Tuesday, March 25, 2014

"პიარ დღეები 2014"

2014 წლის 4-5 აპრილს თბილისი უმასპინძლებს „პიარ დღეები 2014“ - ს. პროექტი პროფესიული გაერთიანება პიარ კლუბის ორგანიზებით ჩატარდება და ის ორი დღის განმავლობაში, სხვადასხვა პიარ აქტივობებით იქნება დატვირთული. პროექტის მიზანია პიარ სფეროს პოპულარიცაზია - ამ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსების ერთ სივრცეში გაერთიანება, გამოცდილების გაზიარება, სიახლეების ურთიერთგაცვლა, პრობლემატური საკითხების გამოვლენა და მათი მოგვარების გზების ძიება. პროექტი „პიარ დღეები“ 2006 წლიდან იღებს სათავეს და მას გარკვეული წვლილი მიუძღვის სფეროს განვითარებასა და წინსვლაში. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულიდან: