Tuesday, July 13, 2010

ინტერნეტ ტელევიზია


გლობალური ცვლილებები ერთბაშად არ ხდება. ცხოვრობენ ხოლმე ადამიანები, თავისთვის ცხოვრობენ, ცხოვრობენ და მერე რაღაც მომენტში ირკვევა, რომ თურმე, დრო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივი დრო კი არ იყო, არამედ კაცობრიობის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.
ჩვენს ყოველდღიურობასაც თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ დიდი ცვლილებების პერიოდში ვცხოვრობთ. ეს ცვლილებები ადამიანების ყოველდღიური ფუსფუსის პარალელურად ხდება.

გუშინწინ
ბევრი ისეთი ნივთი, რომლის არსებობაც სულ ცოტა ხნის წინ ფანტასტიკურობისა და რეალობის ზღვარზე იყო, დღეს სავსებით ჩვეულებრივია. მაგალითად, ტელევიზორი. ახლა ტელევიზორი ყველგან არის: მანქანის სალონში, მობილურ ტელეფონში და ა.შ. მაგრამ არსებობს უამრავი უფროსი ასაკის ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს, როგორ გაჩნდა პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი.
ახალი გამოგონება, ტექნიკური შესაძლებლობებით, საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა დღევანდელ ტელევიზორს. მის პატარა ეკრანზე ძნელად თუ გაარჩევდი რა ხდებოდა. უფრო მეტიც, ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ, როდესაც ტელევიზორები ახალი შემოსული იყო და ტელეგადაცემები დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მისი დიდი ბებია გადაცემების დაწყებამდე საგანგებოდ გამოეწყობოდა და ისე ჯდებოდა ტელევიზორის წინ. და თანაც ასე განმარტავდა – აბა, შვილებო, მოუწესრიგებელი ხომ არ გამოვჩნდები ხალხის წინო. მიუხედავად იმისა, რომ იმ ხანად ხალხი მართლაც დადიოდა ერთმანეთთან სტუმრად, ტელევიზორის საყურებლად, ბებია ამ შემთხვევაში, იმათ გულისხმობდა ვინც ტელევიზორში გამოჩნდებოდა ხოლმე.

გუშინ
ტელევიზორები შემოიჭრნენ ჩვენს სასტუმრო ოთახებში და დიდი ხნით დაისადგურეს იქ. ახლო წარსულის იდილიური ოჯახური სცენა გულისხმობდა სასტუმრო ოთახს, რომელშიც მთელი ოჯახი ტელევიზორს უყურებს. ტელევიზორში კი პოპულარული გადაცემა გადის, მაგალითად, ისეთი, როგორიც „ილუზიონი“იყო.
იმ ხანად, ტელემაუწყებლებს სრული კონტროლი ჰქონდათ, დღის განრიგზე. გადაცემა, რომელიღაც კონკრეტულ დროს გადიოდა ეთერში და ტელემაყურებელი მოუთმენლად ელოდა ამ დროს, ვინაიდან საყვარელი გადაცემის ნახვის საშუალება მხოლოდ ამ კონკრეტულ დროს და მხოლოდ ტელევიზორში ჰქონდა.
სწორედ ამიტომ, არსებობდა „პრაიმ ტაიმის“ ურყევი ცნება. ანუ დრო, როდესაც ტელევიზორთან აუდიტორიის მაქსიმალური რაოდენობა იკრიბებოდა. დროის ეს მონაკვეთი პოპულარული ტელეარხის უზარმაზარი განძი იყო.

დღეს
დღეს სიტუაცია შეცვლილია. ამა თუ იმ გადაცემის ნახვის რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, მაყურებელი დროში არ არის შეზღუდული. ინტერნეტმა თავად „პრაიმ ტაიმის“ მნიშვნელობაც შეასუსტა. შორს რომ არ წავიდეთ, დღეს ქართველ მაყურებელს შეუძლია შევიდეს საიტზე – www.myvideo.ge. აირჩიოს სასურველი ტელეარხი და ტელევიზორს ინტერნეტის საშუალებით უყუროს. მაგრამ სასწაული ამით არ მთავრდება. ამ ვებსაიტის დახმარებით, შესაძლებელია წამყვანი ქართული ტელეარხების მაუწყებლობა მაქსიმუმ 10 დღით უკან იყოს „გადახვეული“. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი დრო გასული 10 დღის განმავლობაში და ამ კონკრეტულ დროს გასულ გადაცემასა თუ ფილმს უყუროს. შესაბამისად, თუკი რომელიმე სიუჟეტი ან გადაცემა ვერ ნახეთ, ისღა დაგრჩენიათ ინტერნეტს მიუჯდეთ და www.myvideo.ge-ზე შეხვიდეთ.
თუმცა ტელეარხების დიდი ნაწილი ისედაც მიხვდა, რომ ის, რაც იყო ოდესღაც, აღარ დაბრუნდება, ამიტომაც ისინი თავადვე ათავსებენ თავიანთ გადაცემებს საკუთარ ვებგვერდებზე. ამგვარ საიტებზე www.myvideo.ge-ს გარეშეც შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი სიუჟეტი.

და საერთოდ
ინტერნეტ მედიები საკმაოდ სწრაფად ვითარდებიან. მაგალითად, თავისი არსებობის საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, უკვე უამრავი სხვადასხვა სახის ინტერნეტ ტელევიზია შეიქმნა. ინტერნეტ ტელევიზიები იმდენი და იმდენნაირია, რომ დადგა დრო მათი კლასიფიცირებისა.

ინტერნეტ ასლი: ტრადიციული, მსხვილი ტელეარხების ინტერნეტ მაუწყებლობა, ანუ, როდესაც ის, რაც ეთერში გადის, ინტერნეტში თავსდება. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს თუკი რომელიმე ქართული ტელეარხის ყურება მოგინდათ, ინტერნეტის საშუალებით ამას ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლებთ. თანაც ინტერნეტს ბევრი პლიუსი გააჩნია. მაგალითად, შეგიძლიათ ეთერში უკვე გასული გადაცემები ან ფილმები ნახოთ.

უბრალოდ ინტერნეტ ტელევიზია: ამ კატეგორიაში ისეთ რესურსებს გავაერთიანებდი, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ. ასეთ ტელევიზიებს, როგორც წესი, არც ისე დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც ვიდეომასალის ტექნიკურ ხარისხზე აისახება-ხოლმე. თუმცა მათი მთავარი პლიუსი უშუალობა და მეტი თავისუფლებაა. ინტერნეტში მაუწყებლობა ხომ მედიის შესახებ კანონით არ რეგულირდება. ამიტომაც ასეთ რესურსებზე უფრო თამამ სიუჟეტებს იხილავთ ხოლმე. აი რამდენიმე რესურსის ინტერნეტ მისამართიც: www.fora.tv, www. current.com, www.clicknetwork.tv. მსგავსი ქართული რესურსებიდან www.gevision.tv - ს გავიხსენებდი, რომელმაც ერთ წელიწადზე ოდნავ მეტი იმუშავა და შარშან წლის ბოლოს შეწყვიტა მაუწყებლობა. მიზეზებს შეგიძლიათ ამ ინტერნეტ ტელევიზიის ვებგვერდზე გაეცნოთ. მოქმედი რესურსებიდან კი www.itv.ge - ს გავიხსენებ. ქართულ რესურსებს ერთი თვალშისაცემი თავისებურება გააჩნიათ. თუკი მსგავსი ხასიათის უცხოური რესურსები ძირითადად გართობაზეა ორიენტირებული, ქართული რესურსები ზედმეტად პოლიტიზირებულია.

უფრო მეტი ვიდრე ტელევიზია: ამ კატეგორიაში ისეთ რესურსებს გავაერთიანებდი, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების პარალელურად, მომხმარებლებს ფილმების უზარმაზარ ბიბლიოთეკას სთავაზობს. ანუ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე ტელეარხი, ტელევიზიის მიერ დამზადებული სიუჟეტი ან გადაცემა, ანდა უბრალოდ ფილმების უზარმაზარი ბიბლიოთეკიდან თქვენთვის სასურველ ფილმს უყუროთ. ყველა ფილმი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და სულაც არ არის საჭირო მათი თქვენს კომპიუტერში გადმოწერა. მსგავსი რესურსი ჯერჯერობით არც ისე ბევრია და ბევრი მათგანი ჯერჯერობით შექმნის სტადიაშია. მაგალითად, www.heaventv.tv -ს მოვიყვანდი.

სახალხო ტელევიზია: ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო ადვილი ხდება საკუთარი ვიდეოსიუჟეტების მომზადება და მათი ინტერნეტში განთავსება. ბევრი ამას აკეთებს კიდეც. მაგალითად, www.youtube.com -ზე ან იუთუბის ქართულ ანალოგზე www.tvali.ge -ზე. ზოგი კი თავის საქმეს სხვებზე უფრო სერიოზულად უდგება და ამ რესურსების საშუალებით საკუთარი ტელეარხის შექმნას ცდილობს. აი, შესაბამისი მაგალითებიც: www.youtube.com/user/ijustine. „ი-ჯასტინს“ არხს 500.000-ზე მეტი ხელისმომწერი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული ტელევიზიაა, აქ უხვადაა რეკლამაც, რაც ამ საქმიანობის სარფიანობაზე მიუთითებს. მსგავსი ქართული რესურსებიდან კი www.youtube.com/user/SweetBelladoreGirl - ს მოვიყვანდი. ამ რესურსს, რა თქმა უნდა, გაცილებით მოკრძალებული პუბლიკა ჰყავს.


Monday, July 5, 2010

მოდით, სიმბოლოებით ვილაპარაკოთ


უფროსები ხშირად წუწუნებენ - ეს ახალგაზრდა თაობა არაფერს კითხულობს და ძალიან გაუნათლებელიაო. წყაროებს რომ ჩაუღრმავდეთ, მსგავს განცხადებებს უხვად მოიძიებთ სხვადასხვა ეპოქებისა და კულტურების ლიტერატურაშიც. თითქოს ოდესღაც ზეგანათლებული თაობა არსებობდა, და მას მერე კაცობრიობა, თაობიდან თაობამდე, მუდმივ რეგრესს განიცდის.
რეალურად კი, ყოველი ახალი თაობის ინტერესი წინა თაობის მისწრაფებებისაგან განსხვავდება და უკმაყოფილებაც აქედან ჩნდება. გარდა ინტერესებების ცვლილებისა, იცვლება თავად ინფორმაციის მიღების და გადაცემის მექანიზმები. მაგალითად, შუა საუკუნეებამდე ინფორმაცია ძირითადად ვერბალურად, მოყოლით გადმოიცემოდა. იმ ადამიანების დიდ ნაწილსაც, რომლებიც წიგნებს ფლობდნენ, ძირითადად, თავიანთი მსახურები და მასწავლებლები უკითხავდნენ. წიგნის კითხვა ერთობ სერიოზული და რთული საქმიანობა იყო.

