ეს ბლოგი ეძღვნება ყველას ვინც დაინტერესებულია სტრატეგიული კომუნიკაციებით, პიარ პრაქტიკითა და თეორიით, მარკეტინგული და ინტერაქტიული კომუნიკაციებით, ახალი მედიითა და სოციალური ქსელებით. ეს ბლოგი ამ ყველაფერს ერთ ”ჭერქვეშ” აერთიანებს.
Sunday, May 31, 2015
რასაც ამბობ და აკეთებ - ეს პიარია !
Sunday, June 22, 2014
მართე შენი იმიჯი !
Tuesday, March 25, 2014
"პიარ დღეები 2014"
Saturday, June 15, 2013
8 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყო ბედნიერი პიარ საკონსულტაციო ბიზნესით დღეს
1. პიარი აქტუალურია
პიარი აქტუალურ და მოდურ ფაზაში შევიდა. დღესდღეობით დიდი მოთხოვნილება არსებობს პიარზე, როგორც სამთავრობო, ასევე ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში. პიარის პოტენციალი უსაზღვროა. ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით პიარის ბიზნესის გლობალიზაციაზე და დღეს ვხედავთ, რომ საკონსულტაციოების რიცხვი გაიზარდა მსოფლიოს მასშტაბით. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ ფირმებს უკეთ ესმით თავიანთი ბაზრის მოთხოვნილებები ვიდრე გლობალურ კომპანიებს.
2. სწავლა, სწავლა და სწავლა
მსოფლიოს და საქართველოს მასშტაბით თვალნათლივ ჩანს რამდენად გაიზარდა პიარის შესწავლაზე მოთხოვნილება, როგორც საუნივერსიტეტო ასევე ფორმარული და არაფორმალური ტრეინიგ–კურსების კუთხით.
3. ვაკანსია პიარ მენეჯერი
ბოლო დროს ხშირად შეხვდებით პიარ მენეჯერის შესახებ გამოცხადებულ ვაკანსიას სხვადასხვა ორგანიზაციებში, რაც ბაზრის მზაობის ტენდენციაზე მიუთითებს და პიარის პოპულარობისა და სწავლაზე მოთხოვნილების ზრდის ადეკვატური ხდება. პროფესიონალ კადრებზე მოთხოვნილების ზრდა და ორგანიზაციების მზაობა ეს უფრო მეტად უწყობს ხელს ინდუსტრიის პროფესიულ განვითარებას და აფართოებს სამომავლო პერსპექტივებს.
4. ტექნოლოგიები მოგვცემს თავისუფლებას
პიარის მნიშვლევანწილად განვითარებას ხელს უწყობს ინტერნეტ კომუნიკაციების ზრდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და კოზირია ჩვენთვის.
საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უკვე სოციალური მედიის ინსტრუმენტების გამოყენებაზე და მართვაზე არის დაფუძნებული, რომლის როლიც დღითიდღე იზრდება. დღეს კიდევ მიდის პროცესი და ტრანსფორმაცია ციფრული აპლიკაციების და სოციალური მედიის გარშემო.
5. ფსიქოლოგია
ვიდრე ჩვენ კონცენტრირებას ვაკეთებ ინფორმაციიის მოძრაობასა და იდეებზე, ასევე საინტერესოა ეს იდეები და აზრები და გადაწყვეტილებები როგორ ფორმირდება ადამიანის ტვინში. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფსიქოლოგია და ადამიანური ბუნების გაგება ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენს საქმეში, მაგრამ ჩვენ დავინახავთ, რომ სოციალური მეცნიერება ჩვენს სტრატეგიაზე მნიშვნელოვნად დომინირებს.
6. რეკლამის ღირებულების ექვივალენტი მკვდარია
ყოველ შემთხვევაში თუ მკვდარი არაა უკვე, ის კვდება. მათ, ვინც უკვე იცნობს კომუნიკაციების გაზომვისა და შეფასების პრინციპებს ეცოდინება, რომ ადამიანები უფრო მახვილგონიერები გახდნენ და მათ გონებაში არსებული რეკლამის დეტექტორების მოცულობა გაიზარდა.
რეკლამა ჩვენი „მეგობარია“
პიარ შეხვედრებზე ერთ-ერთი მუდმივი შემაფერხებელი არის სარეკლამო სააგენტოები და მათი შემოტევა ჩვენს „სამყაროში“. ეჭვგარეშეა ისიც, რომ მარკეტინგული და პიარ საკომუნიკაციო არხების არევაც მუდმივად ხდება.
მაგრამ ვფიქრობ, რომ სარეკლამო სააგენტოს და ჩვენი ერთობლივი მუშაობა უფრო მეტი შესაძლებლობაა წარმატების მიღწევის და კლიენტის პრობლემის გადაჭრის. და იმის ნაცვლად, რომ ვიკამათოთ, პიარი უპირატესია თუ რეკლამა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თანამშრომლობის გზები მოვძებნოთ და ჩვენი კლიენტებიც მეტად კმაყოფილები დარჩებიან.
7. კორპორატიული კომუნიკაცია წინა პოზიციაზე გადმოდის
გამჭვირვალეობასთან ერთად მოდის კრიტიკული შეფასებებიც. გარე აუდიტორიას – მომხარებლები, ინვესტორები, მარეგულირებლები – სურთ, რომ იცოდნენ კომპანიები ნამვილად აკეთებენ იმას, რასაც დაპირდნენ. ეს წარმოადგენს შესაძლებლობას კომუნიკაციის კონსულტატნებისთვის, რომ შექმნან კორპორატიულ პოლიტიკა.
8. ჩვენ ვცვლით სამყაროს
პიარის და სტრატეგიული კომუნიაციების ტექნიკების ეფექტურად გამოყენება და მართვა გვაძლევს საშუალებას დომინანტის როლი გვქონდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესზე, პიარს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეუძლია ცვლილებების მოხდენა განწყობისა და ქცევის დონეზე, რომელიც ინფორმაციის და მესიჯის სწორ ინტერპრეტირებაზე და რეციპიენტის მართებულად განსაზღვრაზე არის დაფუძნებული.
სტატიის ავტორი ელდარ პირმისაშვილი “პერიტუს გრუპის” ექსპერტი
გამოყენებული წყარო: კეტჩუმის ბლოგი და მიმომხილველი დევიდ გალაგჰერი
Monday, November 19, 2012
პიარი და პოლიტიკა
Tuesday, April 10, 2012
პიარ პერსონა
სულ ვამტკიცებ, რომ ჩვენ პროფესიაში მთავარია ხასიათი, რომელიც განაპირობებს წარმატებას კარიერაში, ურთიერთობების და ადამიანების სიყვარული, ადვილად შეგუებადობა. პროფესიის სიყვარული და ენთუზიაზმი ეს ის ფაქტორებია, რომელიც აყალიბებს პიარის სახეს. სულ მაინტერესებდა პიარ სპეციალისტები რა პიარ მეთოდებს იყენებენ პირადი პიარისთვის. გამიგია რამოდენიმე პიარ სპეცილსიტისაგან, რომ „მათ არ უნდა პიარი“, მე არ ვეთანხმები ამ მიდგომას, ეს დაახლოებით იმას გავს სალონში დალაქი (ახლანდელი სტილისტი) რომ გეუბნება ძალიან კარგ ვარცხნილობას გაგიკეთებო და თვითონ საოცარი ვარცხნილობა აქვს. რათქმაუნდა არ დავიჯერებთ, თუმცა ამ მოსაზრების საპირისპირო მოსაზრებებიც არსებობს. მაგალითად ერთ–ერთი ამერიკელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ შეიძლება იყო ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი, მაგრამ არ იცოდე ფეხბურთის თამაში ან პიარს უკეთებდე ისეთ პროდუქტს, რომელზეც არ გაქვს დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია. ჩვენი კარიერის განმავლობაში სხვადსხვა ბრებდებთან და პროდუქტებთან გვიწევს ურთიერთობა და ყველა სფერო რომ სრულყოფილად შევისწავლოთ ერთი ასი წელი არ გვეყოფა. საკმაოდ საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა ბატონი დენისი, მიუხედავათ მისი ასაკისა, ამოუწურავი ენერგია და ენთუზიაზმი აფრქვია საქართველოშო, არ ეზარებოდა არაფერი.
პირველი ჩვენი შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში შედგა, სადაც დოქტორი უილკოქსი სემინარს ატარებდა მაგისტრანტებისათვის, შემდეგ ჩვენ რამდენიმე არაფორმალურ გარემოში შევხვდეით, კერძოთ თბილისის რამოდენიმე რესტორანში და ქალაქ სიღნაღში, ასევე ის პიარ სააგენტო ფაბლისითის ოფისშიც გვეწვია და რჩევა დარიგება მოგვცა ბიზნესის განვითარების კუთხით. სასიამოვნო და საყვარელი მოხუცი ასე შემიძლია დავახასიათო ის, თუმცა პირველი რაც გახსენდება მისი პროფესია და უდიდესი გამოცილებაა, როგორი საამაყოა მეათეთ რომ გამოსცემ წიგნს რომელიც 300 სხვადასხვა უნივერსიტეტებში გამოიყენება, როგორც აშშ - ში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თავიდან სანამ გავიცნობდი, მეგონა ამბიციური და ცოტა ჩაკეტილი ადამიანი იქნებოდა, ალაბთ ჩემი ეს წარმოდგენა მისი სტატუსით იყო გამოწვეული. ვფუქრობდი, რომ ის პოპულარული და წარმატებული ადამიანია და ძალიან ბევრი რამ უნახავს, შესაბამისად მის ასაკში ნაკლებად ენერგიულები და ენთუზიასტები არიან და მსმენია, რომ ესეთ სტატუსს და დონეს, რომ მიაღწევენ ცოტას საუბრობენ და მათგან მიღებული ორი სიტყვაც ღირებულია, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს მითი დაიმსხვრა.
