Tuesday, April 10, 2012

პიარ პერსონა

საინტერესოა რა განმანსხვავებელი თვისებები აქვთ პიარ სპეციალისტებს და როგორ ხდებიან ისინი წარმატებული და ცნობილი. ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი პიარ პერსონა ეწვია თბილისს, დოქტორი დენის უილკოქსი. საინტერესო იყო მისი ვიზიტი, რადგან მის წიგნებზე ვართ გადზრდილი და ორმაგად საინტერესოა პირადად გაიცნო ადამიანი პიარ სპეცილისტი და მრავალი საუნივერსიტეტო და სამაგიდო წიგნის ავტორი.

სულ ვამტკიცებ, რომ ჩვენ პროფესიაში მთავარია ხასიათი, რომელიც განაპირობებს წარმატებას კარიერაში, ურთიერთობების და ადამიანების სიყვარული, ადვილად შეგუებადობა. პროფესიის სიყვარული და ენთუზიაზმი ეს ის ფაქტორებია, რომელიც აყალიბებს პიარის სახეს. სულ მაინტერესებდა პიარ სპეციალისტები რა პიარ მეთოდებს იყენებენ პირადი პიარისთვის. გამიგია რამოდენიმე პიარ სპეცილსიტისაგან, რომ „მათ არ უნდა პიარი“, მე არ ვეთანხმები ამ მიდგომას, ეს დაახლოებით იმას გავს სალონში დალაქი (ახლანდელი სტილისტი) რომ გეუბნება ძალიან კარგ ვარცხნილობას გაგიკეთებო და თვითონ საოცარი ვარცხნილობა აქვს. რათქმაუნდა არ დავიჯერებთ, თუმცა ამ მოსაზრების საპირისპირო მოსაზრებებიც არსებობს. მაგალითად ერთ–ერთი ამერიკელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ შეიძლება იყო ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი, მაგრამ არ იცოდე ფეხბურთის თამაში ან პიარს უკეთებდე ისეთ პროდუქტს, რომელზეც არ გაქვს დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია. ჩვენი კარიერის განმავლობაში სხვადსხვა ბრებდებთან და პროდუქტებთან გვიწევს ურთიერთობა და ყველა სფერო რომ სრულყოფილად შევისწავლოთ ერთი ასი წელი არ გვეყოფა. საკმაოდ საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა ბატონი დენისი, მიუხედავათ მისი ასაკისა, ამოუწურავი ენერგია და ენთუზიაზმი აფრქვია საქართველოშო, არ ეზარებოდა არაფერი.

პირველი ჩვენი შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტში შედგა, სადაც დოქტორი უილკოქსი სემინარს ატარებდა მაგისტრანტებისათვის, შემდეგ ჩვენ რამდენიმე არაფორმალურ გარემოში შევხვდეით, კერძოთ თბილისის რამოდენიმე რესტორანში და ქალაქ სიღნაღში, ასევე ის პიარ სააგენტო ფაბლისითის ოფისშიც გვეწვია და რჩევა დარიგება მოგვცა ბიზნესის განვითარების კუთხით. სასიამოვნო და საყვარელი მოხუცი ასე შემიძლია დავახასიათო ის, თუმცა პირველი რაც გახსენდება მისი პროფესია და უდიდესი გამოცილებაა, როგორი საამაყოა მეათეთ რომ გამოსცემ წიგნს რომელიც 300 სხვადასხვა უნივერსიტეტებში გამოიყენება, როგორც აშშ - ში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თავიდან სანამ გავიცნობდი, მეგონა ამბიციური და ცოტა ჩაკეტილი ადამიანი იქნებოდა, ალაბთ ჩემი ეს წარმოდგენა მისი სტატუსით იყო გამოწვეული. ვფუქრობდი, რომ ის პოპულარული და წარმატებული ადამიანია და ძალიან ბევრი რამ უნახავს, შესაბამისად მის ასაკში ნაკლებად ენერგიულები და ენთუზიასტები არიან და მსმენია, რომ ესეთ სტატუსს და დონეს, რომ მიაღწევენ ცოტას საუბრობენ და მათგან მიღებული ორი სიტყვაც ღირებულია, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს მითი დაიმსხვრა.

როგორც თავში ავღნიშნე მისი პიარი მისი წიგნებია თუმცა აქაც შეგვიძლია ვთქვათ რომ პიარში უამრავი წიგნია და რატომ უილკოქსი?!, შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ის ყველაზე კარგად წერს ან იცის პიარი ? მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში მთავარი არის არა შიგთავსი არამედ მიწოდების გზები. იგი დაუკავშირდა მსხვილ გამომცემოლობა პირსონს და აღმოჩნდა საჭრო დროს საჭირო ადგილზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პიარის კარგად ცოდნა, თუმცა ეს არ გამორიცხვას, რომ მან პიარი არ იცის ან არაკომპეტენტურია. მან თბილისში რამოდენიმე უფასო სემინარი ჩაატარა სხვადასხვა უნივერსიტეტების და პირს კლუბის წევრებისათვის, ძალიან საინტერსო სემინარები იყო მაგრამ გამოხმაურება არაერთგვაროვანი. ერთნი ამბობდნე, რომ დიდი არაფერი, მეორენი კი აღფრთოვანებული იყვნენ. ალაბათ ამ შემთხვევაში ან ყველა შემთხვევაში წინასწარ განწობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორი იყო მოლოდინი?! ერთი გაფიქრება გავიფიქრე ამერიკაში რომ ვიყო რა საქმესაც მე ვაკეთებ მილიარდერი ვიქნებოდითქო, მაგრამ მერე გამახსენდა: საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდენ ამაზე ....