გრაფიკები
ინფორმაციის რაოდენობა სულ იზრდება და რაღაც ეტაპზე ინფორმაციის ვიზუალიზაციის ახალი ხერხებიც გაჩნდა. ადამიანებმა გრაფიკები გამოიგონეს. ასე ერთ გამოსახულებაში დიდი ოდენობის ინფორმაციის გადმოცემა შესაძლებელია. საკმარისია, ერთი თვალი გადაავლო გრაფიკს, რომ ინფორმაცია მიღებულია. თუმცა, ეს, არც ისე ადვილი საქმეა.
ედვარდ რ. ტაფტი (Edward Rolf Tufte) ერთ-ერთ თავის წიგნში წერდა, რომ 1986 წელს იანვარში მომხდარი კოსმოსური შატლის აფეთქება, რომელმაც ასტრონავტების სიცოცხლე იმსხვერპლა, შესაბამის დოკუმენტაციაში არასწორად ვიზუალიზირებული ინფორმაციის გამო მოხდა. ანუ, გაუგებრად დახატულმა გრაფიკებმა, ინფორმაციის აღქმას შეუშალა ხელი და ამას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

უნივერსალური ენა
გრაფიკები მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია იმ საინტერესო პროცესებისა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება. თითქოს, შეუმჩნევლად და ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, ადამიანები ახალ ენასა და ანბანს ვქმნით.
ეს პროცესი ელექტრონული მოწყობილობების შექმნასთან ერთად დაიწყო. როდესაც პირველი პერსონალური კომპიუტერები შეიქმნა, საჭირო გახდა, ბევრი რთული და ადამიანისთვის გაუგებარი პროცესი, მარტივი ვიზუალური ნიშნებით გამოესახათ. მანამდე კომპიუტერებს მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის იყენებდნენ და კომპიუტერთან სამუშაოდ სპეციალური ცოდნა იყო საჭირო. ზოგ შემთხვევაში, მომხმარებელს, კომპიუტერთან საურთიერთოდ ინჟინერიც ეხმარებოდა. აი, პერსონალური კომპიუტერი კი უკვე ჩვეულებრივი, რიგითი მომხმარებლისთვისაც გასაგები უნდა ყოფილიყო. ამისთვის შეიქმნა ეგრეთწოდებული (GUI) - მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი. ანუ იმ გამოსახულებათა ერთობლიობა, რომელსაც მონიტორზე ვხედავთ და რომლის საშუალებითაც ვხვდებით, რომელ ოპერაციას ასრულებს ახლა კომპიუტერი. მაგალითად: იმისთვის, რომ ინფორმაცია კომპიუტერში შევინახოთ, ამ ინფორმაციას (ფაილს) საქაღალდეში (ფოლდერში) ვდებთ. რეალურად კი, კომპიუტერი ამ ოპერაციის ჩატარებისას არსად არაფერს არ დებს. ეს ვიზუალური ინტერპრეტაცია უფრო გასაგებია ადამიანისთვის, ვიდრე რეალური პროცესები, რომლებიც კომპიუტერში მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პირველი კომპიუტერულ სიმბოლოთა ერთობლიობა, მაკინტოშის კომპიუტერებისთვის შეიქმნა. ეს ამოცანა ცნობილმა დიზაინერმა სუსან კარემ (Susan Kare) შეასრულა. რეზულტატი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ის ვიზუალური სიმბოლოები, რომლებიც მაშინ შემუშავდა, დღესაც გვხვდება, უმნიშვნელო მოდიფიკაციებით.
დღესდღეობით ეს სიმბოლოთა ერთობლიობა თითქმის ყველა ელექტრონულ მოწყობილობაში გვხვდება. მაგალითად, საკმარისია, თანამედროვე ახალგაზრდამ თუნდაც მისთვის უცნობი მოდელის მობილური ტელეფონი აიღოს ხელში, რომ სიმბოლოების დახმარებით ძალიან მარტივად გაერკვევა მის ფუნქციებში.
თანაც ეს სიმბოლოთა (პიქტოგრამების) ენა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო რთულდება, ფართოვდება...

პარალელი ისტორიიდან
თავად პირველი დამწერლობაც ხომ იგივე პრინციპის საფუძველზე შეიქმნა. ჯერ მარტივი ნახატები გაჩნდა, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებს გამოხატავდნენ და შემდეგ, ამ პიქტოგრამების გართულების საფუძველზე შეიქმნა პირველი ანბანიც.

განათლებული გაუნათლებელი თაობა
სტატიის დასაწყისში ახალგაზრდა თაობის მიმართ უფროსი თაობის პრეტენზიებზე ვსაუბრობდი. მაგრამ ხშირად კომიკური სიტუაცია იქმნება. ფაქტია, რომ ახალგაზრდა თაობამ უცებ აუღო ალღო სიმბოლოთა იმ ანბანს, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების შედეგად შეიქმნა. დღეს ხშირად ნახავთ სიტუაციას, როდესაც უფროსი, განათლებული თაობის წარმომადგენლები, ახალგაზრდებს მობილურებსა თუ კომპიუტერულ ტექნიკასთან ურთიერთობისას, შველას სთხოვენ-ხოლმე. არც ინტერნეტი არის მათთვის ადვილად გასაგები...

