Saturday, September 19, 2009

ნამდვილი პიარი თუ ვირტუალური სურათის შექმნის მცდელოება

როგორც ყველამ ვიცით პიარის (საზოადოებასთან უთიერთობის) ძირითადი დანიშნულება ფაბლისითის ანუ ახალი ამბის შექმნა და გავრცელებაა, რომლის მთავრი მიზანი პროდუქტის ან მომსახურების ასევე კომპანიის რეპუტაციის შექმნა-შენარჩუნებაა. რისთვის სჭირდება კომპანიას (ორგანიზაციას) რეპუტაცია? არის ქართული ბაზარი მომავალზე ორიენტირებული თუ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს? როგორია კომპანიების მოთხოვნა-დაკვეთა პიარ სპეციალისტების (სააგენტოების) მიმართ? შედეგზე ორიენტირებულია ეს საქმიანობა თუ ვირტუალური სურათის შექმნაზე?

პიარი, როგორც ჩვენი ქვეყანა განვითარების ეტაპზეა. განვითარების ეტაპზეა კომპანიების ცოდნის დონე პიართან დაკავშირებით. ოცდამერთე საუკუნეში რეპუტაციაზე ასეთი მძალვრი მოთხოვნილება დაკავშირებულია მის (რეპუტაციის) მძლავრ სტაბილურობასთან, სტაბილურობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიისათვის. ეს გარემოება იყო პიარის საერთაშორის ასციაცისთვის გადამწყვეტი, რადგან მის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონააცმებეში პიარის განსაზღვრება ასე გამოიყურება, პიარი = რეპუტაციას, ხშირად ქართული კომპანიების მოთხოვნა პიარ სპეციალისტების მიმართ არაადეკვატურია, რადგან კითხვაზე როდისთვის გინდათ ეს ყველაფერი? პასუხია გუშინ მინდოდა.

კომპანიები ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი ვირტუალური სურათის შექმნაზე არიან ორიენტირებული და მათთვის პიარ საქმიანობის შედეგი მედია გაშუქებაა მხოლოდ, რაც არ არის გრძელვადიანი სტრატეგია და მომავალზე ანუ რეპუტაციაზე ორიეტირებული საქმიანობა, რაც უქმნის კომპანიას ბრენდის კაპიტალს. პიარ საქმიანობობის კამპანიური სახე გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა კომპანიისათვის, რომელიც დროშია გადანაწილებული და გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო კავშირის დამყარბას გულისხმობს მომხმარებლებსა და კომპანიას შორის.

ვირტუალური სურათის შექმნა მოკლევადიან-მცირე, მაგრამ ეფექტურ რეზონანს იძლევა, რომლის მიზანი ერთჯერადი ეფექტის მოხდენაა. არჩევანი დამკვეთზე (კომპანიაზე) და პიარ სპეციალისტზე (სააგენტოზეა) გრძელვადიანი პიარ-საკომუნიკაციო სტრატეგია თუ მოკლევადიანი ვირტუალური ეფექტის შექმან.

ელდარ PიRმისაშვილის დღიურებიდან

6 comments:

  1. გეთანხმები ელდარ! ძალიან სამწუხარო რეალობაა ჩვენს ბაზარზე და პიარი ორგანიზაციებს ან ერთჯერადად სჭირდებათ,შენი თქმის არ იყოს ვირტუალური სურათის შექმნისთვის მოკლევადიან-მცირე, მაგრამ ეფექტურ რეზონანისთვის, ან მაშინ როდესაც ორგანიზაციების რეპუტაციას პრობლემა ექმნება. არც ერთი და არც მეორეა სწორი მიდგომა, უფრო სწორად აბსოლიტურად არასწორია, რადგან პიარი, იგივე ურთიერთობა მიოზნობრივ ჯგუფებთან, ანუ კომუნიკაციების მართვა ისეთივე ყოველდღიური და აუცილებელია, როგორც ორგანიზაციების სხვა საკითხები. თუ ორგანზიაციას ყავს იურისტი, ფინანსისტი და რომლებიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკუთარ მიმართულებებს კურირებენ, ასეთივე საშტტო ან შტატგარეშე ერთეულია კომუნიკაციების მენეჯერი (კომიუნიკატორი ან იგივე პიარ მენეჯერი). ორგაინზაცია ცოცხალი ორგანიზმია და მასაც სწიღდება მართვა კომუნიკაციის საკითხებში, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვეცოდინება რა უნდა კომპანიას ან რას აკეთებს იგი.

    ReplyDelete
  2. ძალიან საინტერესო სტატიაა.. მივესალმები ახალი ბლოგის შექმნას

    ReplyDelete
  3. Giorgi KalatozishviliSeptember 28, 2009 at 7:16 PM

    ხშირად გამიგია კომპანიის ამა თუ იმ მართველი რგოლისგან, რომ კარგი ფიარი გაყიდვების ზრდაში გამოიხატება. ეს სწორედ ის მოჩვენებითობაა, რომელიც საქართველოში ფიარის ფუნქციონირების ილუზიას ქმნის - თითქმის მონოპოლისტურ მდგომარეობაში მყოფი კომპანია მართლაც ვირტუალური ფიარით არის დაკავებული, რადგან მონოპოლისტურ პირობებში არ არსებობს კონკურენციის პირობები და, შესაბამისად, მომხმარებელს არ გააჩნია არჩევანის საშუალება. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ესა თუ ის კომპანია ვერ ახორციელებს ე.წ. უკმაყოფილების მენეჯმენტს და სამომავლოდ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენის შემთხვევაში მას აუცილებლად შეექმნება რეალური პრობლემები და რეალური ფიარის აუცილებლობა... ოღონდ შეიძლება გვიანი იყოს. ექიმი კარგია, სანამ დიაგნოზის დასმა შეუძლია დროულად და არა განაჩენის გამოტანა. საინტერესოა, საქართველოში რამდენი კომპანია დაიკვეხნის კარგი ფიარით:)

    ReplyDelete
  4. მართლაც, სამწუხაროდ ძალიან ბევრს ეფექტურობა ურჩევნია ეფექტიანობას, რაც ხაზს უსვამს მათ არასერიოზულ (ან არაკვალიფიციურ) მიდგომას იმიჯისა და რეპუტაციის შესაქმნელად.

    პ.ს.
    ძალიან გამიხარდა ამ ბლოგის შექმნა :) RSS :)

    ReplyDelete
  5. მიხარიო რომ ეს ბლოგი აღმოვაჩინე, ბევრ კიტხვას გავეცი პასუხი... ძალიან მინდა მეტად ვიყო ჩართული თქვენს დისკუსიებში და ასევე გავიღრმავო ცოდნა ამ სფეროში. მირჩიეთ ლიტერატურა... მაინტერესებს პიარ ტეხნოლოგიები... ალბად გაქვთ რამე შეხვედრები... ასევე მინდა გავიარო კურსები ტუკი არის .... მოკლედ ყველაფერი მაინტერესებ... პირველ რიგში ლიტერატურა მინდა მოვიძიო... მადლობა ამ ბლოგის შემქმნელს.
    ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პრობლემები...

    ReplyDelete
  6. Anonymous
    მომწერე შენი მეილი g.kalatozishvili@act.ge და გადმოგიგზავნი ყველაფერს, რასაც ვიპოვი :)

    ReplyDelete