წასვლის წინ მე, როგორც ფაბლისითი ჯგუფის წარმომადგენელმა ინტერვიუ ჩავწერე მასთან საინტერსო სამი კითხვით. პირველი რა საჭიროა ორგანიზაციაში პიარ სპეციალსიტი და რა განსხვავება პიარის და მარკეტინგს შორის, მეორე კითხვა ეხებოდა მედისათან ურთიერთობას და კონკრეტულად მედია რელიზის მომზადების ახალ მიდგომებს და მესამე კითხვა პიარ კლუბის შექმნას უკავშირდებოდა, ანუ რამდენად მნიშვნელობანია პიარ კლუბის მუშაობა, რადგან მან პიარ კლუბს რჩევა–დარიგებები მისცა. როგორ უნდა განვითარდეს კლუბი და რა უნდა შესთავაზოს წევრებს.

პიარ პერსონა, რომ იყო საჭიროა – საქმემან შენმამ წარმოგაჩინოს. ამ შემთხვევაში მისი საქმე ანუ პროდუქტი – წიგნებია. ეს კი დაპირებული ინტერვიუ დოქტორ ვილკოქსთან.


სტატიის ავტორი: ელდარ პირმისაშვილი


Tuesday, April 3, 2012

19 წლიანი გამოცდილება - წინ ქართული პიარ პროფესიული გაერთიანებებისკენ

როდესაც პიარ პროფესიული ორგანიზაციების თემაზე სტატიის დაწერა გადავწყვიტე, მინდა გითხრათ, რომ ამ თემის წერის დაწყება ძალიან გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ის თემატიკაა, რომელზეც ბევრი დამიწერია, მიფიქრია და რაც მთავარია კონკრეტული პროექტები გამიკეთებია ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ბევრი ვიფიქრე ამ თემის სტრუქტურაზე და სტილზე, მის მოცულობაზე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, რომ ამ თემაზე საუბრისას, გვერდს ვერ აუვლიდი ქართული პიარ პრაქტიკის მოკლე ექსკურს.

იმისთვის, რომ შევაფასოთ პიარ პრაქტიკის განვითარების დონე რომელიმე ქვეყანაში, ერთ-ერთი კრიტერიუმად შეიძლება გამოვიყენოთ იმის დადგენა, თუ არსებობს ამ კონკრეტულ ქვეყანაში რაიმე ტიპის პროფესიული, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს, როგორც მისი წევრების პროფესიულ ზრდაზე, ასევე პიარ სტანდარტების დანერგვაზე და ზოგადად დარგის განვითარებაზე. რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში? 2012 წლამდე რომ ეს კითხვა ვინმეს დაესვა, ვიტყოდი, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა, რადგან იმ პერიოდში ქვეყანაში არ არსებობდა მოქმედი რაიმე ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაცია. მაგრამ სურათი შეიცვალა 2012 წლის მარტის თვეში, როდესაც საქართველოში ოფიციალურად დაფუძნდა პიარ კლუბი, პირველი ასეთი მასშტაბური პიარ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსების წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გილდიაა. დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