Tuesday, June 29, 2010

არაპროფესიონალი პროფესიონალები


სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში გა­ნა­თლ­ებ­ის რე­ფო­რმ­აზე თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა უკ­ვე ყვ­ელ­ამ გა­მო­თქ­ვა, ალ­ბათ, მხ­ოლ­ოდ ზა­რმ­აც­ებ­მა შე­იკ­ავ­ეს თა­ვი. ამ­იტ­ომ­აც, არ ვა­პი­რებ ჩა­ვუ­ღრ­მა­ვდე რე­ფო­რმ­ის სუ­სტ და ძლ­იერ მხ­არ­ეე­ბს, უბ­რა­ლოდ, რა­მდ­ენ­იმე უც­ნა­ურ სა­კი­თხ­ზე მი­ნდა შე­ვა­ჩე­რო თქ­ვე­ნი ყუ­რა­დღ­ება. სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში სხ­ვა­და­სხ­ვა სა­ქმ­ის პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლე­ბი არ­იან, მა­გრ­ამ არ არ­სე­ბო­ბს სა­სწ­ავ­ლე­ბლ­ები, რო­მლ­ებ­იც ამ პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლე­ბს ამ­ზა­დე­ბენ. არ­ადა, ვი­კი­პე­დი­აში (რო­მლ­ის სი­სწ­ორ­ეში, მა­რთ­ალ­ია ბე­ვრს ეჭ­ვი ეპ­არ­ება), პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლის შე­მდ­ეგ­ნა­ირი ტრ­ად­იც­იუ­ლი გა­ნმ­არ­ტე­ბაა მო­ცე­მუ­ლი: „სი­ტყ­ვა „პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლი“ აღ­ნი­შნ­ავს პი­რს, რო­მე­ლიც დი­პლ­ომ­ირ­ებ­ული სპ­ეც­ია­ლი­სტ­ია ამა თუ იმ პრ­ოფ­ეს­იულ სა­ქმ­ია­ნო­ბა­ში“.
რა თქ­მა უნ­და, მხ­ოლ­ოდ დი­პლ­ომი, არ­აფ­ერს ნი­შნ­ავს, უბ­რა­ლოდ, იმ­ის აღ­ნი­შვ­ნა მი­ნდა, რომ პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლს, რო­გო­რც მი­ნი­მუმ, პრ­ოფ­ეს­იუ­ლი მო­მზ­ად­ება უნ­და გა­აჩ­ნდ­ეს.
მგ­ონი, შე­სა­ვა­ლი­სთ­ვის სა­კმ­არ­ის­ად და­ვწ­ერე და ახ­ლა დრ­ოა, ქა­რთ­ველ პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლე­ბზე ვი­სა­უბ­რო.

გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინი

დი­ზა­ინ­ის გა­ნს­აზ­ღვ­რე­ბი­სთ­ვის კი­დევ ერთ ონ­ლა­ინ ენ­ცი­კლ­ოპ­ედ­იას მო­ვი­შვ­ელ­იებ. ამ­ჯე­რად, ბრ­იტ­ან­იკ­ას:
გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინი: პრ­ოფ­ეს­ია და ამ­ავე დრ­ოს, ხე­ლო­ვნ­ება ის­ეთი ვი­ზუ­ალ­ური ელ­ემ­ენ­ტე­ბის შე­რჩ­ევ­ისა და ერ­თმ­ან­ეთ­თან შე­ხა­მე­ბი­სა, რო­გო­რი­ცაა – შრ­იფ­ტი, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა და ფე­რი. გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის ამ­ოც­ან­აა, - გა­რკ­ვე­ული მე­სი­ჯი აუ­დი­ტო­რი­ას. სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის უა­მრ­ავი სპ­ეც­ია­ლი­სტ­ია. რა­შიც მა­რტ­ივ­ად და­რწ­მუ­ნდ­ებ­ით, თუ ქა­ლა­ქში გა­ივ­ლით და სა­რე­კლ­ამო ბა­ნე­რე­ბს გა­და­ხე­და­ვთ. ან ღვ­ინ­ის მა­ღა­ზი­აში შე­ხვ­ალთ, რო­მე­ლიც თა­ვის მხ­რივ, გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის გა­მო­ფე­ნაა, ვი­ნა­იდ­ან, თი­თო­ეუ­ლი ღვ­ინ­ის ეტ­იკ­ეტი ცდ­ილ­ობს გა­რკ­ვე­ული გზ­ავ­ნი­ლი მი­იტ­ან­ოს მო­მხ­მა­რე­ბე­ლთ­ან. რო­მე­ლი­მე ქა­რთ­ული გა­ზე­თი­სა თუ ჟუ­რნ­ალ­ის, პუ­ბლ­იკ­აც­იე­ბის თი­თო­ეუ­ლი გვ­ერ­დიც ხომ გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის პრ­ოდ­უქ­ტია. ეს გვ­აფ­იქ­რე­ბი­ნე­ბს, რომ სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის უა­მრ­ავი სპ­ეც­ია­ლი­სტ­ია, რა­დგ­ან ყვ­ელ­აფ­ერ იმ­ას, რაც მე ჩა­მო­ვთ­ვა­ლე, გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის სპ­ეც­ია­ლი­სტ­ები ქმ­ნი­ან. გა­სა­კვ­ირი კი ის­აა, რომ არც ერთ ქა­რთ­ულ უმ­აღ­ლეს სა­სწ­ავ­ლე­ბე­ლში გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის კა­თე­დრა არ არ­სე­ბო­ბს და ამ სფ­ერ­ოს პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლთა უმ­რა­ვლ­ეს­ობა თვ­ით­ნა­სწ­ავ­ლია. მას ვი­ნც ამ პრ­ოფ­ეს­იის და­უფ­ლე­ბას გა­და­წყ­ვე­ტს, ძა­ლი­ან მწ­ირი არ­ჩე­ვა­ნი ექ­ნე­ბა:
1. ჩა­აბ­არ­ოს სა­მხ­ატ­ვრო აკ­ად­ემ­ია­ში ‑ გრ­აფ­იკ­ის ფა­კუ­ლტ­ეტ­ზე.
აქ მას და­ზგ­ური გრ­აფ­იკ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­სა­ძლ­ებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, პლ­აკ­ატ­ის ხე­ლო­ვნ­ებ­ას და წი­გნ­ის ილ­უს­ტრ­აც­იას და­ეუ­ფლ­ოს. მა­გრ­ამ პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ვად მო­უწ­ევს კო­მპ­იუ­ტე­რუ­ლი პრ­ოგ­რა­მე­ბის შე­სწ­ავ­ლა­ზე იზ­რუ­ნოს, რაც გრ­აფ­იკ­ული დი­ზა­ინ­ის სპ­ეც­ია­ლი­სტ­ის­თვ­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.
2. გა­ია­როს სა­სე­რტ­იფ­იკ­ატო კუ­რსი გრ­აფ­იკ­ულ დი­ზა­ინ­ში.
ას­ეთი კუ­რს­ები ცო­ტაა და ის­ინი, ვი­ნც ამ კუ­რს­ებ­ზე ას­წა­ვლ­იან, ძი­რი­თა­დად თვ­ით­ნა­სწ­ავ­ლი დი­ზა­ინ­ერ­ები არ­იან, ზო­გი­ერ­თი გა­მო­ნა­კლ­ის­ის გა­რდა.
3. და­იქ­ირ­ავ­ოს ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური პე­და­გო­გი.
პე­და­გო­გი, უკ­ეთ­ეს შე­მთ­ხვ­ევ­აში, სა­მხ­ატ­ვრო აკ­ად­ემ­იის კუ­რს­და­მთ­ავ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლმ­აც შე­მდ­გო­მში თა­ვად ის­წა­ვლა კო­მპ­იუ­ტე­რუ­ლი პრ­ოგ­რა­მე­ბი და მზ­ად არ­ის თა­ვი­სი გა­მო­ცდ­ილ­ება სხ­ვე­ბს­აც გა­უზ­ია­როს.

