დღესდღეობით წარმოუდგენელია საუბარი სიტყვა ბრენდის გამოყენების გარეშე, და მაინც რა არის ეს მაგიური სიტყვა რომელიც ატრიალებს სამყაროს?
ერთი შეხედვით მარტივი სიტყვა ბრენდი რთული ტექნოლოგიისაგან შემდგარი რამ არის, და მაინც რა არის ბრენდში ასეთი ზებუნებრივი, რომელიც „აიძულებს“ მომხმარებლებს დაუფიქრებლად იყიდონ ბრენდი?
ერთი შეხედვით მარტივი სიტყვა ბრენდი რთული ტექნოლოგიისაგან შემდგარი რამ არის, და მაინც რა არის ბრენდში ასეთი ზებუნებრივი, რომელიც „აიძულებს“ მომხმარებლებს დაუფიქრებლად იყიდონ ბრენდი?
მინდა ჩემი გამოცდიელბა გავუზიარო ბლოგის მკითხველებს, რადგან მე პიარ სპეციალისტი ვარ. ჯერ კიდევ მანამ სანამ პროფესიას ავირჩევდი მაინტერესებდა, რატომ ყიდულობენ ადამიანები ამა თუ იმ პროდუქტს და რატომ იყო ჩემ ბავშვობაში და არის დღემდე კოლა –კოლა ყველაზე მაგარი?
პირველი ჩემი შეხება ბრენდთან რათქმაუნდა მათი მოხმარების გარდა :) წიგნებიდან დაიწყო, დავიწყე კითხვა რა იყო ბრენდი და როგორ ხდება პროდუქტის ბრენდად ქცევა, თუმცა ეს თეორიული ცოდნა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ კარგად გავრკვეულიყავი ბრენდის და ბრენდინგის საკითხებში (ბრენდინგი– არის ბრენდის შექმნის ტექნოლოგია). ჩემდა სასიკეთოდ მომიწია რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამგზავრება, სადაც უნიკალური ადამიანი, ახლანდელი საერთაშორისო პიარ ასოციაციის პრეზიდენტი რიჩარდ ლინინგი გავიცანი, რომელიც მიკითხავდა ლექციებს. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან პირველად შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო მოკლე დროში და მარტივად აეხსნა ჩემთვის ბრენდის ტექნოლოგიები. იმდენად დამაინტერესა ამ თემამ და ადამიანმა, რომ ვთხოვე მას პირადი პრეზენტაციები გადმოეგზავნა ჩემთვის :) და რათქმაუნდა გადმომიგზავნა. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ცოდნა უნდა გადამეცა ვინმესთვის და პრაქტიკულად განმეხორციელებინა (წაკითხული მქონდა, რომ ყველაზე კარგია რასაც ისწავლი მისი გამეორებაა და სხვასაც გადასცე–გაუზიარო, ანუ რასაცა გასცემ შენიას ... პრინციპია). პირველი რაც გავაკეთე გადავთარგმნე ბატონი ლინინგის პრეზენტაციები და რათქმაუნდა მცირედი ადაპტირება გავუკეთე, ჩემი მოკრძალებული აზრები დავამაატე და გავაკეთე უფასო სემინარი პიარის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. შეხვედრას სამოცამდე სტუდენტი დაესწრო ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, მასკიდან და ტექნიკური უნივერსიტეტიდან. შეხვედრა ინტერაქტიული გამოვიდა. რაც ვიცოდი ვცემდი პასუხს რაზეც არ მქონდა პასუხი, გულრწრფელად ვამბობდი არას, ხოლო როდესაც ჩემი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება განვითარდა დავიწყე ბრენდინგის კურსის სწავლება საქართველოს უნივერსიტეტში.
რათქმაუნდა მხოლოდ ცოდნის გადაცემაში არ არის „ ჭეშმარიტება”. ხშირად ვეკითხებოდი მეგობრებს და ახლობლებს რა მახასითებლებით ირჩევდნენ ბრენდს. ძირითადად ისინი ასახელებდნენ ცნობადობას და უცხოური პროდუქტის ხიბლს თუმცა ქართულ ბრენდებსაც ყიდულობდნენ.
უფრო კონკრეტული რომ ვიყო და საქმე რომ იყოს ლაპარაკის ნაცვლად, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ბრენდი კარგად ჩამოყალიბებული პროდუქტის სტრატეგიაა, რომელსაც წინასწარ შექმნილი იდეა ანუ ღირებულება გააჩნია. რათქმაუნდა მომხმარებლებს რომ ვკითხოთ კოკა–კოლას წყურვილის მოსაკლავად ყიდულობენ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით მასში მათ მთავარი ღირებულება და იდეა ანუ ბრენდი მოსწონთ, ალბათ სიმბოლური იყო, რომ ჩემი ბავშვობის სანატრელ ბრენდ კოკა–კოლას კომპანიაში მომიწია მუშაობა.