რამდენი წელი მოუნდა საქართველო ამ გზის გავლას? მინიმუმ 19 წელი, რადგან საქართველოში საზოგადოებრივი ურთიერთობების სახელის და მისი არსის შემოტანა 1993 წელს უკავშირდება, როდესაც ფუძნდება თბილისის საზოგადოებრივი ურთიერთობების ცენტრი, რომელიც 1998 წელს საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარების ინსტიტუტად გადაკეთდა. 1994 წლიდან კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ – ტექნიკური ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრაზე ყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობა, რომელმაც საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველი სპეციალისტები ბაკალავრის ხარისხით 1999 წელს, ხოლო მაგისტრის ხარისხით 2001 წელს გამოუშვა. მოგვიანებით, ანალოგიური სპეციალობის ორსაფეხურიანი სწავლება იწყება სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში. საუნივერსიტეტო სწავლების კვალდაკვალ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების პირველი მაგისტრანტები 2001 წელს, საქართველოში იწყებენ საზოგადოებრივი ურთიერთობების 6 თვიანი საპილოტო კურსის განხორციელებას უმაღლეს სასწავლებელ კავკასიის აკადემიურ ცენტრთან, ხოლო მოგვიანებით სხვადასხვა სასწავლო-ტრეინინგ ცენტრები და პროფილური დარგობრივი სკოლები რეგულარულად სთავაზობენ სხვადასხვა მოკლევადიან ტრენინგებსა და სასერთიფიკატო პროგრამებს საზოგადოებასთან ურთეირთობებში და მომიჯნავე დისციპლინებში. საზოგადოებრივი ურთიერთობების საუნივერსიტეტო და მოკლევადიანი სასერთიფიკატო სწავლების პარალელურად ყალიბდება პირველი სტუდენტური პროფესიული ორგანიზაციაბი, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალგაზრდული ასოციაცია 1999 წელს, რომლის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდა პიარ სპეციალისტების დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება იყო და პიარ სტუდენტების ევროპული ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი 2004 წელს. ეს უკანასკნელი ევროპული პიარ გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა იყო საქართველოდან ათეულობით პიარ სტუდენტისთვის. ამას გარდა, ამ ორგანიზაციას ეკუთვნის საქართველოში, პირველი და ერთადერთი საზოგადოებრივი ურთიერთობების და საკომუნიკაციო მეცნიერებების რესურს ცენტრის დაარსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას აძლევდა სტუდენტებს სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობისთვის, ცოდნის გაზიარებისა და საკმაოდ დიდი დარგობრივი წიგნის ფონდის გამოყენებისათვის. უნდა აღინიშნოს რომ ორივე ორგანიზაციის იდეა დაიბადა და განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალობის სხვადასხვა თაობაში. საუნივერსიტეტო და მოკლევადიანი სასერთიფიკატო სწავლების და სტუდენტური პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობის პარალელურად, 2003 წელს იქმნება პირველი ქართულენოვანი საინფორმაციო – საგანმანათლებლო ინტერნეტ გამოცემა “პიარ მეგზური”, რომელიც დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას ინტერნეტ მისამართზე www.prguide.ge.

საქართველოში პიარ სფეროს განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ეტაპად შეიძლება მივიჩნიოთ 2005 წელი, როდესაც საინიციატივო ჯგუფის რამოდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ჩატარდა პირველი პიარ ონლაინ კონფერენცია, სადაც მოქმდი პიარ პრაქტიკოსების მიერ რამოდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა სხვადასხვა იმ პერიოდში დარგში არსებული პრობლემური საკითხები. ამ ონლაინ კონფერენციის შედეგად ჩამოყალიბდა პიარ ონლაინ კლუბი, სადაც მუდმივად მიმდინარეობდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. სწორედ, პიარ ონლაინ კლუბის აქტიური წევრები ერთ მშვენიერ დღეს მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ აუცილებელი იყო პიარის, როგორც ახალი საკომუნიკაციო პროფესიის გაცნობა საზოგადოებისთვის და ამავე დროს, ყველა ამ დარგში მომუშავე პროფესიონალის დაახლოვება და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა. გადაწყდა ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება პრაქტიკოსებს შორის, რომლის საბოლოო მიზანი, ამ დარგის განვითარება იქნებოდა. ამ სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი “PR - დღეების” რეგულარული აღნიშვნა იყო საქართველოში. შედეგმაც არ დააყოვნა და 2006 წლის 24-25 ივნისს, თბილისმა პირველად უმასპინძლა “PR - დღეებს”, რომლის ჩატარების მიზანი პიარის, როგორც ახალი პროფესიისა და პრაქტიკის პოპულარიზება იყო. “PR დღეების” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მედიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, პიარის, რეკლამისა და მარკეტინგის სპეციალისტებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორში მომუშავე პრეს სამსახურების ხელმძღვანელებმა.

“PR - დღეები” საქართველოში პირველი სტუდენტური პიარ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვებითა და საქართველოში პიარ სწავლების 10 წლის იუბილეს აღინიშვნით დაიწყო, რომლის მასპინძელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო. “PR - დღეები” გაგრძელდა სხვადასხვა პიარ პროფესიული ვებ.რესურსების და პირველი ქართულენოვანი პიარ სამაგიდო ენციკლოპედიის გამოცემის პრეზენტაციებით. ამავე კვირეულის ფარგლებში მოეწყო 2005 წლის პიარ პერსონის, პიარ პროექტის და ამ დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება. ეს იყო ყველაზე მასშტაბური პიარ პროფესიუნალების პირველი შეკრება ამ პერიოდისთვის. ამ დროსვე გაცხადდა საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ნაციონალური ასოციაციის, როგორც პიარ პრაქტიკოსების პროფესიული ერთობის შექმნის იდეა, რაც “PR - დღეების” ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მონაწილეთა ხელმოწერებით დაფიქსირდა. მიუხედავად ასეთი მდიდარი გამოცდილებისა და დეკლარილებული გადაწყვეტილებისა, 2006 დან 2012 წლამდე, არათუ ნაციონალური პიარ ასოციაცია, არამედ არანაირი პიარ პროფესიული ორგანიზაცია არ ჩამოყალიბებულა საქართველოში. მიუხედავად ამისა, პიარ პრაქტიკა მაინც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ რა საჭიროა მსგავსი ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაციის ან ორგანიზაციების არსებობა თუ პრაქტიკა ისედაც ვითარდებაო? ფაქტია, რომ ყველა ის ქვეყანა, სადაც არსებობს ერთი ან რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის პიარ პროფესიული ორგანიზაცია, პიარი, როგორც პრაქტიკა და პროფესია უფრო განვითარებულია, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც არანაირი მსგავსი, თუნდაც არაფორმალური პროფესიული გაერთიანება არ არსებობს. ასეთი ტიპის გაერთიანებები, შეიძლება დარგის განვითარების ერთგვარ ინდიკატორადაც გამოვიყენოთ და ზუსტად ამიტომ, საქართველოში პიარ კლუბის დაფუძნება მხოლოდ მისასალმებელია. ის სფეროს განვითარების ერთგვარ სტიმულს იძლევა.