როგორც თავში ავღნიშნე მისი პიარი მისი წიგნებია თუმცა აქაც შეგვიძლია ვთქვათ რომ პიარში უამრავი წიგნია და რატომ უილკოქსი?!, შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ის ყველაზე კარგად წერს ან იცის პიარი ? მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში მთავარი არის არა შიგთავსი არამედ მიწოდების გზები. იგი დაუკავშირდა მსხვილ გამომცემოლობა პირსონს და აღმოჩნდა საჭრო დროს საჭირო ადგილზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პიარის კარგად ცოდნა, თუმცა ეს არ გამორიცხვას, რომ მან პიარი არ იცის ან არაკომპეტენტურია. მან თბილისში რამოდენიმე უფასო სემინარი ჩაატარა სხვადასხვა უნივერსიტეტების და პირს კლუბის წევრებისათვის, ძალიან საინტერსო სემინარები იყო მაგრამ გამოხმაურება არაერთგვაროვანი. ერთნი ამბობდნე, რომ დიდი არაფერი, მეორენი კი აღფრთოვანებული იყვნენ. ალაბათ ამ შემთხვევაში ან ყველა შემთხვევაში წინასწარ განწობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორი იყო მოლოდინი?! ერთი გაფიქრება გავიფიქრე ამერიკაში რომ ვიყო რა საქმესაც მე ვაკეთებ მილიარდერი ვიქნებოდითქო, მაგრამ მერე გამახსენდა: საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდენ ამაზე ....
წასვლის წინ მე, როგორც ფაბლისითი ჯგუფის წარმომადგენელმა ინტერვიუ ჩავწერე მასთან საინტერსო სამი კითხვით. პირველი რა საჭიროა ორგანიზაციაში პიარ სპეციალსიტი და რა განსხვავება პიარის და მარკეტინგს შორის, მეორე კითხვა ეხებოდა მედისათან ურთიერთობას და კონკრეტულად მედია რელიზის მომზადების ახალ მიდგომებს და მესამე კითხვა პიარ კლუბის შექმნას უკავშირდებოდა, ანუ რამდენად მნიშვნელობანია პიარ კლუბის მუშაობა, რადგან მან პიარ კლუბს რჩევა–დარიგებები მისცა. როგორ უნდა განვითარდეს კლუბი და რა უნდა შესთავაზოს წევრებს.
პიარ პერსონა, რომ იყო საჭიროა – საქმემან შენმამ წარმოგაჩინოს. ამ შემთხვევაში მისი საქმე ანუ პროდუქტი – წიგნებია. ეს კი დაპირებული ინტერვიუ დოქტორ ვილკოქსთან.
სტატიის ავტორი: ელდარ პირმისაშვილი
Tuesday, April 3, 2012
19 წლიანი გამოცდილება - წინ ქართული პიარ პროფესიული გაერთიანებებისკენ
იმისთვის, რომ შევაფასოთ პიარ პრაქტიკის განვითარების დონე რომელიმე ქვეყანაში, ერთ-ერთი კრიტერიუმად შეიძლება გამოვიყენოთ იმის დადგენა, თუ არსებობს ამ კონკრეტულ ქვეყანაში რაიმე ტიპის პროფესიული, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს, როგორც მისი წევრების პროფესიულ ზრდაზე, ასევე პიარ სტანდარტების დანერგვაზე და ზოგადად დარგის განვითარებაზე. რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში? 2012 წლამდე რომ ეს კითხვა ვინმეს დაესვა, ვიტყოდი, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა, რადგან იმ პერიოდში ქვეყანაში არ არსებობდა მოქმედი რაიმე ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაცია. მაგრამ სურათი შეიცვალა 2012 წლის მარტის თვეში, როდესაც საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა პიარ კლუბი, პირველი ასეთი მასშტაბური პიარ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსების წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გილდიაა. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია.
რამდენი წელი მოუნდა საქართველო ამ გზის გავლას? მინიმუმ 19 წელი, რადგან საქართველოში საზოგადოებრივი ურთიერთობების სახელის და მისი არსის შემოტანა 1993 წელს უკავშირდება, როდესაც ფუძნდება თბილისის საზოგადოებრივი ურთიერთობების ცენტრი, რომელიც 1998 წელს საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტად გადაკეთდა. 1994 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ – ტექნიკური ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრაზე ყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობა, რომელმაც საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველი სპეციალისტები ბაკალავრის ხარისხით 1999 წელს, ხოლო მაგისტრის ხარისხით 2001 წელს გამოუშვა. მოგვიანებით, ანალოგიური სპეციალობის ორსაფეხურიანი სწავლება იწყება სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში. საუნივერსიტეტო სწავლების კვალდაკვალ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველი მაგისტრანტები 2001 წელს, საქართველოში იწყებენ საზოგადოებრივი ურთიერთობების 6 თვიანი საპილოტო კურსის განხორციელებას უმაღლეს სასწავლებელ კავკასიის აკადემიურ ცენტრთან, ხოლო მოგვიანებით სხვადასხვა სასწავლო-ტრეინინგ ცენტრები და პროფილური დარგობრივი სკოლები რეგულარულად სთავაზობენ სხვადასხვა მოკლევადიან ტრენინგებსა და სასერთიფიკატო პროგრამებს საზოგადოებასთან ურთეირთობებში და მომიჯნავე დისციპლინებში. საზოგადოებრივი ურთიერთობების საუნივერსიტეტო და მოკლევადიანი სასერთიფიკატო სწავლების პარალელურად ყალიბდება პირველი სტუდენტური პროფესიული ორგანიზაციაბი, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალგაზრდული ასოციაცია 1999 წელს, რომლის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა პიარ სპეციალისტების დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო და პიარ სტუდენტების ევროპული ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი 2004 წელს. ეს უკანასკნელი ევროპული პიარ გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა იყო საქართველოდან ათეულობით პიარ სტუდენტისთვის. ამას გარდა, ამ ორგანიზაციას ეკუთვნის საქართველოში, პირველი და ერთადერთი საზოგადოებრივი ურთიერთობების და საკომუნიკაციო მეცნიერებების რესურს ცენტრის დაარსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევდა სტუდენტებს სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისთვის, ცოდნის გაზიარებისა და საკმაოდ დიდი დარგობრივი წიგნის ფონდის გამოყენებისათვის. უნდა აღინიშნოს რომ ორივე ორგანიზაციის იდეა დაიბადა და განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალობის სხვადასხვა თაობაში. საუნივერსიტეტო და მოკლევადიანი სასერთიფიკატო სწავლების და სტუდენტური პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობის პარალელურად, 2003 წელს იქმნება პირველი ქართულენოვანი საინფორმაციო – საგანმანათლებლო ინტერნეტ გამოცემა “პიარ მეგზური”, რომელიც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას ინტერნეტ მისამართზე www.prguide.ge.
საქართველოში პიარ სფეროს განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ 2005 წელი, როდესაც საინიციატივო ჯგუფის რამოდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ჩატარდა პირველი პიარ ონლაინ კონფერენცია, სადაც მოქმდი პიარ პრაქტიკოსების მიერ რამოდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა სხვადასხვა იმ პერიოდში დარგში არსებული პრობლემური საკითხები. ამ ონლაინ კონფერენციის შედეგად ჩამოყალიბდა პიარ ონლაინ კლუბი, სადაც მუდმივად მიმდინარეობდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. სწორედ, პიარ ონლაინ კლუბის აქტიური წევრები ერთ მშვენიერ დღეს მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელი იყო პიარის, როგორც ახალი საკომუნიკაციო პროფესიის გაცნობა საზოგადოებისთვის და ამავე დროს, ყველა ამ დარგში მომუშავე პროფესიონალის დაახლოვება და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა. გადაწყდა ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება პრაქტიკოსებს შორის, რომლის საბოლოო მიზანი, ამ დარგის განვითარება იქნებოდა. ამ სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი “PR - დღეების” რეგულარული აღნიშვნა იყო საქართველოში. შედეგმაც არ დააყოვნა და 2006 წლის 24-25 ივნისს, თბილისმა პირველად უმასპინძლა “PR - დღეებს”, რომლის ჩატარების მიზანი პიარის, როგორც ახალი პროფესიისა და პრაქტიკის პოპულარიზება იყო. “PR დღეების” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მედიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, პიარის, რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე პრეს სამსახურების ხელმძღვანელებმა.
“PR - დღეები” საქართველოში პირველი სტუდენტური პიარ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვებითა და საქართველოში პიარ სწავლების 10 წლის იუბილეს აღინიშვნით დაიწყო, რომლის მასპინძელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო. “PR - დღეები” გაგრძელდა სხვადასხვა პიარ პროფესიული ვებ.რესურსების და პირველი ქართულენოვანი პიარ სამაგიდო ენციკლოპედიის გამოცემის პრეზენტაციებით. ამავე კვირეულის ფარგლებში მოეწყო 2005 წლის პიარ პერსონის, პიარ პროექტის და ამ დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება. ეს იყო ყველაზე მასშტაბური პიარ პროფესიუნალების პირველი შეკრება ამ პერიოდისთვის. ამ დროსვე გაცხადდა საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ნაციონალური ასოციაციის, როგორც პიარ პრაქტიკოსების პროფესიული ერთობის შექმნის იდეა, რაც “PR - დღეების” ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მონაწილეთა ხელმოწერებით დაფიქსირდა. მიუხედავად ასეთი მდიდარი გამოცდილებისა და დეკლარილებული გადაწყვეტილებისა, 2006 დან 2012 წლამდე, არათუ ნაციონალური პიარ ასოციაცია, არამედ არანაირი პიარ პროფესიული ორგანიზაცია არ ჩამოყალიბებულა საქართველოში. მიუხედავად ამისა, პიარ პრაქტიკა მაინც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში.
შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ რა საჭიროა მსგავსი ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაციის ან ორგანიზაციების არსებობა თუ პრაქტიკა ისედაც ვითარდებაო? ფაქტია, რომ ყველა ის ქვეყანა, სადაც არსებობს ერთი ან რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაცია, პიარი, როგორც პრაქტიკა და პროფესია უფრო განვითარებულია, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც არანაირი მსგავსი, თუნდაც არაფორმალური პროფესიული გაერთიანება არ არსებობს. ასეთი ტიპის გაერთიანებები, შეიძლება დარგის განვითარების ერთგვარ ინდიკატორადაც გამოვიყენოთ და ზუსტად ამიტომ, საქართველოში პიარ კლუბის დაფუძნება მხოლოდ მისასალმებელია. ის სფეროს განვითარების ერთგვარ სტიმულს იძლევა.
