Friday, September 3, 2010

ჩემი PRოფესია



სულ მაინტერესებდა ადამიანები, როგორ ირჩევენ პროფესიას და რა როლს თანაშობს პროფესია მათ ცხოვრებაში, სწორედ ეს წინაპირობა იყო დამეწერა რა ფაქტორებმა განაპირობა ჩემი არჩევანი გავმხდარიყავი პიარ სპეციალისტი.

ძნელია დავასახელო მომენტი, ადგილი, წუთი ან წამი, როდესაც გადავწყვიტე შემესწავლა პიარი და გამოვსულიყავი პიარ სპეციალისტი, ვფიქრობ, რომ ადამიანები პროფესიას ხასიათის, უნარების და იმ პერიოდში არსებული მოდის მიხედვით ირჩევენ, ალბათ ამ ფაქტორებმა განაპირობა ჩემი არჩევანი, თუმცა ამბობენ შემთხვევით არაფერი ხდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში შემთხვევითობა იყო უნივერსიტეტის ცნობარში შემოხაზული სიტყვები სადაც ეწერა: “საზოგადოებასთან ურთიერთობა- ფაბლიკ რილეიშანზ ბევრჯერ მიფიქრია, რატომ ეს და არა სხვა პროფესია? გამოკვეთილი პასუხი არ მაქვს, რომ მეკითხებოდნენ რაზე აბარებო ვეუბნებოდი საერთაშორისო ურთიერთობებზე, რადგან თუ ვიტყოდი საზოგადოებასთან ურთიერთობას ან პიარს ორი რეაქცია იყო პირველნი არ იმჩნევდნე, რომ არ იცოდნენ რას ნიშნავდა და ამბობდნენ: კარგია, პერსპექტიულია და მეორენი ვინც არ იცოდა და აინტერესებდათ მეკითხებოდნენ რა იყო პიარი, ამიტომ ამდენი ხლაფორთის თავიდან ასაცილებლად პიარის ნაცვლად საერთაშორისო ურთიერთობების თქმა მარტივი იყო :)

ძალიან ვღელავდი, რადგან ვფიქრობდი ვაიდა არ მომეწონოს ან რაღაც ისეთი იყოს რაც არ დამაინტერესებს და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ დღეს ჩემი ახლობელი შემხვდა პეკინზე და მითხრა სად აბარებო, მე ვუთხარი პიარზე, ალბათ ესაც შემთხვევით თორემ, რატომ არ ვუთხარი საერთაშორისო ურთიერთობები? ძალიან გაუკვირდა მას და მითხრა: “რა მაგარია, წინგი მაქვს სემ ბლექის ჩამოტანილი და მართალია ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ გათხოვებო” ძალიან გამიხარდა ვიფიქრე ახლა მაინც გავიგებ რა არის რეალურად პიარი. დავიწყე სემ ბლექის წიგნის წაკითხვა, რომელსაც ერქვა: ყველაფერი პიარის შესახებ, ვიფიქრე ეს წიგნი იყო ჩემთვის, თან ასეთი ყოვლისმომცველი სათაურით “ყველაფერი პიარზე” :)

იმ დროისათვის ჩემთვის რთული და ახლანდელი გადასახედიდან მარტივი და სასაცილო წიგნიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, რადგან ყველაფერზე იყო, მაგრამ არაფერზე, თან ცოტა ინტერესში ჩამაგდო ..

მოკლედ იმ დროისათვის პიარი მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა და შესაბამისად არჩევანიც არ მქონდა, თან ხასითიც ისეთი მაქვს, რომ ვიტყვი რაიმეს ძნელად შეიძლება ჩემი გადარწმუნება, მშობლები მეუბნებოდნენ იქნებ რაიმე კონკრეტული სპეციალობა აგერჩიაო, თუმცა არ ერეოდნენ ჩემს არჩევანში.

პირველ ლექციაზეც მივედი, ლექცია ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო და ჩემსავით დაბნეულ ოცდაათამდე ადამიანს შევხვდი, რომლებიც აზრზე არ იყვნენ რატომ აირჩიეს პიარი და რა იყო ის, ერთი წელი დამჭირდა კარგად გამეგო რეალურად რა იყო ეს პიარი და რა უნდა მეკეთებია, თან ყველაფერ სიკეთესთან ერთად უნივერსიტეტშიც სემ ბლექი დამხვდა :)

გაიხაროს პეკინის ქუჩაზე წიგნის სახლის შემქმნელებმა, რადგან იქ აღმოვაჩინე სამი წიგნი პიარზე და უმალ ვიყიდე, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიოდა წასაკითხად.

