„ის, რაც დღეს შესაძლებელია, წარმოუდგენელი იყო ორი ათეული წლის წინ“, - ამგვარად დაახასიათა ინტერნეტ-ტექნოლოგიები ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ეს მოსაზრება მან 2009 წლის აგვისტოში მოსკოველ სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტისგან ეს ფრაზა კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს. მართლაც, ერთი შეხედვით მარტივი და ყველასთვის მისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ შესაძლებლობებთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს. ამის შესახებ კვლავ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ამჯერად, ამერიკელ სკოლის მოწაფეებთან შეხვედრაზე. ერთ-ერთმა თინეიჯერმა კითხვა დაუსვა, რა რჩევას მისცემდა ბარაკ ობამა მათ, ვისაც მომავალში პრეზიდენტობა სურს. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
„პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილით მოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში, ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით წინ დაგხვდეთ.“
„როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც კი სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ.“
სტუდენტებთან საუბარში ობამამ რამდენჯერმე ახსენა „შეცდომები“, რომლებიც მან სკოლის ასაკში დაუშვა. თუმცა, უცნობია, რა შეცდომებზე იყო საუბარი. სამაგიეროდ, ცნობილია, რა იგულისხმა ობამამ, როდესაც დამსაქმებლების მიერ ინტერნეტ-ძიება ახსენა. კერძოდ, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დამქირავებელთა 45 % სამსახურის მაძიებელთა ირგვლივ ინფორმაციას ინერნეტში აგროვებს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში.
გამოკითხულთა 35 %-მა განაცხადა, რომ აპლიკანტებისათვის სამსახურში მიღებაზე უარი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უთქვამთ. ეს გადაწყვეტილება მომავალი თანამდებობისათვის შეუსაბამო ფოტოებმა, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებამ, ან წინა დამსაქმებელებისაგან და ყოფილი თანამშრომლებისაგან უარყოფითმა კომენტარებმა განაპირობა.
ფრთხილად, ბლოგები!
ინტერნეტი იმდენად სწრაფად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მსხვილი კომპანიები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ მის ძალას. მაგალითად, იმას, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოიტანოს თუნდაც მოკლე ჩანაწერმა, რომელიმე ბლოგში. კორპორაცია „DELL“-ის ირგვლივ აგორებული ისტორია ცხადყოფს, რომ საქმე არც ისე მარტივად არის. ეს ამბავი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა, სახელად ჯეფ ჯავრისმა, თავის ბლოგში პატარა ჩანაწერი გააკეთა კორპორაცია „დელის“ მომხმარებელთა სერვისის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ჯეფმა იმხანად „დელის“ კომპიუტერი იყიდა. კომპიუტერს პრობლემები აღმოაჩნდა და ჟურნალისტი შეეცადა, მწარმოებელი კომპანიის დახმარებით მოეგვარებინა პრობლემა. მაგრამ მისი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ თავის პერსონალურ ბლოგში უმნიშვნელო ჩანაწერი გააკეთა, სადაც თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა „დელის“ მიმართ. მისი ჩანაწერი სხვა ბლოგის მომხმარებლებმაც წაიკითხეს. ზოგი, უბრალოდ, კომენტარს ტოვებდა. ზოგი კი ჯეფის ჩანაწერს ციტირებას უკეთებდა. ასე, ნელ-ნელა დაიწერა უზარმაზარი საგა „დელის“ არაკეთილსინდისიერი მუშაობის შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილი იყო უპასუხოდ დარჩენილი იმეილები, უშედეგო ტელეფონის ზარები, კომპიუტერის გამოუცვლელი დეტალები... თავიდან ამ ყველაფერს „დელი“ ყურადღებას არ აქცევდა. მერე კი თავად გამოიჩინა ინიციატივა. კორპორაციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჯეფს და კომპიუტერის გამოცვლა შესთავაზეს. ეს, შეიძლება, პატარა ბლოგის მიერ უზარმაზარი კორპორაციისთვის შექმნილი პრობლემების დასასრული ყოფილიყო, მაგრამ საქმე ამითი არ ამოიწურა. ჯეფის მიერ აგორებული ტალღა კვლავ იკრეფდა ძალას. ახლა უკვე მისი ჩანაწერის ციტირება ბეჭდვით მედიაში ხდებოდა. ინტერნეტში სულ უფრო მეტი ლინკი ჩნდებოდა მის ბლოგზე. ბოლოს ამ ყველაფერმა „დელის“ გაყიდვებზეც იმოქმედა.