და მაინც, რას საქმიანობენ წევრობაზე დაფუძნებული დარგობრივი პიარ პროფესიული ორგანიზაციები? მაგალითად ამერიკის პიარ საზოგადოება, ეს არის აშშ-ს უდიდესი პიარ პროფესიონალების გაერთიანება, რომელიც 21,000 წევრს ითვლის და მათ სხვადასხვა პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს სთავაზობს, მათ შორის ტრენინგებს, კონფერენციებში მონაწილეობას და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსებს. ასევე წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და მათ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს. თუმცა, ეს ორგანიზაცია გარდა წევრების პროფესიული განვითარებისა, მუშაობს დარგისათვის სტანდარტების ჩამოყალიბებაზე და პროფესიული პიარ ეთიკის კოდექსის შექმნასა და ყველა წევრის მიერ მის განუხრელ დაცვაზე. და როდის დაფუძნდა ეს ორგანიზაცია? 1947 წელს! ანუ, აგერ უკვე 65 წელზე მეტია, რაც ეს ორგანიზაცია გვევლინება პიარ დარგის განვითარების ფლაგმანი, რომელიც უამრავი სხვადასხვა მომსახურებებითა და პროგრამებით მთლიანოაბში ხელს უწყობს პიარის, როგორც პრაქტიკისა და თეორიის განვითარებას აშშ-ში. თუმცა, გარდა ამ ორგანიზაციისა, სხვა უამრავი პიარ პროფესიული ორგანიზაციაა აშშ-ში წარმოდგენილი. ამიტომაცაა, რომ დღეს პიარ საქმიანობა და პროფესია ყველაზე დაფასებული და სწრაფად განვითარებადი ამ ქვეყანაშია. გარდა აშშ-სა, ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში ფუნქციონირებს მსგავსი ტიპის ნაციონალური, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გაერთიანებები, მაგრამ არიან სხვა ტიპის, კლუბური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტიპის ორგანიზაციებიც, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ პიარ სტანდარტების და ეთიკური ქცევის კოდექსების ჩამოყალიბებას, დანერგვას და მათ დაცვას. საქართველოში მსგავსი ტიპის ორგანიზაციების არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ პიარ საქმიანობაში ეთიკური ქცევის ნორმების და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას, პიარ პრაქტიკოსების დაოსტატებას და კვალიფიკაციის ამაღლებას და რაც მთავარია, ამ უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებას. ამიტომ, საქართველოში პიარ კლუბის დაფუძნება 2012 წლის მარტის თვეში იმედის მომცემია, რადგან მისი საქმიანობით, პიარ პრაქტიკა განვითარების სხვა ეტაპზე გადავა. ამასთანავე ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა უფრო სპეციალიზირებული პიარ პროფესიული ორგანიზაციების შექმნა, მათ შორის კი უმნიშნელოვანესი იქნება ქართული, ნაციონალური პიარ ასოციაციის დაფუძნება. დრო ცოტაა, არადა დარგის განვითარებას ახალი ენერგია და მიდგომები სჭირდება. ჩვენ ისედაც 19 წელია პასიურ რეჟიმში ვართ!
Sunday, March 25, 2012
გადაცემა ”აქ და ახლა”: რა გავლენა აქვს პიარს საზოგადეობაზე
22 მარტს, რადიო პალიტრამ, მისი ერთ-ერთი გადაცემის "აქ და ახლა" ფარგლებში სტუმრად მიმიწვია მე და ქალბატონი მარიკა დარჩია. საუბარი იყო ზოგადად პიარ პრაქტიკაზე და პიარ საქმიანობის საზოგადოებრივ გავლენაზე. მიუხედავად იმისა, რომ დრო ბევრი არ იყო, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც მოხერხდა მსმენელისთვის პიარ პრაქტიკის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება. მსგავსი თემატიკის გადაცემების სიმრავლე სხვადასხვა მედია საშუალებებში რომელსაც უფრო თეორიულ-განმარტებითი და დარგის ეტაპობრივი განვითარების ექსკურსის შესაძლებლობას იძლევა, აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს პიარის, როგორც საკომუნიკაციო პრაქტიკის გააზრება მოსახლეობაში.
წყარო: რადიო პალიტრა
Wednesday, January 18, 2012
ქვიშაში აღმოცენებული ქალაქი

დღევანდელ მსოფლიოში დიდი კონკურენციაა ქვეყნებსა და ქალაქებს შორის, ყველა ცდილობს მოიზიდოს ტურისტები, წარმოაჩინოს თავიანთი უნიკალურობა და თვითმყოფადი კულტურა. დღითიდღე რთულდება ქალაქებს შორის განსხვავებულობის და მიზნობრივი ჯგუფებისათვის ახალი სრულიად განსხვავებული პოზიციის დაკავება. ალაბთ ყველას გაუგია არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის შესახებ. რა აქვს მას უნიკალური, რითი გასხვავდება სხვა ქალაქებისაგან და რატომ იყრის თავს ერთად ამდენი ტურისტი და ბიზნესმენი დუბაიში !?
მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ დუბაისთან დაკავშირებით, რადგან ახლახანს დავბრუნდი ამ შესანიშნავი ქალაქიდან.
როდესაც დუბაიში მივდიოდი ალაბთ, როგორც ყველა იქცევა დავიწყე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება ქალაქის შესახებ, რომელიც გარკეულ წარმოდგენას ქმნის თუმცა ნაკლებად რეალურს, ძირითადად წარმოჩენილია ცათამბჯებენის ფოტოები და ინფორმაცია ეკონომიკისა და ტურიზმის შესახებ, მეორე ინფორმაციის წყარო არის ის ადამიანები, რომლებიც იყვენ დუბაიში, რომლებსაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ დუბაის მიმართ, ზოგიერთი ამბობს, რომ ძალიან მოეწონა ზოგი კი ამბობს „არაფერი განსაკუთრებულიო“.
პირველი რაც დუბაიში ყურადღებას მიგაქცევინებს არა ცათამბჯენები არამედ ამბიციაა, რომელიც მთავარია, ხოლო ამბიციას + კარგი მარკეტინგი და პიარი ხომ იდეალური შემთხვევაა. რას ვგულისხმობ ამ ყველაფერში ალბათ ყველა ტურისტს კულტურა, სიძველე და ტრადიციები აინტერესებს, თუმცა დუბაიში ვერ ვიტყვით რომ ჩამოთვლილი მათგანი არ არსებობს, მაგრამ ამ ყველაფრის სიმცირეა, მთავარი დუბაიში არის ადეკვატური მარკეტინგი და ბაზარზე სწორი პოზიციონორება, ამბიციური გეგმაა ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ბურჯ (დუბაის) ხალიფას აშენებაა, რომლის სიმაღლე 830 მეტრია. ამბიციურია უდაბნოში ზამთრის სასრიალო კუროტრის მოწყობა, ზღვაში პალმის მსგავსი საოცარი ხელოვნური კუნძულის გაკეთება, ბურჯ ალ არაბის აშნება, რომელიც ასევე ხელოვნულ კუნძულზე აშენებული ერთადერთი 7 ვარსკვლავიანი სასტუმროა და ასე შემდეგ, მოკლედ ფანტაზია ამოუწურავი რასაც ადამიანი წარმოიდგენს და ვერ წარმოიდგენს.
საოცარი შეგრძნება ყველაზე მაღალი ცათამბჯენიდან გადმოხედვა და უამრავი ცათამბჯენის ხილვაა, რომლებიც ქალაქის ერთიან სტილს და სახეს ქმნის.
პირველი რაც გამგზავრებისთვის არის საჭირო რათქმაუნდა გადაადგილების საშუალებაა, ფლაიდუბაის კომფორტული და თანამედროვე ბოინგით გავფრინდი დუბაიში და სულ რაღაც 2 საათსა და 40 წუთში დუბაიში ვიყავი, საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა და თანაც იაფი, ფასები 270 დოლარიდან იწყება, ბოინგში არ მოიწყენ რადგან კეთილგანწობილ ეკიპაჟთან ერთად, სავარძლებზე დამონტაჟებული ეკრანებია, როემლიც საშუალებას გაძლევს მოუსმინო მუსიკას, უყურო ფილმებს და დატკბე მგზავრობის და ახალი შთაბეჭდილებების მოლოდინის ეფექტით.
შემდეგი პუნქტი მგზავრობის შემდეგ რათქმაუნდა სასტუმროა, მე მსოფლიო ბრენდ სასტუმრო “ჰილტონში” ვცხოვრობდი, რომელიც საკმაოდ კომფორტული და ფეშენებელურია. რამოდენიმე კომპლექსისაგან შემდგარი შენობები, რომელბიც ზღვის სანაპიროზე მდებარებობს, ბასეინებით გარშემორტყმული ერთიან ლამაზ სივრცეს ქმნის.
რითი შეიძლება დაკავდე დუბაიში და რა შეიძლება ნახო, ცათამბჯებების ნახვის შემდეგ, რომელიც ქალაქში მძლავრად არის წარმოჩენილი უდაბნოს მონახულება კარგი და საინტერესო სანახობაა თან მათი გართობის ერთ–ერთი საშუალება ქვიშაში მოწყობილ გორებზე ჯიპებით სიარულია რას ექსტრიმის მოყვარულებს ძალიან მოსწონთ, პირველი რასაც ჩასვლისას შეამჩნევთ ძვირადღირებული მანქანებია გართობის კიდე ერთი საშუალება მათთვის მანქანებით სეირნობაა, რაც პრაგმატულია საწვავი ხომ 50 ცენტამდე ღირს თუმცა არამგონია ეკონომიას აკეთებდნენ. აქ შეხვდებით მძლავრად წარმოჩენილ ფერარის, ლამბორჯინს მერსედესს და მაზერატის განსხვავებულ ახალ მოდელებს.