ბრენდინგის სპეციალისტებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგი ამტკიცემს, რომ რომელ პროდუქტსაც მსოფლიო ცნობადობა არ გააჩნია ბრენდი არ არის, მაგალითად ჩვენი ლოკალური პროდუქტები ბორჯომი, ნატახტარი და ა.შ
მეორენი კი ამტკიცებენ, რომ არსებობს ლოკაური და გლობალური ბრენდები და ორივე ბრენდია. რომელ მიმართულებას დაიჯერებთ არჩევანი თქვენზეა.
როდესაც პროდუქტის შექმნაზე ვიწყებთ მუშაობას აუცილებელია, რომ ვიფიქროთ რა ღირებულება, რა განმანსხვავებელი არსი და ბუნება ექნება ჩვენ პროდუქტს და რა საშუალებებით მოვახდენთ მის კომუნიკაციას. გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი ერთი „სწავლა სწავლა და სწავლა” და მეორე „დრო დრო და დრო“ (აუცილებელია ბრენდზე მომუშავე ადამიანი ფლობდეს ბრენდინგში ბაზისურ ცონდას და იცოდეს, რომ ბრენდის შექმნას დიდი დრო უნდა).
იმედია მოკლედ ჩამოვაყალიბე რისი თქმაც მინდოდა. ეს ჩემი გზა იყო ბრენდამდე მისვლის, რომელიც ასე გამოისახა 1. ინტერესი 2 ინფრმაციის მოძიება –სწავალა 3. ცოდნის გაზიარება 4 პრაქტიკა.
ელდარ პირმისაშვილი
პიარ სპეციალისტი
მე ვემხრობი მათ, ვისაც სჯერა, რომ არსებობენ ადგილობრივი და გლობალური ბრენდები. საინტერესოა, რა არგუმენტები აქვთ მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ბრენდი ისაა, რომელსაც მსოფლიო ცნობადობა გააჩნია.
ReplyDeleteბერდია, მაშინ ის მითხარი ემხრობი თუ არა მათ, რომლებიც ამბობენ რომ ”ადგილობრივი ტურიზმის პოპულარიზაციას ახდენენ”? :)) ტურიზმი - ტურიზმია, ლოკალური და გლობალური არ ვიცი, მე ვიცი კლიენტზე ორიენტირებული ტურიზმი, რომელიც ორიენტირებულია როგორც ქართველებზე - ისე უცხოელებზე. შენ როგორ ფიქრობ? :)
ReplyDeleteთავისთავად, ელდარის აზრი ძალიან მაინტერესებს. თვითონ როგორ თვლის - ქართულ ბაზარზე არსებული ბრენდები ამ ცნების თვალსაზრისით რამდენად ბრენდები არიან?
ReplyDeleteმე ძალიან არ მომწონს როდესაც პროდუქტებს ეძახიან ბრენდს, მაგალითად ესეთი გამოთქმა "ჩვენ ახალი ბრენდი შევქმენით", რათქმაუნდა ჯერ პროდუქტი იქმნება და მერე ბრენდდება, რაც შეეხება ლოკალურ და გლობალურ ბრენდებს, მე ძირითადად ვემხრობი თუ ბრენდია ესეიგი მას აქვს ინდივიდაალური ღირებულება და ცნობადობა, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაშია თუ ბორჯომს ცნობენ და მას არა მხოლოდ პროდუქტიის დონეზე მოიხმარენ და აქვს ღირებულება ე. ი ბრენდია, თუმცა რადგან დამკვიდრდა ლოკალური ბრენდების ცნება ალბათ ესეა საჭირო ...
ReplyDeleteანუ მოკლედ რომ ვთქვა თუ პროდუქტს აქვს ღირებულებები და მკვეთრად გამოხატული ბრენდის არსი და პირობა (ანუ თუ მინერალურ წყალს მომხმარებელი მხოლოდ წყურვილისთვის სვავს და რაიმე ღირებულებასთან არ ასოცირდება ის, მაშინ პროდუქტის ნიშაში გადის ) ხოლო სადაც ღირებულებაა და ბრენდის კაპიტალი მაშინ ბრენდთან გვაქვს საქმე
მადლობა ელდარს,ასეთი საინტერესო სტატიისთვის.მეც გამიგია პიარ მენეჯერებისგან,რომ ბრენდს ქმნიან ჯერ არ არსებული პროდუქტისგან....მართლაც , რომ საოცარი მიდგომა აქვთ ბრენდის შექმნაზე.
ReplyDeleteიმედია შენს საჯარო ლექციებზე თუ ვერ მოვლენ,წაიკითხავენ მაინც ამ მასალას ...
