Wednesday, February 24, 2010

სიყვარული სავიზიტო ბარათით

დიდი ხანია რაც მსოფლიოში რეკლამა კრეატივად არის ქცეული (განვითარებად ქვეყნებში ჯერ ქცევადი), თუ გინდა კლიენტის გული მოიგო, ქუჩაში ვერ შეაჩეჩებ (სხვათა შორის მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილ) ფლაერს ტექსტით: ”ბონჯო” უკვე საქრთველოშია, ”ბონჯო” - ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე - გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის უპროფესიონალურეს მომსახურებას, ჩვენთვის საზღვრები არ არსებობს და ვაკეთებთ ყველაფერს, ”ბონჯო”, ეს არის უნივერსალური მომსახურება ყველასთვის, დაგვირეკეთ და ისარგებლეთ ”ბონჯოს” მომსახურებით!” (ვიცი რომ ვერ გაიგეთ რა არის ”ბონჯო”, მაგრამ ასეც იყო ჩაფიქრებული ან უ-ებზე გადაყოლილებს ამის ახსნა დაავიწყდათ); ან კიდევ ფანჯრის წინ ვერ გამოუკიდებ ბილბორდს, რომელზეც წარბებშეჭმუხნულ, სიმპატიურ ჩაფხუტიან არქიტექტორს შთაგონებული მზერა ზეცისკენ აღუპყრია (თან ეტყობა რომ კარგად ვერ არის შესული როლში, ცოტაც უტყდება პოზირება და რეჟისორი ფოტოსესიის დროს კარნახობს რაზე იფიქროს), უკანა ფონზე საკმაოდ კარგად მიფოტოშოპებული მისი დაპროექტებული ცათამბჯენები მოჩანს, სლოგანად კი ბილბორდის მთელ სიგრძეზე რამე ამდაგვარი განტოლებაა გადაჭიმული: ”სანამ თქვენ აცნობიერებთ თქვენ სურვილებს, ჩვენ ისინი უკვე გაცნობიერებული გვაქვს!” ან ”ჩვენი შესაძლებლობები ჩვენივე პროფესიონალიზმთან შეჯამებით და თქვენ სურვილებთან შეფარდებით ქმნის საფუძველს თქვენი წარმატებისთვის!”

არადა მომხმარებელი სულ გათავხედდა და უნდა რომ რეკლამა ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდეს.

სავიზიტო ბარათებსაც უკვე აღარ იყენებენ მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციის მისაწოდებლად, ის ისეთივე მარკეტინგული ინსტრუმენტია, როგორიც რეკლამა. ვერ ვიტყვი რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ამ ინსტრუმენტს აქტიურად იყენებდნენ, თუმცა შემიძლია გავიხსენო ერთი უდავოდ დასამახსოვრებელი სავიზიტო ბარათი, რომელიც საკუთარი თვალით ვნახე, რამ დამავიწყოს როგორ შემომიღრინა ბატონი ვეფხია გასვიანის სავიზიტო ბარათის ინგლისურენოვანმა მხარემ - Tiger Gasviani (ღრრრ :). მაინც არ გირჩევთ კრეატიულობის ისეთ ხერხს მიმართოთ, რომელმაც შეიძლება თქვენი გვარის წარმომადგენელთა შესახებ შექმნილი ანეგდოტების რიცხვში ამოგაყოფინოთ თავი.

ამ პოსტში ნახავთ 26 არაჩვეულებრივ, ჭკვიანურ და კრეატიულ სავიზიტო ბარათს, რომლებიც მფლობელებს უნახავად შეგაყვარებენ (მეც ასე მყავს ჩავარდნილი გულში ვეფხო :)


Yuka Suzuki - თმისა და მაკიაჟის სპეციალისტი



იოგას სპეციალისტის სავიზიტო ბარათი



Paul Nielsen - პერსონალური ტრენერი



Ken Speckle Gifts - საჩუქრების მაღაზიის სავიზიტო ბარათი



ბერძნული რესტორნის სავიზიტო ბარათი



Francesca Pasini - ფოტოგრაფი, დიზაინერი




Ramesh Sharma - განქორწინების შემდგომი კონსულტაცია



Dave Ward - ფოტოგრაფი



პიანინოს შეკეთების მომსახურების სავიზიტო ბარათი



Digitopolis - ციფრული ფოტოგრაფიის კომპანიის სავიზიტო ბარათი



Marieke Vanderweeen - ფლორისტი



Wunderburg Design-ის სავიზიტო ბარათი



Junge Schachtel- გრაფიკული და პროდუქტის დიზაინი



Emerson Taymor - დიზაინერი, ფოტოგრაფი



Adworks Media-ს სავიზიტო ბარათი (www.adworks.ro)



The Church - დიზაინი და კომუნიკაციები



Thomas Wood Products (ხის მასალები)



Mark Ramadan- რესტორნების კრიტიკოსი :)


Structural Graphics-ის სავიზიტო ბარათი (სტრუქტურული გრაფიკა)


igvita.com (პროგრამირება, ვებ დეველოპმენტი)


Chris Fisher - რადიოწამყვანი


Sensus Design Factory - დიზაინი


Deisel Design-ის სავიზიტო ბარათი (დიზაინი)


Dave Blank-ის სავიზიტო ბარათი


Celia Keyworth-ის საკვები პროდუქტები


Richard E. Smith - ფოტოგრაფი

წყარო: www.toxel.com

5 comments:

  1. ჩემი ფავოროტია პერსონალური ტრენერის :)

    ReplyDelete
  2. ძალიან დიდი სიამოვნებით დავათვალიერე ეს სავიზიტო ბარათები. ვფიქრობ, მატ შემხედვარე ნებისმიერს მოუნდება რაიმე ორიგინალური სავიზიტო ბარათის ქონა. :)
    ძალიან დიდი მადლობა

    ReplyDelete
  3. მეც ასე მგონია, მთავარია საკმარისი ნიჭიც აღმოაჩნდეს რამე ორიგინალურის მოსაფიქრებლად :)

    ReplyDelete
  4. ძალიან საინტერესო ნიმუშებია.
    მადლობა თაკოს
    ვფიქრობ, სავიზიტო ბარათს ბევრი რამის თქმა შეუძლია მფლობელზე (რა თქმა უნდა იმის გარდა, რაც მასზეა:)

    ReplyDelete