უამრავი სასტუმრო განსხვავებული ინტერიერისა და მომსახურების წარმოჩენას ცდილობს, ასევე გაოცდებით ფანტანების გრანდიოზულობით და მათი შესაძლებლობებით ისინი ცეკვავენ და მღერიან. მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც წასვლამდე გავიგე დუბაის შოპინგ ფესტივალია და მოვემზადე საშოპინგოთ თუმცა ამაოდ, თითქმის ყველა მოლში ევროპასთან შედარებით სიძვირეა თუმცა ფასდაკლებები არის დუბაიში მხოლოდ ბრენდების მოყვარულებს ეპატიჟებიან, რომელთაც არ ენანებათ ბრენდში თანხის გადახდა, თუმცა ძალიან მაინტერესებს საიდან ჩამოაქვთ დუბაიდან ტანისამოსი საქართველოშო :) რომელიც ჯერ ვერ გავიგე
ჩემი დაკვირვებით დუბაიში ბედნიერი ხალხი ცხოვრობს. 15 პროცენტისთვის, რაგდან ისინი მოქალაქეები არიან მთავრობა, ანუ შეიხი საოცარ ცხოვრებას სთავაზობს მათ. ყველანაირი გადასახადიდან გათავისუფლება, მაღალი ხელფასები, მაღალი პენსია, დაქორწინების თანხების ანაზღაურება და უამრავი საოცარი რამ, ყველანაირი პრივილეგია მოქალაქეებს რაც ჩვეულებრივ მოკვდავს სჭირდება. ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის, რომლებიც ძირითადად ინდოლები, პაკისტანელები და ბანგლადეშელები არიან საშუალო ხელფასიც საკმარისია, რადგან დუბაის საშუალო ხელფასი მათ ქვეყანაში მაღალია.
ალაბთ ყველას ემირატების მოქალაქეობა მოგინდათ მათშორის მეც, მაგრამ ამოდ ოთხი თაობა რომ იცხოვროთ ემირატებში მოქალაქე ვერ გახდებით შეიხის გოგოს თუ შევუყვარდები შეიძება მივიღო მოქალაქეობა, მაგრამ არამგონია
ძალიან მაიტერესებდა ინფომაცია შეიხის შესახებ, ეს ტაბუდადებლი თემაა, რადგან ყველა ერიდება მასზე საუბარს, ოჯახზე რაც გავიგე არის ის, რომ ბევრი ცოლო და შვილი ყავს ერთ–ერთ ბიჭს ცხენოსნობა ხოლო გოგოს კარატე უყვას
ხოლო რაც შეეხება მედიას რათქმაუნდა კონტროლირებადია, მათი აზრით რა საჭიროა დემოკრატია და სიტყვის თავისუფელბა, შეიხი უზრუნველყოფს სამართალს და მაღალი დონის ცხოვრებას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ შეიხი იხდის
დუბაიში კონცენტრირებულია მთელი მსოფლიოს ელიტა: არმანისა და დენიროს სასტუმრო, ასევე ჰოლივუდის უამრავი მსახიობი ამშვენებს დუბაის პალმის კუნძულებს.
თუ გინდათ შეიგრძნოთ თანამედროვე არქიტექტურა და მისი გრანდიოზულობა, თუ გიყვართ მზე და ზღვა, აფასებთ ბრენდებს და მაღალი დონი სასტუმროებს, გინდათ ნახოთ აღმოსავლური მომავალი – ეწვიეთ დუბაის.
Monday, May 2, 2011
ჯადოსნური ჯოხი

პიარი საქართველოში პოპულარული გახდა, თუმცა არა მისი რეალური გაგებით, რატომღაც ბოლო დროს მესმის სიტყვები გაპიარება, დაპიარება და ა.შ ვფიქრობ, რატომ გახდა პიარი ასეთი პოპულარული, რომ ყველას უნდა დაკავდეს პიარით ? ალბათ ერთი კონკრეტული პასუხი ამ კითხვებზე არ არსებობს.
მაინც შევეცდები გამოვყო რა პრობლემებთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. პირველი და ალბათ უმთავრესი ჩემი არზრით პიარის –პიარია. ალბათ პიარმა ვერ დაარწმუნა სხვადასხვა ორგანიზაციები თუ პიროვნებები პიარის ეფექტურობაში, რადგან ძნელია რეალური პიარის მენეჯმენტი, რომელიც გაცილებით მეტ ენერგიასა და დაკვირვებას მოითხოვს.
შემდეგი კომპონენტი განათლებაა, აღარ შევეხები ზოგად განათლებას, რომელიც პიარ სპეციალისტს სჭირდება მაგალითად სოციალური მეცნიერებების ცოდნა, და კონკრეტიკაზე გადავალ, ვფიქრობ განათლებასა და უნარებში არის პრობლემა, მიუხედვად მრავალი მცდელობისა მაინც ბუნდოვანია პიარ სპეციალისტის განათლების ცოდნის და უნარების შეფასება, მიუხედვად იმისა, რომ პიარის სწავლება საქართველოში დაახლოვებით ათი წელია მიმდინარეობს მაინც ბაზარი გაჯერებულია არაუნივერსიტეტებიდან გასული კადრებით, რატომ !? ალბათ ბაზაარს უფრო მეტი უნდა ვიდრე საუნივერსიტეტო სწავლებაა, ასვევე ერთ-ერთ მიმართულებად მინდა დავასახელო პიარის მცდარი გაგება რაც მნიშვნელოვანია. ერთი ნაცნობი შემხდვდა და მითხრა, რომ გაიგო რომ მე პიარ სპეციალისტი ვარ, მეც პიარში ვმუშაობო, გამიკვირდა ამ ბოლო დროს იმდენი ადამიანი მეუბნება ამ ფრაზას………. . . ყველას რათქმაუნდა ვეუბნები რას აკეთებთო და მათი ჩამონათვალიდან 10 პროცენტიც არ არის პიარი, რატომ ხდება ესე ? ერთმნიშვნელოვნად შეიძლებ ითქვას, რომ ბაზარზე მოთხოვნილება არსებობს პიარ სპეციალისტებზე თუმცა ამ მოთხოვნას სპეციალისტები მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებენ, ამ სტატიის დაწერის დორს გადავხედე საერთაშორისო გამოცდილებას სადაც სიტუაცია სხვაგვარია, ანუ მათ ძირითადად, ვგულისხომ ევროპულ გამოცდილებას, კომუნიკაციების მენეჯმენტში გაჰყავთ პიარი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს უფრო მარტივ ფუნქციებს ითხოვენ პიარ სპეციალისტებისაგან, რადგან მათ გამოცდილება უფრო მეტია აქვთ პროფესინალებიც მძლავრად არიან ბაზარზე წარმოჩენილი, მაგრამ მათთვის მთავარია მისი პროფესიონალიზმი კონკრეტულ სფეროში და არა ზოგადად პიარში, ისევ სწავლების თემას მივუბრუნდები უკვე მეხუთე წელია ლექციებს ვკითხულობ თითქმის ყველა უნივერსიტეტში სადაც ისწავლება პიარი და, რომ ვთქვა არ არის რესურსითქო არ ვიქნები მართალი. თუ კარგად დავაკვირდებით რამოდენიმე ადამიანი დადის ერთი კომპანიიდან მეორეში და რათქმაუნდა ახალი აქაც არაფერი ხდება, აქ მოყვანილი პრობლემებიდან ალბათ ყურადღება მისაქცევი კომპანიების შეხედულება პიარზე, რამოდენიმე კომპანიის ხელმძვღვანელმა მითხრა: “არ ვენდობი პიარსო”, რადგან მას წარსულში ცუდი გამცდილება ქონდათ პიართან დაკავშირებით, მესმის მათი, ხშირ შემთხვევაში სიტუაცია ასეთია, კომპანია პიარ მენეჯერს სთხოვს ისეთი სამუშაოს შესრულებას რაც ან მისი საქმე არ არის ან ვერ შეძლებს მის გაკეთებს აი აქ იქმნება პრობლემა, პიარ მენეჯერს სამსახურის დაკარგვა არ უნდა და შესაბამისად თახმდება ამ წინადადებას, აი აქ იწყება კონფლიქტი.
პროფესიონალი პიარ სპეციალისტი იმით გასხვავდება არაპროფესიონალისგან, რომ მან იცის პიარის და საკუთარი შესაძლებლობები, ერთ-ერთმა პიარ სპეციალისტმა მითხრა ორი წელი ვასწავლიდი კომპანიებს რა უნდა მოეთხოვათ ჩემთვისო.
