არისტოტელე ამბობდა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო. მისი ეს მოსაზრება დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს. ინტერნეტის შექმნა ჯერ კიდევ XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიწყო. თავიდან ამ გლობალურ ქსელში მუშაობა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ამას მხოლოდ „ტვინიკოსი“ მეცნიერები ახერხებდნენ. მაგრამ ტექნოლოგია ვითარდებოდა და უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომის ფასად, მისი თანამედროვე სახე ჩამოყალიბდა – ინტერნეტი, რომლის უდიდესი ნაწილიც სოციალურ ქსელებს უჭირავთ. და გამოვიდა, რომ კაცობრიობამ ამდენი ძალისხმევა იმიტომ გაიღო, რომ გარკვეულწილად, ძველი ბერძენი ფილოსოფოსის მიერ დიდი ხნის წინათ ნათქვამი დაემტკიცებინა.
სოციალური ქსელები ერთგვარი თანამეგობრობაა, რომლის ფარგლებშიც საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ურთიერთობენ და ინფორმაციას ცვლიან. რაელურად, სოციალური ქსელი, ერთგვარი ვირტუალური თავშეყრის ადგილია, სადაც ადამიანები თავის მეგობრების გარემოცვაში ფოტოებს ათვალიერებენ, საუბრობენ, ჭორაობენ, ახალ მეგობრებს იძენენ... ერთი სიტყვით, დროს ატარებენ. მაგალითად, მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი FaceBook-ია. ანუ, როგორც მას ქართულად უწოდეს, პირწიგნაკი. FaceBook-ი სახელმწიფო რომ ყოფილიყო, ის მოსახლეობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იქნებოდა.
მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყნების ფართო საზოგადოება ინტერნეტისკენ დაიძრა და სოციალურ ქსელებს მიაშურა, მსოფლიო პოლიტიკოსებმა და სულიერმა ლიდერებმაც არ დააყოვნეს. ისინი ხომ ყოველთვის იქ არიან, სადაც ხალხია. პირველი მაღალი დონის პოლიტიკოსი, რომელმაც სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება დაიწყო, ბარაკ ობამაა. მაგრამ ბარაკ ობამა მარტო FaceBook–ის მომხმარებელი როდია? იგი თავისი საარჩევნო კომპანიის მსვლელობისას აქტიურად იყენებდა Twitter-საც. ტვიტერი ინგლისურად „ჭიკჭიკს“ ნიშნავს. ის სოციალური ქსელი, და ამავე დროს, მიკრო ბლოგინგის სერვისიცაა. ტვიტერში დარეგისტრირებული ადამიანები მოკლე შეტყობინებებს ტოვებენ თავის პერსონალურ გვერდებზე. მაგალითად, ასეთებს: „ახლა კონფერენციაზე ვიმყოფები და მოხსენებას ვუსმენ!“ ან, „ინტერნეტში საინტერესო ვებგვერდი ვიპოვე! აი, ლინკი და თქვენც გადახედეთ!“ ან „ცუდ ხასიათზე ვარ და ვინმემ გამამხნევეთ!“ მოკლედ, რაც გინდა, ის შეგიძლია ჩაწერო. ერთადერთი შეზღუდვა, ტექსტის მოცულობაა. მხოლოდ მოკლე შეტყობინების დაწერა („დაპოსტვაა“) შესაძლებელი. ტვიტერის პერსონალურ გვერდებს თავიანთი მკითხველები (Follower-ები) ჰყავს. შესაბამისად, რაც უფრო საინტერესოა გვერდი, მით მეტია მათი რაოდენობა. ისინი თანამეგობრობებში ერთიანდებიან. დღესდღეობით, ობამას ტვიტერს 3,368,004 Follower - ი ჰყავს. ვინაიდან ობამა საკმაოდ საქმიანი ადამიანია, მისი დღის განრიგიც, შესაბამისად, ძალზედ გადატვირთულია. მისი ტვიტერის საშუალებით კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიგოს, თუ რა აქვს მას დაგეგმილი დღის განმავლობაში, ან რით არის დაკავებული ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში. ბუნებრივია, ამ სერვისით ხშირად ჟურნალისტები სარგებლობენ, რათა თვალყური ადევნონ კონკრეტული პოლიტიკოსების გამონათქვამებს და გადაწყვეტილებებს. თუმცა ნებისმიერ ადამიანსაც შეუძლია ამერიკის პრეზიდენტის ტვიტერის Follower - ი გახდეს. მაგრამ ყველა პოლიტიკური ლიდერი როდი იქცევა ობამასავით?! მაგალითად, ინგლისის პრემიერ-მინისტრს თავის დროზე ვიღაცამ დაასწრო და მისი სახელით, ყალბი გვერდი შექმნა ტვიტერში. ამიტომ, პოლიტიკოსები ხშირად ხუმარა ინტერნეტ-მომხმარებელთა მსხვერპლნი ხდებიან.