და მაინც, რას საქმიანობენ წევრობაზე დაფუძნებული დარგობრივი პიარ პროფესიული ორგანიზაციები? მაგალითად ამერიკის პიარ საზოგადოება, ეს არის აშშ-ს უდიდესი პიარ პროფესიონალების გაერთიანება, რომელიც 21,000 წევრს ითვლის და მათ სხვადასხვა პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს სთავაზობს, მათ შორის ტრენინგებს, კონფერენციებში მონაწილეობას და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსებს. ასევე წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და მათ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს. თუმცა, ეს ორგანიზაცია გარდა წევრების პროფესიული განვითარებისა, მუშაობს დარგისათვის სტანდარტების ჩამოყალიბებაზე და პროფესიული პიარ ეთიკის კოდექსის შექმნასა და ყველა წევრის მიერ მის განუხრელ დაცვაზე. და როდის დაფუძნდა ეს ორგანიზაცია? 1947 წელს! ანუ, აგერ უკვე 65 წელზე მეტია, რაც ეს ორგანიზაცია გვევლინება პიარ დარგის განვითარების ფლაგმანი, რომელიც უამრავი სხვადასხვა მომსახურებებითა და პროგრამებით მთლიანოაბში ხელს უწყობს პიარის, როგორც პრაქტიკისა და თეორიის განვითარებას აშშ-ში. თუმცა, გარდა ამ ორგანიზაციისა, სხვა უამრავი პიარ პროფესიული ორგანიზაციაა აშშ-ში წარმოდგენილი. ამიტომაცაა, რომ დღეს პიარ საქმიანობა და პროფესია ყველაზე დაფასებული და სწრაფად განვითარებადი ამ ქვეყანაშია. გარდა აშშ-სა, ბევრ განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში ფუნქციონირებს მსგავსი ტიპის ნაციონალური, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გაერთიანებები, მაგრამ არიან სხვა ტიპის, კლუბური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ტიპის ორგანიზაციებიც, რომლებიც ასევე ხელს უწყობენ პიარ სტანდარტების და ეთიკური ქცევის კოდექსების ჩამოყალიბებას, დანერგვას და მათ დაცვას. საქართველოში მსგავსი ტიპის ორგანიზაციების არსებობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ პიარ საქმიანობაში ეთიკური ქცევის ნორმების და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას, პიარ პრაქტიკოსების დაოსტატებას და კვალიფიკაციის ამაღლებას და რაც მთავარია, ამ უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებას. ამიტომ, საქართველოში პიარ კლუბის დაფუძნება 2012 წლის მარტის თვეში იმედის მომცემია, რადგან მისი საქმიანობით, პიარ პრაქტიკა განვითარების სხვა ეტაპზე გადავა. ამასთანავე ეტაპობრივად მოხდება სხვადასხვა უფრო სპეციალიზირებული პიარ პროფესიული ორგანიზაციების შექმნა, მათ შორის კი უმნიშნელოვანესი იქნება ქართული, ნაციონალური პიარ ასოციაციის დაფუძნება. დრო ცოტაა, არადა დარგის განვითარებას ახალი ენერგია და მიდგომები სჭირდება. ჩვენ ისედაც 19 წელია პასიურ რეჟიმში ვართ!

Sunday, March 25, 2012

გადაცემა ”აქ და ახლა”: რა გავლენა აქვს პიარს საზოგადეობაზე



22 მარტს, რადიო პალიტრამ, მისი ერთ-ერთი გადაცემის "აქ და ახლა" ფარგლებში სტუმრად მიმიწვია მე და ქალბატონი მარიკა დარჩია. საუბარი იყო ზოგადად პიარ პრაქტიკაზე და პიარ საქმიანობის საზოგადოებრივ გავლენაზე. მიუხედავად იმისა, რომ დრო ბევრი არ იყო, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც მოხერხდა მსმენელისთვის პიარ პრაქტიკის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება. მსგავსი თემატიკის გადაცემების სიმრავლე სხვადასხვა მედია საშუალებებში რომელსაც უფრო თეორიულ-განმარტებითი და დარგის ეტაპობრივი განვითარების ექსკურსის შესაძლებლობას იძლევა, აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს პიარის, როგორც საკომუნიკაციო პრაქტიკის გააზრება მოსახლეობაში.