ვებდი­ზა­ინი

ვე­ბდ­იზ­აი­ნის შე­მთ­ხვ­ევ­აში სა­ქმე კი­დევ უფ­რო ცუ­დად არ­ის, თუ­კი გრ­აფ­იკ­ულ დი­ზა­ინს ირ­იბ­ად მა­ინც ას­წა­ვლ­იან ამა თუ იმ უმ­აღ­ლეს სა­სწ­ავ­ლე­ბე­ლში, ვებდი­ზა­ინს მხ­ოლ­ოდ კუ­რს­ებ­ზე თუ შე­ის­წა­ვლ­ით. არ­ადა, ხშ­ირ­ად, ას­ეთი კუ­რს­ებ­ის სა­რე­კლ­ამო ფუ­რც­ლე­ბს იმ­დე­ნად უღ­იმ­ღა­მო სა­ხე აქ­ვს, რომ ძნ­ელი წა­რმ­ოს­ად­გე­ნია, ამ კუ­რს­ებ­ის მე­სვ­ეუ­რთ სა­ერ­თოდ რა წა­რმ­ოდ­გე­ნა აქ­ვთ დი­ზა­ინ­ზე. ამ­გვ­არ კუ­რს­ებ­ზე, რო­გო­რც ჩა­ნს, თა­ვად პე­და­გო­გე­ბიც თვ­ით­ნა­სწ­ავ­ლე­ბი არ­იან. სა­მწ­უხ­არ­ოა, რომ სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში არც ერთ უმ­აღ­ლეს სა­სწ­ავ­ლე­ბე­ლში ვე­ბდ­იზ­აი­ნს არ ას­წა­ვლ­იან. ის­ევ პა­რა­დო­ქს­ული სი­ტუ­აც­ია: არ­სე­ბო­ბს უა­მრ­ავი ქა­რთ­ული ვე­ბგ­ვე­რდი, მათ შო­რის სა­კმ­აოდ მა­ღა­ლი დო­ნი­საც, მა­გრ­ამ არ არ­სე­ბო­ბს ინ­სტ­იტ­უც­ია, რო­მე­ლშ­იც ამ გვ­ერ­დე­ბის შე­მქ­მნ­ელ­ებს შე­უძ­ლიათ ის­წა­ვლონ.

IT მე­ნე­ჯე­რი

თბ­ილ­ის­ში თი­თქ­მის ყვ­ელა ოფ­ის­ში დგ­ას კო­მპ­იუ­ტე­რი. ამ კო­მპ­იუ­ტე­რე­ბის არ­მი­ას IT მე­ნე­ჯე­რე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ად­ამ­ია­ნე­ბი, რო­მე­ლთა სა­ქმ­ეა სწ­რა­ფად და ხა­რი­სხ­ია­ნად მო­აგ­ვა­რონ კო­მპ­იუ­ტე­რე­ბთ­ან და­კა­ვშ­ირ­ებ­ული პრ­ობ­ლე­მე­ბი. IT მე­ნე­ჯე­რის ფუ­ნქ­ცი­აში ას­ევე შე­დის კო­მპ­იუ­ტე­რე­ბის და მო­წყ­ობ­ილ­ობ­ებ­ის დრ­ოუ­ლი გა­ნა­ხლ­ება-მო­დე­რნ­იზ­აც­ია და ქს­ელ­ის და­გე­გმ­ვა. ანუ არა მხ­ოლ­ოდ კო­ნკ­რე­ტულ მო­მე­ნტ­ში წა­მო­ჭრ­ილი პრ­ობ­ლე­მის გა­და­ჭრა, არ­ამ­ედ მა­თი პრ­ევ­ენ­ცია და მო­მა­ვა­ლში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოე­ბის წი­ნა­სწ­არ გა­ნს­აზ­ღვ­რა. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ თბ­ილ­ის­ში IT მე­ნე­ჯე­რის კუ­რს­ები არ­სე­ბო­ბს, რე­ალ­ურ­ად მო­მუ­შა­ვე IT მე­ნე­ჯე­რე­ბის უმ­ეტ­ეს­ობა თვ­ით­ნა­სწ­ავ­ლია.

