Wednesday, September 29, 2010

იმიჯის შექმნის ხელოვნება



ყველასათვის საინტერესოა, როგორი იმიჯი გვაქვს და როგორ აღგვიქვამენ გარშემომყოფები ჩვენ. ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან და წარუდგენენ საზოგადოებას თავიანთ იმიჯს. რა არის იმიჯი, რა კომპონენტებისაგან შედგება ის, არის თუ არა იმიჯი რეალობასთან ახლოს და როგორ ხდება იმიჯის შექმნა ანუ იმიჯმეკინგი, ამ კითხვების დასმამ გადამაწყვეტია ამ სტატიის დაწერა.
დავიწყოთ იქედან, რომ ადამიანები ოცდაათ წამში აღვიქვავთ ერთმანეთს და შესაბამისად იმიჯს, ეს მცირე დრო არის პირველი შთაბეჭდილების შემქმნელი, რომელიც ძნელად თუ იცვლება.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანს ხუთი გრძნობა აქვს და ამ ხუთი გრძნობიდან ყველაზე მეტად ვიზუალური (მხედველობითი) გრძნობა აქვს გამახვილებული ამიტომ არის, რომ ხშირად იმიჯს გარეგნულ მხარესთან აკავშირებენ, რაც იმიჯის მხოლოდ ერთი მხარეა.
მოდით დავიწყოთ განმარტებებით ანუ რა არის იმიჯი?
იმიჯი – ლათინური სიტყვაა და ქართულად სახეს, სურათს, ხატებას, წარმოსახვას, ნიშნავს. იმიჯი იმიტირებაა, ხელოვნური იმიტაცია ან ობიექტის გარეგნული სახე.
იმიჯი - პიროვნების შეჯამებული პორტრეტია, რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებით და ფორმირდება საზოგადოებრივ ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში, გარკვეული ემოციური დამოკიდებულებებით, იმის საფუძველზე, თუ რას ამბობს და აკეთებს პიროვნება. ხოლო იმიჯმეკინგი ტექნოლოგია კომპანიის ან პიროვნების დადებითი სახის-იმიჯის შექმნის შესახებ. იმიჯმეიკინგი არის სტრუქტურა, რომელიც ქმნის, მართავს და ანხორცილებს შექმნილ იმიჯს.
მართებულად შექმნილი იმიჯი დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე, დამოკიდებულებაზე, დარწმუნებაზე და ქცევაზე.
რითი განსხვავდება იმიჯი, ბრენდი და რეპუტაცია ერთმანეთისაგან ?
იმიჯი შექმნა შეგვიძლია თვითონ, ხოლო რეპუტაცია შექმნილი იმიჯის რეზულტატია, ასევე იმიჯი მოკლევადიანი სახეა, ხოლო რეპუტაცია უფრო სტაბილური და მდგრადი ღირებულებაა, რომლის მოპოვებასაც დიდი დრო და ნდობა უნდა.
იმიჯი= სასურველი სახეს;
ბრენდი = პირობას;
რეპუტაცია = შესრულებულ პირობას;
შეგვიძლია ეს სამი კომპონენტი თანმიმდევრულადაც დავალაგოთ ანუ ჯერ უნდა იცოდე, როგორი იმიჯი გინდა და მოახდინო მისი წარდგენა შემდგე შენი იმიჯის მომხარებლებს წარუდგინო ბრენდი ანუ პირობა და ამ ყველაფრის შედეგი შესრულებული პირობა არის რეპუტაცია.
რა ფაქტორები ახდენენ გავლენას იმჯზე და რა კომპონენტებისგან შედეგბა იმიჯი ?

იმიჯი პიროვნების შეჯამებული სახეა, რომელიც მოიცავს :
• რეალურ იმიჯს– ანუ წარმოდგენას იმის შესახებ, როგორი ვართ ჩვენ სინამდვილეში;
• იდეალურ იმიჯს - ანუ წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი გვინდა ვიყოთ ;
• სარკისებრი იმიჯს - ანუ წარმოდგენა იმის შესახებ თუ, როგორ აღგვიქვამენ ჩვენ გარშემომყოფები;
იმიჯის ეს ასპექტები გულისხმობს პიროვნების ისეთ მახასიათებლებს, როგორებიც არის:
1. ფიზიკური
2. სოციალური
3. გონებრივი
4. ემოციონალური
5. სულიერი
ამ კომპონენტებზე და კითხვებზე პასუხის გაცემა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ჩვენი იმიჯი ანუ ჩვენს მიერ დნახული საკუთარი თავი და გარემოს მიერ აღქმული ჩვენი თავი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტი იძლევა ერთ შეჯამებულ სახეს – პიროვნების იმიჯს.
იმისათვის, რომ გავიგოთ როგორი იმიჯი გვაქვს, და, როგორი იმიჯი გვინდა, რომ გვქონდეს.

სპეციალისტები გვთავაზობენ იმიჯის შექმნის 4 საფეხურს:
1. იმიჯის დიაგნოსტიკა – კვლევა;
2. სასურველი იმიჯის შერჩევა;
3. იმიჯის სტრატეგიის, ღირებულებების და პირობის შემუშავება, კომუნიკაცია - განხორციელება;
4. იმიჯის - შეფასება
პირველი საფეხური ანუ იმიჯის დიაგნოსტიკა მოიცავს რიგ კითხვებს, რომელზეც პასუხის გაცემა მოგვცემს ინფორმაციას ჩვენი არსებული იმიჯის შესახებ.
დიაგნოსკიტა იყოფა სამ კატეგორიად, შიდა და გარე გამოსაკითხ ჯგუფებად, უნდა გამოვკითხოთ ჩვენი იმიჯის დიაგნოსტირებისათვის შიდა ანუ ოჯახისწევრები, ახლო მეგობრები ნათესავები და ა.შ გარე: კოლეგები, ახლობლები, თანამშრომლები, მეზობლები და ა.შ და მესამე არის ჩვენი თავი ანუ ჩამოთვლილი კითხვები უნდა დავუსვათ ჩვენ თავს და შევეცადოთ გულრწრფელად გავცეთ პასუხები.
სრულ სურათს ჩვენი იმიჯის შესახებ მოგვცემს შემდეგ კითხვებზე პასუხები:
როგორია ჩემი ხასითი ?
რა მომწონს და რა არა?
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები მაქვს, რა შესაძლებლობებს ან უნარებს ვფლობ ?
როგორ აღმიქვამენ გარშემომყოფები ?
რა ინფორმაციის მიწოდება ან რისი თქმა მსურს გარშემომყოფებისათვის ?
ვინ ვარ ? და ვინ ან როგორი მინდა ვიყო ?
რა შთაბეჭდილებას ვქმნი ჩემი ქცევით ?
რას ვაკეთებ ცხოვრების ამ ეტაპზე ?
მოკლედ უნდა აღწეროდ თქვენი თავი და გარშემომყოფებსაც სთხოვოთ მოკლედ მოახდინონ თქვენი შეფასება, როგორი ხართ? მაგ: მეგობრული, სასაცილო, თავაზიანი, საყვარელი, გულახდილი თუ პირდაპირი ?
გირჩევთ ყველას სთხოვოთ იყვნენ გულრწრფელები და მოახდინოთ კითხვებზე პასუხების გაცემა წერილობით, ამ ეტაპის ბოლო მოიცავს 3 სხვადასხვა წყაროდან შეჯერებულ ინფორმაციას ანუ იმის გარკევას რამდენად მოხდა დამთხვევა.
იმიჯის შექმნის მეორე ეტაპი თქვენთვის სასურველი იმიჯის შერჩევას გულისხმობს, რომელიც უნდა დაეყრდნოს პირველი ეტაპიდან მიღებულ შედეგებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ შერჩეული იმიჯი ემთხვეოდეს ჩვენ ხასიათს და ღირებულებებს, თუმცა ბევრი მაგლითია, როდესაც იმიჯი არ ემთხვევა პიროვნების ხასიათს და ღირებულებებს ამ შემთხვევაში იმიჯი დიდხანს ვერ იმუშავებს და არ იქნება შედეგიანი.
იმიჯის შერჩევის ეტაპზე კიდევ ერთხელ გადახედეთ და იფიქრეთ, როგორი ხართ თქვენ და რა შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, რისი თქმა გინდათ სამყაროსთვის.
იმიჯის შექმნის მესამე ეტაპი მოიცავს თქვენს მიერ შერჩევულული იმიჯის განხორციელებას ანუ კომუნიკაციას, თქვენს მიერ შერჩეული იმიჯი რამდენად აისახება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, ხასითზე და ქცევაზე, ასევე რა არხებს იყენებთ საკომუნიკაციოდ და რამდენად ახდენთ თქვენს მიერ შერჩეული ღირებულების პოზიციონირებას და მის მესიჯად გავრცელებას, მაგალითად თუ თქვენ თვლით, რომ ხართ მეგობრული და მეგობრულობა თქვენი იმიჯის მნიშვნელოვანი კომპონენტია შესაბამისად ის თქვენ ყოველთვის თან უნდა გახლდეთ, როგორც თქვენი სახე, “იმიჯი კალამი არ არის სახლში რომ დაგრჩეთ”
იმიჯის შექმნის მეოთხე საფეხური მოიცავს შექმილი იმიჯის დიაგნოსტიკას და შეფასებას, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ კითხვებზე პასუხებს:
რამდენად მუშაობს თქვენი იმიჯი ?
ზუსტად ისე აღგიქვამენ ზემოთ მოყვანილი ჯგუფები თქვენ, როგორც ჩაიფიქრეთ თუ არა?
რომელმა თქვენმა არხმა იმუშავა ?
რა შთაბეჭდილება დატოვეთ ახალი იმიჯით და როგორ იმეოქმედა იმიჯმა თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე ?
ამ კითხვებზე პასუხი მოგცემთ შესაძლებლობას გაანალიზოთ და შეაფასოთQთქვენი იმიჯი. რა კითხვებიც გქონდათ დასმული იმიჯის შექმნის პირველ საფეხურზე იგივე უნდა გავიმეოროთ, რომ დავინახოთ გვაქვს თუ არა ცვლილებები და როგორია ცვლილებები დადებითი თუ უარყოფითი, რათქმაუნდა იმიჯის შექმნის შემდეგ გარკვული დრო უნდა გავიდეს მანამ სანამ შევაფასებთ ჩვენს ახალ იმიჯს.

ეს იყი იმიჯის შექმნის მოკლე სტრტატეგია, გამოიყენეთ ეს სტრატეგიები თქვენი იმიჯისთვის და თვალნათლივ დაინახეთ შედეგი.
უფრო ნათელი, რომ იყოს ზემოთ მოყვანილი სტრუქტურა გადავწყვიტე ჩემ მაგალითზე გავაკეთო ეს სტრატეგიები, რომელსაც სულ მალე შემოგთავაზებს.

2 comments:

  1. საინტერესო სტატიაა, დიდი მადლობა.
    ვირტუალური იმიჯზის შესახებაც აკარგი იქნებოდა...

    ReplyDelete
  2. ვირტუალური იმიჯზი

    ვირტუალურ იმიჯზე იმდენ ქართველ ბლოგერს აქვს დაწერილი მთელი ტომეული გამოვა რომ შეკრიბო :)

    ReplyDelete