Sunday, May 23, 2010

რაში სჭირდება საქართველოს მთავრობას ლობისტური კომპანიების დაქირავება?

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ნაწილიდან ხშირად გამიგია კრიტიკა იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხარჯავს მილიონებს აშშ-ში დარეგისრირებულ ლობისტური კომპანიების მომსახურებაზე. რატომღაც ეს ძალიან ნეგატიურ კონტექსტში განიხილება და შთაბეჭდილება მრჩება, რომ: ა) მათ კარგად არ აქვთ გააზრებული საკითხი, ანუ არა გაეგებათ რა ლობისტური საქმიანობის შესახებ ან ბ) ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ამ საკითხებით მანიპულირებას. შეიძლება სხვა მიზეზებიც იყოს.

მე მინდა, ლობისტური მიმართულება და მასზე გაწეული ხარჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ხარჯავს საქართველოს საკომუნიკაციო სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტის კონტქესტში განვიხილო. აქვე ვიტყვი, რომ ჩემი დაანგარიშებით, რომელიც ეყრდნობა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულ კონტრაქტებს, 2004 წლიდან დღემდე, საქართველოს დახარჯული აქვს 3,220,650 აშშ დოლარი ლობისტური საქმიანობისათვის აშშ-ში.

ლობირება, ეს არის ადვოკატირების პროცესი, რომლის მიზანია კანონშემოქმედებით პროცესებზე და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა სხვადასხვა საკითხების სასარგებლოდ. ლობისტი, ეს არის ფიზიკური პირი ან სპეციალური ლობისტური კომპანია, რომელიც ცდილობს ზეგვავლენა მოახდინოს საკანონნდებლო და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე მისი კლიენტის სასარგებლოდ.

დღეს, აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, 30,000 ზე მეტი დარეგისტრირებული ლობისტია, როგორც ფიზიკური პირის, ასევე ლობისტური კომპანიის სახით. დღეს აშშ-ში ლობისტური მომსახურების მსურველთა შორის არიან, აშშ კერძო კომპანიები, დარგობრივი სავაჭრო - სამრეწველო ასოციაციები, საგანმანათლებლო, რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები და თქვენ წარმოიდგინეთ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებიც. და ყველა მათგანის ამოცანაა აშშ-ს კონგრესის, სენატის და აშშ სამთავრობო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა ან ამ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა მათთვის სასარგებლო შედეგის მიღების მიზნით. ყველას სხვადასხვა მიზანი აქვს. მაგალითად, დარგობრივი სავაჭრო-სამრეწველო ასოციაციები, მათი წევრი კომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათების ინიცირებას ან არსებულ კანონში ცვლილებების შეტანას უჭერენ მხარს და მათ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებით ამ შედეგის მიღებას ცდილობენ, ზოგიც კი, მაგალითად საქართველო, როგორც სახელმწიფო ცდილობს მის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების მეშვეობით მიიღოს შემდეგი: აშშ - საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებების მიწოდება - გაცნობა ისეთი მიზნობრივი ჯგუფებისათვის, როგორებიცაა აშშ კონგრესი, აშშ ადმინისტრაცია, მედია და ექსპერტთა საზოგადოება, რომლებსაც აქვთ გავლენა აშშ საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის საკითხების ფორმირებაზე.

მე არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის არსებობას აშშ - ს დედაქალაქში. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამჟამინდელი აშშ-საქართველოს ურთიერთობები ერთ დღეში, ან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის პირადი ურთიერთობების საფუძველზე შეიქმნა და ვითარდება. ეს რათქმაუნდა ასე არ არის. გარდა იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს მუდმივი სამთავრობათშორისო ურთიერთობები, ეს სრულებითაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აშშ კონგრესში, სეტანტში, მედიაში (რომელიც ქმნის საზოგადოებრივ აზრს ვაშინგტონში) და აზრთა ლიდერთა წრეებში სრულად ჰქონდეთ ინფორმაცია საქართველოზე. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ-ში ახალი პოლიტიკური ელიტა მოვიდა და მათ წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით უფრო ნაკლები იციან საქართველოზე. მათ ხომ მუდმივად ესაჭიროებად ინფორმაციის მიღება ისეთ საკითხებთან, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ყალიბდება აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანაშმრომლობის ფორმატში? და ამ კომუნიკაციაზე პასუხისმგებელია ზუსტად ის ლიბისტური კომპანიები, რომლებიც დღეს საქართველოს ესმახურება.