მა­ნქ­ან­ის ხე­ლო­სნ­ები

ქა­რთ­ველ დი­ზა­ინ­ერ­ებს, IT მე­ნე­ჯე­რე­ბსა და მა­ნქ­ან­ის ხე­ლო­სნ­ებს შო­რის ბე­ვრი სა­ერ­თოა. მათ უმ­ეტ­ეს­ობ­ას, ცო­დნა ენ­თუ­ზი­აზ­მის წყ­ალ­ობ­ით აქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი, (ან უბ­რა­ლოდ, თა­ვი­ანთ კო­ლე­გე­ბს უყ­ურ­ებ­დნ­ენ და ამ­გვ­არ­ად და­ეუ­ფლ­ნენ პრ­ოფ­ეს­იას).
ყვ­ელა ზე­მოთ ჩა­მო­თვ­ლილ სფ­ერ­ოში, უა­მრ­ავი სა­ინ­ტე­რე­სო პი­რო­ვნ­ებ­აა, რო­მე­ლიც კა­რგ­ად არ­თმ­ევს თა­ვს სა­ქმ­ეს, ამ­ას ცხ­ად­ყო­ფს ბა­ნე­რე­ბით, ჟუ­რნ­ალ­ებ­ით და სხ­ვა­და­სხ­ვა ტი­პის სა­რე­კლ­ამო პრ­ოდ­უქ­ტით სა­ვსე ქა­ლა­ქი, ჩნ­დე­ბა ახ­ალი ქა­რთ­ული ვე­ბგ­ვე­რდ­ები, თბ­ილ­ის­ის ოფ­ის­ებ­ში მუ­შა­ობ­ენ კო­მპ­იუ­ტე­რე­ბი. უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცას თა­ვი­და­ნვე რომ ეფ­იქ­რა და გა­ეთ­ვა­ლა რა ტი­პის სპ­ეც­ია­ლი­სტ­ებ­ზე არ­ის მო­თხ­ოვ­ნა სა­ქა­რთ­ვე­ლო­ში, ყვ­ელა ეს ად­ამ­ია­ნი სრ­ულ­ად და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბდა „პრ­ოფ­ეს­იო­ნა­ლო­ბი­სა­თვ­ის“ სა­ჭი­რო მო­თხ­ოვ­ნე­ბს, მი­იღ­ებ­და შე­სა­ბა­მის გა­ნა­თლ­ებ­ას და მა­თი შრ­ომ­ის უშ­უა­ლო მო­მხ­მა­რე­ბლ­ებ­იც მე­ტად იქ­ნე­ბო­დნ­ენ კმ­აყ­ოფ­ილ­ნი შე­სრ­ულ­ებ­ული სა­მუ­შა­ოთი.


Thursday, June 24, 2010

გზა ბრენდამდე

დღესდღეობით წარმოუდგენელია საუბარი სიტყვა ბრენდის გამოყენების გარეშე, და მაინც რა არის ეს მაგიური სიტყვა რომელიც ატრიალებს სამყაროს?

ერთი შეხედვით მარტივი სიტყვა ბრენდი რთული ტექნოლოგიისაგან შემდგარი რამ არის, და მაინც რა არის ბრენდში ასეთი ზებუნებრივი, რომელიც „აიძულებს“ მომხმარებლებს დაუფიქრებლად იყიდონ ბრენდი?

მინდა ჩემი გამოცდიელბა გავუზიარო ბლოგის მკითხველებს, რადგან მე პიარ სპეციალისტი ვარ. ჯერ კიდევ მანამ სანამ პროფესიას ავირჩევდი მაინტერესებდა, რატომ ყიდულობენ ადამიანები ამა თუ იმ პროდუქტს და რატომ იყო ჩემ ბავშვობაში და არის დღემდე კოლა –კოლა ყველაზე მაგარი?

პირველი ჩემი შეხება ბრენდთან რათქმაუნდა მათი მოხმარების გარდა :) წიგნებიდან დაიწყო, დავიწყე კითხვა რა იყო ბრენდი და როგორ ხდება პროდუქტის ბრენდად ქცევა, თუმცა ეს თეორიული ცოდნა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ კარგად გავრკვეულიყავი ბრენდის და ბრენდინგის საკითხებში (ბრენდინგი– არის ბრენდის შექმნის ტექნოლოგია). ჩემდა სასიკეთოდ მომიწია რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამგზავრება, სადაც უნიკალური ადამიანი, ახლანდელი საერთაშორისო პიარ ასოციაციის პრეზიდენტი რიჩარდ ლინინგი გავიცანი, რომელიც მიკითხავდა ლექციებს. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან პირველად შევხვდი ისეთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო მოკლე დროში და მარტივად აეხსნა ჩემთვის ბრენდის ტექნოლოგიები. იმდენად დამაინტერესა ამ თემამ და ადამიანმა, რომ ვთხოვე მას პირადი პრეზენტაციები გადმოეგზავნა ჩემთვის :) და რათქმაუნდა გადმომიგზავნა. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ცოდნა უნდა გადამეცა ვინმესთვის და პრაქტიკულად განმეხორციელებინა (წაკითხული მქონდა, რომ ყველაზე კარგია რასაც ისწავლი მისი გამეორებაა და სხვასაც გადასცე–გაუზიარო, ანუ რასაცა გასცემ შენიას ... პრინციპია). პირველი რაც გავაკეთე გადავთარგმნე ბატონი ლინინგის პრეზენტაციები და რათქმაუნდა მცირედი ადაპტირება გავუკეთე, ჩემი მოკრძალებული აზრები დავამაატე და გავაკეთე უფასო სემინარი პიარის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. შეხვედრას სამოცამდე სტუდენტი დაესწრო ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან, მასკიდან და ტექნიკური უნივერსიტეტიდან. შეხვედრა ინტერაქტიული გამოვიდა. რაც ვიცოდი ვცემდი პასუხს რაზეც არ მქონდა პასუხი, გულრწრფელად ვამბობდი არას, ხოლო როდესაც ჩემი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება განვითარდა დავიწყე ბრენდინგის კურსის სწავლება საქართველოს უნივერსიტეტში.

