Wednesday, February 3, 2010

ფარული სიმბოლიზმი

ჩვენ ყოველდღიურად გვხვდება თვალში არაერთი კომპანიის ლოგო, მაგრამ ხშირად ბევრს არ ვფიქრობთ ხოლმე მათზე. ჩემში და ალბათ მათშიც, ვინც დიზაინერული ილეთების მიმართ გულგრილი არ არის, ფარული სიმბოლიზმის აღმოჩენა ლოგოებში სასიამოვნო აღმაფრენას იწვევს, რომელიც დიზაინერის გამჭრიახობით არის გამოწვეული.

ამ პოსტში ცნობილი კომპანიების ლოგოებს შევათვალიერებთ უფრო მახვილი თვალით, წინ სასიამოვნო აღმოჩენები გველის.

ამაზონი (Amazon)

ამაზონის ლოგოში a-დან z-მდე მორკალული ისარი არა მხოლოდ ისარია, არამედ კმაყოფილი მომხმარებლების გაბადრული ღიმილიც :), თუ აქამდე ეს არ შეგიმჩნევიათ (თუმცა, რომ არ შეგიმჩნევიათ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის თქვენზე არ მოქმედებდა), თქვენი მომდევნო ვიზიტისას www.amazon.com-ზე აუცილებლად მოგხვდებათ თვალში მომღიმარი ლოგო.

ბასკინ რობინსი (Baskin Robbins)



სიმართლე გითხრათ სანამ ამ პოსტის ორიგინალურ ვერსიას არ გავეცანი, მანამდე არ ვიცოდი, რომ ამ კომპანიის ლოგოც ისეთივე გემრიელი იყო, როგორც ყველასათვის საყვარელი ნაყინი.

ერთი შეხედვით ამ ლოგოში მხოლოდ აბრევიატურას - BR - ვხედავთ, მაგრამ ამ ლოგოს ვარდისფერ ფერში გადაწყვეტილი ნაწილი 31-ს გამოსახავს, სწორედ ამ რაოდენობის განსხვავებულ არომატებს გვთავაზობს BR.

მე კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ბასკინ რობინსი.

ფედექსი (FedEx)



ფედექსის ლოგოს დიდება უკვე ლეგენდადაა ქცეული, თუმცა, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ E-სა და x ასოებს შორის მარჯვნივ მიმართული ისარია გამოსახული, რაც იმის სიმბოლოა, რომ ფედექსი ყოველთვის ზუსტად და დროულად (right on time) ახდენს გზავნილის მიწოდებას ადრესატისთვის.

Milwaukee Brewers



მეც და ალბათ თქვენც ამ ლოგოს შეხედვისას თვალში ბურთი და ხელთათმანი გვეცემა, ოდნავი დაკვირვება (ამას მესამე თვალი არ სჭირდება) და M და b ასოებიც უცებ ამოტივტივდება მხედველობის ზედაპირზე. 

ტობლერონი (Toblerone)



ალბათ გაგისინჯავთ ცნობილი შვეიცარული შოკოლადი ”ტობლერონი”, მისი გემო ჩემთვის აღმოჩენად წლების წინ იქცა, აი რაც შეეხება ლოგოს, ისევ და ისევ ამ პოსტის ორგინალური ვერსიის საშუალებით აღმოვაჩინე, რომ შვეიცარიის მთის სიმბოლოში მნიშვნელოვანი პერსონა - დათვი იმალება, ის შვეიცარიის ქალაქ ბერნის სიმბოლოა, ამ ქალაქში მზადდება ”ტობლერონის” რძიანი შოკოლადის ცნობილი მთაგრეხილი.

წყარო: http://www.frigginrandom.com/hidden-symbolism/


8 comments:

  1. გენიალური პოსტია!! კიდევ ბევრია მსგავსი ლოგოები და სადღაც ფოლდერიც კი მქონდა!! კარგია კარგი! ტაკ ძერჟაწ!

    ReplyDelete
  2. da iqneba gamorto word verification tore zalian nervebis momshlelia komentaris datovebisas :)

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  4. ძალიან მიყვარს ესეთი პოსტები! ყოჩაღ თაკო! :)

    ReplyDelete
  5. ჩორვენი¹³

    მადლობა :) მეორე კომენტარზე ოკ ;)

    Zaal

    მადლობა :)

    ReplyDelete
  6. ძალიან საინტერესოა, თაკო, მომეწონა. აქედან მხოლოდ FedEx-ის ამბავი ვიცოდი :)
    ხშირად წერე ხოლმე...

    ია

    ReplyDelete
  7. ია

    მადლობა, ვეცდები უფრო ხშირად ვწერო :)

    ReplyDelete
  8. an illuminating post!

    ReplyDelete