2010 წლის იანვრიდან ამავე წლის ბოლომდე საქართველოს აშშ-ში დაქირავებული ჰყავს ორი ლობისტური კომპანია, The Podesta Group და Gephardt Group. ორივე კომპანიის მომსახურება საქართველოს 1,036,800 აშშ დოლარი უდჯება. ორივე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყიურება მათი განვლილი გამოცდილებით და რეპუტაციით. მაგალითად ტონი პოდესტა, რომელიც არის The Podesta Group - ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ”The Wall Street Journal” - ისა და ”Financial Times” - ის მიერ აღიარებულია ყველაზე მნიშვნელოვან პიროვნებად აშშ-ს დედაქალაქში, ხოლო ”Business Week” - ი პროგნოზირებს, რომ მისი კომპანია იქნება ერთ-ერთი, რომელიც დიდ წარმატებას მიაღწევს ”ახალ ვაშინგტონში”. ვიღაცა იტყვის, რომ უაზრობაა ასეთი მომსახურება, მე კი ვიტყვი, რომ ეს არ არის უაზრობა და პირიქით, საჭიროა. იმისთვის, რომ მუდმივად ინფორმირებული გყავდეს შენი მიზნობრივი ჯგუფები შენი საქმიანობის შესახებ, ამისთვის აუცილებელია რეგულარული კომუნიკაცია მათთან, ეს პიარ საქმიანობის საფუძველია. მე არ მჯერა ერთჯერადი კომუნიკაციის, რადგან კომუნიკაცია მაშინაა ეფექტური, როდესაც ის არის ორმხრივი, მუდმივი და ცოცხალი. და როგორც ყველა კერძო კომპანიას, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას (როგორც სუბიექტებს) ესაჭიროება გააზრებული და დაგეგმილი სტრატეგიული კომუნიკაცია (იგივე პიარი) მის მიზნობრივ ჯგუფებთან, ასევე სახელმწიფოსაც (როგორც სუბიექტს) როგორც ჩანს ესაჭიროება გააზრებული და დაგეგმილი სტრატეგიული კომუნიკაცია (იგივე პიარი) მის მიზნობრივ ჯგუფებთან. აშშ-ს დედაქალაქში კი ზუსტად ის მიზნობრივი ჯგუფია ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომელთანაც მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ორმხრივი კომუნიკაციის პროცესი.

9 comments:

  1. sainteresoa tumcaga lobis mnishvneloba da kerdzod ki The Podesta Group - ze daxarjvas tundac tkveni sityvis ar iyos 1,036,800))) me piradad ar vetanxmebi jerecerti tu advokaturaze vsaubrobt)) (vadarebt) mashin chveni kvekana vinaa?? braldebuli tu bralmdebeli? meorecerti tu informaciis scor micodebaze vsaubrobt vinmes jera rom amerikashic isetive cxvrebi zian rogorc sakartveloshi?? da tkvenst anu "sakartvelos" dakiravebul "lobistikur kompaniebs" ratom unda daujeron sheidzleba sakartveloshi bevri cxvaria romesac bevri ramis axsna schirdeba magram roca tkvens mier zemot moxseniebul miznobriv jgufs moixseniebt anu nishvnelovan pirovnebebs usa-shi da gjerat rom
    magalitad ტონი პოდესტა - s rameshi anagvlebs is informacia romelic tbilisis kremlshi icereba tu iqmneba???))))))

    senats dzalian schirdeba lobebi romlebsac 1 milions uxdian????

    tu kongresmenebs chautarebt 1 milionian treiningebs???

    da bolos is lobireba romelzedac saubrobt imtavitve fulis yraa radgan chven mtrebsac yavt lobebii da vinmes gonia rom obama (politikuri elita) imden fuls achukebs sakartvelos rom ukanasknelma mougos lobirebashi rusts))))???
    amis pasuxi dgevardeli sinamdvilea chven kveyanas cagebuli akvs afsoluturad yvela sagareo politikuri brdzola principshi ara marto sagareo magram eg sxva temaa
    sxvatashoris sainteresoa tkven piradad kveynis shignit mokmed lobebs xom ar miekutvnebit)))) da tkvenze ramdens xarjaven))))))

    ar aris aucilebeli pirdapir gadagixadon amisatvis arsebobssxvadaxva sashvalebebi

    ReplyDelete
  2. Very interesting article. Nice to know that someone can be objective and see the things as the are and not only from one point of view.

    ReplyDelete
  3. მე გამოვეხმაურები რიგირთ მეორე კომენტარს.

    პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო კომენტარის ავტორს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მის მიერ გამოთქმული პოზიციების რაღაცა ნაწილი შეიძლება გავიზიარო, თუმცა სტატიის მიზანი აქ უფრო პიარ სპეციალისტის თვალით დანახული ლობისტური კომპანიების დაქირავების აუცილებლობაზეა საუბარი. ჩემს სტატიაში მე არ ვსაუბრობ და არ ვაანალიზებ დახარჯუკლი თანხების ეფექტურობას, რადგან ეს შეიძლება სხვა სტატიის თემა იყოს. და ასევე ამავე თემაში არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს, რადგან ეს კიდევ სხვა თემის საკითხია, რომელიც ამ ბლოგის თემატიკას სცდება. მე მინდოდა ამეხსნა, რომ ისევე როგორც ყველა დიდი კომპანიას (და არამარტო დიდს) სჭირდება გააზრებული და დაგეგმილი სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამა (რომელიც შეიძლება დაუკვეთო პიარ სააგენტოს), ანალოგიურად ასეთივე მნიშვნელობას იძენს ქვეყნისთვის გააზრებული და დაგეგმილი საკომუნიკაციო სტარტეგია რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ასეთი ტიპის, ლობისტურმა კომპანიებმა შეასრულონ).

    და ჩვენი ბლოგის და მეორე კომენტარის ძვირფასს ავტორს ვთხოვ, რომ ყველაფერში შეთქმულების თეორით არ იხელმძღვანელოს და ასეთი ტიპის სტატიებს მაინც შეხედოს მარტივად:)(ამ შემთხვევაში წმინდა პიარ თვალსაწრისით, რადგან ეს ბლოგი ამ თემატიკას ეხება). მგონი ყველანი დავიღალეთ ასეთი ”ეჭვების” და არაფრისმომცემი კომენტარების ტყვეობით.

    ReplyDelete
  4. :))))) pativcemulo berdia tqveni pasuxis pirveli nacili sakmaod adekvaturi da gasagebi iyo (chemtvis) rasac ver vityvi bolo abzacze))))))) "shetkmulebis teoria" magaria))))

    tkven postshi sheexet konkretul gadacyvetilebebs romelta shedegi aris "0" shesabamisad mimachnia rom chemi pasuxi scoredac eg iyo rom raadgan zogadad piaris teknologiebis efekturobaze saubrobt albat sxava magalitebit unda gexemdzgvanelat

    ertia teknologia da piar principebi meorea mati gamoyeneba da orientiris score archeva

    aseve erts davamateb da chemi arafris momcemi komentaric )))) amit dasruldeba tkvens bevris momcem bloze))))

    chemi azrit piari martebuli ikneboda dae ertis nacvlad ati milioni daexarjat tu kerdzot kveknis gapiareba moxdeboda misi resursebisa tu bunebriv etnikuri gansakutrebulobis ai am shemtxvevashi pasuxi politikur elfers ar miigebda
    tkveb ki pativcemulo berdia tavad brdzanet (axsenet) "განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ნაწილიდან" da miiget pasuxi romlis gatvaliscinebac namdvilat ar mogetxovebat

    ReplyDelete
  5. ძალიან საინტერესო სტატიაა ბერდია,

    რეპუტაციაში ჩადებული თანხები ყოველთვის გამართლებულია, რადგან: პიარი მუშაობს რეპუტაციაზე, ხოლო რეპუტაცია კომპანიაზე

    ReplyDelete
  6. 3 PR
    ყველას შევახსენებ რომ ამ ბლოგს პიარ ჰიპერმარკეტი ქვია, ძირითადათ ეს ბლოგი მინზნად ისახავს პიარ პროფესიონალების აზრების და გამოცდილების გაზიარებას და ამ სფეროს განვითარებას.
    ზოგადად გული მწდება ჩვენი PRოფესის არაადეკვატურ აღქმაზე და იმაზე რომ ყველა თვლის, რომ პიარი იცის :)

    კარგია რომ გააქტიურდა ბლოგი და საინტერესო სტატიები და კომენტარები იდება თუმცა მინდა პროფესიონალებს მივმართო რომ ფროფესიული და არა დილეტანტური შეფასებები გავაკეთოთ.

    ჩვენ პროფესიაში ბევრი უნდა იმუშაოს და ისწვალოს ადამიანმა, რომ PRოფესინალი გახდეს.

    მოკლედ ჩემი კომენტით მინდოდა დამეფიქსირებია რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და ვივა PRოპესიონალიზმი

    ReplyDelete
  7. ძალიან ნათლად და კარგა არის ახსნილი ლობისტური კომპანიის საჭიროება ქვეყნისთვის, გნებავთ ცალკეული პიროვნებისთვის და საერთოდ ძალიან კარგი ბლოგია:-) მადლობა და წარმატებები!!!

    ReplyDelete