რათქმაუნდა მხოლოდ ცოდნის გადაცემაში არ არის „ ჭეშმარიტება”. ხშირად ვეკითხებოდი მეგობრებს და ახლობლებს რა მახასითებლებით ირჩევდნენ ბრენდს. ძირითადად ისინი ასახელებდნენ ცნობადობას და უცხოური პროდუქტის ხიბლს თუმცა ქართულ ბრენდებსაც ყიდულობდნენ.

უფრო კონკრეტული რომ ვიყო და საქმე რომ იყოს ლაპარაკის ნაცვლად, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ბრენდი კარგად ჩამოყალიბებული პროდუქტის სტრატეგიაა, რომელსაც წინასწარ შექმნილი იდეა ანუ ღირებულება გააჩნია. რათქმაუნდა მომხმარებლებს რომ ვკითხოთ კოკა–კოლას წყურვილის მოსაკლავად ყიდულობენ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით მასში მათ მთავარი ღირებულება და იდეა ანუ ბრენდი მოსწონთ, ალბათ სიმბოლური იყო, რომ ჩემი ბავშვობის სანატრელ ბრენდ კოკა–კოლას კომპანიაში მომიწია მუშაობა.

ბრენდინგის სპეციალისტებს შორის აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგი ამტკიცემს, რომ რომელ პროდუქტსაც მსოფლიო ცნობადობა არ გააჩნია ბრენდი არ არის, მაგალითად ჩვენი ლოკალური პროდუქტები ბორჯომი, ნატახტარი და ა.შ

მეორენი კი ამტკიცებენ, რომ არსებობს ლოკაური და გლობალური ბრენდები და ორივე ბრენდია. რომელ მიმართულებას დაიჯერებთ არჩევანი თქვენზეა.

როდესაც პროდუქტის შექმნაზე ვიწყებთ მუშაობას აუცილებელია, რომ ვიფიქროთ რა ღირებულება, რა განმანსხვავებელი არსი და ბუნება ექნება ჩვენ პროდუქტს და რა საშუალებებით მოვახდენთ მის კომუნიკაციას. გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი ერთი „სწავლა სწავლა და სწავლა” და მეორე „დრო დრო და დრო“ (აუცილებელია ბრენდზე მომუშავე ადამიანი ფლობდეს ბრენდინგში ბაზისურ ცონდას და იცოდეს, რომ ბრენდის შექმნას დიდი დრო უნდა).

იმედია მოკლედ ჩამოვაყალიბე რისი თქმაც მინდოდა. ეს ჩემი გზა იყო ბრენდამდე მისვლის, რომელიც ასე გამოისახა 1. ინტერესი 2 ინფრმაციის მოძიება –სწავალა 3. ცოდნის გაზიარება 4 პრაქტიკა.

ელდარ პირმისაშვილი
პიარ სპეციალისტი

Monday, June 21, 2010

მანახე შენი ბლოგი და გეტყვი, ვინა ხარ შენ...


„ის, რაც დღეს შესაძლებელია, წარმოუდგენელი იყო ორი ათეული წლის წინ“, - ამგვარად დაახასიათა ინტერნეტ-ტექნოლოგიები ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ეს მოსაზრება მან 2009 წლის აგვისტოში მოსკოველ სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოთქვა. ამერიკის პრეზიდენტისგან ეს ფრაზა კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს. მართლაც, ერთი შეხედვით მარტივი და ყველასთვის მისაწვდომი ტექნოლოგიები უამრავ შესაძლებლობებს გვაძლევს, მაგრამ შესაძლებლობებთან ერთად საფრთხეებსაც შეიცავს. ამის შესახებ კვლავ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, ამჯერად, ამერიკელ სკოლის მოწაფეებთან შეხვედრაზე. ერთ-ერთმა თინეიჯერმა კითხვა დაუსვა, რა რჩევას მისცემდა ბარაკ ობამა მათ, ვისაც მომავალში პრეზიდენტობა სურს. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:
„პირველ ყოვლისა, მინდა, რომ ყველანი, ვინც აქ იმყოფებით, სიფრთხილით მოეკიდოთ იმას, რასაც Facebook-ში „დაპოსტავთ“. რადგანაც YouTube-ის ხანაში, ყველაფერი, რასაც აკეთებ, შეიძლება, მოგვიანებით წინ დაგხვდეთ.“
„როდესაც ახალგაზრდა ხარ, ხშირად უშვებ შეცდომებს. ხანდახან სისულელეებსაც კი სჩადიხარ. მე ბევრი მსმენია იმ ადამიანებზე, რომლებსაც Facebook-ზე რაღაც გამოუქვეყნებიათ, შემდეგ კი, სამსახურის ძებნისას პრობლემები შექმნიათ.“
სტუდენტებთან საუბარში ობამამ რამდენჯერმე ახსენა „შეცდომები“, რომლებიც მან სკოლის ასაკში დაუშვა. თუმცა, უცნობია, რა შეცდომებზე იყო საუბარი. სამაგიეროდ, ცნობილია, რა იგულისხმა ობამამ, როდესაც დამსაქმებლების მიერ ინტერნეტ-ძიება ახსენა. კერძოდ, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ამერიკელ დამქირავებელთა 45 % სამსახურის მაძიებელთა ირგვლივ ინფორმაციას ინერნეტში აგროვებს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში.
გამოკითხულთა 35 %-მა განაცხადა, რომ აპლიკანტებისათვის სამსახურში მიღებაზე უარი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე უთქვამთ. ეს გადაწყვეტილება მომავალი თანამდებობისათვის შეუსაბამო ფოტოებმა, ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დამოკიდებულებამ, ან წინა დამსაქმებელებისაგან და ყოფილი თანამშრომლებისაგან უარყოფითმა კომენტარებმა განაპირობა.

