Wednesday, February 24, 2010

სიყვარული სავიზიტო ბარათით

დიდი ხანია რაც მსოფლიოში რეკლამა კრეატივად არის ქცეული (განვითარებად ქვეყნებში ჯერ ქცევადი), თუ გინდა კლიენტის გული მოიგო, ქუჩაში ვერ შეაჩეჩებ (სხვათა შორის მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილ) ფლაერს ტექსტით: ”ბონჯო” უკვე საქრთველოშია, ”ბონჯო” - ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე - გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის უპროფესიონალურეს მომსახურებას, ჩვენთვის საზღვრები არ არსებობს და ვაკეთებთ ყველაფერს, ”ბონჯო”, ეს არის უნივერსალური მომსახურება ყველასთვის, დაგვირეკეთ და ისარგებლეთ ”ბონჯოს” მომსახურებით!” (ვიცი რომ ვერ გაიგეთ რა არის ”ბონჯო”, მაგრამ ასეც იყო ჩაფიქრებული ან უ-ებზე გადაყოლილებს ამის ახსნა დაავიწყდათ); ან კიდევ ფანჯრის წინ ვერ გამოუკიდებ ბილბორდს, რომელზეც წარბებშეჭმუხნულ, სიმპატიურ ჩაფხუტიან არქიტექტორს შთაგონებული მზერა ზეცისკენ აღუპყრია (თან ეტყობა რომ კარგად ვერ არის შესული როლში, ცოტაც უტყდება პოზირება და რეჟისორი ფოტოსესიის დროს კარნახობს რაზე იფიქროს), უკანა ფონზე საკმაოდ კარგად მიფოტოშოპებული მისი დაპროექტებული ცათამბჯენები მოჩანს, სლოგანად კი ბილბორდის მთელ სიგრძეზე რამე ამდაგვარი განტოლებაა გადაჭიმული: ”სანამ თქვენ აცნობიერებთ თქვენ სურვილებს, ჩვენ ისინი უკვე გაცნობიერებული გვაქვს!” ან ”ჩვენი შესაძლებლობები ჩვენივე პროფესიონალიზმთან შეჯამებით და თქვენ სურვილებთან შეფარდებით ქმნის საფუძველს თქვენი წარმატებისთვის!”

არადა მომხმარებელი სულ გათავხედდა და უნდა რომ რეკლამა ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდეს.

სავიზიტო ბარათებსაც უკვე აღარ იყენებენ მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციის მისაწოდებლად, ის ისეთივე მარკეტინგული ინსტრუმენტია, როგორიც რეკლამა. ვერ ვიტყვი რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ამ ინსტრუმენტს აქტიურად იყენებდნენ, თუმცა შემიძლია გავიხსენო ერთი უდავოდ დასამახსოვრებელი სავიზიტო ბარათი, რომელიც საკუთარი თვალით ვნახე, რამ დამავიწყოს როგორ შემომიღრინა ბატონი ვეფხია გასვიანის სავიზიტო ბარათის ინგლისურენოვანმა მხარემ - Tiger Gasviani (ღრრრ :). მაინც არ გირჩევთ კრეატიულობის ისეთ ხერხს მიმართოთ, რომელმაც შეიძლება თქვენი გვარის წარმომადგენელთა შესახებ შექმნილი ანეგდოტების რიცხვში ამოგაყოფინოთ თავი.

ამ პოსტში ნახავთ 26 არაჩვეულებრივ, ჭკვიანურ და კრეატიულ სავიზიტო ბარათს, რომლებიც მფლობელებს უნახავად შეგაყვარებენ (მეც ასე მყავს ჩავარდნილი გულში ვეფხო :)


Yuka Suzuki - თმისა და მაკიაჟის სპეციალისტი



იოგას სპეციალისტის სავიზიტო ბარათი



Paul Nielsen - პერსონალური ტრენერი



Ken Speckle Gifts - საჩუქრების მაღაზიის სავიზიტო ბარათი



ბერძნული რესტორნის სავიზიტო ბარათი



Francesca Pasini - ფოტოგრაფი, დიზაინერი




Ramesh Sharma - განქორწინების შემდგომი კონსულტაცია



Dave Ward - ფოტოგრაფი



პიანინოს შეკეთების მომსახურების სავიზიტო ბარათი



Digitopolis - ციფრული ფოტოგრაფიის კომპანიის სავიზიტო ბარათი



Marieke Vanderweeen - ფლორისტი



Wunderburg Design-ის სავიზიტო ბარათი



Junge Schachtel- გრაფიკული და პროდუქტის დიზაინი



Emerson Taymor - დიზაინერი, ფოტოგრაფი



Adworks Media-ს სავიზიტო ბარათი (www.adworks.ro)