პიარის თეორია, რასაც წიგნებში ვკითხულობდი იდეალური სახით იყო წარმოჩენილი და ძირითადად მოიცავდა, რომ “პიარ სპეციალისტი არის ძალიან დონე ტიპი, რომელიც კომპანიის დირექტორს ექვემდებარება და რასაც ეტყვის ყველაფერს უსრულებს, რადგან ის ზრუნავს კომპანიისა და დირექტორის იმიჯზე” და თან აქვს ძალიან მაღალი ანაზღაურება და ნდობა. ერთი შეხედვით კარგია, დირექტორი და შენ ზრუნავთ იმიჯზე თან ისეთი რამე იცი, რაც არ იცის სხვამ, პიარს სათავეშივე აქვს ჩადებული რაღაც იდუმალი და ძლევამოსილი “ინტრიგა“ თუმცა ხშირად ვფიქრობდი რითი განვსხვავდებოდი სხვა სპეციალისტებისგან, რომლებმაც ზოგადად იცოდნენ იმიჯი, რომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებთან, რომ უნდა იმეგობრო და ქველმოქმედება აკეთო, დიდი ხანი დამჭირდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებია, რომ პიარს რაც შეეძლო ყველას არ შეუძლია.

როდესაც თეორიას მეტნაკლებად გავეცანი, მინდოდა თეორიის პრაქტიკაში გადატანა, იღბლიანი ვართ, რასაც ვისურვებ თითქმის ყველაფერი მაშინვე მისრულდება, თუმცა მხოლოდ სურვილი არ კმარა აუცილებელია სურვილთან ერთად მონდომება და ქმედება, ასე აღმოვჩნდი ჩემი ბავშვობის საოცნებო კომპანია კოკა-კოლას პიარ დეპარტამენტში სამუშაოდ, იქ მომეცა საშუალება “მეფრქვია” ჩემი იდეები თუმცა იქ მივხვდი პირველად, რა მოსდის ხოლმე იდეების ფრქვევას  ანუ ხშირად ისე არ ხდებოდა ყველაფერი, როგორც მე მეგონა თან ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც გავიგე ის არის, რომ თურმე ჯერ არავინ გენდობა და უნდა დაუმტკიცო ყველას, რომ მაგარი ხარ და რასაც სთავაზობ მომგებიანი იქნება მათთვის, თავიდან ცოტა დავიბენი ქართულ კომპანიებში მკვეთრად არ არის ჩამოყალიბებული პიარის ფუნქციები ხშირად მარკეტინგის, ბრენდინგის და ქველმოქმედების საკითხებსაც მოიცავს თუმცა რაც დრო გადიოდა უფრო კარგად ვსწავლობდი პრაქტიკას, თან ჩემი თეორიული ცოდნის ტესტირებას ვახდენდი და რეალურად ძალიან ცოტა ლიტერატურა გამომადგა პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სწავლის დროს პიარ პრაქტიკის მიღება და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, თან ვსწავლობდი თან ვმუშაობდი, სულ ვწუწუნებდით იმის შესახებ, რომ არავინ იცოდა რა იყო პიარი, ქართული ლიტერატურა არ არსებობდა და პიარ სპეციალისტებს პროფესიონალიზმი აკლდათ, სწორედ ეს გახდა წინაპირობა პიარ ასოციაციის შექმნისა, უფრო სწორად ევროპული პიარ ასოციაციის წარმომადგენლობის გახსნისა თბილისში, სადაც ისეთი ენთუზიაზმით ვმუშაობდი, რომ ვერსად ვიმუშავებ ასე, დილით ადრე მივდიოდი და გვიან ვბრუნდებოდი თან ენთუზიაზმზე, აი ეს არის პროფესიის სიყვარული, როდესაც არაფერს ითხოვ მისგან.

ვფიქრობ პიროვნების ხასიათს დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიაში, მკვეთრად გამოხატული ექსტრავერსია წარმატების წინაპირობაა პიარში, თუმცა მარტო ეს არ კმარა მაინც ვფიქრობ პიარი სტრატეგიული ხედვის გარეშე წყალია.

ერთ-ერთი კომპონენტი პროფესის განვითარებაში მუდმივი სწავლაა, ქართველებისაგან განსხვავებით ევროპელებს განსაკუთრებული უნარები აქვთ მოკლე დროში და რაც მთავარია მარტივად ცოდნის და ინფორმაციის გადმოცემის. გამიმართლა ევროპული პიარ ასოციაციის დახმარებით, რომ მომეცა შესაძლებლობა მესწავლა ბარსელონაში, ტურინსა და ბუქარესტში და შემეხამებია ქართული და ევროპული განათლება ერთმანეთისათვის.

