ყოველთვის საინტერესოა პიარის ძირითადი სამუშაოს აღწერა და მისი გაანალიზება. როგორ იწყება, გრძელდება და მთავრდება პიარის სამუშაო? საინტერესოა, რატომ გავს პიარის და ექიმის სამუშაო ერთმანეთს?
უნდა აღინიშნოს, რომ ექიმთან მანამ უნდა მივიდეთ, სანამ რაიმე აგვტკივდება და შეგვაწუხებს ანუ პროფილაქტიკის მიზნით, პიარის შემთხვევაშიც ასეა, მანამ უნდა დაიწყოს პიარმა მუშაობა, სანამ ინფორმაციული კრიზისი ან შელახული იმიჯი ექნება კომპანიას თუ პიროვნებას, ესეც პროფილაქტიკის მიზნით :)
შევთანხმდეთ, რომ როგორც ექიმთან ასევე პიართან პროფილაქტიკის მიზნით სიარული ძალიან მცირე ნაწილს უნდა.
მოდით აღვწეროთ რა მსგავსებაა პიარსა და ექიმს შორის.
პირველი ნაბიჯი რასაც ექიმი აკეთებს, პაირის მსგავსად, ატარებს კვლევას, მხოლოდ დილეტანტი და არაპროფესიონალი ექიმები და პიარ სპეციალისტები გასცემენ ლუმინალის მაგვარ უნივერსალურ რეცეპტებს კვლევის და შესწავლის გარეშე. კვლევა მრავალმხრივია, რომელიც მოიცავს, პაციენტის ან პიარის შემთხვევაში კომპანიის ისტორიის და ამჟამინდელი სიტუაციის კვლევას, ამ კვლევაზე დაყრდნობით ექიმი წერს რეცეპტს, რომელიც დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე იქცევა პიარ სპეციალისტიც, კვლევებზე დაყრდნობით აძლევს კლიენტს გეგმას, სტრატეგიას, რათა მოახდინოს მისი გამოჯანმრთელება, პროფესიონალი ექიმები და პიარ სპეციალისტები მრავალმხრივ რეცეპტს წერენ, როგორც მედიკამენტებით ასვე ზოგადად გარემოს კუთხით, ამ რეცეპტზე და მის შესრულებაზეა დამოკიდებული პაციენტის (კლიენტის) წარმატება (გამოჯანმრთელება).
ექიმი შემდეგი ნაბიჯით თვალყურს ადევენებს პროცესის მიმდინარეობას, თუ რეცეპტი სამ კვირიანია, კვირაში ერთხელ სთხოვს პაციენტს ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას, ასევე პიარი, რომელიც დაგეგმილ დროში გადანაწილებული კომპონენტების განხორციელებას აკვირდებa და აკონტროლებს, ამ ვითარებაში მთავარი სიტყვები თანმიმდევრობა და რეგულარობაა, წამალი მაშინ არის ეფექტური თუ სწორად იცი მისი მოხმარების წესები, რამდენი ხანი უნდა მიიღო ის და იცოდე რა უკუჩვენებები გააჩნია მას. იგივე ტექნიკა მოქმედებს პიარშიც უნდა მიყვე დაგეგმილ სტრატეგიას, პიარ გეგმას.
ექიმი, შემდეგი ნაბიჯით, ასრულებს სამკურნალო კურს და აანალიზებს შესრულებულ სამუშაოს, რამდენად კარგად იმოქმედა წამლებმა პაცინტზე და სთხოვს გამოჯანმრთელებულ პაციენტს ხშირად იაროს მასთან და უნიშნავს ვიტამინს. პიარის შემთხვევაში, პიარი ზომავს და აფასებს კომპანიისთვის შეთავაზებული გეგმის, სტრატეგიის ეფექტურობას და სახავს სამომავლო გეგმებს, ასევე უწევს პერმანენტულ კონსულტაციას, რომელიც ვიტამინის ეფექტს ასრულებს.
ასეთი არის ექიმის და პიარის სამუშაო, რომელიც უოპერაციოდ გვარდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტი ან კომპანია არ ირჩევს ამ გზას და მისთვის ეფექტური ოპერიაციის აუცილებლობაა, რომელიც რათქმაუნდა უფრო რთული შემთხვევაა.
პიარ სპეციალისტის და ექიმის შემთხვევაში ნდობაა მთავარი, რომელიც ხანგრძლივ სწავლასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.
როგორც ექიმებს აქვთ ჰიპოკრატეს ფიცი, პაირ სპეციალისტებიც უნდა მოქმედებდნენ კლიენტის მომსახურების დროს ეთიკის პრინციპების დაცვით.

კარგი შედარებაა. სხვათაშორის, ჩვენში რატომღაც ექიმთან რეგულარული ურთიერთიობა პროფილაქტიკის მიზნით არაპოპულარულია (ბევრი მიზეზის გამო). მსგავსი ტენდენციაა საკომუნიკაციო პრაქტიკაშიც. სანამ რამე არ დაგვემართება, მანამდე, არ ვიწუხებთ თავს.
ReplyDeleteრადგანაც საქართველოში პიარი ჯერ არ არის ისე განვითარებული როგორც ევროპაში და ამერიკაში (თუნდაც მეზობელ ქვეყანაში თურქეთში), საქართველოში ჯერ ვერ შეიგნეს რა არი კრიზისამდელი პიარ კამპანია და კრიზის შემდგომი. როდესაც ბევრი კომპანია ან ორგანიზაცია დაინახავს რაოდენ საჭირო მათთვის პიარ პროფესიონალის მუდმივი კონსულტაცია მაშინ შეხედავენ ამ სფეროს, როგორც ექიმს და პროფილაქტიკას.
ReplyDeleteკარგი სტატიაა და კარგი შედარებაა :)