The Church - დიზაინი და კომუნიკაციები



Thomas Wood Products (ხის მასალები)



Mark Ramadan- რესტორნების კრიტიკოსი :)


Structural Graphics-ის სავიზიტო ბარათი (სტრუქტურული გრაფიკა)


igvita.com (პროგრამირება, ვებ დეველოპმენტი)


Chris Fisher - რადიოწამყვანი


Sensus Design Factory - დიზაინი


Deisel Design-ის სავიზიტო ბარათი (დიზაინი)


Dave Blank-ის სავიზიტო ბარათი


Celia Keyworth-ის საკვები პროდუქტები


Richard E. Smith - ფოტოგრაფი

წყარო: www.toxel.com

Wednesday, February 3, 2010

ფარული სიმბოლიზმი

ჩვენ ყოველდღიურად გვხვდება თვალში არაერთი კომპანიის ლოგო, მაგრამ ხშირად ბევრს არ ვფიქრობთ ხოლმე მათზე. ჩემში და ალბათ მათშიც, ვინც დიზაინერული ილეთების მიმართ გულგრილი არ არის, ფარული სიმბოლიზმის აღმოჩენა ლოგოებში სასიამოვნო აღმაფრენას იწვევს, რომელიც დიზაინერის გამჭრიახობით არის გამოწვეული.

ამ პოსტში ცნობილი კომპანიების ლოგოებს შევათვალიერებთ უფრო მახვილი თვალით, წინ სასიამოვნო აღმოჩენები გველის.

ამაზონი (Amazon)

ამაზონის ლოგოში a-დან z-მდე მორკალული ისარი არა მხოლოდ ისარია, არამედ კმაყოფილი მომხმარებლების გაბადრული ღიმილიც :), თუ აქამდე ეს არ შეგიმჩნევიათ (თუმცა, რომ არ შეგიმჩნევიათ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის თქვენზე არ მოქმედებდა), თქვენი მომდევნო ვიზიტისას www.amazon.com-ზე აუცილებლად მოგხვდებათ თვალში მომღიმარი ლოგო.

ბასკინ რობინსი (Baskin Robbins)



სიმართლე გითხრათ სანამ ამ პოსტის ორიგინალურ ვერსიას არ გავეცანი, მანამდე არ ვიცოდი, რომ ამ კომპანიის ლოგოც ისეთივე გემრიელი იყო, როგორც ყველასათვის საყვარელი ნაყინი.

ერთი შეხედვით ამ ლოგოში მხოლოდ აბრევიატურას - BR - ვხედავთ, მაგრამ ამ ლოგოს ვარდისფერ ფერში გადაწყვეტილი ნაწილი 31-ს გამოსახავს, სწორედ ამ რაოდენობის განსხვავებულ არომატებს გვთავაზობს BR.

მე კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ბასკინ რობინსი.

ფედექსი (FedEx)



ფედექსის ლოგოს დიდება უკვე ლეგენდადაა ქცეული, თუმცა, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ E-სა და x ასოებს შორის მარჯვნივ მიმართული ისარია გამოსახული, რაც იმის სიმბოლოა, რომ ფედექსი ყოველთვის ზუსტად და დროულად (right on time) ახდენს გზავნილის მიწოდებას ადრესატისთვის.

Milwaukee Brewers



მეც და ალბათ თქვენც ამ ლოგოს შეხედვისას თვალში ბურთი და ხელთათმანი გვეცემა, ოდნავი დაკვირვება (ამას მესამე თვალი არ სჭირდება) და M და b ასოებიც უცებ ამოტივტივდება მხედველობის ზედაპირზე. 