წყარო: რადიო პალიტრა

Wednesday, January 18, 2012

ქვიშაში აღმოცენებული ქალაქი


დღევანდელ მსოფლიოში დიდი კონკურენციაა ქვეყნებსა და ქალაქებს შორის, ყველა ცდილობს მოიზიდოს ტურისტები, წარმოაჩინოს თავიანთი უნიკალურობა და თვითმყოფადი კულტურა. დღითიდღე რთულდება ქალაქებს შორის განსხვავებულობის და მიზნობრივი ჯგუფებისათვის ახალი სრულიად განსხვავებული პოზიციის დაკავება. ალაბთ ყველას გაუგია არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის შესახებ. რა აქვს მას უნიკალური, რითი გასხვავდება სხვა ქალაქებისაგან და რატომ იყრის თავს ერთად ამდენი ტურისტი და ბიზნესმენი დუბაიში !?

მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ დუბაისთან დაკავშირებით, რადგან ახლახანს დავბრუნდი ამ შესანიშნავი ქალაქიდან.

როდესაც დუბაიში მივდიოდი ალაბთ, როგორც ყველა იქცევა დავიწყე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება ქალაქის შესახებ, რომელიც გარკეულ წარმოდგენას ქმნის თუმცა ნაკლებად რეალურს, ძირითადად წარმოჩენილია ცათამბჯებენის ფოტოები და ინფორმაცია ეკონომიკისა და ტურიზმის შესახებ, მეორე ინფორმაციის წყარო არის ის ადამიანები, რომლებიც იყვენ დუბაიში, რომლებსაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ დუბაის მიმართ, ზოგიერთი ამბობს, რომ ძალიან მოეწონა ზოგი კი ამბობს „არაფერი განსაკუთრებულიო“.

პირველი რაც დუბაიში ყურადღებას მიგაქცევინებს არა ცათამბჯენები არამედ ამბიციაა, რომელიც მთავარია, ხოლო ამბიციას + კარგი მარკეტინგი და პიარი ხომ იდეალური შემთხვევაა. რას ვგულისხმობ ამ ყველაფერში ალბათ ყველა ტურისტს კულტურა, სიძველე და ტრადიციები აინტერესებს, თუმცა დუბაიში ვერ ვიტყვით რომ ჩამოთვლილი მათგანი არ არსებობს, მაგრამ ამ ყველაფრის სიმცირეა, მთავარი დუბაიში არის ადეკვატური მარკეტინგი და ბაზარზე სწორი პოზიციონორება, ამბიციური გეგმაა ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ბურჯ (დუბაის) ხალიფას აშენებაა, რომლის სიმაღლე 830 მეტრია. ამბიციურია უდაბნოში ზამთრის სასრიალო კუროტრის მოწყობა, ზღვაში პალმის მსგავსი საოცარი ხელოვნური კუნძულის გაკეთება, ბურჯ ალ არაბის აშნება, რომელიც ასევე ხელოვნულ კუნძულზე აშენებული ერთადერთი 7 ვარსკვლავიანი სასტუმროა და ასე შემდეგ, მოკლედ ფანტაზია ამოუწურავი რასაც ადამიანი წარმოიდგენს და ვერ წარმოიდგენს.

საოცარი შეგრძნება ყველაზე მაღალი ცათამბჯენიდან გადმოხედვა და უამრავი ცათამბჯენის ხილვაა, რომლებიც ქალაქის ერთიან სტილს და სახეს ქმნის.

პირველი რაც გამგზავრებისთვის არის საჭირო რათქმაუნდა გადაადგილების საშუალებაა, ფლაიდუბაის კომფორტული და თანამედროვე ბოინგით გავფრინდი დუბაიში და სულ რაღაც 2 საათსა და 40 წუთში დუბაიში ვიყავი, საკმაოდ კარგი შესაძლებლობაა და თანაც იაფი, ფასები 270 დოლარიდან იწყება, ბოინგში არ მოიწყენ რადგან კეთილგანწობილ ეკიპაჟთან ერთად, სავარძლებზე დამონტაჟებული ეკრანებია, როემლიც საშუალებას გაძლევს მოუსმინო მუსიკას, უყურო ფილმებს და დატკბე მგზავრობის და ახალი შთაბეჭდილებების მოლოდინის ეფექტით.

შემდეგი პუნქტი მგზავრობის შემდეგ რათქმაუნდა სასტუმროა, მე მსოფლიო ბრენდ სასტუმრო “ჰილტონში” ვცხოვრობდი, რომელიც საკმაოდ კომფორტული და ფეშენებელურია. რამოდენიმე კომპლექსისაგან შემდგარი შენობები, რომელბიც ზღვის სანაპიროზე მდებარებობს, ბასეინებით გარშემორტყმული ერთიან ლამაზ სივრცეს ქმნის.