მანამ სანამ ამ პოსტს დავწერდი ვფიქრობდი რას მომცემს ამ პრობლემებზე საუბარითქო ანუ მკვეთრი ზღვარის გავლება პროფესიონალებსა და დილეტანტებს შორის, თან მოგეხსენებათ ესეთი სტრატეგია არსებობს, როდესაც ადამიანზე კარგს ვერაფეს ამბობ ჯობია გაჩუმდეო, ან მეორე ხშირად, რომ მეკითხებიან ამათუიმ პიარ მენეჯერს თუ იცნობ და როგორიაო – მე ხუმრობით ვპასუხობ ხოლმე “პიარ სპეციალისტებს თავდაუსხმელობის აქტი გვაქვს გაფორმებულითქო” ვფიქრობ ამ გაჩუმებამაც მოგვცა ეს შედეგი, ეხლა საქმე ლაპარაკის ნაცვლად რომ იყოს რა უნდა გავკეთოთ:
ვფიქრობ, როგორც ყველა საქმეში თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო. პირველი და უმთავრესი პიარის არსის და მისი საქმიანობის მკვეთრად და გასაგებად აღწერაა საჭირო, შემდგე პიარ ასოციაციის შექმა, რომლიც პროფესიონალურ სტანდარტებს დაამკვიდრებს და იზრუნებს, როგორც დარგის ასევე წევრების განვითარებაზე, ეს შორეული პერსპექტივა-საკმაოდ რეალურია, რამოდენიმე წლის წინ ენთუზიაზმით აღსავსე პიარ სპეციალისტებმა პიარ ასოციაცია პრაიმი შევქმენით (რომელიც ევროპული პიარ ასოციაცია პრაიმ ევროპის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში) რომლის ერთ-ერთი დამფუძნებლი მეც ვარ. პრაიმმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავა ორი წლის განმავლობაში და შეეცადა ქართული პიარის და ევროპული გამოცდილების გაზიარებას. ვფიქრობდით ასოციაცია გადაიზრდებოდა დიდ სოლიდურ პიარ ასოციაციაში, რომელიც არ შედგა, რათქმაუნდა მე არ ვარ მომხრე ომი გამოვუცხადოთ არაპროფესიონალებს ეს არ არის ღირსეული საქმე. პიარი დადებითი მხარის წარმოჩენას გულისხმობს და არ მალავს არსებულ სიტუაციას, ვფიქრობ ასოციაციამ პირიქით პროფესიონალური სტანდარტები და პროფესინალები უნდა წარმოაჩინოს, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ წერდა პიარის მამა ედვარდ ბერეისი, რომ მომხდარიყო პიარ სპეციალისტების ლიცენზირება, მთელს მსოფლიოში აქ მოყვანილ პრიბლემბს არეგულირებს ასოციაციები და გაერთიანებები, რომლებიც საკმაოდ გავლენიანი არიან. ბარსელონაში ყოფნის დორს ერთ-ერთი ლექტორი ვინც ლექციებს მიკითხვადა დავინტერესდი ვინ არისთქო და მის სავიზიტო ბარათზე შემდეგი რამ ამოვიკითხე: პიარ სააგენტოთა აცოციაციის თავმჯდომარე, გაკვირვებული დავჩი, რომ პიარ სპეციალიზტებზე ხომ ცაკლე ზრუნავენ და კიდევ სააგენტოებზე დამატებით პიარ საგენტოთა ასოციაცია, ალბათ ჩვენთანც დადგება დორო ასეთი ორგანიზაციებისთვის.. ხო მართლა წინ ვლაპარაკობდი კომპანიების დაკვეთაზე.. ხშირ შემთხვევაში მათი დამოკიდებულება პიარის შესხებ მცდარია მათ პიარი ჯადოსნური ჯოხის შემცვლელი ჰგონიათ, ერთ-ერთმა კომპანიის ხელძღვანელმა მითხრა რა გინდათ კარგ რამეს გთავაზობთ გაყიდეთ ჩემი მომსახურებები და მოგების 20 პორცენტს მოგცემთო, მაგრამ რათქმაუნდა ეს ყოველივე დანახარჯების გარეშე უნდოდა, მე ვუთხარი ჩვენი სააგენტოს მომსახურება გაგვიყიდეთ და მოგების 60 პროცენტს მოქცემთქო
გული შემტკივა ამ პროფესიაზე რადგან მიყვარს და მიუხედვად ჩემი დაკავებულობისა მაინც ვცდილობ პიარის რეალური სახის შესახებ გავაგებინო ყველას, ეს არის პროცესი, გზა, რომლიც არ მთავრდება. კარგია გამონათქვამია “ძალა ერთობაშია” და ალბად ყველამ ცოტა რამ, რომ გავაკეთოთ ამ პროფესის დადებით მხარით წარმოჩენისათვის კარგი იქნება. ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანების შეფასების კრიტერიუმი მათი იმიჯი უნდა იყოს, რომელიც რათქმაუნდა მათი გაკეთებული საქმეების შედეგია ნათქვამია: “საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო”
და ბოლოს მინდა ამ სიტყვებით დავასრული. რომელიც იმედს მაძლევს.
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო . . .
Sunday, February 13, 2011
ქალაქი, სადაც ”დაგაკმაყოფილებენ”
1965 წელს ამერიკელმა დიპლიმატმა ედმუნდ გალიომ პირველად გამოიყენა ტერმინი ”საჯარო დიპლომატია”, რომლითაც აღნიშნა სახელმწიფოს ძალისხმევა მოახდინოს ნაციონალური ინტერესების დაწინაურება სხვა ქვეყნებში ამ სახელმწიფოს მოსახლეობასთან ურთიერთკავშირის დამყარების გზით.
1993 წელს გამოიცა ფილიპ კოტლერის წიგნი ”ტერიტორიების მარკეტინგი: ქალაქებში, შტატებსა და ქვეყანაში ტურიზმისა და ინვესტიციების მოზიდვა”, რომელმაც ფაქტობრივად პირველმა და პირველად ჩამოაყალიბა მარკეტინგის როლი ტერიტორიის დაწინაურების პროცესში.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილედ საჯარო დიპლომატიის საკითხებში დაინიშნა სარეკლამო სააგენტო Ogilvy & Mather-ის ხელმძღვანელი შარლოტა ბეარსი. მისი ამოცანა იყო აშშ-ს რებრენდინგი და მისი პოზიტიური იმიჯის შექმნა პირველ რიგში მუსლიმთა შორის. თუმცა 2003 წელს შარლოტა საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან და ამით ხაზი გაუსვა საკუთარი მისიის წარუმატებლობას.
2002 წელს (ზოგი მონაცემით კი 1996 წელს) ბრენდინგის სპეციალისტმა საიმონ ანჰოლტმა პირველმა გამოიყენა ტერმინი ”ადგილის ბრენდინგი”, ხოლო ამის შემდეგ შეიმუშავა ტერიტორიების ბრენდინგის დივერსიფიცირებული, კომპლექსური მიდგომა, რომელიც კონტრასტში შედიოდა მანამდე არსებულ ვიწროსპეციალიზირებულ მიდგომებთან (რომელიც ფოკუსირებული იყო ტერიტორიის ბრენდინგის მხოლოდ ერთ ასპექტზე, მაგალითად ტურიზმზე). ანჰოლტმა ჩამოაყალიბა კონკურენტული იდენტურობის კონცეფცია, რომელიც ტერიტორიის ბრენდინგს ექვსი პარამეტრის მიხედვით გულისხმობს: ინფრასტრუქტურა, პოლიტიკური მდგომარეობა, ტურიზმი, ბიზნეს გარემო და საინვესტიციო პირობები, კულტურა და მოსახლეობა. ამ პარამეტრების მიხედვით საიმონ ენჰოლტი ყოველწლიურად იკვლევს ამა თუ იმ ქალაქის ბრენდის ინდექსს (City Brand Index - CBI) მთელს მსოფლიოში.
ხო, და რაც მთავარია, 2010 წელს განხორციელდა თბილისის ბრენდინგი. რიტორიკული კითხვა - რას უნდა ემსახურებოდეს თბილისის ბრენდინგი? წინათქმიდან გამომდინარე თბილისის ბრენდინგი უნდა ემსახურებოდეს ამ ქალაქის კონკურენტუნარიანობის გაზრდას სხვა ქალაქებთან მიმართებაში და, შესაბამისად, გარე ტურისტული ბაზრის თუნდაც უმნიშვნელო წილის მოპოვებას; გარდა ამისა, ის უნდა საუბრობდეს ქალაქის უნიკალურობაზე... თბილისის მარკეტინგული პოზიციონირება შეიმუშავა თომას გედმა და ნიჭიერმა და გამოცდილმა პროფესიონალებმა, რომლებსაც პირადად ვიცნობ. ერთ-ერთი მათგანი ნაწილობრივ მაინც იზიარებდა და ალბათ ახლაც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ტელერეკლამაში tbilisi city that loves you თომას გედთან ერთობლივად შემუშავებული სლოგანის ვულგარული პროფანაცია მოხდა. შემუშავებულმა სლოგანმა ”ქალაქი, რომელსაც უყვარხარ” (ანუ თბილისი - თბილი ქალაქია და ა.შ.) განიცადა ვულგარული პროფანაცია (ანუ კვაზიბრენდინგი) და სკანდალურად ცნობილ სარეკლამო რგოლში ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა უკვე tbilisi city that loves you, მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ თბილისი ქალაქია, სადაც ”დაგაკმაყოფილებენ”! დაააკმაყოფილებენ სტუმრის სექსუალურ მოთხოვნებს! ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს და ქართველების სტერეოტიპული ცნობადობით თამაშობენ - მაჩოების მთავარი ექსპორტიორი საბჭოთა რუსეთში, სტუმარ-მასპინძლობის შეუდარებელი მხარე, სადაც იციან კარგი სტუმრის დახვედრა და სტუმრის კარგად გაცილება. მოკლედ, იცნობდეთ - tbilisi city that loves you, ანუ ქალაქი სადაც ”დაგაკმაყოფილებენ”! (ა, ბატონო, ამის დამადასტურებელი არგუმენტი).
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი, რომ რემინისცენცია თემაზე ”ო, მე აქ სადღაც დამაკმაყოფილეს!” (საძინებელში, მანქანის სალონში, აუზში, საკონფერენციო დარბაზში) უკვე იქცა ჩვენი დედაქალაქის მარკეტინგულ პოზიციონირებად სრულიად მსოფლიოში და განსაკუთრებით მის ინგლისურენოვან ნაწილში.
რუსეთში ამბობენ ”ჩემ ბოგატი, ტემ ი რადი”... ხოდა, ასეა ჩვენს შემთხვევაშიც? რითიც ვუმასპინძლდებით, ეს ის არის, რასაც ვერავინ წაგვართმევს? ანუ, რაც გვაბ(ად)ია იმით ვართ მდიდრები და იმას ვთავაზობთ? თბილისის ბრენდინგზე კიდევ ერთი რამ მახსენდება, რუსები ამბობენ - ”ბუდ ჩელოვეკომ სბოლშოი ბუკვოი”, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში გაუკუღმართებული ინტერპრეტაცია მოვუძებნეთ ამ ფრაზასაც და ამ რეკლამითაც იმას გავიძახით, რომ უნდა ”იყო კაცი დიდი ასოთი!”. საგონებელში ვარ ჩავარდნილი ამ სარეკლამო რგოლის ნახვის შემდეგ, რადგან ჩემთვის ახლაც ამოუხსნელ ამოცანად რჩება დედა-ქალაქის ბრენდინგი განისაზღვრება მოსახლეობის პოტენციალით... თუ პოტენციით?
აქვე მინდა წარმატებული ბრენდინგის რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, რომელიც ძალიან მომწონს. ავიღოთ სამაგალითოდ ამსტერდამი.
ამსტერდამი უდაოდ კონტრასტების ქალაქია. კონტრასტული ქალაქის ბრენდინგის დროს შეიმუშავეს ეფექტური სლოგანი, გზავნილი, რომელიც ზუსტად ასახავს ამ ქალაქისა და ხალხის არსს - I Amsterdam (”მე ვარ ამსტერდამი”, ან კიდევ ”ამსტერდამი ვარ მე”). როგორც ვხედავთ, სლოგანი გულისხმობს, რომ ამსტერდამი არის ის ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მაგრამ ამასთან ისინიც მის ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც ამსტერდამს დროებით სტუმრობენ... ” I Amsterdam ანუ გახდით ამ ქალაქის ნაწილი” - მე ეს შეთავაზება მაწყობს!
Tuesday, January 25, 2011
სოციალური მედიის პირველი ქართული სახელმძღვანელო, "სოციალური მედია სკოლაში"

წიგნში თეორიულ ნაწილს მოსდევს პრაქტიკული სამუშაოები, რომლებიც მკითხველს საკუთარი ინტერნეტ რესუსრსის შექმნასა და მის მართვაში დაეხმარება.
ლინკი წიგნის ონლაინ ვერსიაზე: http://www.sandroasatiani.com/publications
ფეისბუქის ჯგუფი: http://www.facebook.com/home.php#!/home.php?sk=group_136170046445552&id=136466273082596¬if_t=like
თქვენი მოსაზრებები ძალიან საინტერესო იქნება სარედაქციო ჯგუფისათვის
Tuesday, January 4, 2011
ლუმინალი & ვიტამინი
ყოველთვის საინტერესოა პიარის ძირითადი სამუშაოს აღწერა და მისი გაანალიზება. როგორ იწყება, გრძელდება და მთავრდება პიარის სამუშაო? საინტერესოა, რატომ გავს პიარის და ექიმის სამუშაო ერთმანეთს?უნდა აღინიშნოს, რომ ექიმთან მანამ უნდა მივიდეთ, სანამ რაიმე აგვტკივდება და შეგვაწუხებს ანუ პროფილაქტიკის მიზნით, პიარის შემთხვევაშიც ასეა, მანამ უნდა დაიწყოს პიარმა მუშაობა, სანამ ინფორმაციული კრიზისი ან შელახული იმიჯი ექნება კომპანიას თუ პიროვნებას, ესეც პროფილაქტიკის მიზნით :)
შევთანხმდეთ, რომ როგორც ექიმთან ასევე პიართან პროფილაქტიკის მიზნით სიარული ძალიან მცირე ნაწილს უნდა.
მოდით აღვწეროთ რა მსგავსებაა პიარსა და ექიმს შორის.
პირველი ნაბიჯი რასაც ექიმი აკეთებს, პაირის მსგავსად, ატარებს კვლევას, მხოლოდ დილეტანტი და არაპროფესიონალი ექიმები და პიარ სპეციალისტები გასცემენ ლუმინალის მაგვარ უნივერსალურ რეცეპტებს კვლევის და შესწავლის გარეშე. კვლევა მრავალმხრივია, რომელიც მოიცავს, პაციენტის ან პიარის შემთხვევაში კომპანიის ისტორიის და ამჟამინდელი სიტუაციის კვლევას, ამ კვლევაზე დაყრდნობით ექიმი წერს რეცეპტს, რომელიც დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე იქცევა პიარ სპეციალისტიც, კვლევებზე დაყრდნობით აძლევს კლიენტს გეგმას, სტრატეგიას, რათა მოახდინოს მისი გამოჯანმრთელება, პროფესიონალი ექიმები და პიარ სპეციალისტები მრავალმხრივ რეცეპტს წერენ, როგორც მედიკამენტებით ასვე ზოგადად გარემოს კუთხით, ამ რეცეპტზე და მის შესრულებაზეა დამოკიდებული პაციენტის (კლიენტის) წარმატება (გამოჯანმრთელება).
ექიმი შემდეგი ნაბიჯით თვალყურს ადევენებს პროცესის მიმდინარეობას, თუ რეცეპტი სამ კვირიანია, კვირაში ერთხელ სთხოვს პაციენტს ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას, ასევე პიარი, რომელიც დაგეგმილ დროში გადანაწილებული კომპონენტების განხორციელებას აკვირდებa და აკონტროლებს, ამ ვითარებაში მთავარი სიტყვები თანმიმდევრობა და რეგულარობაა, წამალი მაშინ არის ეფექტური თუ სწორად იცი მისი მოხმარების წესები, რამდენი ხანი უნდა მიიღო ის და იცოდე რა უკუჩვენებები გააჩნია მას. იგივე ტექნიკა მოქმედებს პიარშიც უნდა მიყვე დაგეგმილ სტრატეგიას, პიარ გეგმას.
ექიმი, შემდეგი ნაბიჯით, ასრულებს სამკურნალო კურს და აანალიზებს შესრულებულ სამუშაოს, რამდენად კარგად იმოქმედა წამლებმა პაცინტზე და სთხოვს გამოჯანმრთელებულ პაციენტს ხშირად იაროს მასთან და უნიშნავს ვიტამინს. პიარის შემთხვევაში, პიარი ზომავს და აფასებს კომპანიისთვის შეთავაზებული გეგმის, სტრატეგიის ეფექტურობას და სახავს სამომავლო გეგმებს, ასევე უწევს პერმანენტულ კონსულტაციას, რომელიც ვიტამინის ეფექტს ასრულებს.
ასეთი არის ექიმის და პიარის სამუშაო, რომელიც უოპერაციოდ გვარდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტი ან კომპანია არ ირჩევს ამ გზას და მისთვის ეფექტური ოპერიაციის აუცილებლობაა, რომელიც რათქმაუნდა უფრო რთული შემთხვევაა.
პიარ სპეციალისტის და ექიმის შემთხვევაში ნდობაა მთავარი, რომელიც ხანგრძლივ სწავლასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ეფუძნება.
როგორც ექიმებს აქვთ ჰიპოკრატეს ფიცი, პაირ სპეციალისტებიც უნდა მოქმედებდნენ კლიენტის მომსახურების დროს ეთიკის პრინციპების დაცვით.
Saturday, November 13, 2010
ბრენდების ომი
ჩვენ ვცხოვრობთ ინდივიდუალიზმის ეპოქაში, სადაც მკვეთრად გამოხატულ განსხვავებულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განსხვავებულობის და ინდივიდუალიზმის მიღწევა არც თუ ისე იოლია დღევანდელ სამყაროში, სადაც გასაკვირი თითქმის არაფერია.ინდივიდუალიზმი დღევანდელ დროს როგორც პროდუქტს, ასევე ადამიანს აძლევს სხვა ადამიანის ცნობიერებაში შეღწევის და სტაბილური ადგილის დამკვიდრების საშუალებას. დღესდღეობით ამ ადგილის მოპოვებისათვის იხდიან დიდ ფულს როგორც კომპანიები, ასევე ადამიანები.
რისთვის გვჭირდება ადგილის მოპოვება? ალბათ ზეგავლენის მოხდენისათვის ? !
გავლენა ძალიან პოპულარული სიტყვაა დღეს, რადაგან მასზეა დამოკიდებული თითქმის ყველაფერი. გავლენიანი პროდუქტები, რომლებიც ბრენდებად ჩამოყალიბდნენ დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე და არა მარტო. დღეს ქვეყნებს შორის ბრენდების ომი მიმდინარეობს, აღარ არის საჭირო სამხედრო ძალის გამოყენება, როდესაც იგივე ეფექტი ქვეყნის ბრენდების საშუალებით დაპყრობით მიიღწევა. თუ რომელ ქვეყანას აქვს ჩვენზე დიდი გავლენა, ამ კითხვაზე მარტივად, სუპერმარკეტებში ბრენდებზე ამოკითხული მწარმოებელი ქვეყანა გაგვცემს პასუხს.
რა მეთოდებით ხდება ბრენდების მეშვეობით გავლენის მოპოვება და მათი საშუალებით მომხმარებლების მოტივირება ან მანიპულირება, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეთიკა და ოქროს შუალედი. ზოგიერთი კომპანიები მოტივაციის გზით ინარჩუნებენ მომხმარებლების კეთილგანწყობას, ხოლო რამოდენიმე მათგანი მანიპულაციის საშულებით ცდილობს ლოიალურად განწყობილი ადამიანების წრის შექმნას და შენარჩუნებას.
დავახასითოთ რა ფენომენია ბრენდი ? რატომ იპყრობს ის ჩვენს გონებას და გულს ? და რა საიდუმლოა მასში ჩადებული ?
ბენდინგის სპეციალისტები ბრენდის აღქმის და განვითარების სხვადასხვა ხერხს და თეორიას გვთავაზობენ.
ცნობილი სპეციალისტი მარტინ ლინდსტრომი ბრენდებს განიხილავს ადამიანის ხუთი გრძნობის ორგანოს მიხედვით. მოგეხსენებათ, რომ ადამიანს ხუთი გრძნობის ორგანო აქვს, ესენია: მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა და გემო. მათზე დაყრდნობით აანალიზებს ტვინი ჩვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციას და იღებს გადაწყვეტილებას. ამ ხუთი გრძნობიდან უდიდესი ნაწილი უკავია მხედველობას ანუ ვიზუალურ აღქმას, მეორე ადგილზე უფრო ნაკლები მნიშვნელობის მიხედვით სმენა და შეხებაა, ხოლო ყნოსვას და გემოს ძალიან მცირე გავლენა აქვს, რაც იმას გულისხმობს რომ ბრენდისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიზუალს, რომელშიც შედის ბრენდის ყველა ელემენტი ლოგო, ფერები, ფორმა და ა. შ.
ასევე ბრენდინგის ცნობილი სპეციალისტი ტომას გედი ბრენდის აღქმის და ჩამოყალიბების ოთხ განზომილებას გვთავზობს, ესენია ბრენდის ოთხი ველი:
ფუნქციონალური განზომილება, რომელიც ბრენდის უნიკალურობას და მისი მომხმარებლისთვის სარგებლიანობის შექმნას მოიცავს. ფუნქციონალური მახასიათებლები არის სარგებლობის არსი – რა სარგებელი შეიძლება მივიღო მისგან, მხოლოდ ფუნქციონალურ დონეზე.
სოციალური განზომილება – ასახავს დამოკიდებულებას მყიდველსა და იმ სოციალურ ჯგუფს შორის, რომელსაც უნდა, რომ განეკუთვნებოდეს ეს მყიდველი. რა ღირებულებები მაქვს მე და რას მაძლევს ბრენდი და ემთხვევა თუ არა ისინი ერთმანეთს. აქ შედის სიმბოლო, აქ შედის რა ხერხით და გზით ურთიერთობს ბრენდი ჩემთან და სოციუმთან.
მენტალური განზომილება - რას ფიქრობს მომხმარებელი საკუთარ თავზე. ეს განზომილება კიდევ უფრო ღრმაა და ეხება პერსონალურ ტრანსფორმაციას, ანუ საკუთარი თავის ახლებურ აღქმას.
როგორ აღვიქვამ ბრენდს და საკუთარ თავს ვამსგავსებ მას. ამ განზომილებაში შედის მესიჯის აღქმა, ანუ რამდენად ემთხვევა ჩემს ღირებულებებს რასაც ბრენდი მთავაზობს.