ინტერნეტს, კერძოდ კი სოციალურ ქსელებს, სულიერმა ლიდერებმაც მიაშურეს. რამდენიმე დღის წინ დალაი ლამამაც გახსნა თავისი გვერდი ტვიტერში. ბოლო ჩანაწერი, რომელიც დალაი ლამას ტვიტერზე ამოვიკითხე, ასეთი იყიო: „The Dalai Lama appears on Twitter and „tweets for a better world“ – რაც ქართულად ასე ჟღერს: „დალაი ლამა გაჩნდა ტვიტერში და „ჭიკჭიკებს უკეთესი მსოფლიოსათვის“.
ინტერნეტის დიდი მოყვარული რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტიც არის. მას ვიდეო-ბლოგი აქვს - მისი პრესმდივანი პრეზიდენტის ინტერვიუებს ინტერნეტში ანთავსებს. შემდეგ კი მსურველებს საშუალება აქვთ, კომენტარები დაურთონ მედვედევის ვიდეოგამოსვლებს.
თავისი ბლოგი ირანის პრეზიდენტს, აჰმადინეჯედსაც აქვს. მისი მისამართი ინტერნეტში კი ვიპოვე, მაგრამ გვერდი რატომღაც არ გაიხსნა.
ბმულები:
ბარაკ ობამას ტვიტერი: http://twitter.com/BARACKOBAMA
დალაი ლამას ტვიტერი: http://twitter.com/DalaiLama
დიმიტრი მედვედევის ვიდეობლოგი: http://blog.kremlin.ru/
მუჰამედ აჰმადინეჯედის ბლოგი: http://www.ahmadinejad.ir/
სანდრო, დიდი მადლობა პოსტისთვის და ასევე ჩვენს ბლოგზე თანაავტორობის სურვილისთვის. მაქვს ერთი კიტხვა: შენი აზრით ტვიტერი რატომ არ არის ისეთივე პოპულარული, როგორც ფეისბუქი?
ReplyDeleteტვიტერს ჩემის აზრით უფრო სპეციფიური მომხმარებელი ყავს. ტვიტერი მემგონი უფრო პრეს სამსახურის მაგივრობას წევს. ანუ ტვიტერის დახმარებით საქმიანი ადამიანები, შოუ ბიზნესის ვარსკვლავები კონკრეტულ მესიჯებს უგზავნიან თავიანთ თაყვანისმცემკლებს იმის შესახებ თუ ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში რას აკეთებენ. ფეისბუქი კი უფრო ზოგადი არის, ფეისბუქში უფრო მეტის გაკეთების საშუალება არსებობს და მემგონი ამიტომაც ზოგიერთი უპირატესობას ფეისბუქს ანიჭებს.
ReplyDeleteმემგონი საქართველოში ტვიტერი იმიტომ არ არის ისეთივე პოპულარული როგორც ვთქვათ ამერიკაში ვინაიდან ჩვენთან ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში არ ხდება იმდენი დასატვიტი ცვლილება დღის განმავლობაში როგორც ამირიკელის ცხოვრებაში :)
საქართველოში გინდ ფეისში ად გინდ ტვიტერში ამა თუ იმ კომპანიის აქტივობამ და გააქტიურებამ გამაღიზიანებელი ელფერი შეიძინა. სოციალურ ქსელში კომპანიების პიარს სპამად აღიქვამენ. პირადად მე ფეისბუქის ელ-ფოსტაზე მომდის სხვადასხვა კომპანიის შემოთავაზება, რომელსაც არ ვთხოვდი და არც მაინტერესებს; მომდის ამა თუ იმ თეატრის აფიშა და ბილეთების ფასი, რომელიც არ მჭირდება და თუ დამაინტერესა ისედაც ვნახავ ინტერნეტში; ანუ სოციალური ქსელის ფუნქცია არ არის ჯერ გააზრებული მომხმარებლების მიერ და ისინი დროზე ადრე მარხავენ საკუთარ თავს.
ReplyDeleteძალიან საინტერესო პოსტია. :)))) დიდი მადლობა სანდრო,...
ReplyDeleteპოსტი მართლა საინტერესოა და ამ თემას თუ კიდევ მიუბრუნდებით კარგი იქნება. გადმოქართულებული "პირწიგნაკის" ვერსია ძალიან მაგარია და პირადად მე, აქ განთავსებული შემოთავაზებები და რეკლამები ძალიან მეხმარება ორიენტაციაში, თუნდაც თბილისის მასშტაბით (მე რეგიონიდან ვარ).
ReplyDeleteმე კიდევ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ ბლოგის შემხედვარე (მაინც ყოველი შემთხვევისთვის ბოდიშს კი ვიხდი:) ), რომ არა მხოლოდ პირწიგნაკია გადმოქართულებული, არამედ აქ დადებული სტატიების 90% IMHO
ReplyDeleteხო, ეგ არ ვიცი!
