Thursday, September 24, 2009

"ჩაჭრილები”

ჩემი პოსტი ცნობილი კომპანიების მიერ ონლაინ პიარში დაშვებულ შეცდომებს ეხება, რომლებიც მათ პიარ კოშმარად ექცათ, კარგი იქნებოდა, რომ საქართველოშიც შეგვეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა არის პიარში მისაღები და რა მიუღებელი, ჩვენთან ხომ ”ბრძოლის ყველა საშუალება” გამართლებულია, მოკლედ იმისათვის, რომ მეთოდზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ და დავხვეწოთ ჩვენი ”პიარ მანერები” აქ მომყავს რამდენიმე დასაფიქრებელი მაგალითი, თუ რა არის დაუშვებელი პიარ საქმიანობაში, ვირტუალური იქნება ის თუ რეალური.

Ryanair

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ბლოგერმა გააკრიტიკა ავიაკომპანია Ryanair-ის ონლაინ დაჯავშნის პროცესში არსებული ხარვეზები, ავიაკომპანიის თანამშრომლებმა პოსტის საპასუხოდ გააკეთეს რამდენიმე ბავშვური და შეურაცხმყოფელი კომენტარი. როდესაც ეს ეპიზოდი ვებში გახმაურდა, კომპანიამ გააკეთა შემდეგი განცხადება: "Ryanair-ის პოლიტიკის თანახმად, კომპანიის საქმე არ არის იდიოტ ბლოგერებთან კორესპონდენციის წარმოებაზე დროისა და ენერგიის ხარჯვა და Ryanair აცხადებს, რომ ეს მეტჯერ აღარ განმეორდება.”

ასე ვთქვათ Ryanair-მა ”უკან არ დაიხია” და ბოლომდე მიაწვა კომპანიის ნამდვილად კარგად გადასახედ პოლიტიკას.

Belkin

კომპანია Belkin-ის თანამშრომელი Amazon Mechanical Turk-ის მომხმარებლებისათვის Belkin-ის ერთ-ერთ პროდუქტზე პოზიტიური ანაზღაურებადი მიმოხილვების დაკვეთის ფაქტზე გამოიჭირეს. ეს მიმოხილვები განსაკუთრებით არადამარწმუნებლად და საეჭვოდ ჟღერდა იმის გამო, რომ ვებ გვერდს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე ნეგატიური მიმოხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით. შეკვეთილი მიმოხილვები ”გამოჭერის” ფაქტის შემდეგ წაშალეს.

შეკვეთილი სტატიები თუ სიუჟეტები არ გაგვიკვირდება საქართველოში, ის უფრო გაგვიკვირდება, თუ რატომ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში პიარი და შეკვეთილი მედია მხარდაჭერა, ქართული მედიის პოლიტიკას დიდი წვლილი მიუძღვის ამ გაუგებრობაში.

Whole Foods

Whole Foods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ მეკიმ (John Mackey) კონკურენტი კომპანიის Wild Oats-ის შესახებ რამდენიმე ანონიმური პოსტი გამოაქვეყნა, სანამ ფაქტზე დაიჭირეს. ამ ფაქტმა მასაც და კომპანიასაც დიდი დაბნეულობა და სკანდალი მოუტანა. მეკიმ მოუბოდიშა მეწილეებს, თუმცა ამას კომპანიის ზარალი არ შეუმსუბუქებია.

აქ კომენტარი ალბათ ზედმეტიც არის, მეკიმ პიარ ეთიკის ელემენტარული პრინციპი დაარღვია, სულმა და ანონიმურობის ძალამ წასძლია, თანაც ხაზი გაუსვა იმას, რომ Wild Oats იმდენად ძლიერი კონკურენტია, რომ აქ უკვე აღმასრულებელი დირექტორის ჩარევაა საჭირო.

3 comments:

  1. კარგი რა, საქართველოში ისეთები ხდება... მაგალითად რომელიღაც სადაზღვევო კომპანის სარეკლამო კლიპი, სადაც ქმარი ცოლს შვილების თანდასწრებით ესვრის მანქანის გულისთვის! ელემენტარულია რომ იარაღი რეკლამაში დაუშვებელია. ესეთი რამე რომ არ იცი რაზეა ლაპარაკი. ბევრი უნდა ვისცავლოთ, ბევრიიი!!!

    ReplyDelete
  2. თაკო, ძალიან საინეტრესოა შენი ახალი ინიციატივა სახელწოდებით ”ჩაჭრილები”. კარგია, რომ აქ საერთაშორისო გამოცდილებაა, სადაც ეს ყველაფერი უკვე აღიარებულია და უკვე განხილვის საგნებია და უნივერსიტეტებშიც კი ისწავლება როგორც ქეისები. ჩვენთან, მსგავსი შემთხვევები ბევრია, თუმცა ამას ასეთი საჯარო განხილვები ნაკლებად მოჰყვება, ან თუ მოჰყვება ძალიან მცირე წრეში. სიამოვნებით დაველოდები შემდეგ ისტორიებს.

    ReplyDelete
  3. Giorgi KalatozishviliSeptember 28, 2009 at 7:25 PM

    ჩვენთან "ჩაჭრილები" იმდენი არიან:) არ მინდა ამ თემის პოლიტიზირება, მაგრამ რომ გეკითხებიან და გადანაშაულებენ "სასამართლო პროკურატურის უწყებად რატომ აქციეთ?!" და "კერძო საკუთრების უფლება რატომ შელახეთო?!" ამაზე მინიმუმ არაადეკვატურია პასუხი "სამაგიეროდ ჩვენ გზები აღვადგინეთ და ელექტროენერგია 24 საათის რეჟიმში მოგეწოდებათ". ეს არის მომხმარებლებთან (მოქალაქეებთან) არასწორი დამოკიდებულების, მიდგომის ნათელი მაგალითი. იქნებ სამთავრობო ფიარზეც დაწეროთ სტატია. ძალიან საინტერესო იქნება მათ აქტივობების განხილვა სწორედ ფიარ-ის პრიზმაში.

    ReplyDelete