Sunday, May 31, 2015

რასაც ამბობ და აკეთებ - ეს პიარია !


„ბოლო დოლარიანი რომ მქონდეს დარჩენილი პიარზე დავხარჯავდიო“ თქვა ბილ გეიტსმა, ვფიქრობ მისი ეს სიტყვები გამოხატავს დღევალდელ მსოფლიოში პიარის (საზოგადოებასთან ურთიერთობის) მნიშვნელობას და როლს.
პიარი ისეივე ძველია, როგორც ძველი ცივილიზაცია და ისეთივე ახალი როგორც, ახალი ტექნოლოგიები, პიარმა თავისი განვითარების ეტაპზე ტრანსოფრმაცია განიცადა და ისეთი სახე მიიღო როგორიც დღეს აქვს. პიარს მისი კომუნიკაციური ფუნქციიდან გამომდინარე აქვს დიდი გავლენა, როგორც ორგანიზაციის განვითარებაზე ასევე მასობრივი აუდიტორიის მართვაზე, დღეს გავლენა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა და შესაბამისად პიარის მართვის ფუნქცია გავლენის მოპოვებაზეა ორიენტირებული.
დღესდღეობით ყველა ბიზნეს ორგანიზაცია საქართველოში ხვდება პიარის მნიშვნელობას და მისი მეთოდების ეფექტურობას, თუმცა, როგორც ორგანიზაციების ასევე ამ ორგანიზაციებში მომუშავე პიარ სპეციალისტების  უჭირთ სტრატეგიული ხედვის და გრძელვადიანი პიარ პროგრამების დაგეგმვა.
პიარ გეგმის არსებობა ორგანიზაციაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კომუნიკაცია ადამიანებს შორის. ბიზნეს ორგანიზაციისთვის გეგმის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ა.შ.შ - ში დახლოვებით 90 % ბიზნეს ორგნიზაციებს აქვთ პიარ გეგმა შემუშავებული, ხოლო საქართველოში მხოლოდ 38 % მდე ორგანიზაციას აქვს პიარ გეგმა. საქართველოს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ რეალურად ძალიან ცოტა ორგანიზაციას აქვს პიარ გეგმა და შესაბამისად ეს იმას ნიშნავას, რომ დანარჩენ ორგანიზაციებს არ აქვთ თანმიმდევრული და რეგულარული ურთიერთობა, ხოლო კომუნიკაციების დაგეგმვის გარეშე რთულდება ეფექტური და გამიზნული შედეგის მიღება.
პირველადი პრობლემა ქართული ბაზრისთვის ცოდნის დეფიციტია, ხშირად არაერთგვაროვანია პიარ გეგმის შესახებ დამოიდებულება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა მცირე ზომის სახელმძღვანელო, რომელიც ჯიბის წიგნის ფუნქციას შეასრულებდა. „10 ბანიჯი პიარ გეგმის შესადგენად“ მარტივი და მოკლე სახელმძღვანელოა ბიზნეს ორგანიზაციეში მომუშავე მენეჯერებითვის, რომ შეძლონ ეფექტურად და მარტივად დაგეგმონ თავიანთი პიარ საქმიანობა და მიიღონ გრძელვადიანი და ეფექტური შედეგი. აქტიური პიარი აადვილებს მომხმარებლებში დადებითი ცნობადობის შექმნას, კომპანიის ბრენდის ღირებულებების მიტანას და ნდობის და ლოიალობის მოპოვებას, რაც ყველა ორგანიზაციის მიზანია.
წიგნში „10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად“ განხილულია პიარ გემის შედგენის საფეხურები: როგორ მოვახდინოთ კომპანიაში და მის ირგვლივ არსებული სიტუაციის შესწავლა და გაანალიზება, როგორ შევიმუშაოთ პიარ გეგმის მიზნები, მოვახდინოთ მიზნობრივი ჯგუფებისა და დაინტერესუბული მხარეების ზუსტად განსაზღვრა, სტრატეგიის და ტაქტიკის ჩამოყალიბება და ეფექტური შეფასების გეგმების განსაზღვრა.  ვფიქრობ ამ მარტივი სახელმძღვანელოს მეშვეობით შევძლებ კომპანიების დაინტერესებს გახადონ მათი იმიჯი უფრო ეფექტური და შეიმუშაონ პიარ გეგმა. სახლმღვანელოზე დაყრდნობით ათმა ქართულმა ორგანიზაციამ მოახერხა კომპანიის ეფექტური პიარ გეგმის შემუშავება და განხორციელება რაც დასაწყისისთვის კარგი შედეგია.  პიარ გეგმა ხომ კომპანიისათვის წარმატებული იმიჯისა და რეპუტაციის ეფექტურად მართვის წინაპირობაა.

ელდარ პირმისაშვილი
პიარ სპეციალისტი, ავტორი წიგნისა „ 10 ბანიჯი პიარ გეგმის შესადგენად“

სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო „პერიტუს გრუპი“-ს დირექტორი