ეს ისტორია ბლოგში გაკეთებული ჩანაწერიდან ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2007 წლის ოქტომბერში ჯეფმა „BusinessWeek“-ში მაიკლ დელთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა (ასეთი დაკავებული პიროვნების ინტერვიუზე დაყოლიება, ალბათ, არც ისე ადვილია და არც „BusinessWeek“- ი უთმობს ყველა მსურველს ცენტრლურ ადგილს). ამ ინტერვიუში მაიკლ დელი იუწყებოდა, რომ ბლოგში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ კომპანიამ 150,000,000 $ დახარჯა მომხმარებელთა სერვისის გასაუმჯობესებლად.
და ბოლოს
უამრავი საინტერესო ფაქტი თუ კურიოზი ზუსტად ბლოგების საშუალებით ხდება ხოლმე ცნობილი. მაგალითად, რუსეთში, სადაც მედია საშუალებები გარკვეულ სირთულეებს განიცდიან, ბევრი რამ სწორედ ბლოგების საშუალებით ხდება ცნობილი. მაგალითად, 18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ქალაქ ომსკს ეწვია. ამ ვიზიტს პატარა კურიოზი მოჰყვა, რომელიც ბლოგების საშუალებით გახდა ცნობილი. პრეზიდენტის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ქალაქის მერიის თანამშრომლებმა სასწრაფოდ ჩამოხსნეს ბანერი, რომლზეც ეწერა - „Ждем тебя, веселый гном“. ამ პლაკატს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პრეზიდენტის ვიზიტთან. ის, უბრალოდ, მოსახლეობას საბავშვო სპექტაკლის შესახებ ამცნობდა. როგორც იუწყებოდნენ ბლოგერები, ბანერის ჩამოხსნას იმდენად ჩქარობდნენ, რომ ნაჯახებით ჩამოხიეს პლაკატი.
საინტერესო სტატია იყო :) კარგად იკითხებოდა :)
ReplyDeleteისე კი მე ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერმა ბევრი კარგი მოუტანა კომპანია "Dell"–ს. ისინი ახლა ალბათ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ სერვისის ხარისხს.
როგორც ბილ გეითსმა თქვა (თუ, რა თქმა უნდა, არ ტენიან:) - თუ თქვენ არ ხართ ინტერნეტში, თქვენ არც ბიზნესში ხართ! თარგმანზე თავს არ ვდებ, მაგრამ პრინციპი იგივეა. ბლოგის მეშვეობით ყველაზე ეფექტურად ხდება თანამედროვეობაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ხელშეწყობა. შეგნებულად არ ვამბობ იმას, რომ აყალიბებს და ვსიო! ტრადიციული მას-მედიისგან და ჟურნალისტებისგან განსხვავებით ეს არის "ერთ-ერთი ჩვენთაგანის და ჩვენი რიგებიდან წამოსული" ადამიანის მოსაზრებები, შთაბეჭდილებები. ეს არის ხალხის ხმა და უკუკავშირი, რომელიც არ გააჩნია ტრადიციულ მედიას. კარგია სანდრიკ.
ReplyDeleteP.S. ისე საინტერესოა, ჩვენი ბლოგის მიხედვით იტყვიან იმას ჩვენ ვინ ვართ? :)))
მადლობა კომენტარებისათვის :)
ReplyDeleteოლოში მაგარ შეკითხვა დასვი :) ნეტა ვინ ვართ ჩვენ :)
გიო ეხლა ვნახე ეს შენი ჩანაწერი http://www.issuu.com/ -ის თაობაზე. ამ სერვისის სშიალებით შეგიძლია ჟურნალი გააკეთო. აი ორი ქართული ჟურნალი რომელებიც ისუუ-ს საშუალებით გაკეთდა:
ReplyDeletehttp://www.wearesweet.net/
და
http://georgenebieridze.tumblr.com/tagged/CZE
ანუ ორივე ჟურნალს აქვს თავისი გვერდი რომელზეც შემოაქვთ ისუუს საშუალებით გაკეთებული ჟურნალები :)
Zalian Zalian saintereso statia iyo chemtvis rogorc blogerisatvis
ReplyDeletesxvata shoris adamianis socialur qselebshi dzebnis tviseba mec maqvs
yoveltvis ufro mets vigeb xolme amiT mat shesaxeb
da bolos dzalian martiv magalits mogikvan
ramdenime kviris cin davcere rom mivciodi turketshi ert ert sstumroshi
davcere rogor shevarchie
fasebi
da ase shemdeg
jer kicev chemi ik kopnis dros chemi blogidan 6 adamiani wavida
chamosvlis shemdeg ukve detaluri informacia davde
da am adamianebs kidev 5 miemata
realurad im sastumrom - mxolod chemi blogidan 11 klienti ishova chvens garda :)