რითი შეიძლება დაკავდე დუბაიში და რა შეიძლება ნახო, ცათამბჯებების ნახვის შემდეგ, რომელიც ქალაქში მძლავრად არის წარმოჩენილი უდაბნოს მონახულება კარგი და საინტერესო სანახობაა თან მათი გართობის ერთ–ერთი საშუალება ქვიშაში მოწყობილ გორებზე ჯიპებით სიარულია რას ექსტრიმის მოყვარულებს ძალიან მოსწონთ, პირველი რასაც ჩასვლისას შეამჩნევთ ძვირადღირებული მანქანებია გართობის კიდე ერთი საშუალება მათთვის მანქანებით სეირნობაა, რაც პრაგმატულია საწვავი ხომ 50 ცენტამდე ღირს თუმცა არამგონია ეკონომიას აკეთებდნენ. აქ შეხვდებით მძლავრად წარმოჩენილ ფერარის, ლამბორჯინს მერსედესს და მაზერატის განსხვავებულ ახალ მოდელებს.

უამრავი სასტუმრო განსხვავებული ინტერიერისა და მომსახურების წარმოჩენას ცდილობს, ასევე გაოცდებით ფანტანების გრანდიოზულობით და მათი შესაძლებლობებით ისინი ცეკვავენ და მღერიან. მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც წასვლამდე გავიგე დუბაის შოპინგ ფესტივალია და მოვემზადე საშოპინგოთ თუმცა ამაოდ, თითქმის ყველა მოლში ევროპასთან შედარებით სიძვირეა თუმცა ფასდაკლებები არის დუბაიში მხოლოდ ბრენდების მოყვარულებს ეპატიჟებიან, რომელთაც არ ენანებათ ბრენდში თანხის გადახდა, თუმცა ძალიან მაინტერესებს საიდან ჩამოაქვთ დუბაიდან ტანისამოსი საქართველოშო :) რომელიც ჯერ ვერ გავიგე

ჩემი დაკვირვებით დუბაიში ბედნიერი ხალხი ცხოვრობს. 15 პროცენტისთვის, რაგდან ისინი მოქალაქეები არიან მთავრობა, ანუ შეიხი საოცარ ცხოვრებას სთავაზობს მათ. ყველანაირი გადასახადიდან გათავისუფლება, მაღალი ხელფასები, მაღალი პენსია, დაქორწინების თანხების ანაზღაურება და უამრავი საოცარი რამ, ყველანაირი პრივილეგია მოქალაქეებს რაც ჩვეულებრივ მოკვდავს სჭირდება. ხოლო დანარჩენი მოსახლეობისთვის, რომლებიც ძირითადად ინდოლები, პაკისტანელები და ბანგლადეშელები არიან საშუალო ხელფასიც საკმარისია, რადგან დუბაის საშუალო ხელფასი მათ ქვეყანაში მაღალია.

ალაბთ ყველას ემირატების მოქალაქეობა მოგინდათ მათშორის მეც, მაგრამ ამოდ ოთხი თაობა რომ იცხოვროთ ემირატებში მოქალაქე ვერ გახდებით შეიხის გოგოს თუ შევუყვარდები შეიძება მივიღო მოქალაქეობა, მაგრამ არამგონია

ძალიან მაიტერესებდა ინფომაცია შეიხის შესახებ, ეს ტაბუდადებლი თემაა, რადგან ყველა ერიდება მასზე საუბარს, ოჯახზე რაც გავიგე არის ის, რომ ბევრი ცოლო და შვილი ყავს ერთ–ერთ ბიჭს ცხენოსნობა ხოლო გოგოს კარატე უყვას

ხოლო რაც შეეხება მედიას რათქმაუნდა კონტროლირებადია, მათი აზრით რა საჭიროა დემოკრატია და სიტყვის თავისუფელბა, შეიხი უზრუნველყოფს სამართალს და მაღალი დონის ცხოვრებას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ შეიხი იხდის

დუბაიში კონცენტრირებულია მთელი მსოფლიოს ელიტა: არმანისა და დენიროს სასტუმრო, ასევე ჰოლივუდის უამრავი მსახიობი ამშვენებს დუბაის პალმის კუნძულებს.

თუ გინდათ შეიგრძნოთ თანამედროვე არქიტექტურა და მისი გრანდიოზულობა, თუ გიყვართ მზე და ზღვა, აფასებთ ბრენდებს და მაღალი დონი სასტუმროებს, გინდათ ნახოთ აღმოსავლური მომავალი – ეწვიეთ დუბაის.