ძალიან კარგი გუნდი შევიკრიბეთ პიარ ასოციაციაში, ერთ წელში უკვე ვიგრძენით, რომ სხვა საქმის გაკეთება გვინდოდა და ბერდია ნაცვლიშვილის დახმარებით დავიწყეთ publicity.ge-ს იდეაზე მუშაობა, რომელიც პიარ საკონსულტაციო ჯგუფად ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ პიარ სპეციალისტების განათლების დონე და პროფესიონალიზმი საგრძნობლად განვითარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში მაინც ვთვლი, რომ ძირითადი პრობლემა სტრატეგიული ხედვის და გეგმის არარსებობაა პიარში, სწორედ ამიტომ დავიწყე თანამოაზრეებთან ერთად ახალი პიარ სააგენტოს პერიტუს გრუპის იდეის დახვეწა და განვითრება, რომლის მთავარი ღირებულება ექსპერტობა და კომპეტენტურობა ასევე კომპანიებისათვის სერვისის მარტივი მიწოდებაა.

დაგროვებულმა ცოდნამ შესაძლებლობა მომცა ჩემი თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა სტუდენტებისათვის გამეზიარებია, რაც ძალიან მნიძვნელოვანია ჩემთვის.

ვაგრძელებ ამ საინტერესო პროფესიაში მუშაობას, წინ ახალი იდეები და პროექტები მელოდება . . .

ეს იყო ჩემი პროფესიის არჩევის მოკლე ისტორია

7 comments:

  1. ძალიან საინტერესოდ გიწერია :)
    და ბედნიერი ხარ რომ ამხელა განათლება მიგიღია საზღვარგარეთ ამ კუთხით
    თუმცა მაინც გეთანხმები რომ განათლება და ინფორმაცია პრაქტიკის გარეშე არაფერია

    ბევრი საინტერესო და გასაზიარებელი წინადადება წავიკიტხე შენთან
    მაგალითად :
    ქართულ კომპანიებში მკვეთრად არ არის ჩამოყალიბებული პიარის ფუნქციები ხშირად მარკეტინგის, ბრენდინგის და ქველმოქმედების საკითხებსაც მოიცავს

    რაშიც საკუთარი გამოცდილებიდან გეთანხმები 100%
    მეც პიარში ვმუშაობ და იმიტომ

    სად კითხულობ ლექციებს?

    და : წარმატებებს გისურვებ

    ReplyDelete
  2. ელდარ, ამ სტატიის გაცნობის შემდეგ, ძალიან ახლო პარარელი გაგავლე ჩემი პროფესიის არჩევანთან და ბევრი მსგავსება დავინახე.მე ამ პროფესიის არჩევანის გაკეთების დროს დამეხმარა ის, რომ ამერიკაში, ჯორჯიის შტატში სწავლის დროს, როდესაც მე ამერიკულ ოჯახში ვცხოვრობდი, ჩემი მასპინძელი, ზუსტად ამ სპეციალობასთან ახლო დისწიპლინაში მუშაობდა და ჯერ მაშინ გამეგო ამ ახალი სპეციალობის შესახებ.ჩემი აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც სპეციალობების ჩამონათვალში, პიარი აღმოვაჩინე, მაშინ, მგონი დაუფიქრებლად, ეს პროფესია შემოვხაზე, თუმცა შემოხაზვა არ ნიშნავდა, რომ მე რაიმე მესმოდა ამ სპეციალობაში. ჩვენი თაობა, ამ სპეციალობის სათავეებთან იდგა და ეს კარგი საზომია იმისთვის, რომ ნახო რა იყო პირველად, ანუ 1995, როდესაც მე და ჩემი მეგობრები პირველად ჩავირიცხეთ ამ სპეციალობაზე, რა იყო 1999 - ში, როდესაც სწავლა მაგისტრატურაში განვაგრძეთ და რა არის ეხლა და განსჭვრიტო, ან თუნდაც რა იქნება 2015 წელს. ამიტომ, ჩემს და შენს თაობას, ცოცხალი მატიანეს ფუნქციაც აკისრია ამ დრგში:)

    ReplyDelete
  3. საინტერსო სტატიაა.ალბათ თითოეულ "ცოცხალ მატიანეს" შენსავით საინტერესო ისტორია აქვს თუ როგორ მოხვდა ამ საუცხოო გარემოში.
    წარმატებები ახალი პროექტებისა და იდეების განხორციელებაში!

    ReplyDelete
  4. :))) mec gamaxsenda chemi da PR is istoria da istoriebi romelsac Prime-shi gviyvebodit pirveli taobis PR ebi dzalian momenatra Prime da zustad vicodi rom aucileblad carmatebuli adamiani iqnebodi:)) meti carmatebebi:))))

    ReplyDelete
  5. dzalian magari amonaridi:

    PR – это не стиральная машина для вашего «грязного белья». Слова не должны расходиться с поступками, иначе рано или поздно найдется кто-то, кто увидит правду и крикнет: «А король-то голый!»

    ReplyDelete