Wednesday, November 3, 2010

მოიყვანე კლიენტი

გუშინ საღამოს, როცა ოჯახური კინოსეანსის დრო მოახლოვდა, allmovies.ge-ზე შევედი, ვიფიქრე იქნებ რამე ახალი ფილმი დადეს და თვალში მომხვდეს, რადგან როგორც წესი ზეპირად იმაზე ფიქრი რომელ ფილმს უყურო საკმაოდ დიდი ტვინის ჭყლეტაა და რამე თავისით მოგხვდეს თვალში ამ დროს საუკეთესო გამოსავალია.


ახალი და საინტერესო ფილმი ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ საიტის მარცხენა მხარეს მე და ჩემ ქმარს მაშინვე მოგვხდა თვალში LB-ის (Liberty Bank) სარეკლამო ბანერი. რეკლამა მოგიწოდებს რომ შექმნა შენი ანგარიში ამ ბანკში. ეს ფლეშ ბანერია და სურათები და მესიჯები მონაცვლეობით ჩნდება. პირველ ასეთ სურათზე გამოსახულია კომბოსტოს ბაღი, წინ ჩნდება ტექსტი ”მოიყვანე”, ანუ ეს კადრი გეუბნება ”მოიყვანე კომბოსტო”, მეორე სურათზე გამოსახულია წყვილის ქორწინების სცენა, ერთმანეთზე ხელები უკიდიათ, თუ ბეჭედს უკეთებენ, თუ რაღაც ამდაგვარი, აქაც წინ ჩნდება ტექსტი ”მოიყვანე”, ანუ ”მოიყვანე ცოლი”, მესამე კადრი გეუბნება ”შექმენი შენი ანგარიში” და ბოლოს, მეოთხე - ”ჩვენ ვაფასებთ თქვენს იუმორის გრძნობას” (იხ. ბანერის ლინკი - http://allmovies.ge/advertisement/lb-240x145-v2.swf)

აჰა, ჩემი გონება, ანუ პოტენციური კლიეტის (?) გონება, იწყებს მესიჯების გადახარშვას აი ამ თანმიმდევრობით:

  • მაშინვე ვხვდები რომ ეს იუმორისტული რეკლამაა. სასაცილო რაღაცეებზე სულ მეცინება ხოლმე და რადგან არ გამეცინა და ბოლოში დაეწერა ”ჩვენ ვაფასებთ თქვენს იუმორის გრძნობას”-ო, ესე იგი ეს რეკლამა სასაცილოა ხო? ამიტომ უნდა ვიპოვო ფარული იუმორი.
  • დამრჩა სამი კადრი: ”მოიყვანე კომბოსტო”, ”მოიყვანე ცოლი”, ”შექმენი შენი ანგარიში”:
  1. ”მოიყვანე კომბოსტო” - არა, თავისთავად ნამდვილად არ არის სასაცილო, ნუ არა, რა ვქნა, არ მეცინება, წარმოვიდგინე კომბოსტოს მოყვანა, მაგრამ არ მეცინება, გამოვრიცხე.
  2. ”მოიყვანე ცოლი” - სასაცილოა ეს კადრი დამოუკიდებლად? ჰმ, აბა დავფიქრდე. კი, ალბათ, ჰეჰე, კი, არის ცოტა სასაცილო, იმიტომ რომ მე ხომ ვერ მოვიყვან ცოლს? (ქალი ვარ, თანაც ჰეტერო, და იმიტომ) ხო და კიდევ იმიტომ რომ (ეხლა ცოტა არაკორექტული ვიქნები და მინდა წინასწარ მოვუხადო ბოდიში მამაკაცებს) მე უკვე მოვიყვანე ქმარი, მაგრამ ეს რომ დავწერე ჩემმა ქმარმა მითხრა შენ კი არ მომიყვანე, ჩვენ ვიქორწინეთო, ან დავქორწინდითო, როგორც გინდაო... ან შენ როგორ მომიყვანდი, პატარა ბავშვი, ძაღლი ან კატა ხომ არ ვარ ხელში აგეყვანე და სახლში მოგეყვანეო... ან კომბოსტო მეთქი, ვიხუმრე, ჰეჰე.
  3. ”მოიყვანე კომბოსტო”+”მოიყვანე ცოლი” - არის, არის, მართლა! ძალიან სასაცილოა, წარმოიდგინე, ჯერ კომბოსტო მოგყავს, მერე ცოლი და მერე კომბოსტოდან ბავშვები გიჩნდებათ, ლოლ! არის, ეგ არის!
  4. ”შექმენი შენი ანგარიში” - სასაცილოა? მაგრამ მგონი ეს არც უნდა იყოს სასაცილო, თან მე სულაც არ მეხება იმიტომ რომ ჯერჯერობით არაფრის და არავის მოყვანას ვაპირებ და თუ ანგარიშის შექმნა დამჭირდება მივმართავ რომელიმე ისეთ ბანკს, რომელსაც უკეთესი იუმორის გრძნობა აქვს, ოღონდ არა საქართველოს ბანკს, იმიტომ რომ იქ ნახმარი მანქანები არ უყვართ, იქ მარტო ისეთი მანქანები უყვართ მანამდე რომ არავისი ყოფილან, ჩემი მანქანა კი ნახმარია. (თუ ვერ ხვდები რაზეა საუბარი ეს არ გამოტოვო - http://www.youtube.com/watch?v=2wxuYmOJxKk)

P. S. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ფემინისტური გამოსვლა, მეტიც, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ფემინიზმი რას ნიშნავს, ალბათ მისი პირველყოფილი მიზანი და ფორმა დღეს უკვე დამახინჯდა და ჩემთვის უფრო გაბოროტებულ და მამაკაცთმოძულე ქალების ჯგუფთან ასოცირდება ვიდრე თანამედროვე, განვითარებულ და თავისუფალ ქალებთან.


ასეთ დიდ და ცნობილ კომპანიებს არ ეპატიებათ ისეთი რეკლამების კეთება, რომლებიც ქართული მენტალიტეტის ხარვეზების პროპაგანდას ახდენენ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იუმორის საპოვნელად სამუცნობიანი განტოლების ამოხსნა არ გჭირდება.

7 comments:

  1. saqarTvelos bankis naxmar-uxmari manqanebis reklamebi calke Temaa, sul rom uvardeba (?) da manamde rom "aravisi ar yofila" frazebiT gajerebuli. :d

    Liberti da saqarvelo epaeqrebian sisuleleebshi erTmaneTs :|

    momewona posti,rogorc yovelTvis =)

    ReplyDelete
  2. თაკო, როგორც ყოველთვის საინტერესო პოსტებს დებ, კარგია :) :)

    ReplyDelete
  3. Anonymous და ელდარ, მადლობა შეფასებისთვის :)

    ReplyDelete
  4. komentari davwere da agar damxvdaaa...:)netav ratom?

    ReplyDelete
  5. მამაკაცთმოძულე ქალების ჯგუფთან ასოცირდება.

    ანტი ფემინისტურ სლოგანს ვიყიდი:)

    ReplyDelete
  6. მე მგონია, რომ ქართულ სასწავლებლებში ამდენს ნამდვილად არ ასწავლიან თქვე რომ ტვინს იჭყლიტავთ, თუ რა თქმა უნდა საჭყლეტია. ეს პრიმიტიული ფსიქოლოგიური ხრიკია: პირველი ორი კადრი დაკავშირებულია ანუ რეკლამა შემოდის в утвердительной форме. ამის შემდეგ არის ის მთავარი კი არა და რეკლამა სწორედ "შექმენი შენი ანგარიში", ანუ ეს სურათი ცალკე აღებული უკვე რეკლამაა. და ბოლოს მოდის მეოთხე სურათი, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია კონტექსტს და მნახველს (ვიზუალური მეხსიერება ყველაზე ძლიერია) უჩენს დაახლოებით იმ აზრებს, რაც თქვენ გაგიჩნდათ (ანუ რა კავშირი აქვს ყველაფერს), მაგრამ შედეგი მიღწეულია თქვენ ქვეცნობიერად ხართ მომზადებული, რომ შექმანთ ანგარიში ამ ბანკში. ეს ყველაფერი თეორიულად; აი რამდენად ეს მოხდება პრაქტიკულად იქნება იმის ლაკმუსის ქაღალდი თუ როგორი წარმატებული იყო რეკლამა.
    ----------------------
    ეს ყლევაფერი რა თქმა უნდა თუ თქვენ ქალთა სქესის წარმომადგენელო არ ხართ ამავ ბანკის ფარული აგენტი და არ ახდენთ მათ რეკლამების ტირაჟირებას.

    ReplyDelete
  7. ჩემ აზრს დავამატებ და ეს ბანკი, რომ ნორმალური იყოს და პირველი სახალხო პენსიებთან და მეორე ლადოსთან, რომელიც თავისთავად ერთი დიდ სირთან რომ არ ასოცირდებოდეს - შეიძლებოდა ისე ანგარიშის გახსნა. ამიტომ ეს უკვე მეორე საკითხია, მხოლოდ რეკლამის საკმარისობა, და კიდევ ის, რომ უნდა იყოს ბრენდი, იმიჯი და ა.შ. იმის მსგავსად, რომ მოდი ჩემთან იმიტომ, რომ მე კარგი ვარ და არა მონების საზოგადოების შექმნის ინსტრუმენტი

    ReplyDelete