Monday, May 2, 2011

ჯადოსნური ჯოხი



პიარი საქართველოში პოპულარული გახდა, თუმცა არა მისი რეალური გაგებით, რატომღაც ბოლო დროს მესმის სიტყვები გაპიარება, დაპიარება და ა.შ ვფიქრობ, რატომ გახდა პიარი ასეთი პოპულარული, რომ ყველას უნდა დაკავდეს პიარით ? ალბათ ერთი კონკრეტული პასუხი ამ კითხვებზე არ არსებობს.
მაინც შევეცდები გამოვყო რა პრობლემებთან გვაქვს საქმე და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. პირველი და ალბათ უმთავრესი ჩემი არზრით პიარის –პიარია. ალბათ პიარმა ვერ დაარწმუნა სხვადასხვა ორგანიზაციები თუ პიროვნებები პიარის ეფექტურობაში, რადგან ძნელია რეალური პიარის მენეჯმენტი, რომელიც გაცილებით მეტ ენერგიასა და დაკვირვებას მოითხოვს.
შემდეგი კომპონენტი განათლებაა, აღარ შევეხები ზოგად განათლებას, რომელიც პიარ სპეციალისტს სჭირდება მაგალითად სოციალური მეცნიერებების ცოდნა, და კონკრეტიკაზე გადავალ, ვფიქრობ განათლებასა და უნარებში არის პრობლემა, მიუხედვად მრავალი მცდელობისა მაინც ბუნდოვანია პიარ სპეციალისტის განათლების ცოდნის და უნარების შეფასება, მიუხედვად იმისა, რომ პიარის სწავლება საქართველოში დაახლოვებით ათი წელია მიმდინარეობს მაინც ბაზარი გაჯერებულია არაუნივერსიტეტებიდან გასული კადრებით, რატომ !? ალბათ ბაზაარს უფრო მეტი უნდა ვიდრე საუნივერსიტეტო სწავლებაა, ასვევე ერთ-ერთ მიმართულებად მინდა დავასახელო პიარის მცდარი გაგება რაც მნიშვნელოვანია. ერთი ნაცნობი შემხდვდა და მითხრა, რომ გაიგო რომ მე პიარ სპეციალისტი ვარ, მეც პიარში ვმუშაობო, გამიკვირდა ამ ბოლო დროს იმდენი ადამიანი მეუბნება ამ ფრაზას………. . . ყველას რათქმაუნდა ვეუბნები რას აკეთებთო და მათი ჩამონათვალიდან 10 პროცენტიც არ არის პიარი, რატომ ხდება ესე ? ერთმნიშვნელოვნად შეიძლებ ითქვას, რომ ბაზარზე მოთხოვნილება არსებობს პიარ სპეციალისტებზე თუმცა ამ მოთხოვნას სპეციალისტები მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებენ, ამ სტატიის დაწერის დორს გადავხედე საერთაშორისო გამოცდილებას სადაც სიტუაცია სხვაგვარია, ანუ მათ ძირითადად, ვგულისხომ ევროპულ გამოცდილებას, კომუნიკაციების მენეჯმენტში გაჰყავთ პიარი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს უფრო მარტივ ფუნქციებს ითხოვენ პიარ სპეციალისტებისაგან, რადგან მათ გამოცდილება უფრო მეტია აქვთ პროფესინალებიც მძლავრად არიან ბაზარზე წარმოჩენილი, მაგრამ მათთვის მთავარია მისი პროფესიონალიზმი კონკრეტულ სფეროში და არა ზოგადად პიარში, ისევ სწავლების თემას მივუბრუნდები უკვე მეხუთე წელია ლექციებს ვკითხულობ თითქმის ყველა უნივერსიტეტში სადაც ისწავლება პიარი და, რომ ვთქვა არ არის რესურსითქო არ ვიქნები მართალი. თუ კარგად დავაკვირდებით რამოდენიმე ადამიანი დადის ერთი კომპანიიდან მეორეში და რათქმაუნდა ახალი აქაც არაფერი ხდება, აქ მოყვანილი პრობლემებიდან ალბათ ყურადღება მისაქცევი კომპანიების შეხედულება პიარზე, რამოდენიმე კომპანიის ხელმძვღვანელმა მითხრა: “არ ვენდობი პიარსო”, რადგან მას წარსულში ცუდი გამცდილება ქონდათ პიართან დაკავშირებით, მესმის მათი, ხშირ შემთხვევაში სიტუაცია ასეთია, კომპანია პიარ მენეჯერს სთხოვს ისეთი სამუშაოს შესრულებას რაც ან მისი საქმე არ არის ან ვერ შეძლებს მის გაკეთებს აი აქ იქმნება პრობლემა, პიარ მენეჯერს სამსახურის დაკარგვა არ უნდა და შესაბამისად თახმდება ამ წინადადებას, აი აქ იწყება კონფლიქტი.

პროფესიონალი პიარ სპეციალისტი იმით გასხვავდება არაპროფესიონალისგან, რომ მან იცის პიარის და საკუთარი შესაძლებლობები, ერთ-ერთმა პიარ სპეციალისტმა მითხრა ორი წელი ვასწავლიდი კომპანიებს რა უნდა მოეთხოვათ ჩემთვისო.