სულიერი განზომილება – ბრენდის იდეალისტურად აღქმაა. აქ მთავარია ბრენდის პირობა, ანუ რა დიდ ღირებულებას მპირდება ის. ეს პირობა უნდა იყოს გლობალური პირობა, მაგ. თავისუფლება, თანასწორობა და ა.შ.
ბრენდინგის კიდევ ერთი ცნობილი თეორეტიკოსი კევინ კელერი გვთავზობს ბრენდის პირამიდას, რომლისთვისაც მთავრია ბრენდის კაპიტალის ანუ რეპუტაციის შექმნა.
ბრენდის პირამიდის მიზანია, მოვახდინოთ ბრენდის ასაშენებელი საფუძვლების იდენთიფიცირება, რაზედაც ბრენდი დაშენდება, რომელიც უზრუნველყოფს იყოს გზამკვლევი ბრენდის კაპიტალის შექმნაში. ეს არის ბაზისი ბრენდის სტრატეგიის საკვანძო ელემენტებისათვის, როგორებიც არის ბრენდის ხედვა, ბრენდის პოზიციონირება, ბრენდის პერსონიფიკაცია და ბრენდის გაზოვა.
ამ პირამიდაში მთავარია 4 საფეხური: იდენტურობა – ანუ რა არის ბრენდი და რას გვთავაზობს მომხმარებლებს, მნიშვნელობა – ანუ რისთვის მჭირდება ის, რა მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, რა განმანსხვავებელი თვისებები აქვს მას, გამოხმაურება - ანუ რას გრძნობენ და ამბობენ მომხარებლები, სწორად აღიქვამენ თუ არა ჩვენ ბრენდს და ღირებულებებს, და პირამიდის მწვერვალი - რეზონანსი – როგორ ურთიერთობ ბრენდთან და გაქვს თუ არა ლოიალობა და მიჯაჭვულობის გრძობა ანუ თუ მეგობრობ ბრენდთან.
არჩევანი ბრენდინგის სპეციალისტებზეა, რომელ მიმართულებას აირჩვენ და გამოიყენებენ.
თუკი ბრენდი ეხება ადამიანის, როგორც გონებას ისე გულს, ეს მის ინდივიდუალურობაზე მეტყველებს. ინდივიდუალურობა – ეს ბრენდის ვიზუალური და ვერბალური გამოხატულებაა. ინდივიდუალური ბრენდი, ეს გახლავთ ყველაზე მოკლე, სწრაფი და ეფექტური ფორმა კომუნიკაციისა. ადამიანს შეუძლია იგი დაინახოს, შეეხოს, მოისმინოს.
როდესაც ბრენდი გამოირჩევა თავისი ინდივიდუალურობით, იგი კარგად ამახსოვრდებათ ადამიანებს, ხდება დიფერენცირებული და საკმაოდ ღირებული. ასეთი ბრენდი ხდება ცნობადი ნებისმიერ ქვეყანაში მიუხედავათ კულტურული და ტრადიციული სხვაობისა.
ბრენდის ინდივიდუალურობა – ეს გახლავთ უდიდესი და ფართოდ გავრცელებული ინსტრუმენტი. ბრენდის ინდივიდუალურობა – ეს არის ღირებული აქტივი, რომელიც უნდა მართო და გააძლიერო, ჩადო მასში ინვესტიცია.
ნათლად გამოხატული ინდივიდუალურობა მუდმივად ახსენებს მომხმარებელს ბრენდის მნიშვნელობას.
Wednesday, November 3, 2010
მოიყვანე კლიენტი
გუშინ საღამოს, როცა ოჯახური კინოსეანსის დრო მოახლოვდა, allmovies.ge-ზე შევედი, ვიფიქრე იქნებ რამე ახალი ფილმი დადეს და თვალში მომხვდეს, რადგან როგორც წესი ზეპირად იმაზე ფიქრი რომელ ფილმს უყურო საკმაოდ დიდი ტვინის ჭყლეტაა და რამე თავისით მოგხვდეს თვალში ამ დროს საუკეთესო გამოსავალია.
ახალი და საინტერესო ფილმი ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ საიტის მარცხენა მხარეს მე და ჩემ ქმარს მაშინვე მოგვხდა თვალში LB-ის (Liberty Bank) სარეკლამო ბანერი. რეკლამა მოგიწოდებს რომ შექმნა შენი ანგარიში ამ ბანკში. ეს ფლეშ ბანერია და სურათები და მესიჯები მონაცვლეობით ჩნდება. პირველ ასეთ სურათზე გამოსახულია კომბოსტოს ბაღი, წინ ჩნდება ტექსტი ”მოიყვანე”, ანუ ეს კადრი გეუბნება ”მოიყვანე კომბოსტო”, მეორე სურათზე გამოსახულია წყვილის ქორწინების სცენა, ერთმანეთზე ხელები უკიდიათ, თუ ბეჭედს უკეთებენ, თუ რაღაც ამდაგვარი, აქაც წინ ჩნდება ტექსტი ”მოიყვანე”, ანუ ”მოიყვანე ცოლი”, მესამე კადრი გეუბნება ”შექმენი შენი ანგარიში” და ბოლოს, მეოთხე - ”ჩვენ ვაფასებთ თქვენს იუმორის გრძნობას” (იხ. ბანერის ლინკი - http://allmovies.ge/advertisement/lb-240x145-v2.swf)
აჰა, ჩემი გონება, ანუ პოტენციური კლიეტის (?) გონება, იწყებს მესიჯების გადახარშვას აი ამ თანმიმდევრობით:
- მაშინვე ვხვდები რომ ეს იუმორისტული რეკლამაა. სასაცილო რაღაცეებზე სულ მეცინება ხოლმე და რადგან არ გამეცინა და ბოლოში დაეწერა ”ჩვენ ვაფასებთ თქვენს იუმორის გრძნობას”-ო, ესე იგი ეს რეკლამა სასაცილოა ხო? ამიტომ უნდა ვიპოვო ფარული იუმორი.
- დამრჩა სამი კადრი: ”მოიყვანე კომბოსტო”, ”მოიყვანე ცოლი”, ”შექმენი შენი ანგარიში”:
- ”მოიყვანე კომბოსტო” - არა, თავისთავად ნამდვილად არ არის სასაცილო, ნუ არა, რა ვქნა, არ მეცინება, წარმოვიდგინე კომბოსტოს მოყვანა, მაგრამ არ მეცინება, გამოვრიცხე.
- ”მოიყვანე ცოლი” - სასაცილოა ეს კადრი დამოუკიდებლად? ჰმ, აბა დავფიქრდე. კი, ალბათ, ჰეჰე, კი, არის ცოტა სასაცილო, იმიტომ რომ მე ხომ ვერ მოვიყვან ცოლს? (ქალი ვარ, თანაც ჰეტერო, და იმიტომ) ხო და კიდევ იმიტომ რომ (ეხლა ცოტა არაკორექტული ვიქნები და მინდა წინასწარ მოვუხადო ბოდიში მამაკაცებს) მე უკვე მოვიყვანე ქმარი, მაგრამ ეს რომ დავწერე ჩემმა ქმარმა მითხრა შენ კი არ მომიყვანე, ჩვენ ვიქორწინეთო, ან დავქორწინდითო, როგორც გინდაო... ან შენ როგორ მომიყვანდი, პატარა ბავშვი, ძაღლი ან კატა ხომ არ ვარ ხელში აგეყვანე და სახლში მოგეყვანეო... ან კომბოსტო მეთქი, ვიხუმრე, ჰეჰე.
- ”მოიყვანე კომბოსტო”+”მოიყვანე ცოლი” - არის, არის, მართლა! ძალიან სასაცილოა, წარმოიდგინე, ჯერ კომბოსტო მოგყავს, მერე ცოლი და მერე კომბოსტოდან ბავშვები გიჩნდებათ, ლოლ! არის, ეგ არის!
- ”შექმენი შენი ანგარიში” - სასაცილოა? მაგრამ მგონი ეს არც უნდა იყოს სასაცილო, თან მე სულაც არ მეხება იმიტომ რომ ჯერჯერობით არაფრის და არავის მოყვანას ვაპირებ და თუ ანგარიშის შექმნა დამჭირდება მივმართავ რომელიმე ისეთ ბანკს, რომელსაც უკეთესი იუმორის გრძნობა აქვს, ოღონდ არა საქართველოს ბანკს, იმიტომ რომ იქ ნახმარი მანქანები არ უყვართ, იქ მარტო ისეთი მანქანები უყვართ მანამდე რომ არავისი ყოფილან, ჩემი მანქანა კი ნახმარია. (თუ ვერ ხვდები რაზეა საუბარი ეს არ გამოტოვო - http://www.youtube.com/watch?v=2wxuYmOJxKk)
P. S. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ფემინისტური გამოსვლა, მეტიც, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ფემინიზმი რას ნიშნავს, ალბათ მისი პირველყოფილი მიზანი და ფორმა დღეს უკვე დამახინჯდა და ჩემთვის უფრო გაბოროტებულ და მამაკაცთმოძულე ქალების ჯგუფთან ასოცირდება ვიდრე თანამედროვე, განვითარებულ და თავისუფალ ქალებთან.
ასეთ დიდ და ცნობილ კომპანიებს არ ეპატიებათ ისეთი რეკლამების კეთება, რომლებიც ქართული მენტალიტეტის ხარვეზების პროპაგანდას ახდენენ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იუმორის საპოვნელად სამუცნობიანი განტოლების ამოხსნა არ გჭირდება.
Friday, October 15, 2010
გეიფი ქეიფის ნაცვლად და ალუდა ლЮდას კონკურენტად
Thursday, October 14, 2010
Wednesday, September 29, 2010
იმიჯის შექმნის ხელოვნება

ყველასათვის საინტერესოა, როგორი იმიჯი გვაქვს და როგორ აღგვიქვამენ გარშემომყოფები ჩვენ. ადამიანები ურთიერთობენ ერთმანეთთან და წარუდგენენ საზოგადოებას თავიანთ იმიჯს. რა არის იმიჯი, რა კომპონენტებისაგან შედგება ის, არის თუ არა იმიჯი რეალობასთან ახლოს და როგორ ხდება იმიჯის შექმნა ანუ იმიჯმეკინგი, ამ კითხვების დასმამ გადამაწყვეტია ამ სტატიის დაწერა.