ტობლერონი (Toblerone)



ალბათ გაგისინჯავთ ცნობილი შვეიცარული შოკოლადი ”ტობლერონი”, მისი გემო ჩემთვის აღმოჩენად წლების წინ იქცა, აი რაც შეეხება ლოგოს, ისევ და ისევ ამ პოსტის ორგინალური ვერსიის საშუალებით აღმოვაჩინე, რომ შვეიცარიის მთის სიმბოლოში მნიშვნელოვანი პერსონა - დათვი იმალება, ის შვეიცარიის ქალაქ ბერნის სიმბოლოა, ამ ქალაქში მზადდება ”ტობლერონის” რძიანი შოკოლადის ცნობილი მთაგრეხილი.

წყარო: http://www.frigginrandom.com/hidden-symbolism/


Tuesday, February 2, 2010

წინასწარი ხედვა = კრიზისის გასაღები

დღესდღეობით ყველა ორგანიზაციისათვის იქნება ეს სამთავრობო, ბიზნეს თუ არასამთავრობო, დგება ისეთი პერიოდი როდესაც ჩნდება კრიზისი. კრიზისის პრევენცია და მისი გადალახვა პიარ სპეციალისტის დავალებაა. პიარი, როგორც პროფესია კრიზისული სიტუაციების მოგვარებაში იღებს სათავეს.
კრიზისების მიზეზი შეიძლება იყოს დაკავშირებული ფიზიკურ დაზიანებასთან – ბუნებრივ მოვლენებთან, სტიქიური უბედურებებთან. ზოგიეთი კრიზისი ვითარდება ერთი ადმიანის ან ადმიანთა ჯგუფის წინასწარ განზრახული მოქმედებით.
წინასწარგანზრახული კრიზისები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ განადგურებასთან – ეს ჩვეულებრივ არის ტერორისტული აქტი და გატაცება. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ბოროტი ხმების გავრცელება. არსებობს ასევე არაწინასწარგანზრახული კრიზისები იგი მოიცავს აფეთქებას და ხანძარს.რა ორგანიზაციაშიც არ უნდა მუშაობდეს პიარ სპეციალისტი, კრიზისების უმრავლესობა შეიძლება ვივარაუდოთ და მოვემზადოთ ამისათვის. წინასწარი ხედვა –არის გასაღები კრიზისის გონებრივი გადაწყვეტის.წინასწარხედვა ხშირად მოიცავს იმას, რომ გამოვყოთ კრიზისის ზუსტად ის ტიპები რომელსაც შეიძლება შეეჯახოს ორგანიზაცია.
კრიზისის ბევრი მმართველი სარგებლობს კრიზისის ტიპოლოგიის აღწერით. როგორც კი ისინი არკვევენ კრიზისის ტიპს. მაგალითად “ტექნოლოგიურს” მათ უადვილდებათ კრიზისის საწინააღმდეგო ღონისძიებების მოფიქრება. შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილი ნებისმიერი შესაძლო კრიზისა არის კომპანიის სუსტი ადგილის გამოვლენა კრიზისის განვითარების უარესი ვარიანტის შემთხვევაში.
კრიზისის მართვაში ფასდაუდებელი დახმარება შეიძლება გასწიოს სწორმა ორმხრივმა პიარის მოდელმა. კრიზისის შემთხვევაში ორგანიზაციისათვის პრობლემას წარმოადგენს მის მიერ არჩეული საქციელის ტიპი. კრიზისი, რომელსაც ეჯახება ორგანიზაცია, ეს არის იზოლირებული მოვლენა ან ჯაჭვი მოვლენების. ეს არის ნაწილი იმ გარემომცველი გარემოსი, რაც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს. კრიზისების 14% ხდება მოულოდნელად, როგორც აჩვენებს კრიზისების მართვის ინსტიტუტი გამოკვლეულია 50 000 – ზე მეტი შემთხვევა. დანარჩენი 86% იყო მეტნაკლებათ ნაწინასწარმეტყველები.. აი რატომ არის აუცილებელი კრიზისის გეგმაზე მუშაობაში ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციის თანამშრომელი. კრიზისის მართვა შეიძლება გამოიხატოს რამოდენიმე სიტყვით: ვთქვათ სიმართლე და რაც შეიძლება მალე. თუ როგორ მოვიქცევით კრიზისის დროს ეს რაღაც ხარისხით იმოქმედებს მომავალზე. სავარაუდო დაგეგმვის დახმარებით შეიძლება დაიკლოს კრიზისის სიმწიფემ, აგრეთვე