მანამ სანამ ამ პოსტს დავწერდი ვფიქრობდი რას მომცემს ამ პრობლემებზე საუბარითქო ანუ მკვეთრი ზღვარის გავლება პროფესიონალებსა და დილეტანტებს შორის, თან მოგეხსენებათ ესეთი სტრატეგია არსებობს, როდესაც ადამიანზე კარგს ვერაფეს ამბობ ჯობია გაჩუმდეო, ან მეორე ხშირად, რომ მეკითხებიან ამათუიმ პიარ მენეჯერს თუ იცნობ და როგორიაო – მე ხუმრობით ვპასუხობ ხოლმე “პიარ სპეციალისტებს თავდაუსხმელობის აქტი გვაქვს გაფორმებულითქო” ვფიქრობ ამ გაჩუმებამაც მოგვცა ეს შედეგი, ეხლა საქმე ლაპარაკის ნაცვლად რომ იყოს რა უნდა გავკეთოთ:
ვფიქრობ, როგორც ყველა საქმეში თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო. პირველი და უმთავრესი პიარის არსის და მისი საქმიანობის მკვეთრად და გასაგებად აღწერაა საჭირო, შემდგე პიარ ასოციაციის შექმა, რომლიც პროფესიონალურ სტანდარტებს დაამკვიდრებს და იზრუნებს, როგორც დარგის ასევე წევრების განვითარებაზე, ეს შორეული პერსპექტივა-საკმაოდ რეალურია, რამოდენიმე წლის წინ ენთუზიაზმით აღსავსე პიარ სპეციალისტებმა პიარ ასოციაცია პრაიმი შევქმენით (რომელიც ევროპული პიარ ასოციაცია პრაიმ ევროპის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში) რომლის ერთ-ერთი დამფუძნებლი მეც ვარ. პრაიმმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავა ორი წლის განმავლობაში და შეეცადა ქართული პიარის და ევროპული გამოცდილების გაზიარებას. ვფიქრობდით ასოციაცია გადაიზრდებოდა დიდ სოლიდურ პიარ ასოციაციაში, რომელიც არ შედგა, რათქმაუნდა მე არ ვარ მომხრე ომი გამოვუცხადოთ არაპროფესიონალებს ეს არ არის ღირსეული საქმე. პიარი დადებითი მხარის წარმოჩენას გულისხმობს და არ მალავს არსებულ სიტუაციას, ვფიქრობ ასოციაციამ პირიქით პროფესიონალური სტანდარტები და პროფესინალები უნდა წარმოაჩინოს, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ წერდა პიარის მამა ედვარდ ბერეისი, რომ მომხდარიყო პიარ სპეციალისტების ლიცენზირება, მთელს მსოფლიოში აქ მოყვანილ პრიბლემბს არეგულირებს ასოციაციები და გაერთიანებები, რომლებიც საკმაოდ გავლენიანი არიან. ბარსელონაში ყოფნის დორს ერთ-ერთი ლექტორი ვინც ლექციებს მიკითხვადა დავინტერესდი ვინ არისთქო და მის სავიზიტო ბარათზე შემდეგი რამ ამოვიკითხე: პიარ სააგენტოთა აცოციაციის თავმჯდომარე, გაკვირვებული დავჩი, რომ პიარ სპეციალიზტებზე ხომ ცაკლე ზრუნავენ და კიდევ სააგენტოებზე დამატებით პიარ საგენტოთა ასოციაცია, ალბათ ჩვენთანც დადგება დორო ასეთი ორგანიზაციებისთვის.. ხო მართლა წინ ვლაპარაკობდი კომპანიების დაკვეთაზე.. ხშირ შემთხვევაში მათი დამოკიდებულება პიარის შესხებ მცდარია მათ პიარი ჯადოსნური ჯოხის შემცვლელი ჰგონიათ, ერთ-ერთმა კომპანიის ხელძღვანელმა მითხრა რა გინდათ კარგ რამეს გთავაზობთ გაყიდეთ ჩემი მომსახურებები და მოგების 20 პორცენტს მოგცემთო, მაგრამ რათქმაუნდა ეს ყოველივე დანახარჯების გარეშე უნდოდა, მე ვუთხარი ჩვენი სააგენტოს მომსახურება გაგვიყიდეთ და მოგების 60 პროცენტს მოქცემთქო

გული შემტკივა ამ პროფესიაზე რადგან მიყვარს და მიუხედვად ჩემი დაკავებულობისა მაინც ვცდილობ პიარის რეალური სახის შესახებ გავაგებინო ყველას, ეს არის პროცესი, გზა, რომლიც არ მთავრდება. კარგია გამონათქვამია “ძალა ერთობაშია” და ალბად ყველამ ცოტა რამ, რომ გავაკეთოთ ამ პროფესის დადებით მხარით წარმოჩენისათვის კარგი იქნება. ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანების შეფასების კრიტერიუმი მათი იმიჯი უნდა იყოს, რომელიც რათქმაუნდა მათი გაკეთებული საქმეების შედეგია ნათქვამია: “საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო”
და ბოლოს მინდა ამ სიტყვებით დავასრული. რომელიც იმედს მაძლევს.

წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო . . .