომ ეს უღირსი საქციელია, მაგრამ მაინც აღფრთოვანებით პოსტავთ facebook-ზე იმ პატარა სარეკლამო შედევრებს, რომელთა შემქმნელების უღირს მიზნებს მომენტალურად ივიწყებთ და მჭიდრო, ნათესაურ თუ არა, ინტელექტუალურ კავშირებს პოულობთ მათსა და პიკასოს, მათსა და რახმანინოვს, მათსა და ფელინის შორის.
მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ამ ნაგავში თევზაობისას ისეთი ნუგბარი აღმომიჩენია, რომელსაც სიამოვნებით გადავყლაპავ მეც, თქვენც და სანაგვეში ჯოხის მოჩიჩხინეების მოწინააღმდეგეთა კავშირის თითოეული წევრიც. მართალია, ამ ნუგბარის ძიებაში ისეთი საძაგელი სუნი მეცემა ხოლმე ხანდახან, რომ მხოლოდ ეს სიტყვები - ”სასწრაფოდ ჩაჩავაში!” მახსენდება გულის წასვლამდე, თუმცა, ეს პატარა კოლექცია ამად ღირდა, ყლაპეთ და დატკბით ბატონო.
- რადგან ამ პოსტში ჯორჯ ორუელის ციტატა მთავარ როლს ასრულებს, არ შეიძლება Apple Macintosh-ის ეს რევოლუციური სარეკლამო რგოლი არ იყოს პირველ ადგილზე, რომლის კონცეფციაც ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანის ”1984” მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმს ეყრდნობა (იმისთვის რომ რეკლამის აზრი გასაგები გახდეს, ნახეთ ფილმის ტრეილერი, თუ რა თქმა უნდა ფილმი უკვე ნანახი არ გაქვთ)
1984 - ფილმის ტრეილერი
წელი: 1984
AppleMacintosh -ის პერსონალური კომპიუტერის სარეკლამო რგოლი
სახელწოდება: 1984
სააგენტო: Chiat/Day - წელი: 1992
LEVI STRAUSS & CO-ს კანის ვერცხლის ლომის მფლობელი სარეკლამო რგოლი
რგოლის სახელწოდება: მოცურავე (SWIMMER)
სააგენტო: BARTLE BOGLE HEGARTY
”ბავშვი ვიყავი როდესაც ეს რეკლამა კინოთეატრში ვნახე, მაშინ როდესაც კინოთეატრი ერთადერთი ადგილი იყო შვეიცარიაში, სადაც რეკლამის ნახვა შეგეძლოთ. ამ ნამუშევარმა გამიჩინა შეგრძნება, რომ რეკლამა ხელოვნების ერთ-ერთი დარგია.” - ადამ ბერგი - წელი: 1999
SONY PLAYSTATION-ის კანის ვერცხლის ლომის მფლობელი სარეკლამო რგოლი
რგოლის სახელწოდება: ორმაგი სიცოცხლე (DOUBLE LIFE)
სააგენტო: TBWA
”მიუხედავად იმისა, რომ ეს რგოლი რამდენიმე წლის წინანდელია, თანამედროვეობა არ დაუკარგავს, ძალიან კარგად არის დაწერილი, სახეები არაჩვეულებრივია, რგოლს თავიდან ბოლომდე საუცხოო განწყობა მიყვება” - ადამ ბერგი - წელი: 2006
GUINNESS-ის კანის Grand Prix-ს მფლობელი სარეკლამო რგოლი
რგოლის სახელწოდება: NOITULOVE
სააგენტო - ABBOTT MEAD VICKERS.BBDO
”ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ტრადიციულ სარეკლამო რგოლებს შორის. არაჩვეულებრივი იდეა, რომელიც ზუსტად უნდა ყოფილიყო გადმოცემული და შემქმნელებმა ეს შეძლეს” - ადამ ბერგი - წელი: 2006
კანის ვერცხლის ლომის მფლობელი სარეკლამო რგოლი
სახელწოდება: TRUTH (არგენტინის საპრეზიდენტო კანდიდატის, Lopez Murphy-ს პოლიტიკური მესიჯი)
სააგენტო: SAVAGLIOTBWA, Buenos Aires
neta am tipis nagavshi viqeqebodet kvela :) zalian momecona blogic da tematikac da shemotavazebuli sareklamo rgolebic
ReplyDeletebolo vicodi da dzalian momwons :)
ReplyDelete