პოლიტიზირებით იმიტომ, რომ შემოგთავაზებთ რუსული პიარის შესახებ ეპიტაფიას პრეს-რელიზის ნაცვლად და გთხოვთ დააკვირდეთ, რა დღეში ყოლიათ ჩვენი კოლეგები ავტორიტარულ რუსეთში (ავტორიტეტულ... ავტორი... ავტორიტარ... ნუ, მოკლედ, როგორც არის, იყოს და მერე ტლაშაძემ ჩაასწოროს).
მოდელირებული ქრონიკა: ”ბიზნესი დღეს უკვე ობიექტურად დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე, მასთან მჭიდრო კავშირშია და, გარკვეულწილად, მისი ანარეკლიცაა. დღეს კრეატივი აღარავის სჭირდება. მეტიც, მისი უბრალოდ ეშინიათ! ეშინიათ იმის, რომ სხვის ფონზე გამოიკვეთონ და იყვნენ განსხვავებულნი; ბიზნესმ(ენებმ)ა ქვეცნობიერ დონეზეც მიიღეს სიგნალი - ჩაიმალე სადაც ხარ და თავი არ გამოყო! ასე თუ ისე შეიძლება თავის გაპიარება (და გაPRავებაც), მაგრამ მასისგან დიფერენცირება სახიფათოა. ეს მსხვილ ბიზნესსაც ეხება და ლოკალურ კომპანიებსაც, რომლებსაც არ აკლებს თავის ყურადღებასა და ”წყალობას” ადგილობრივი თვითმართველობა. რუსული ბიზნესი დღეს მეტწილად აღარ საჭიროებს საზოგადოებასთან კავშირებსა და ურთიერთობებს, ვინაიდან მისი მომავალი, ბედი ნაკლებად არის დამოკიდებული საზოგადოების აღქმაზე... მის ბედს ახლა უკვე რომელიღაცა ჩინოვნიკი განაგებს!”
პატრიოტული გულმოდგინებით ვახდენ ფაქტის კონსტატაციასა და საკონტროლო გასროლას: ”PR მოკვდა, გაუმარჯოს GR-ს!”. ანუ, გაუმარჯოს ინტერესების ლობირებას და არა პიარს! გაუმარჯოს პროპაგანდას და არა პიარს! ასეთ პირობებში იკვეთება პიარ სპეციალისტების დისფუნქცია! აბსურდული ხდება ცნება - ჯანსაღი კონკურენცია, რადგან პოზიციონირებას და საკომუნიკაციო სტრატეგიას, ანუ ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შეიძლება წერტილ დაუსვას პროკურატურაში შეტანილმა განცხადებამ, რომელსაც საფუძვლად დაედება მომჩივანის არაკონკურენტუნარიანობა! ეს დაახლოებით იგივეა, რომ იმპოტენტმა ჯანმრთელი ადამიანის წინააღმდეგ შეიტანოს განცხადება და სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ უკანასკნელის კასტრაცია მოახდინონ... მაგრამ ეს ყველაფერი ხომ რუსეთში ხდება? კი, ბატონო, ქატო იქა, ფქვილი - აქა! PR მხოლოდ იქ არის უსახელო, უსახური, უსახლკარო და უსუსური!
ჩემს ”ბლოგინს” ტრადიციული PR ტექსტით დავასრულებ, რომელიც მეტ-ნაკლებად ახდენს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებასა და დიფერენცირებას, რომელშიც დღითიდღე უფრო ნათლად ჩანს PR-ის საჭიროება და ჩვენი კრეატიულობა:
ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე მთელი ქვეყანა,
განათებული მთა-ბარი,
წილნაყარია ღმერთთანა.
თავისუფლება დღეს ჩვენი
მომავალს უმღერს დიდებას,
ცისკრის ვარსკვლავი ამოდის
ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,
დიდება თავისუფლებას,
თავისუფლებას დიდება!
პ.ს. ისწავლეთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების, კრიზისული კომუნიკაციების მართვის და ბრენდინგის კურსებზე! ისწავლეთ ბეჯითად - თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია... ხო, უნარებიც!
samagierod rusetshi fleshmobebia dzalian aqtualuri da popularuli :)
ReplyDeleteვინც მე არ მიცნობს და ამ პოსტს კითხულობს, ალბათ ფიქრობს, ამის ზეამაღლებული პათეტიკოსი დედა ვატირეო:)) ეეეჰ, ნეტავი იმ დონეზე იყოს ჩვენთან გინდაც პიარი, ბრენდინგი, ან მარკეტინგი, როგორც ეს რუსეთშია. ამ ბოლო დროს უკრაინის საიტებს ვსტუმრობ და მათი კრეატიული მიდგომები და ბრენდინგის გამოცდილებაც მომწონს. ქართული - არა! ჩვენთან თითზე ჩამოსათვლელია ბრენდი!
ReplyDelete