ReplyDeleteგადმოქართულებულში რას გულისხმობთ? ამ ბლოგზე განთავსებული სტატიებია ნათარგმნი ქართულად, თუ ტერმინები, რომელიც ამ ბლოგის სტატიებშია გამოყენებული? და თუ თქვენი პასუხი იქნება პირველი ჩემი ვერსიის სასარგებლოდ, ძალიან გთხოვთ რომ კონკრეტულად დადოთ იმ სტატიის ლინკი, რომელზეც ფიქრობთ რომ ნათარგმნია ქართულად. თუმცა თქვენ თუ ამბობთ, რომ 90 % ნათარგმნია, მაშინ თითქმის ყველა სტატიის მიმართ გქონიათ ასეთი პრეტენზია, რაზეც მე შემიძლია გითხრათ, რომ საბედნიეროდ ცდებით.
ReplyDeleteძალიან საინტრესო პოსტია სანდრო, მადლობა. მე მაგალითად ტვიტერს წარმატებით ვიყენებ როგორც ინფორმაციის მიღების ისეთივე წყაროს, როგორიც Google Reader-ია, ანუ ყველა იმ ვებ გვერდის მიმდევარი ვხდები, საიდანაც მაინტერესებს ინფორმაციის მიღება, ასევე ვიმედვნებ, რომ დადგება ის დრო, როდესაც ტვიტერზეც იმდენივე მიმდევარი მეყოლება, რამდენიც მეგობარი მყავს ფეისბუქზე :)
ReplyDeleteAnonymous #4, ვეთანხმები ბერდიას, თუ შეიძლება დადეთ იმ სტატიების ლინკი, რომელიც გადმოქართულებულად მიგაჩნიათ!
დიდი მადლობა ყველას კომენტარებისათვის :)
ReplyDeleteსტატია მეც ძალიან მომეწონა :) გმადლობ:)
ReplyDeleteმინდოდა თვითერთან დაკავშირებით მეთქვა, რომ ის ჯერ არ არის პოპულარული. აბა გაიხსენეთ ასე ერთი წლის წინ ფეისბუქი?
ვფიქრობ,თვითერიც მალე გახდება პოპულარული. მე თვითერი უფრო მომწონს და საერთოდ ვთვლი, რომ თვითერი არის ნომერი 1 სც. ქსელი მსოფლიოში და მისი შესაძლებლობები უზარამაზარია, პრინციპშჰი როგორც ფეისბუქის. თუმცა, ჩვენთან ფესიბუქს მგამოყენებ არ იციან. კომპანიებს იგი, მხოლოდ სპამის საშუალება ჰგონიათ...
სანდრო, ტვიტერი და ფეისი გასაგებია, მაგრამ დღეს რაღაც კიდევ ახალი მანახეს და იქნებ გამარკვიო შენ მაინც, როგორც ამ მიმართულების მცოდნემ - http://www.issuu.com/ რაღაა?
ReplyDeleteვაა, აი კიდევ ერთი საინტერესო პროექტი. მე არც მქონია ამის შესახებ გაგებული და მადლობა გიო რომ დასვი კითხვა.
ReplyDeleteრაც შეეხება ტვიტერს. საქართველოში მისი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მობილურმა ოპერატორებმა ამას შეუწყონ ხელი. კერძოდ, მე როგორც ვიცი, საქართველოში, ჩვენ არ გვაქვს შესაძებლობა, რომ საკუთარ ტვიტერ გვერდზე მობილურიდანაც ავტომატურად ავსახოთ ინფორმაცია. მაგალითად, თუ სადმე ხარ და თან არ გაქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, შეგიძლია ტექსტური შეტყობინებით, პირადი მობილურიდან შენი პოსტი გააგზავნო შენს ტვიტერ გვერდზე და ის ავტომატურად აისახება. თუ ჩვენთან ეს შესაძლებელი გახდება, ვფიქრობ, ის ასევე ნაწილობრივ ბიზგს მისცემს მის პოპულარიზაციას.
ანონიმუსს ვეთანხმები
ReplyDeleteმეც კი პირადად გავხსენი ჩემი სამსახურის გვერდი ფეისბუქზე
მაგრამ არასოდეს
არავიტარ შემთხვევაში არ ვსპამერობ
ინბოქსში არასოდეს გამიგზავნია არც ერთი შეტყობინება
და როგორც კი რომელი კომპანიიდან 3ჯერ მაინც მომდის მსგავსი სარეკლამო შეტყობინებები ინბოქსსი
მაშინვე ვშლი ჩემს თავს ამ გვერდიდან
ინფორმაციის მიწოდება არ უნდა იყოს მომაბბეზრებელი და ანტირეკლამა და ანტიიმიჯი არ უნდა გამოდიოდეს არავითარ შემთხვევაში
რაც შეეხება ტვიტერს და ფეისბუქს – ორივეს აქტიური მომხმარებელი ვარ
მაგრამ ფეისის განსაკუთრებით
უფრო მრავალლფეროვანი და მისაღებია ჩემთვის სიმარტივის თვალსაზრისით