გაარკვევს ან შეცვლის კომპანიის რეაქციას. იმის მიუხედავად მუშაობს თუ არა იგი დახურულ ან ღია სივცეში. კრიზისზე რეაქცია დიდი ხარისხით ისაზღვრება ოგანიზაციაში არსებული ვითარებით. ყველა არასწორი გადაწყვეტილებიდან, რომელიც შეიძლება მივიღოთ კრიზისის დროს არის ინფორმაციის ბლოკირება კრიზისის დროს. ხმების გავრცელების ალბათობა ძალიან მცირეა როცა ინფორმაცია გახსნილია და მისაწვდომი. ანტიკრიზისული დაგეგმვის დროს ყოველთვის საჭიროა შევისწავლოთ კომპანიის კომუნიკაციური კლიმატი. მოსალოდნელია, რომ კრიზისის დროს გაიზარდოს მოთხოვნილება ინფორმაციაზე. სამწუხაროდ კრიზისის შესახებ მონაცემების მიღება წინასწარ შეუძლებელია. იოლად გაუმკლავდებით კრიზის, თუ ჩვენ ორგანიზებას გაუკეთებთ საქმეს ისე, რომ ჩვენამდე მოვიდეს ყველა ინფორმაცია. რომელიც შეიძლება მივიღოთ დროზე ადრე. ამ მონაცემების შენახვა და დროულად აღდგება ძნელია, მაგრამ აუცილებელი. მნიშვნელოვანია პერიოდული შემოწმება და განახლება ამ ინფორმაციის.
კარგი გეგმა – ეს არის ისეთი გეგმა, რომელიც მოიცავს გამოსაყენებელ ინფორმაციას და ძირითად მომზადებულ მონაცემებს.რატომ არის სასურველი, რომ ანტიკრიზისული გეგმა განვიხილოთ წინასწარ? იმიტომ რომ მაშინ ჩნდება შესაძლებლობა აუდიტორიასთან ხელმძღვანელობის მუშაობის, სანამ კრიზისი მოხდება.
სამი ძირითადი ელემენტი წარმატებული ორგანიზაციის ურთიერთობისა კრიზისის დროს:
1. ურთიერთობის გეგმის არსებობა, როგორც საერთო ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი.
2. შესაძლებლობა იმისა, რომ შეიკრიბოს ანტიკრიზისული ჯგუფი.
3. კომპანიის ერთპიროვნული ხელმძღვანელის არსებობა კრიზისის დროს.ურთიერთობის გეგმის დამუშავების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპანიის თანამშრომლები მოუყვებიან კრიზისის შესახებ თავიანთ ახლობლებს. ურთიერთობის მართვა კრიზისის დროს – ეს არის თვით კრიზისის მართვა.
მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ იქნება მოთხრობილი მოვლენაზე: მან უნდა გამოიწვიოს ნდობა და იყოს მისაღები. ამიტომ რობერტ ჰიტი გვირჩევს მივყვეთ თხრობის ფორმებს, იმიტომ რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა უნდა იცოდეს: ვინ, რა, როდის, სად, რატომ და როგორ. ის ამბობს: ,,პირველრიგში საჭიროა გაცნობიერება, რომ კრიზისზე პასუხი გულისხმობს კრიზისის აღწერას: ამის შემდეგ მას უნდა მოსდევდეს ამ აღწერის შემადგენელი კრიტიკული და სტრატეგიული შერჩევა და ბოლოს ანგარიში კრიზისზე”. აუცილებელია, რომ ეს ანგარიში იყოს ობიექტური და აჩვენებდეს, რომ ორგანიზაცია აკონტროლებს სიტუაციას და არის შესაძლებლობები მისი გადაწყვეტისა.იმის შემდეგ რაც შემუშავებულია ანტიკრიზისული გეგმა და მას გაეცნენ თანამშრომლები, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პასუხისმგებელი და ნდობის გამომწვევი კომპანიის წარმომადგენლის (სპიკერის) არჩევა.
მთავარი არ არის ის, თუ როდის იქნება გადაწყვეტილი კრიზისი, არამედ დატოვებს თუ არა ის მის შემდეგ წარმატების გრძნობას. აქედნ გამომდინარე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზაციის ხედვას კრიზისთან დაკავშირებით, ასევე პიარ სპეციალისტის სამუშაოს, რომელიც გამოიხატება კრიზისის პრევენციასა და მის დარეგულირებაში.


ელდარ პირმისაშვილი