Thursday, April 29, 2010

წყალი მარგებელი

”ბორჯომის” ახალი რეკლამა თუ გინახავთ? პირველად გუშინ ვნახე და ისიც უკრაინულ ენაზე. ფანტასტიკური გადაღებულია. როგორც ამბობენ დრაივია (drive) :) დღეს ქართული თარგმანით ვნახე. რეკლამის ნახვის შემდეგ საკუთარ თავს მხოლოდ ეს კითხვა დავუსვი - ”ნაბეღლავი ჯობია?” ნაბეღლავის ამ აგრესიულ სლოგანს ნებისმიერი მომხმარებელი ქვეცნობიერად ასე ასრულებდა ”...სჯობს ბორჯომს, საირმეს, ლიკანს”. დღემდე ვფიქრობ, რომ ასეთმა დაუსრულებელმა ასოციაციამ მომხმარებლის აღქმაში ”ნაბეღლავი” ბაზრის ლიდერად აქცია (უმოკლეს დროში, თუმცა ალბათ ხანმოკლედ).

ახლა ხელმეორედ ვუყურებ ”ბორჯომის” ახალ სატელევიზიო რეკლამას, რომლის სლოგანი ”გათავისუფლდი ზედმეტისგან” ქართულ კონტექსტში ორმნიშვნელოვან მოწოდებად იქცა და, რაც მთავარია, შესთავაზა მომხმარებელს ”ნაბეღლავის” სლოგანის ალტერნატივა. სჯობს სვა ბორჯომი და გათავისუფლდე ზედმეტი(სგან) უარყოფითი ენერგეტიკისგან, სტრესისგან და ”გათავისუფლდე ზედმეტისგან”: ნაბეღლავისგან, საირმესგან...

”ბორჯომის” ეს მესიჯი უდაოდ აგრესიულია. მაგრამ ბრენდი და მისი აგრესია ეყრდნობა დიფერენცირების პრინციპს, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ახდენს იმის დეკლარირებას, რომ განსაკუთრებული მისია აქვს. შენ გაქვს არჩევანის ”უფლება”, ამის შემდეგ შენ უნდა იგრძნო ”თავისუფლება” და თუ სხვის (სხვა ბრენდის, ან ”უსახელო ნაბიჭვრების”, ანუ უამრავი უცნობი მინერალური წყლის ჩამომსხმელის) ტყვეობაში ხარ, მაშინ ”გათავისუფლდი” ბორჯომთან ერთად... და თუ მაინც ასეთი რთულია არჩევა და თავისუფლების გემო (კონკრეტული ბრენდის გემო), ონკანის წყალი სვი, შე დალოცვილო...

6 comments:

  1. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბორჯომს, თან მის უკრაინელ კოპირაიტერებს ეფიქრათ კონკურენტებზე:) ანუ ამ სლოგანით ნაკლებად ურტყამენ ნაბეღლავს ან საირმეს. უბრალოდ სლოგანი გულისხმობს განტვირთვას და ვსიო. პატივისცემით:))

    ReplyDelete
  2. seka :)) da +1 me vsvam kranis tskals:)))))))))))) brendebis da sxvisi rchevebis mona ar unda iko. svi onkanis tskali, ikavi mshvidad da xo, kidev erti - imiji araferia, mtavaria tskurvili:)

    ReplyDelete
  3. ლიკანის რეკლამა თუ გინახავთ? მეტროში არის ხშრად გაკრული, როცა ჩამწკრივებულია ლიკანის ბოთლის გვერდით ნაბეღლავის, საირმის და სხვა ჩამოსხმა ბორჯომის ბოთლები – იმის თვალსაჩინოდ რომ ლიკანი უფრო ბევრია. ეს არ არის აგრესიული? მე თუ მკითხავთ ,,ნაბეღლავი ჯობიაზე" მეტად ეს რეკლამა არის აგრესიული და ცოტა თავხედურიც.

    ReplyDelete
  4. რას ერჩი? ესე იგი მარკეტინგის და გაყიდვების განყოფილება უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე კონკურენტთან :)

    ReplyDelete
  5. ბახმაროსთვის მაქვს სარეკლამო ფოტო!!!

    ReplyDelete
  6. ბახმაროსთვის? კარგი ფოტოა?

    ReplyDelete