დავიწყოთ იქედან, რომ ადამიანები ოცდაათ წამში აღვიქვავთ ერთმანეთს და შესაბამისად იმიჯს, ეს მცირე დრო არის პირველი შთაბეჭდილების შემქმნელი, რომელიც ძნელად თუ იცვლება.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანს ხუთი გრძნობა აქვს და ამ ხუთი გრძნობიდან ყველაზე მეტად ვიზუალური (მხედველობითი) გრძნობა აქვს გამახვილებული ამიტომ არის, რომ ხშირად იმიჯს გარეგნულ მხარესთან აკავშირებენ, რაც იმიჯის მხოლოდ ერთი მხარეა.
მოდით დავიწყოთ განმარტებებით ანუ რა არის იმიჯი?
იმიჯი – ლათინური სიტყვაა და ქართულად სახეს, სურათს, ხატებას, წარმოსახვას, ნიშნავს. იმიჯი იმიტირებაა, ხელოვნური იმიტაცია ან ობიექტის გარეგნული სახე.
იმიჯი - პიროვნების შეჯამებული პორტრეტია, რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებით და ფორმირდება საზოგადოებრივ ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში, გარკვეული ემოციური დამოკიდებულებებით, იმის საფუძველზე, თუ რას ამბობს და აკეთებს პიროვნება. ხოლო იმიჯმეკინგი ტექნოლოგია კომპანიის ან პიროვნების დადებითი სახის-იმიჯის შექმნის შესახებ. იმიჯმეიკინგი არის სტრუქტურა, რომელიც ქმნის, მართავს და ანხორცილებს შექმნილ იმიჯს.
მართებულად შექმნილი იმიჯი დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე, დამოკიდებულებაზე, დარწმუნებაზე და ქცევაზე.
რითი განსხვავდება იმიჯი, ბრენდი და რეპუტაცია ერთმანეთისაგან ?
იმიჯი შექმნა შეგვიძლია თვითონ, ხოლო რეპუტაცია შექმნილი იმიჯის რეზულტატია, ასევე იმიჯი მოკლევადიანი სახეა, ხოლო რეპუტაცია უფრო სტაბილური და მდგრადი ღირებულებაა, რომლის მოპოვებასაც დიდი დრო და ნდობა უნდა.
იმიჯი= სასურველი სახეს;
ბრენდი = პირობას;
რეპუტაცია = შესრულებულ პირობას;
შეგვიძლია ეს სამი კომპონენტი თანმიმდევრულადაც დავალაგოთ ანუ ჯერ უნდა იცოდე, როგორი იმიჯი გინდა და მოახდინო მისი წარდგენა შემდგე შენი იმიჯის მომხარებლებს წარუდგინო ბრენდი ანუ პირობა და ამ ყველაფრის შედეგი შესრულებული პირობა არის რეპუტაცია.
რა ფაქტორები ახდენენ გავლენას იმჯზე და რა კომპონენტებისგან შედეგბა იმიჯი ?
იმიჯი პიროვნების შეჯამებული სახეა, რომელიც მოიცავს :
• რეალურ იმიჯს– ანუ წარმოდგენას იმის შესახებ, როგორი ვართ ჩვენ სინამდვილეში;
• იდეალურ იმიჯს - ანუ წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი გვინდა ვიყოთ ;
• სარკისებრი იმიჯს - ანუ წარმოდგენა იმის შესახებ თუ, როგორ აღგვიქვამენ ჩვენ გარშემომყოფები;
იმიჯის ეს ასპექტები გულისხმობს პიროვნების ისეთ მახასიათებლებს, როგორებიც არის:
1. ფიზიკური
2. სოციალური
3. გონებრივი
4. ემოციონალური
5. სულიერი
ამ კომპონენტებზე და კითხვებზე პასუხის გაცემა საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ჩვენი იმიჯი ანუ ჩვენს მიერ დნახული საკუთარი თავი და გარემოს მიერ აღქმული ჩვენი თავი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტი იძლევა ერთ შეჯამებულ სახეს – პიროვნების იმიჯს.
იმისათვის, რომ გავიგოთ როგორი იმიჯი გვაქვს, და, როგორი იმიჯი გვინდა, რომ გვქონდეს.
სპეციალისტები გვთავაზობენ იმიჯის შექმნის 4 საფეხურს:
1. იმიჯის დიაგნოსტიკა – კვლევა;
2. სასურველი იმიჯის შერჩევა;
3. იმიჯის სტრატეგიის, ღირებულებების და პირობის შემუშავება, კომუნიკაცია - განხორციელება;
4. იმიჯის - შეფასება
პირველი საფეხური ანუ იმიჯის დიაგნოსტიკა მოიცავს რიგ კითხვებს, რომელზეც პასუხის გაცემა მოგვცემს ინფორმაციას ჩვენი არსებული იმიჯის შესახებ.
დიაგნოსკიტა იყოფა სამ კატეგორიად, შიდა და გარე გამოსაკითხ ჯგუფებად, უნდა გამოვკითხოთ ჩვენი იმიჯის დიაგნოსტირებისათვის შიდა ანუ ოჯახისწევრები, ახლო მეგობრები ნათესავები და ა.შ გარე: კოლეგები, ახლობლები, თანამშრომლები, მეზობლები და ა.შ და მესამე არის ჩვენი თავი ანუ ჩამოთვლილი კითხვები უნდა დავუსვათ ჩვენ თავს და შევეცადოთ გულრწრფელად გავცეთ პასუხები.
სრულ სურათს ჩვენი იმიჯის შესახებ მოგვცემს შემდეგ კითხვებზე პასუხები:
როგორია ჩემი ხასითი ?
რა მომწონს და რა არა?
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები მაქვს, რა შესაძლებლობებს ან უნარებს ვფლობ ?
როგორ აღმიქვამენ გარშემომყოფები ?
რა ინფორმაციის მიწოდება ან რისი თქმა მსურს გარშემომყოფებისათვის ?
ვინ ვარ ? და ვინ ან როგორი მინდა ვიყო ?
რა შთაბეჭდილებას ვქმნი ჩემი ქცევით ?
რას ვაკეთებ ცხოვრების ამ ეტაპზე ?
მოკლედ უნდა აღწეროდ თქვენი თავი და გარშემომყოფებსაც სთხოვოთ მოკლედ მოახდინონ თქვენი შეფასება, როგორი ხართ? მაგ: მეგობრული, სასაცილო, თავაზიანი, საყვარელი, გულახდილი თუ პირდაპირი ?
გირჩევთ ყველას სთხოვოთ იყვნენ გულრწრფელები და მოახდინოთ კითხვებზე პასუხების გაცემა წერილობით, ამ ეტაპის ბოლო მოიცავს 3 სხვადასხვა წყაროდან შეჯერებულ ინფორმაციას ანუ იმის გარკევას რამდენად მოხდა დამთხვევა.
იმიჯის შექმნის მეორე ეტაპი თქვენთვის სასურველი იმიჯის შერჩევას გულისხმობს, რომელიც უნდა დაეყრდნოს პირველი ეტაპიდან მიღებულ შედეგებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მიერ შერჩეული იმიჯი ემთხვეოდეს ჩვენ ხასიათს და ღირებულებებს, თუმცა ბევრი მაგლითია, როდესაც იმიჯი არ ემთხვევა პიროვნების ხასიათს და ღირებულებებს ამ შემთხვევაში იმიჯი დიდხანს ვერ იმუშავებს და არ იქნება შედეგიანი.
იმიჯის შერჩევის ეტაპზე კიდევ ერთხელ გადახედეთ და იფიქრეთ, როგორი ხართ თქვენ და რა შთაბეჭდილების მოხდენა გინდათ, რისი თქმა გინდათ სამყაროსთვის.
იმიჯის შექმნის მესამე ეტაპი მოიცავს თქვენს მიერ შერჩევულული იმიჯის განხორციელებას ანუ კომუნიკაციას, თქვენს მიერ შერჩეული იმიჯი რამდენად აისახება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, ხასითზე და ქცევაზე, ასევე რა არხებს იყენებთ საკომუნიკაციოდ და რამდენად ახდენთ თქვენს მიერ შერჩეული ღირებულების პოზიციონირებას და მის მესიჯად გავრცელებას, მაგალითად თუ თქვენ თვლით, რომ ხართ მეგობრული და მეგობრულობა თქვენი იმიჯის მნიშვნელოვანი კომპონენტია შესაბამისად ის თქვენ ყოველთვის თან უნდა გახლდეთ, როგორც თქვენი სახე, “იმიჯი კალამი არ არის სახლში რომ დაგრჩეთ”
იმიჯის შექმნის მეოთხე საფეხური მოიცავს შექმილი იმიჯის დიაგნოსტიკას და შეფასებას, რომელიც ძირითადად მოიცავს შემდეგ კითხვებზე პასუხებს:
რამდენად მუშაობს თქვენი იმიჯი ?
ზუსტად ისე აღგიქვამენ ზემოთ მოყვანილი ჯგუფები თქვენ, როგორც ჩაიფიქრეთ თუ არა?
რომელმა თქვენმა არხმა იმუშავა ?
რა შთაბეჭდილება დატოვეთ ახალი იმიჯით და როგორ იმეოქმედა იმიჯმა თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე ?
ამ კითხვებზე პასუხი მოგცემთ შესაძლებლობას გაანალიზოთ და შეაფასოთQთქვენი იმიჯი. რა კითხვებიც გქონდათ დასმული იმიჯის შექმნის პირველ საფეხურზე იგივე უნდა გავიმეოროთ, რომ დავინახოთ გვაქვს თუ არა ცვლილებები და როგორია ცვლილებები დადებითი თუ უარყოფითი, რათქმაუნდა იმიჯის შექმნის შემდეგ გარკვული დრო უნდა გავიდეს მანამ სანამ შევაფასებთ ჩვენს ახალ იმიჯს.
ეს იყი იმიჯის შექმნის მოკლე სტრტატეგია, გამოიყენეთ ეს სტრატეგიები თქვენი იმიჯისთვის და თვალნათლივ დაინახეთ შედეგი.
უფრო ნათელი, რომ იყოს ზემოთ მოყვანილი სტრუქტურა გადავწყვიტე ჩემ მაგალითზე გავაკეთო ეს სტრატეგიები, რომელსაც სულ მალე შემოგთავაზებს.





