საქართველოში განათლების რეფორმაზე თავისი შეხედულება უკვე ყველამ გამოთქვა, ალბათ, მხოლოდ ზარმაცებმა შეიკავეს თავი. ამიტომაც, არ ვაპირებ ჩავუღრმავდე რეფორმის სუსტ და ძლიერ მხარეებს, უბრალოდ, რამდენიმე უცნაურ საკითხზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. საქართველოში სხვადასხვა საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ არ არსებობს სასწავლებლები, რომლებიც ამ პროფესიონალებს ამზადებენ. არადა, ვიკიპედიაში (რომლის სისწორეში, მართალია ბევრს ეჭვი ეპარება), პროფესიონალის შემდეგნაირი ტრადიციული განმარტებაა მოცემული: „სიტყვა „პროფესიონალი“ აღნიშნავს პირს, რომელიც დიპლომირებული სპეციალისტია ამა თუ იმ პროფესიულ საქმიანობაში“.
რა თქმა უნდა, მხოლოდ დიპლომი, არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, იმის აღნიშვნა მინდა, რომ პროფესიონალს, როგორც მინიმუმ, პროფესიული მომზადება უნდა გააჩნდეს.მგონი, შესავალისთვის საკმარისად დავწერე და ახლა დროა, ქართველ პროფესიონალებზე ვისაუბრო.
გრაფიკული დიზაინი
დიზაინის განსაზღვრებისთვის კიდევ ერთ ონლაინ ენციკლოპედიას მოვიშველიებ. ამჯერად, ბრიტანიკას:
გრაფიკული დიზაინი: პროფესია და ამავე დროს, ხელოვნება ისეთი ვიზუალური ელემენტების შერჩევისა და ერთმანეთთან შეხამებისა, როგორიცაა – შრიფტი, გამოსახულება და ფერი. გრაფიკული დიზაინის ამოცანაა, - გარკვეული მესიჯი აუდიტორიას. საქართველოში გრაფიკული დიზაინის უამრავი სპეციალისტია. რაშიც მარტივად დარწმუნდებით, თუ ქალაქში გაივლით და სარეკლამო ბანერებს გადახედავთ. ან ღვინის მაღაზიაში შეხვალთ, რომელიც თავის მხრივ, გრაფიკული დიზაინის გამოფენაა, ვინაიდან, თითოეული ღვინის ეტიკეტი ცდილობს გარკვეული გზავნილი მიიტანოს მომხმარებელთან. რომელიმე ქართული გაზეთისა თუ ჟურნალის, პუბლიკაციების თითოეული გვერდიც ხომ გრაფიკული დიზაინის პროდუქტია. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქართველოში გრაფიკული დიზაინის უამრავი სპეციალისტია, რადგან ყველაფერ იმას, რაც მე ჩამოვთვალე, გრაფიკული დიზაინის სპეციალისტები ქმნიან. გასაკვირი კი ისაა, რომ არც ერთ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში გრაფიკული დიზაინის კათედრა არ არსებობს და ამ სფეროს პროფესიონალთა უმრავლესობა თვითნასწავლია. მას ვინც ამ პროფესიის დაუფლებას გადაწყვეტს, ძალიან მწირი არჩევანი ექნება:
1. ჩააბაროს სამხატვრო აკადემიაში ‑ გრაფიკის ფაკულტეტზე.
აქ მას დაზგური გრაფიკის პარალელურად, შესაძლებლობა ექნება, პლაკატის ხელოვნებას და წიგნის ილუსტრაციას დაეუფლოს. მაგრამ პარალელურად, თავად მოუწევს კომპიუტერული პროგრამების შესწავლაზე იზრუნოს, რაც გრაფიკული დიზაინის სპეციალისტისთვის აუცილებელია.
2. გაიაროს სასერტიფიკატო კურსი გრაფიკულ დიზაინში.
ასეთი კურსები ცოტაა და ისინი, ვინც ამ კურსებზე ასწავლიან, ძირითადად თვითნასწავლი დიზაინერები არიან, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა.
3. დაიქირავოს ინდივიდუალური პედაგოგი.
პედაგოგი, უკეთეს შემთხვევაში, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იქნება, რომელმაც შემდგომში თავად ისწავლა კომპიუტერული პროგრამები და მზად არის თავისი გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.
ვებდიზაინი
ვებდიზაინის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო ცუდად არის, თუკი გრაფიკულ დიზაინს ირიბად მაინც ასწავლიან ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში, ვებდიზაინს მხოლოდ კურსებზე თუ შეისწავლით. არადა, ხშირად, ასეთი კურსების სარეკლამო ფურცლებს იმდენად უღიმღამო სახე აქვს, რომ ძნელი წარმოსადგენია, ამ კურსების მესვეურთ საერთოდ რა წარმოდგენა აქვთ დიზაინზე. ამგვარ კურსებზე, როგორც ჩანს, თავად პედაგოგებიც თვითნასწავლები არიან. სამწუხაროა, რომ საქართველოში არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვებდიზაინს არ ასწავლიან. ისევ პარადოქსული სიტუაცია: არსებობს უამრავი ქართული ვებგვერდი, მათ შორის საკმაოდ მაღალი დონისაც, მაგრამ არ არსებობს ინსტიტუცია, რომელშიც ამ გვერდების შემქმნელებს შეუძლიათ ისწავლონ.
IT მენეჯერი
თბილისში თითქმის ყველა ოფისში დგას კომპიუტერი. ამ კომპიუტერების არმიას IT მენეჯერები ემსახურებიან. ადამიანები, რომელთა საქმეა სწრაფად და ხარისხიანად მოაგვარონ კომპიუტერებთან დაკავშირებული პრობლემები. IT მენეჯერის ფუნქციაში ასევე შედის კომპიუტერების და მოწყობილობების დროული განახლება-მოდერნიზა
მანქანის ხელოსნები
ქართველ დიზაინერებს, IT მენეჯერებსა და მანქანის ხელოსნებს შორის ბევრი საერთოა. მათ უმეტესობას, ცოდნა ენთუზიაზმის წყალობით აქვს მიღებული, (ან უბრალოდ, თავიანთ კოლეგებს უყურებდნენ და ამგვარად დაეუფლნენ პროფესიას).
დიდი მადლობა ავტორს საინტერესო სტატიისთვის!!!!ალბათ 15 წლის წინ ჩვენს პროფესიაზეც იგივეს დაწერდნე!
ReplyDeleteპ.ს.ეს იმედან "მტკივნეული" თემაა ალბათ ამას ცალკე სტატია უნდა დავუთმოთ
PRიდა
არაჩვეულებრივი ბლოგია :)))))))))
ReplyDelete