საუკეთესო სურვილებით
PRიდა
გიო, ჩემი პოზიცია ეხხებოდა მსოფლიო ცნობადობის ბრენდებისა და ადგილობრივი ცნობადობის ბრენდების გააზრებას. შესაბამისად ვფიქრობ, რომ თუ ბრენდი არ არის მსოფლიოში ცნობადი, მაგრამ არის ცნობადი საქართველოში, აქვს ინდივიდაალური ღირებულება და ყველა ის მახასიათებელი რაც ბრენდისთვის აუცილებელია, რატომ არ შეიძლება ის ბრენდად ჩაითვალოს? აქ შეიძლება ტერმინოლოგიური უზუსტობაა, თუ რას ვეძახით ჩვენ ბრენდს. ვთვლი, რომ საქართველოში არსებობენ ბრენდები (სხვა სათქმელია მათი არსებული სტრატეგიების ეფექტურობა ბრენდის შექმნის და კომუნიკაციის თვალსაზრისით) მაგრამ ის რომ ბრენდის პირველი კატეგორიის მიმდივრები, რომლებიც ამბობენ, რომ ბრენდი მსოფლიო ცნობადი უნდა იყოს მაინცდამაინც, ვფიქრობ, რომ მათ პოზიციას არ ვემხრობი. ეს არ ნიშნავს, რომ ქართული კომპანიები მიზანმიმართულად მხოლოდ ქართული ბაზრისთვის უნდა მუშაობდნენ. რათქმაუნდა მათ გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რომ ბრენდს არ აქვს ”ეროვნება” და ქართველისთვისაც და უცხოელისთვისაც მისი ცნობადობა ერთი და იგივე უნდა იყოს და მათი ბრენდ სტრატეგიის მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ამ ეტაპზე რომელიმე ქართული კომპანია (ნუ, კომპანიას მაგალითის სახით ვიღებ) ჯერ მხოლოდ ქართულ ბაზარზე ყალიბდება ბრენდად, მას უფლება ბრენდის სტატუსზე არ ჰქონდეს. ყველა ახლა ცნობილი ბრენდი, ოდესღაც, რომელიმე სახელმწიფოს წიაღში დაიბადა, პირველ ეტაპზე იქ დაიწყო ბრენდად (ტრადიციული გაგებით) ჩამოყალიბება და გავიდა ახალ მასშტაბებზე.
ReplyDeleteტურიზმთან დაკავშირებით, აბსოლიტურად ვიზიარებ შენს შეხედულებას და პოზიციას, და ტურიზმი ყველასთვის, ხარისხზე ორიენტირებული უნდა იყოს თანაბრად. თუმცა არსებობს შიდა ტურიზმის ცნებაც,და ეტყობა, ისინი ვინც ამას ამბობენ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაზე საუბრობენ, რაც ასევე მნიშვნელოვანია ქართული ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის. ეს ტერმინი მიღებულია ტურისტულ წრეებში. შესაბამიაად, ეს სხვა ტიპის შედარებაა.
მადლობა ელდარ, ძალიან მაგარი პოსტი იყო, ლინინიგსი პრეზენტაციების შენებურ თარგმანებს ხომ ვერ დადებდი სადმე?
ReplyDeleteკი, ბერდია გეთანხმები ბევრ რამეში.
ReplyDeleteახლა, რაც შეეხება ლოკალურ და გლობალურ ბრენდს. ელდარ, შენ გიწერია, რომ "ბრენდინგის სპეციალისტებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგი ამტკიცემს, რომ რომელ პროდუქტსაც მსოფლიო ცნობადობა არ გააჩნია ბრენდი არ არის, მაგალითად ჩვენი ლოკალური პროდუქტები ბორჯომი, ნატახტარი და ა.შ". ბორჯომს თითქმის 200 მილიონიან საბჭოთა კავშირში სვამდა უკლებლივ ყველა. სვამდა იმ დღემდე, სანამ რუსულ-ქართულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ეს სასმელი განდევნა რუსული ბაზრიდან. ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის დროს ბრენდინგის ცნებაც კი არ ესმოდათ, მაგრამ ის რაც იყო "ბორჯომი" მაშინ - სხვა რამეს დაარქმევ? ლოკალური ხომ არ ყოფილა არა არც მაშინ? მგონი ბორჯომი სწორედ ის ბრენდია, რომელმაც დროს გაუძლო.
მე ვფიქრობ ბორჯომ აქვს ბრენდის მახასიათებლები და თან როგორც ვიცი მისი დისტრიუბუცია 4 ქვეყანაში ხდება შესაბამისად ცნობადობაც აქვ და შეგვიძლია გლობალური ბრენდის მახასიათებელში გავიყვანოთ 5 მინუსით :)
ReplyDeleteისე სანამ კოკა-კოლა მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა ამერიკელები მიუხედავად მისი მაღალი ცონობადობისა სხვა ქვეყნებში ლოკალურს ეძახდნენ.
მე ახალი თეორიით გამოვდივარ, მთვარია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მომხმარებლის აზრი ანუ ის რისთვის მოიხმარს ბრენდს პროდუქტად თუ ბრენდათ ანუ ისევ ღირებულებებთან მაქვს საქმე
რაც შეეხება პრეზენტაცის ვისაც უნდა მეილი მომწეროს :)
და რატომ იყო ჩემ ბავშვობაში და არის დღემდე კოლა –კოლა ყველაზე მაგარი?
ReplyDeletear aris :)
wyali aris yvelaze magari :)
რაც შეეხება პრეზენტაცის ვისაც უნდა მეილი მომწეროს :)
ReplyDeleteme wavikiTxavdi didi siamovnebiT :)
taa@taa.ge