ფრთხილად, ბლოგები!

ინტერნეტი იმდენად სწრაფად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ მსხვილი კომპანიები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ მის ძალას. მაგალითად, იმას, თუ რამხელა ზიანი შეიძლება მოიტანოს თუნდაც მოკლე ჩანაწერმა, რომელიმე ბლოგში. კორპორაცია „DELL“-ის ირგვლივ აგორებული ისტორია ცხადყოფს, რომ საქმე არც ისე მარტივად არის. ეს ამბავი 2005 წელს დაიწყო, როდესაც ერთმა ჟურნალისტმა, სახელად ჯეფ ჯავრისმა, თავის ბლოგში პატარა ჩანაწერი გააკეთა კორპორაცია „დელის“ მომხმარებელთა სერვისის შესახებ. საქმე იმაშია, რომ ჯეფმა იმხანად „დელის“ კომპიუტერი იყიდა. კომპიუტერს პრობლემები აღმოაჩნდა და ჟურნალისტი შეეცადა, მწარმოებელი კომპანიის დახმარებით მოეგვარებინა პრობლემა. მაგრამ მისი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ თავის პერსონალურ ბლოგში უმნიშვნელო ჩანაწერი გააკეთა, სადაც თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა „დელის“ მიმართ. მისი ჩანაწერი სხვა ბლოგის მომხმარებლებმაც წაიკითხეს. ზოგი, უბრალოდ, კომენტარს ტოვებდა. ზოგი კი ჯეფის ჩანაწერს ციტირებას უკეთებდა. ასე, ნელ-ნელა დაიწერა უზარმაზარი საგა „დელის“ არაკეთილსინდისიერი მუშაობის შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილი იყო უპასუხოდ დარჩენილი იმეილები, უშედეგო ტელეფონის ზარები, კომპიუტერის გამოუცვლელი დეტალები... თავიდან ამ ყველაფერს „დელი“ ყურადღებას არ აქცევდა. მერე კი თავად გამოიჩინა ინიციატივა. კორპორაციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჯეფს და კომპიუტერის გამოცვლა შესთავაზეს. ეს, შეიძლება, პატარა ბლოგის მიერ უზარმაზარი კორპორაციისთვის შექმნილი პრობლემების დასასრული ყოფილიყო, მაგრამ საქმე ამითი არ ამოიწურა. ჯეფის მიერ აგორებული ტალღა კვლავ იკრეფდა ძალას. ახლა უკვე მისი ჩანაწერის ციტირება ბეჭდვით მედიაში ხდებოდა. ინტერნეტში სულ უფრო მეტი ლინკი ჩნდებოდა მის ბლოგზე. ბოლოს ამ ყველაფერმა „დელის“ გაყიდვებზეც იმოქმედა.
ეს ისტორია ბლოგში გაკეთებული ჩანაწერიდან ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2007 წლის ოქტომბერში ჯეფმა „BusinessWeek“-ში მაიკლ დელთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა (ასეთი დაკავებული პიროვნების ინტერვიუზე დაყოლიება, ალბათ, არც ისე ადვილია და არც „BusinessWeek“- ი უთმობს ყველა მსურველს ცენტრლურ ადგილს). ამ ინტერვიუში მაიკლ დელი იუწყებოდა, რომ ბლოგში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ კომპანიამ 150,000,000 $ დახარჯა მომხმარებელთა სერვისის გასაუმჯობესებლად.

და ბოლოს

უამრავი საინტერესო ფაქტი თუ კურიოზი ზუსტად ბლოგების საშუალებით ხდება ხოლმე ცნობილი. მაგალითად, რუსეთში, სადაც მედია საშუალებები გარკვეულ სირთულეებს განიცდიან, ბევრი რამ სწორედ ბლოგების საშუალებით ხდება ცნობილი. მაგალითად, 18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ქალაქ ომსკს ეწვია. ამ ვიზიტს პატარა კურიოზი მოჰყვა, რომელიც ბლოგების საშუალებით გახდა ცნობილი. პრეზიდენტის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე ქალაქის მერიის თანამშრომლებმა სასწრაფოდ ჩამოხსნეს ბანერი, რომლზეც ეწერა - „Ждем тебя, веселый гном“. ამ პლაკატს არანაირი კავშირი არ ჰქონდა პრეზიდენტის ვიზიტთან. ის, უბრალოდ, მოსახლეობას საბავშვო სპექტაკლის შესახებ ამცნობდა. როგორც იუწყებოდნენ ბლოგერები, ბანერის ჩამოხსნას იმდენად ჩქარობდნენ, რომ ნაჯახებით ჩამოხიეს პლაკატი.